საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მსტოვრებს და  მოღალატეებს პარლამენტში არაფერი ესაქმებათ" - მარნეულის ეპისკოპოსი "ქართულ ოცნებას" მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატის გაწვევას სთხოვს
"მსტოვრებს და  მოღალატეებს პარლამენტში არაფერი ესაქმებათ" - მარნეულის ეპისკოპოსი "ქართულ ოცნებას" მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატის გაწვევას სთხოვს

მარ­ნე­უ­ლი­სა და ჰუ­ჯა­ბის ეპის­კო­პო­სი, მე­უ­ფე გი­ორ­გი ჯამ­დე­ლი­ა­ნი ღიად უპი­რის­პირ­დე­ბა მარ­ნე­უ­ლი­სა და გარ­დაბ­ნის მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­დატ ზაურ დარ­გალს. ცნო­ბი­ლია, რომ ის მარ­ნე­უ­ლის მე­რის პოსტზე მყოფ დარ­გალს აქამ­დეც ერ­ჩო­და, ამის მი­ზე­ზი კი გახ­და მარ­ნე­ულ­ში ნა­რი­მან ნა­რი­მა­ნო­ვის ძეგლი, რის აღე­ბა­საც ეპის­კო­პო­სი მო­ი­თხოვ­და.

"ამ ძეგლს აქ­ტუ­ა­ლო­ბა შეს­ძი­ნა ქა­ლა­ქის მერ­მა, რო­მელ­მაც პან­დე­მი­ის დროს, ამ გა­ჭირ­ვე­ბის ჟამს მო­ი­ცა­ლა და რა­ტომ­ღაც მის­თვის პრი­ო­რი­ტე­ტი გახ­და ბოლ­შე­ვი­კის, პირ­სის­ხლი­ა­ნი წი­თე­ლი კო­მის­რის ძეგლის პა­ტი­ვი­თა და მარ­მა­რი­ლო­თი შემ­კო­ბა. ჩემი გან­ცხა­დე­ბე­ბის არ­ცერ­თი სი­ტყვა არ იყო დის­კრი­მი­ნა­ცი­ის შემ­ცვე­ლი ვინ­მე ეთ­ნო­სის მი­მართ", - აცახ­დებ­და სა­სუ­ლი­ე­რო პირი.

ორი­ო­დე დღის წინ კი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ეპის­კო­პო­სის ქა­და­გე­ბა, რო­მელ­შიც ის უკვე ღიად უპი­რის­პირ­დე­ბა დარ­გალს და აცხა­დებს, რომ ზაურ დარ­გალს გვერ­დით არა­ვინ და­უდ­გე­ბა, ხოლო თუკი მისი სამ­წყსო­დან დარ­გალს ვინ­მე პირ­და­პირ თუ ირი­ბად მხარს და­უ­ჭერს, ამ უკა­ნას­კნე­ლის და­ნა­შა­უ­ლე­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე გახ­დე­ბა

"ამ უახ­ლო­ე­სი სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ ვი­ხი­ლეთ უდი­დე­სი შე­უ­რა­ცხყო­ფა, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი სინ­დი­სის, ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვა, რო­დე­საც ქა­ლა­ქის არ­ჩე­ულ­მა მერ­მა ჩა­ი­დი­ნა და­ნა­შა­უ­ლი, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლი, რო­დე­საც მან რე­ინ­კარ­ნა­ცია მო­ახ­დი­ნა საბ­ჭო­თა პირ­სის­ხლი­ა­ნი კულ­ტი­სა, ჩვე­ნი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის, სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი­რო­ბის და­მამ­ხო­ბე­ლი­სა, ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის და­მარ­ღვე­ვე­ლი­სა, ნა­რი­მან ნა­რი­მა­ნო­ვის.

მას მე მი­ვუ­თი­თე, რომ გა­მო­ეს­წო­რე­ბი­ნა ეს შეც­დო­მა. შე­იქ­მნა სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფი და სა­მარ­თლებ­ლი­ვად ვი­თხოვ­დით, ემ­სჯე­ლა საკ­რე­ბუ­ლოს, მი­ე­ღო შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და თუ ჩვე­ნი მო­თხოვ­ნა იყო არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი, არა­სა­მარ­თლი­ა­ნი, ეს ეთ­ქვათ. თუ იყო სა­მარ­თლი­ა­ნი, მა­შინ მი­ე­ღოთ შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

