საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბოლო რეისზე მცირეწლოვანი ბავშვი იყო, ზოგი დამსვენებელია, ზოგი კი ადგილობრივი" - რაჭაში სამაშველო ღონისძიებები განახლდა
"ბოლო რეისზე მცირეწლოვანი ბავშვი იყო,  ზოგი დამსვენებელია, ზოგი კი ადგილობრივი" - რაჭაში სამაშველო ღონისძიებები განახლდა

რა­ჭა­ში, სტი­ქი­ის ზო­ნა­ში სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი დი­ლი­დან გა­ნახ­ლდა. ამ დრო­ის­თვის სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ვერ­ტმფრე­ნე­ბი იმ სოფ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ას­რუ­ლე­ბენ რე­ისს, სა­ი­და­ნაც სტი­ქი­ის შე­დე­გად გა­მოწ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გამო, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გა­მოს­ვლას ვერ ახერ­ხე­ბენ.

გუ­შინ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 4 ვერ­ტმფრე­ნის მეშ­ვე­ო­ბით 7 რე­ი­სი შეს­რულ­და. სტი­ქი­ის ზო­ნი­დან გა­მოყ­ვა­ნი­ლია 100-მდე ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის, არი­ან მცი­რე­წლოვ­ნე­ბი.

რე­გი­ო­ნულ სა­კი­თხებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მრჩევ­ლის, სო­ზარ სუ­ბა­რის გან­ცხა­დე­ბით, რა­ჭა­ში სტი­ქი­ის ზო­ნა­ში ვი­თა­რე­ბა ამ დრო­ი­სათ­ვის უსაფრ­თხოა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სო­ზარ სუ­ბარ­მა გა­ნუ­ცხა­და, ონში ზა­რა­ლი დი­დია.

"ბოლო რე­ის­ზე მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი იყო, ზოგი დამ­სვე­ნე­ბე­ლია, ზოგი კი ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რე­ბი. იყო რამ­დე­ნი­მე, ვი­საც გარ­კვე­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­და. ასე­ვე, ვი­საც მე­დი­კა­მენ­ტე­ბი და ბავ­შვის საკ­ვე­ბი სჭირ­დე­ბო­და, დე­პუ­ტატ­მა გოჩა ენუ­ქი­ძემ ად­გილ­ზე ჩა­უ­ტა­ნა. ამ წუთ­ში ად­გილ­ზე ვი­თა­რე­ბა უსაფრ­თხოა, თუმ­ცა ზა­რა­ლი დი­დია. სტი­ქი­ის შე­დე­გად და­ახ­ლო­ე­ბით 2 კი­ლო­მეტ­რი სიგ­რძის გზაა წა­ღე­ბუ­ლი. აღ­დგე­ნას ალ­ბათ, მი­ნი­მუმ 2 კვი­რამ­დე დას­ჭირ­დე­ბა. მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია ტექ­ნი­კა და და­წყე­ბუ­ლია მუ­შა­ო­ბა. დე­ნის აღ­დგე­ნის მხრივ პა­რა­ლე­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა. რამ­დე­ნი­მე ოჯახ­მა გა­ნი­ცა­და ზა­რა­ლი. ერთი სახ­ლი კი მთლი­ა­ნად დან­გრე­უ­ლია. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის­თვის 5 სახ­ლს აქვს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზა­რა­ლი, წა­ღე­ბუ­ლია გარ­კვე­უ­ლი სა­ვარ­გუ­ლე­ბი. მო­სახ­ლე­ო­ბას და­ვეხ­მა­რე­ბით, რაც კი შე­საძ­ლე­ბე­ლია, ავუ­ნა­ზღა­უ­რებთ ზა­რალს", - გა­ნა­ცხა­და სო­ზარ სუ­ბარ­მა.

მისი თქმით, სტი­ქი­ის ზო­ნი­დან გა­მოყ­ვა­ნი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის შე­სა­ბა­მის ად­გი­ლამ­დე ტრან­სპორ­ტი­რე­ბა სრუ­ლად ხდე­ბა.

