მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაჭედილი" ვაკე - რა ხდება ჭავჭავაძეზე მას შემდეგ, რაც ავტობუსებმა ახალი სქემის მიხედვით მოძრაობა დაიწყეს (ფოტო)
"გაჭედილი" ვაკე - რა ხდება ჭავჭავაძეზე მას შემდეგ, რაც ავტობუსებმა ახალი სქემის მიხედვით მოძრაობა დაიწყეს (ფოტო)

ახ­ლად­რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბულ ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე დღე­ი­დან მუ­ნი­ცი­პა­ლურ­მა ტრან­სპორ­ტმა ახა­ლი სქე­მის მი­ხედ­ვით მოძ­რა­ო­ბა და­ი­წყო. ავ­ტო­ბუ­სე­ბი მგზავ­რთა გა­დაყ­ვა­ნას სა­მან­ქა­ნო მოძ­რა­ო­ბის სა­პი­რის­პი­როდ, სპე­ცი­ა­ლუ­რად მათ­თვის გა­მო­ყო­ფილ ზოლ­ში ახორ­ცი­ე­ლე­ბენ.

თბი­ლი­სის მე­რის ინი­ცი­ა­ტი­ვით, ორი დღის წინ მძღო­ლე­ბი ახა­ლი სქე­მით მოძ­რა­ო­ბა­შიც ამე­ცა­დი­ნეს.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, შეც­ვლი­ლი მოძ­რა­ო­ბის გამო დი­ლი­დან ვა­კე­ში სა­ცო­ბე­ბია. ად­გილ­ზე გა­და­ღე­ბულ ფოტო და ვი­დე­ო­კად­რებს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლე­ბენ.

გა­დატ­ვირ­თუ­ლი მოძ­რა­ო­ბით შე­წუ­ხე­ბუ­ლი თბი­ლი­სე­ლე­ბი წე­რენ, რომ დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვა შეც­ვლილ მოძ­რა­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, არ ამარ­თლებს. მათი თქმით, ვი­თა­რე­ბა გა­უ­ა­რეს­დე­ბა სექ­ტემ­ბრი­დან, რო­დე­საც თბი­ლის­ში ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი მო­ე­მა­ტე­ბა და ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა.

ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი: ისევ ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რის შე­სა­ხებ. მსოფ­ლი­ო­ში ყველ­გან, ავ­ტო­ბუ­სის ხა­ზით სარ­გებ­ლობს სას­წრა­ფოს, პო­ლი­ცი­ის, სა­ხან­ძროს და ტაქ­სის ავ­ტო­მან­ქა­ნაც. აქ რო­გორ უნდა ია­რონ ავ­ტო­ბუ­სის ხაზ­ში ან ერ­თმა ან მე­ო­რემ ან მე­სა­მემ? მგო­ნი ის დროა ბინა ნა­ხა­ლოვ­კა­ში გა­დავცვა­ლო.

გივი თარ­გა­მა­ძე: არ­ლე­კინ­კა­ხი­კარ­ლო, გეს­მის ხმა? ეს ბე­დის­წე­რის ხმაა. გარ­და­უ­ვა­ლო­ბის. პირ­და­პირ ანა­ლებ­ში და­ფიქ­სირ­დი. და­გი­მახ­სოვ­რე­ბენ. ხომ გინ­დო­და და აი ასე და­გი­მახ­სოვ­რე­ბენ, ამ სი­ტყვე­ბით.აგ­ვის­ტოა, დილა და უკვე რამ­დენ­ჯერ გახ­სე­ნეს. სექ­ტემ­ბრი­დან პი­კის სა­ა­თებ­ში რო­გორ და­ი­ტევ ამ­დენ ხსე­ნე­ბას, არ ვიცი. სულ რომ ქა­ლა­ქის მთე­ლი ფული შე­ი­თხლი­შო, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზე არ გე­ყო­ფა აშ­კა­რად.წვრთნე­ბი დას­რულ­და, იმე­დია, შენც ივარ­ჯი­შე, ახლა კი მო­დუნ­დი და მი­ი­ღე მი­სა­ღე­ბი, არ­ლე­კინ.