ამის ნაც­ვლად მი­ვი­ღეთ პა­სუ­ხი, რომ პი­როვ­ნე­ბა, რო­მელ­მაც ჩა­ი­დი­ნა და­ნა­შა­უ­ლი, პი­როვ­ნე­ბა, რო­მელ­მაც ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი სინ­დი­სი, ღირ­სე­ბა შე­ლა­ხა, მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ დღეს წა­რად­გი­ნა მა­ჟო­რი­ტარ კან­დი­და­ტად, თით­ქოს ეს დამ­ნა­შა­ვე ადა­მი­ა­ნი უნდა იყოს სახე და მან უნდა და­იც­ვას მარ­ნე­უ­ლე­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბი უმაღ­ლეს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში და ჩვე­ნი ხმა უნდა მი­ი­ტა­ნოს თით­ქოს იქ.

ეს არის მსტო­ვა­რი, მან რა უფ­ლე­ბე­ბი უნდა და­იც­ვას?! მან შე­ლა­ხა ჩვე­ნი უფ­ლე­ბე­ბი, მან შე­უ­რა­ცხყო ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ღირ­სე­ბა.

ჩემს სამ­წყსოს, მათ შო­რის, ჩემს აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ დებ­სა და ძმებს და ყვე­ლას ვე­უბ­ნე­ბი ასეთ სი­ტყვას, ვინც ზაურ დარ­გალს და­უდ­გე­ბა გვერ­დით, ირი­ბად თუ პირ­და­პირ, მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იმა­ში, რომ მას უფრო მეტი უფ­ლე­ბე­ბი მი­ე­ნი­ჭოს და უფრო მეტი გა­ა­ფუ­ჭოს, მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ, ის იქ­ნე­ბა თა­ნა­მო­ნა­წი­ლე ღვთის წი­ნა­შე იმ და­ნა­შა­უ­ლი­სა, იმ ჩა­დე­ნი­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი სინ­დი­სის ღა­ლა­ტი­სა, რაც მან ჩა­ი­დი­ნა ღვთი­სა და ერის წი­ნა­შე...

კი­დევ არის დრო, რომ გა­მო­ფხიზ­ლდნენ, კი­დევ არის დრო, რომ მათ ეს შეც­დო­მა გა­მო­ას­წო­რონ, გა­იწ­ვი­ონ თა­ვი­ან­თი კან­დი­და­ტი იმი­ტომ რომ ჩვენ მას არა­ვინ გვერ­დით არ და­ვუდ­გე­ბით, მას ხმას არ მივ­ცემთ და სა­ერ­თოდ, ხელს შე­ვუშ­ლით, პირ­და­პირ ვი­ძა­ხი. იცით რა­ტომ? - მსტოვ­რებს და ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის მო­ღა­ლა­ტე­ებს არა­ფე­რი ესაქ­მე­ბათ ჩვენს უმაღ­ლეს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში და ვინც მას და­ი­ცავს, იგი­ვე გახ­დე­ბა", - თქვა ეპის­კო­პოს­მა ქა­და­გე­ბი­სას.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rasa
56

ჯამდელიანი სვანია თუ სომეხი? სახეზე და გვარზე ვერ ვატყობ რომელია

ტრეი
31

ქოცების ..................... დილა შუა ქღე საღამოს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"მსტოვრებს და  მოღალატეებს პარლამენტში არაფერი ესაქმებათ" - მარნეულის ეპისკოპოსი "ქართულ ოცნებას" მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატის გაწვევას სთხოვს

"მსტოვრებს და  მოღალატეებს პარლამენტში არაფერი ესაქმებათ" - მარნეულის ეპისკოპოსი "ქართულ ოცნებას" მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატის გაწვევას სთხოვს

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, მეუფე გიორგი ჯამდელიანი ღიად უპირისპირდება მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატ ზაურ დარგალს. ცნობილია, რომ ის მარნეულის მერის პოსტზე მყოფ დარგალს აქამდეც ერჩოდა, ამის მიზეზი კი გახდა მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლი, რის აღებასაც ეპისკოპოსი მოითხოვდა.

"ამ ძეგლს აქტუალობა შესძინა ქალაქის მერმა, რომელმაც პანდემიის დროს, ამ გაჭირვების ჟამს მოიცალა და რატომღაც მისთვის პრიორიტეტი გახდა ბოლშევიკის, პირსისხლიანი წითელი კომისრის ძეგლის პატივითა და მარმარილოთი შემკობა. ჩემი განცხადებების არცერთი სიტყვა არ იყო დისკრიმინაციის შემცველი ვინმე ეთნოსის მიმართ", - აცახდებდა სასულიერო პირი.

