მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
განთავსება 2 სკამის გამოტოვებით და პირბადის ტარების ვალდებულება - გაეცანით სპორტული ღონისძიებების ჩატარების პროტოკოლს
განთავსება 2 სკამის გამოტოვებით და პირბადის ტარების ვალდებულება - გაეცანით სპორტული ღონისძიებების ჩატარების პროტოკოლს

სპორ­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე დამ­სწრე­ე­ბი სტა­დი­ო­ნებ­ზე 2 სკა­მის გა­მო­ტო­ვე­ბით გან­თავ­სდე­ბი­ან. აღ­ნიშ­ნულს ახა­ლი პრო­ტო­კო­ლი ით­ვა­ლის­წი­ნებს, რო­მე­ლიც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის გამო შე­ი­მუ­შა­ვა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ შრო­მის პი­რო­ბე­ბის ინ­სპექ­ტი­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ქე­თე­ვან დარ­ცმე­ლი­ამ გა­ნუ­ცხა­და, ღია სივ­რცე­ში მიმ­დი­ნა­რე სპორ­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე დას­წრე­ბას გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში შეძ­ლე­ბენ, ზუს­ტი პრო­ტო­კო­ლი კი უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სტა­დი­ო­ნებ­ზე მა­ყუ­რებ­ლის 2 სკა­მის გა­მო­ტო­ვე­ბით გან­თავ­სე­ბის გარ­და, პრო­ტო­კო­ლის თა­ნახ­მად, კვლავ აუ­ცი­ლე­ბელ პი­რო­ბად რჩე­ბა პირ­ბა­დე­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა და ხე­ლე­ბის ჰი­გი­ე­ნუ­რი და­მუ­შა­ვე­ბა.

"სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სას, ძი­რი­თა­დად ფეხ­ბურ­თის მატ­ჩის ჩა­ტა­რე­ბი­სას, ან ფეხ­ბურ­თის შე­ჯიბრში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სას, სტა­დი­ონ­ზე დამ­სწრე­ე­ბის ად­გი­ლი ისე უნდა მო­ი­ნიშ­ნოს, რომ და­საჯ­დო­მი ად­გი­ლე­ბის 33%, მე­სა­მე­დი იყოს და­კა­ვე­ბუ­ლი. დამ­სწრე­ე­ბი სტა­დი­ონ­ზე 2 სკა­მის გა­მო­ტო­ვე­ბით უნდა გან­თავ­სდნენ.

შიდა და­ხუ­რულ სა­ჯა­რო სივ­რცე­ებ­ში პირ­ბა­დის გა­მო­ყე­ნე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. შე­ჯიბრში მო­ნა­წი­ლე­თათ­ვის და დამ­სწრე­ე­ბის­თვის სა­ვალ­დე­ბუ­ლოა ხე­ლის ჰი­გი­ე­ნის დაც­ვა 70%-იანი სპირ­ტის შემ­ცვე­ლი ხსნა­რით.

შე­ჯიბრში მო­ნა­წი­ლე­ებ­მა მი­ნი­მა­ლუ­რად უნდა გა­მო­ი­ყე­ნონ სა­ერ­თო სპორ­ტუ­ლი ინ­ვენ­ტა­რი, გარ­და ბა­ტუ­ტი­სა და ბურ­თი­სა.

მატ­ჩის შემ­დგომ უნდა ჩა­ტარ­დეს და­საჯ­დო­მი ად­გი­ლე­ბის დე­ზინ­ფექ­ცია. ასე­ვე, უნდა იყოს გაკ­რუ­ლი აბ­რე­ბი ყვე­ლას­თვის, რომ არ ჩა­მო­არ­თვან ხელი ერ­თმა­ნეთს და და­იც­ვან დის­ტან­ცია.

სტა­დი­ონ­ზე დამ­სწრე­ე­ბის ნა­ხე­ვარ­ზე ნაკ­ლე­ბი უნდა შე­ვი­დეს.