გია ხუ­ხაშ­ვი­ლი: რო­დე­საც მა­ფი­ას იტა­ლი­ა­ში პრეს­ტი­ჟულ უბან­ში უძ­რავ ქო­ნე­ბა­ზე ფა­სის დაგ­დე­ბა უნდა, და­ახ­ლო­ე­ბით ისეთ რა­ღა­ცას იგო­ნებს, რაც ახლა ვა­კე­ში ხდე­ბა.

რო­მან გო­ცი­რი­ძე: რაც ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე ახლა ხდე­ბა, მსგავ­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა მთე­ლი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა­ში.გა­მო­სა­ვა­ლი არის ერ­თა­დერ­თი: უნდა და­ინ­გრეს რაც ”აშენ­და” და სწო­რად უნდა გა­კეთ­დეს ხე­ლახ­ლა.და­ი­კარ­გა დრო, ფული, და­ზი­ან­და მო­მიჯ­ნა­ვე ად­გი­ლე­ბი( სფე­რო­ე­ბი).ჭავ­ჭა­ვა­ძის კო­ლაფ­სი გახ­დე­ბა ოც­ნე­ბის უნა­ყო­ფო რვაწ­ლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბის ”ცო­ცხა­ლი” სიმ­ბო­ლო.

ნინო კო­ბა­ხი­ძე: წყნე­თი­დან ვა­კის პარ­კამ­დე 1,5 სა­ა­თი -სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორტ ავ­ტო­ბუ­სით. მან­ქა­ნით 2 სა­ა­თი ალ­ბათ... იმე­დია პირ­ვე­ლი დღეა და ეს დრო 30 წთ ით მო­იკ­ლებს

მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნა­წი­ლი შექ­მნილ­მა სა­ცო­ბებ­მა ხუმ­რო­ბის ხა­სი­ათ­ზეც და­ა­ყე­ნა:

ვატო შა­ქა­რიშ­ვი­ლი: გა­მა­გე­ბი­ნე თბი­ლი­სო ერთი, რა­ტომ გვი­წყრე­ბა ამ­დენ ხანს ღმერ­თი?! შენი ქმე­დე­ბა ყო­ველ­თვის ასეთ შე­დეგს მო­ი­ტანს, როცა არ შე­ის­მენ, როცა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მე­ტიჩ­რო­ბა მი­გა­ღე­ბი­ნებს და არა სა­ჭი­რო­ე­ბა!

ლე­ვან ალა­ფიშ­ვი­ლი: თბი­ლი­სის უბანს გა­და­ერ­ქვა სა­ხე­ლიო, ცინ­ცხა­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­აო, ხვდე­ბით უბანს? თუ გა­ა­მარ­თლებს მერე მთლი­ა­ნად თბი­ლისს გა­და­არ­ქმე­ვე­ნო

ოთარ კო­ბა­ხი­ძე: გი­ლო­ცავთ ყვე­ლას დღე­ვან­დელ თბი­ლი­სის კო­ლაპს!!!

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯერ სად ხართ!
7

ერთი იმ ცათამბჯენების მშენებლობა დასრულდეს და შესახლდეს ხალხი, მერე ნახავთ.

s.s.
10

ჯერ შეცდომა დაუშვეს, მერე იჯიუტეს და არ აღიარეს! ეს თბილისია, ამსტერდამი კი არ არის სადაც მოსახლეობის უმეტესობა ველოსიპედით ანდა სულაც ფეხით დადის. დღეს ვინც ვაკეში გადაადგილდებოდა და ვინც იქ ცხოვრობს დამეთანხმება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"გაჭედილი" ვაკე - რა ხდება ჭავჭავაძეზე მას შემდეგ, რაც ავტობუსებმა ახალი სქემის მიხედვით მოძრაობა დაიწყეს (ფოტო)

"გაჭედილი" ვაკე - რა ხდება ჭავჭავაძეზე მას შემდეგ, რაც ავტობუსებმა ახალი სქემის მიხედვით მოძრაობა დაიწყეს (ფოტო)

ახლადრეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირზე დღეიდან მუნიციპალურმა ტრანსპორტმა ახალი სქემის მიხედვით მოძრაობა დაიწყო. ავტობუსები მგზავრთა გადაყვანას სამანქანო მოძრაობის საპირისპიროდ, სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ზოლში ახორციელებენ.

თბილისის მერის ინიციატივით, ორი დღის წინ მძღოლები ახალი სქემით მოძრაობაშიც ამეცადინეს.