ორიოდე დღის წინ კი სოციალურ ქსელში გავრცელდა ეპისკოპოსის ქადაგება, რომელშიც ის უკვე ღიად უპირისპირდება დარგალს და აცხადებს, რომ ზაურ დარგალს გვერდით არავინ დაუდგება, ხოლო თუკი მისი სამწყსოდან დარგალს ვინმე პირდაპირ თუ ირიბად მხარს დაუჭერს, ამ უკანასკნელის დანაშაულების თანამონაწილე გახდება

"ამ უახლოესი სამი თვის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ უდიდესი შეურაცხყოფა, სახელმწიფოებრივი სინდისის, ღირსების შელახვა, როდესაც ქალაქის არჩეულმა მერმა ჩაიდინა დანაშაული, სახელმწიფოებრივი დანაშაული, როდესაც მან რეინკარნაცია მოახდინა საბჭოთა პირსისხლიანი კულტისა, ჩვენი დამოუკიდებლობის, სახელმწიფოებირობის დამამხობელისა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დამარღვეველისა, ნარიმან ნარიმანოვის.

მას მე მივუთითე, რომ გამოესწორებინა ეს შეცდომა. შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი და სამართლებლივად ვითხოვდით, ემსჯელა საკრებულოს, მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება და თუ ჩვენი მოთხოვნა იყო არაკონსტიტუციური, არასამართლიანი, ეს ეთქვათ. თუ იყო სამართლიანი, მაშინ მიეღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება.

ამის ნაცვლად მივიღეთ პასუხი, რომ პიროვნება, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, პიროვნება, რომელმაც ჩვენი ეროვნული, სახელმწიფოებრივი სინდისი, ღირსება შელახა, მმართველმა პარტიამ დღეს წარადგინა მაჟორიტარ კანდიდატად, თითქოს ეს დამნაშავე ადამიანი უნდა იყოს სახე და მან უნდა დაიცვას მარნეულელების უფლებები უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და ჩვენი ხმა უნდა მიიტანოს თითქოს იქ.

ეს არის მსტოვარი, მან რა უფლებები უნდა დაიცვას?! მან შელახა ჩვენი უფლებები, მან შეურაცხყო ჩვენი ეროვნული ღირსება.

ჩემს სამწყსოს, მათ შორის, ჩემს აზერბაიჯანელ დებსა და ძმებს და ყველას ვეუბნები ასეთ სიტყვას, ვინც ზაურ დარგალს დაუდგება გვერდით, ირიბად თუ პირდაპირ, მიიღებს მონაწილეობას იმაში, რომ მას უფრო მეტი უფლებები მიენიჭოს და უფრო მეტი გააფუჭოს, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ის იქნება თანამონაწილე ღვთის წინაშე იმ დანაშაულისა, იმ ჩადენილი სახელმწიფოებრივი სინდისის ღალატისა, რაც მან ჩაიდინა ღვთისა და ერის წინაშე...

კიდევ არის დრო, რომ გამოფხიზლდნენ, კიდევ არის დრო, რომ მათ ეს შეცდომა გამოასწორონ, გაიწვიონ თავიანთი კანდიდატი იმიტომ რომ ჩვენ მას არავინ გვერდით არ დავუდგებით, მას ხმას არ მივცემთ და საერთოდ, ხელს შევუშლით, პირდაპირ ვიძახი. იცით რატომ? - მსტოვრებს და ეროვნული ინტერესების მოღალატეებს არაფერი ესაქმებათ ჩვენს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და ვინც მას დაიცავს, იგივე გახდება", - თქვა ეპისკოპოსმა ქადაგებისას.

რაჭის რომელი 4 სოფელი იქნება მოწყვეტილი გარესამყაროს 1 თვე? - პრემიერ-მინისტრის განცხადება

აფხაზები იმაზეც დარდობენ, რა მოხდება, თუ თავად ექიმები დავირუსდებიან - ჩაკეტილ აფხაზეთში სოციალურ ვითარებასთან ერთად, ეპიდსიტუაციაც მწვავდება

ნინო ამირანაშვილი სკოლის დირექტორის პოსტზე ცხინვალის ე.წ. სასამართლომ აღადგინა  - ის წეროვნელი ბავშვების სკოლიდან არგარიცხვისთვის გაათავისუფლეს