საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულს კორონავირუსი დაუდასტურდა
პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულს კორონავირუსი დაუდასტურდა

და­კა­ვე­ბულს, რო­მე­ლიც პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის ეს­კორ­ტის ოფიც­რებ­მა პო­ლი­ცი­ის­გან სა­მო­ქა­ლა­ქო კლი­ნი­კა­ში გა­და­ი­ბა­რეს, კო­ვიდ-19 და­უ­დას­ტურ­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

"2020 წლის 28 ივ­ლისს გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­ა­კა­ვეს ბრალ­დე­ბუ­ლი დ.წ., რო­მე­ლიც დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტო­რი­დან 29 ივ­ლისს ტემ­პე­რა­ტუ­რის მო­მა­ტე­ბის მი­ზე­ზით გა­და­იყ­ვა­ნეს ცხე­ლე­ბის კლი­ნი­კა­ში. ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის სა­სა­მარ­თლოს მიერ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შემ­დეგ, სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის ეს­კორ­ტის ოფიც­რებ­მა სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის კლი­ნი­კა­ში მყო­ფი ბრალ­დე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­სა­გან 1-ლ აგ­ვის­ტოს 03:12 სთ-ზე ჩა­ი­ბა­რეს.

დად­გე­ნი­ლი წე­სის თა­ნახ­მად, პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შეყ­ვა­ნამ­დე, 2020 წლის 1-ლ აგ­ვის­ტოს 04:00 სთ-ზე ბრალ­დე­ბუ­ლის­გან აღე­ბუ­ლი იქნა ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლა PCR ტეს­ტის ჩა­სა­ტა­რებ­ლად. ამა­ვე დღეს, 09:40 სთ-ზე ეს­კორ­ტის ოფიც­რე­ბის ცვლა შე­იც­ვა­ლა და ბრალ­დე­ბუ­ლი ეს­კორ­ტის სხვა სამ­მა ოფი­ცერ­მა გა­და­ი­ბა­რა. 1-ლ აგ­ვის­ტოს 16: 30 სთ-ზე მი­ღე­ბუ­ლი იქნა ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტეს­ტის პა­სუ­ხი, რომ­ლი­თაც მას კო­ვიდ-19 და­უ­დას­ტურ­და.

ბრალ­დე­ბუ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია და ჯან­დაც­ვის შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის და მათი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, გა­და­წყდე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლის მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დგო­მი ტაქ­ტი­კა და მისი კო­ვიდ კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნის სა­კი­თხი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ტეს­ტის და­დე­ბი­თი პა­სუ­ხის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე, ეს­კორ­ტის სამი ოფი­ცე­რი (და მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბი), რომ­ლებ­მაც ბრალ­დე­ბუ­ლი 1-ლ აგ­ვის­ტოს ღამე პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­გან ჩა­ი­ბა­რეს, გა­და­ვიდ­ნენ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში.

უახ­ლო­ეს სა­ა­თებ­ში მათ PCR ტეს­ტი­რე­ბა ჩა­უ­ტარ­დე­ბათ, რის შემ­დე­გაც ისი­ნი 21 დღეს თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში გა­ა­ტა­რე­ბენ და მხო­ლოდ კი­დევ ერთხელ ტეს­ტი­რე­ბის გავ­ლის და უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხის შემ­თხვე­ვა­ში და­უბ­რუნ­დე­ბი­ან სა­მუ­შაო ად­გილს. ასე­ვე, ეს­კორ­ტის სამი ოფი­ცე­რი, რომ­ლე­ბიც ამ­ჟა­მად ბრალ­დე­ბულ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბა, ბრალ­დე­ბუ­ლის სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნის შემ­დეგ (რაც უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში მოხ­დე­ბა) გა­ივ­ლის ტეს­ტი­რე­ბას და გა­და­ვა თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში, სა­დაც ასე­ვე 21 დღეს გა­ა­ტა­რებს. რო­გორც ზე­მოთ ით­ქვა, ბრალ­დე­ბუ­ლი ეს­კორ­ტის ოფიც­რებ­მა სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის კლი­ნი­კა­ში გად­მო­ი­ბა­რეს. შე­სა­ბა­მი­სად, იგი პე­ნი­ტენ­ცი­ურ სის­ტე­მა­ში არ მოხ­ვედ­რი­ლა და პე­ნი­ტენ­ცი­ურ სის­ტე­მას­თან არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია“ , - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ბორჯომელი
30
ღმერთო დაგვიფარე
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულს კორონავირუსი დაუდასტურდა