სპორ­ტის სხვა სა­ხე­ო­ბე­ბის, კა­ლათ­ბურ­თის, ხელ­ბურ­თის, ან ფრენ­ბურ­თის შემ­თხვე­ვა­შიც, აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი იმოქ­მე­დებს“, - გა­ნა­ცხა­და ქე­თე­ვან დარ­ცმე­ლი­ამ.

ამას­თან, გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი სტა­დი­ონ­ზე შეს­ვლამ­დე თერ­მოსკრი­ნინგს გა­ივ­ლი­ან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

განთავსება 2 სკამის გამოტოვებით და პირბადის ტარების ვალდებულება - გაეცანით სპორტული ღონისძიებების ჩატარების პროტოკოლს

განთავსება 2 სკამის გამოტოვებით და პირბადის ტარების ვალდებულება - გაეცანით სპორტული ღონისძიებების ჩატარების პროტოკოლს

სპორტულ ღონისძიებებზე დამსწრეები სტადიონებზე 2 სკამის გამოტოვებით განთავსდებიან. აღნიშნულს ახალი პროტოკოლი ითვალისწინებს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო შეიმუშავა.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ქეთევან დარცმელიამ განუცხადა, ღია სივრცეში მიმდინარე სპორტულ ღონისძიებებზე დასწრებას გულშემატკივრები უახლოეს პერიოდში შეძლებენ, ზუსტი პროტოკოლი კი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

მისივე განმარტებით, სტადიონებზე მაყურებლის 2 სკამის გამოტოვებით განთავსების გარდა, პროტოკოლის თანახმად, კვლავ აუცილებელ პირობად რჩება პირბადეების გამოყენება და ხელების ჰიგიენური დამუშავება.

"სპორტული ღონისძიებებისას, ძირითადად ფეხბურთის მატჩის ჩატარებისას, ან ფეხბურთის შეჯიბრში მონაწილეობისას, სტადიონზე დამსწრეების ადგილი ისე უნდა მოინიშნოს, რომ დასაჯდომი ადგილების 33%, მესამედი იყოს დაკავებული. დამსწრეები სტადიონზე 2 სკამის გამოტოვებით უნდა განთავსდნენ.

შიდა დახურულ საჯარო სივრცეებში პირბადის გამოყენება აუცილებელია. შეჯიბრში მონაწილეთათვის და დამსწრეებისთვის სავალდებულოა ხელის ჰიგიენის დაცვა 70%-იანი სპირტის შემცველი ხსნარით.

შეჯიბრში მონაწილეებმა მინიმალურად უნდა გამოიყენონ საერთო სპორტული ინვენტარი, გარდა ბატუტისა და ბურთისა.

მატჩის შემდგომ უნდა ჩატარდეს დასაჯდომი ადგილების დეზინფექცია. ასევე, უნდა იყოს გაკრული აბრები ყველასთვის, რომ არ ჩამოართვან ხელი ერთმანეთს და დაიცვან დისტანცია.

სტადიონზე დამსწრეების ნახევარზე ნაკლები უნდა შევიდეს.

სპორტის სხვა სახეობების, კალათბურთის, ხელბურთის, ან ფრენბურთის შემთხვევაშიც, აღნიშნული რეკომენდაციები იმოქმედებს“, - განაცხადა ქეთევან დარცმელიამ.

ამასთან, გულშემატკივრები სტადიონზე შესვლამდე თერმოსკრინინგს გაივლიან.

რუსთავის „ცხელების ცენტრში“ 87 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა, მისი ინფიცირების წყარო უცნობია

COVID-19-ით გარდაცვლილ ყველა პაციენტს თანმხლები ქრონიკული დაავადება ჰქონდა - რა წერია შემაჯამებელ ანგარიშში

საქართველოში COVID-19-ით სამედიცინო სფეროს 129 თანამშრომელია ინფიცირებული - დეტალური მონაცემები