სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რეგულარულად დავდივარ ბელაქანში, ზაქათალასა და კახში" - ილჰამ ალიევი საინგილოში ჩავიდა
"რეგულარულად დავდივარ ბელაქანში, ზაქათალასა და კახში" - ილჰამ ალიევი საინგილოში ჩავიდა

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტი ილ­ჰამ ალი­ე­ვი ქა­ლაქ ბე­ლა­ქან­ში ჩა­ვი­და, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთ რე­გი­ონ­ში მდე­ბა­რე­ობს და ის­ტო­რი­უ­ლად სა­ინ­გი­ლოს ეკუთ­ვნის. ამ ვი­ზიტს აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ­მა მა­ს­მე­დი­ამ დიდი ყუ­რა­დღე­ბას და­უთ­მო. რო­გორც პრე­სის პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი­დან ირ­კვე­ვა, ბე­ლა­ქან­ში ყოფ­ნი­სას ილ­ჰამ ალი­ევ­მა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ად­გი­ლობ­რი­ვი "ასან-ჰიდ­მეტ"-ის («ASAN xidmət») - აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის სა­ხელ­მწი­ფო მმარ­თვე­ლო­ბის ქვეშ მყო­ფი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი ინო­ვა­ცი­ე­ბის აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტოს ცენ­ტრის გახ­სნა­ში, რომ­ლე­ბიც ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ სა­ბან­კო, სა­და­ზღვე­ვო, იუ­რი­დი­ულ, სა­მე­დი­ცი­ნო, სა­მა­უ­წყებ­ლო, ფოტო და კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს.

რო­გორც გა­ზე­თი „კას­პიი“ იუ­წყე­ბა, ილ­ჰამ ალი­ე­ვის გან­ცხა­დე­ბით, ბოლო წლებ­ში ბე­ლა­ქა­ნის რა­ი­ონ­ში საქ­მე­ე­ბი კარ­გად მი­დის:

"რე­გუ­ლა­რუ­ლად დავ­დი­ვარ ბე­ლა­ქან­ში, ზა­ქა­თა­ლა­ში, კახ­ში. ვეც­ნო­ბი სი­ტუ­ა­ცი­ას. ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად უმ­ჯო­ბეს­დე­ბა. შენ­დე­ბა ბევ­რი ახა­ლი ობი­ექ­ტი, გა­ზი­ფი­ცი­რე­ბა ასპრო­ცენ­ტი­ან ნიშ­ნულს უახ­ლოვ­დე­ბა. მე დღეს ბა­ქო­დან ავ­ტო­მან­ქა­ნით ჩა­მო­ვე­დი და ძა­ლი­ან გა­მა­ხა­რა იმ ფაქ­ტმა, რომ რე­გი­ონ­ში გზე­ბი უკვე გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი და კე­თილ­მო­წყო­ბი­ლია. ეს ეხე­ბა სოფ­ლის გზებ­საც. მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ბაქო-შე­მა­ხა-შეკი-კახი-ზა­ქა­თა­ლა-ბე­ლა­ქა­ნის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზატ­კე­ცი­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრამ­დე მი­დის, ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის სტრა­ტე­გი­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.l

  • შე­ნიშ­ვნა: კა­ხის, ზა­ქა­თა­ლი­სა და ბე­ლა­ქა­ნის რა­ი­ო­ნე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ ის­ტო­რი­უ­ლი გარე კა­ხე­თის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილს - სა­ინ­გი­ლოს. ტერ­მი­ნი „სა­ინ­გი­ლო“ XIX სა­უ­კუ­ნე­ში დამ­კვიდ­რდა ინ­გი­ლო­ე­ბით და­სახ­ლე­ბუ­ლი მხა­რის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად. გა­მაჰ­მა­დი­ა­ნე­ბულ ქარ­თველს ინ­გი­ლოს ეძახ­დნენ. დღეს სა­ინ­გი­ლო­ში ქრის­ტი­ა­ნი ქარ­თვე­ლე­ბიც ცხოვ­რო­ბენ. აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ბე­ლა­ქა­ნის რა­ი­ო­ნი უშუ­ა­ლოდ ესა­ზღვრე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ლა­გო­დე­ხის რა­ი­ონს (ს.კ.)