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულს კორონავირუსი დაუდასტურდა

დაკავებულს, რომელიც პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა პოლიციისგან სამოქალაქო კლინიკაში გადაიბარეს, კოვიდ-19 დაუდასტურდა. ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

"2020 წლის 28 ივლისს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს ბრალდებული დ.წ., რომელიც დროებითი მოთავსების იზოლატორიდან 29 ივლისს ტემპერატურის მომატების მიზეზით გადაიყვანეს ცხელების კლინიკაში. ბრალდებულისთვის სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მყოფი ბრალდებული პოლიციის თანამშრომლებისაგან 1-ლ აგვისტოს 03:12 სთ-ზე ჩაიბარეს.

დადგენილი წესის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებაში შეყვანამდე, 2020 წლის 1-ლ აგვისტოს 04:00 სთ-ზე ბრალდებულისგან აღებული იქნა ბიოლოგიური მასალა PCR ტესტის ჩასატარებლად. ამავე დღეს, 09:40 სთ-ზე ესკორტის ოფიცრების ცვლა შეიცვალა და ბრალდებული ესკორტის სხვა სამმა ოფიცერმა გადაიბარა. 1-ლ აგვისტოს 16: 30 სთ-ზე მიღებული იქნა ბრალდებულისთვის ჩატარებული ტესტის პასუხი, რომლითაც მას კოვიდ-19 დაუდასტურდა.

ბრალდებულის მდგომარეობა სტაბილურია და ჯანდაცვის შესაბამის სამსახურებთან კონსულტაციის და მათი რეკომენდაციების შესაბამისად, გადაწყდება ბრალდებულის მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა და მისი კოვიდ კლინიკაში გადაყვანის საკითხი. აღსანიშნავია, რომ ტესტის დადებითი პასუხის მიღებისთანავე, ესკორტის სამი ოფიცერი (და მათი ოჯახის წევრები), რომლებმაც ბრალდებული 1-ლ აგვისტოს ღამე პოლიციის თანამშრომლებისგან ჩაიბარეს, გადავიდნენ თვითიზოლაციაში.

უახლოეს საათებში მათ PCR ტესტირება ჩაუტარდებათ, რის შემდეგაც ისინი 21 დღეს თვითიზოლაციაში გაატარებენ და მხოლოდ კიდევ ერთხელ ტესტირების გავლის და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილს. ასევე, ესკორტის სამი ოფიცერი, რომლებიც ამჟამად ბრალდებულთან ერთად იმყოფება, ბრალდებულის სპეციალიზებულ კლინიკაში გადაყვანის შემდეგ (რაც უახლოეს პერიოდში მოხდება) გაივლის ტესტირებას და გადავა თვითიზოლაციაში, სადაც ასევე 21 დღეს გაატარებს. როგორც ზემოთ ითქვა, ბრალდებული ესკორტის ოფიცრებმა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადმოიბარეს. შესაბამისად, იგი პენიტენციურ სისტემაში არ მოხვედრილა და პენიტენციურ სისტემასთან არანაირი შეხება არ ჰქონია“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

1 ბავშვი 5 კვ.მ-ზე - რა წესების დაცვა მოუწევთ მშობლებსა და პედაგოგებს ბაგა-ბაღებში

"ოთახი, სადაც მოხდა ჩხუბი, დალუქულია და იკვლევენ" - რას აცხადებს ლევან თოფაძის მამა

რას ამბობენ მშობიარე ქალის გარდაცვალებაზე ახლობლები და რას აცხადებენ "ჰერაში"