როგორც აღმოჩნდა, შეცვლილი მოძრაობის გამო დილიდან ვაკეში საცობებია. ადგილზე გადაღებულ ფოტო და ვიდეოკადრებს მოქალაქეები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

გადატვირთული მოძრაობით შეწუხებული თბილისელები წერენ, რომ დედაქალაქის მერიის ინიციატივა შეცვლილ მოძრაობასთან დაკავშირებით, არ ამართლებს. მათი თქმით, ვითარება გაუარესდება სექტემბრიდან, როდესაც თბილისში ავტომობილები მოემატება და ჭავჭავაძის გამზირზე გადაადგილება შეუძლებელი გახდება.

ირაკლი ოქრუაშვილი: ისევ ჭავჭავაძის გამზირის შესახებ. მსოფლიოში ყველგან, ავტობუსის ხაზით სარგებლობს სასწრაფოს, პოლიციის, სახანძროს და ტაქსის ავტომანქანაც. აქ როგორ უნდა იარონ ავტობუსის ხაზში ან ერთმა ან მეორემ ან მესამემ? მგონი ის დროა ბინა ნახალოვკაში გადავცვალო.

გივი თარგამაძე: არლეკინკახიკარლო, გესმის ხმა? ეს ბედისწერის ხმაა. გარდაუვალობის. პირდაპირ ანალებში დაფიქსირდი. დაგიმახსოვრებენ. ხომ გინდოდა და აი ასე დაგიმახსოვრებენ, ამ სიტყვებით.აგვისტოა, დილა და უკვე რამდენჯერ გახსენეს. სექტემბრიდან პიკის საათებში როგორ დაიტევ ამდენ ხსენებას, არ ვიცი. სულ რომ ქალაქის მთელი ფული შეითხლიშო, რეაბილიტაციაზე არ გეყოფა აშკარად.წვრთნები დასრულდა, იმედია, შენც ივარჯიშე, ახლა კი მოდუნდი და მიიღე მისაღები, არლეკინ.

გია ხუხაშვილი: როდესაც მაფიას იტალიაში პრესტიჟულ უბანში უძრავ ქონებაზე ფასის დაგდება უნდა, დაახლოებით ისეთ რაღაცას იგონებს, რაც ახლა ვაკეში ხდება.

რომან გოცირიძე: რაც ჭავჭავაძეზე ახლა ხდება, მსგავსი მდგომარეობაა მთელი ქვეყნის ეკონომიკაში.გამოსავალი არის ერთადერთი: უნდა დაინგრეს რაც ”აშენდა” და სწორად უნდა გაკეთდეს ხელახლა.დაიკარგა დრო, ფული, დაზიანდა მომიჯნავე ადგილები( სფეროები).ჭავჭავაძის კოლაფსი გახდება ოცნების უნაყოფო რვაწლიანი მმართველობის ”ცოცხალი” სიმბოლო.

ნინო კობახიძე: წყნეთიდან ვაკის პარკამდე 1,5 საათი -საზოგადოებრივი ტრანსპორტ ავტობუსით. მანქანით 2 საათი ალბათ... იმედია პირველი დღეა და ეს დრო 30 წთ ით მოიკლებს

მოქალაქეების ნაწილი შექმნილმა საცობებმა ხუმრობის ხასიათზეც დააყენა:

ვატო შაქარიშვილი: გამაგებინე თბილისო ერთი, რატომ გვიწყრება ამდენ ხანს ღმერთი?! შენი ქმედება ყოველთვის ასეთ შედეგს მოიტანს, როცა არ შეისმენ, როცა გადაწყვეტილებას მეტიჩრობა მიგაღებინებს და არა საჭიროება!

ლევან ალაფიშვილი: თბილისის უბანს გადაერქვა სახელიო, ცინცხალი გადაწყვეტილებააო, ხვდებით უბანს? თუ გაამართლებს მერე მთლიანად თბილისს გადაარქმევენო

ოთარ კობახიძე: გილოცავთ ყველას დღევანდელ თბილისის კოლაპს!!!

საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევაა - Stopcov.ge-მ მონაცემები განაახლა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი გენერალურ პროკურატურასთან ხვალ განცხადებას გააკეთებენ

ვრცელდება თამარ ბაჩალიაშვილის ბოლო დაბადების დღის კადრები, სადაც ის ბაჩანა ლობჟანიძესთან არის