სი­მონ კი­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Hereli
1

მაგის მანდ ჩასვლით რა შეიცვალა!!! ბევრჯერ მინახავს მაგის ჩამოსვლა. ხალხს სახლში კეტავენ ქუჩებში არ უშვებენ ავტომობილებს აჩერებენ... ჩამოსვლამდე სახლში უშიშროება დადის და აფრთხილებს მოსახლეობას გარეთ არ გამოსვლის შესახებ. თუ ვინმემ სცადა გამოსვლა და სიტყვის ქთმა ყველას .... პატრონი. ქართული ტაძრები ინგრევა. ისტოროას აყალბებენ. ყველა ტაძარს აბრა აკვრია ვითომდა ალბანური იყოს!!!

დათო
1

რატომ არ ჩავა, ზღაპრული მხარე ჩამოაჭრეს საქართველოს და წაიღეს ეხლა წმინდა ადგილის - დავით გარეჯის წაღების გეგმა მოფიქრებული აქვთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"რეგულარულად დავდივარ ბელაქანში, ზაქათალასა და კახში" - ილჰამ ალიევი საინგილოში ჩავიდა

"რეგულარულად დავდივარ ბელაქანში, ზაქათალასა და კახში" - ილჰამ ალიევი საინგილოში ჩავიდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ქალაქ ბელაქანში ჩავიდა, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში მდებარეობს და ისტორიულად საინგილოს ეკუთვნის. ამ ვიზიტს აზერბაიჯანულმა მასმედიამ დიდი ყურადღებას დაუთმო. როგორც პრესის პუბლიკაციებიდან ირკვევა, ბელაქანში ყოფნისას ილჰამ ალიევმა მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი "ასან-ჰიდმეტ"-ის («ASAN xidmət») - აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო მმართველობის ქვეშ მყოფი მოქალაქეების მომსახურებისა და სოციალური ინოვაციების აზერბაიჯანული სახელმწიფო სააგენტოს ცენტრის გახსნაში, რომლებიც ითვალისწინებენ საბანკო, სადაზღვევო, იურიდიულ, სამედიცინო, სამაუწყებლო, ფოტო და კულტურულ ღონისძიებებს.

როგორც გაზეთი „კასპიი“ იუწყება, ილჰამ ალიევის განცხადებით, ბოლო წლებში ბელაქანის რაიონში საქმეები კარგად მიდის:

"რეგულარულად დავდივარ ბელაქანში, ზაქათალაში, კახში. ვეცნობი სიტუაციას. ბოლო წლების განმავლობაში, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად უმჯობესდება. შენდება ბევრი ახალი ობიექტი, გაზიფიცირება ასპროცენტიან ნიშნულს უახლოვდება. მე დღეს ბაქოდან ავტომანქანით ჩამოვედი და ძალიან გამახარა იმ ფაქტმა, რომ რეგიონში გზები უკვე გარემონტებული და კეთილმოწყობილია. ეს ეხება სოფლის გზებსაც. მინდა აღვნიშნო, რომ ბაქო-შემახა-შეკი-კახი-ზაქათალა-ბელაქანის საავტომობილო გზატკეცილი, რომელიც საქართველოს საზღვრამდე მიდის, ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია", - განაცხადა პრეზიდენტმა.l

  • შენიშვნა: კახის, ზაქათალისა და ბელაქანის რაიონები წარმოადგენენ ისტორიული გარე კახეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს - საინგილოს. ტერმინი „საინგილო“ XIX საუკუნეში დამკვიდრდა ინგილოებით დასახლებული მხარის აღსანიშნავად. გამაჰმადიანებულ ქართველს ინგილოს ეძახდნენ. დღეს საინგილოში ქრისტიანი ქართველებიც ცხოვრობენ. აზერბაიჯანის ბელაქანის რაიონი უშუალოდ ესაზღვრება საქართველოს ლაგოდეხის რაიონს (ს.კ.)

სიმონ კილაძე

დიზაინერი კენზო კორონავირუსით გარდაიცვალა

"აზერბაიჯანის არმიამ ჯებრაილი და რაიონის რამდენიმე სოფელი ოკუპაციისგან გაათავისუფლა", - ილჰამ ალიევი

წყალდიდობა, დანგრეული ხიდები და სახლები - საფრანგეთსა და იტალიაში შტორმს მსხვერპლი მოჰყვა