"დაჯ­გუ­ფე­ბა ხდე­ბა, ვინ თბი­ლის­ში მი­დის და ვინ ქუ­თა­ის­ში. ზოგს სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნა ელო­დე­ბა, ვი­საც არ ელო­დე­ბა, მის ტრან­სპორ­ტი­რე­ბას ჩვენ ვუზ­რუნ­ველ­ვყოფთ", - გა­ნა­ცხა­და სო­ზარ სუ­ბარ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ძლი­ე­რი წვი­მის შე­დე­გად ონის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში 12 სო­ფე­ლი გა­რე­სამ­ყა­რო­საა მო­წყვე­ტი­ლი.

რაჭა-ლე­ჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რის არ­ჩილ ჯა­ფა­რი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ადი­დე­ბულ­მა რი­ონ­მა ათამ­დე ხიდი წა­ი­ღო, ასე­ვე და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა.

00:00 / 00:00
zaza
0

ტყეს ჩეხავთ და რაღა გიკვირთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ბოლო რეისზე მცირეწლოვანი ბავშვი იყო, ზოგი დამსვენებელია, ზოგი კი ადგილობრივი" - რაჭაში სამაშველო ღონისძიებები განახლდა

"ბოლო რეისზე მცირეწლოვანი ბავშვი იყო,  ზოგი დამსვენებელია, ზოგი კი ადგილობრივი" - რაჭაში სამაშველო ღონისძიებები განახლდა

რაჭაში, სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები დილიდან განახლდა. ამ დროისთვის სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები იმ სოფლების მიმართულებით ასრულებენ რეისს, საიდანაც სტიქიის შედეგად გამოწვეული პრობლემების გამო, მოქალაქეები გამოსვლას ვერ ახერხებენ.

გუშინ დღის განმავლობაში 4 ვერტმფრენის მეშვეობით 7 რეისი შესრულდა. სტიქიის ზონიდან გამოყვანილია 100-მდე ადამიანი, მათ შორის, არიან მცირეწლოვნები.

რეგიონულ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, სოზარ სუბარის განცხადებით, რაჭაში სტიქიის ზონაში ვითარება ამ დროისათვის უსაფრთხოა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სოზარ სუბარმა განუცხადა, ონში ზარალი დიდია.

"ბოლო რეისზე მცირეწლოვანი ბავშვი იყო, ზოგი დამსვენებელია, ზოგი კი ადგილობრივი მცხოვრები. იყო რამდენიმე, ვისაც გარკვეული სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ასევე, ვისაც მედიკამენტები და ბავშვის საკვები სჭირდებოდა, დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ ადგილზე ჩაუტანა. ამ წუთში ადგილზე ვითარება უსაფრთხოა, თუმცა ზარალი დიდია. სტიქიის შედეგად დაახლოებით 2 კილომეტრი სიგრძის გზაა წაღებული. აღდგენას ალბათ, მინიმუმ 2 კვირამდე დასჭირდება. მობილიზებულია ტექნიკა და დაწყებულია მუშაობა. დენის აღდგენის მხრივ პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა. რამდენიმე ოჯახმა განიცადა ზარალი. ერთი სახლი კი მთლიანად დანგრეულია. ჩვენი ინფორმაციით, ამ დროისთვის 5 სახლს აქვს მნიშვნელოვანი ზარალი, წაღებულია გარკვეული სავარგულები. მოსახლეობას დავეხმარებით, რაც კი შესაძლებელია, ავუნაზღაურებთ ზარალს", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, სტიქიის ზონიდან გამოყვანილი მოსახლეობის შესაბამის ადგილამდე ტრანსპორტირება სრულად ხდება.

"დაჯგუფება ხდება, ვინ თბილისში მიდის და ვინ ქუთაისში. ზოგს საკუთარი მანქანა ელოდება, ვისაც არ ელოდება, მის ტრანსპორტირებას ჩვენ ვუზრუნველვყოფთ", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმის შედეგად ონის მუნიციპალიტეტში 12 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, ადიდებულმა რიონმა ათამდე ხიდი წაიღო, ასევე დაზიანებულია საავტომობილო გზა.