მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
#ლიტერატურულიგაჩერება თელავსა და ყვარელში  დასრულდა
#ლიტერატურულიგაჩერება თელავსა და ყვარელში  დასრულდა

გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L-ის #ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი­გა­ჩე­რე­ბა ყვა­რელ­სა და თე­ლავს ეს­ტუმ­რა. იყო წიგ­ნე­ბის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა და 50%-მდე ფას­დაკ­ლე­ბა მოქ­მე­დებ­და, მკი­თხველს დახ­ვდა სხვა­დას­ხვა ჟან­რის ლი­ტე­რა­ტუ­რა: სა­ბავ­შვო, მხატ­ვრუ­ლი, შე­მეც­ნე­ბი­თი, ბიზ­ნეს ლი­ტე­რა­ტუ­რა ლურ­ჯი ოკე­ა­ნის სე­რი­ი­დან, ქარ­თვე­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­რე­ბის ახა­ლი წიგ­ნე­ბი.

ასე­ვე, ყვა­რე­ლი და თე­ლა­ვი პრო­ექტ „მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რას“ მას­პინ­ძლობ­და. მომ­ხმა­რე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­და, 1 კგ მა­კუ­ლა­ტუ­რა 1 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის წიგნ­ზე გა­და­ეც­ვა­ლა. თა­ბა­ხის ფურ­ცლე­ბის, ძვე­ლი წიგ­ნე­ბის, ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბის სა­ნაც­ვლოდ მათ ად­გილ­ზე ახა­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რის დიდი არ­ჩე­ვა­ნი დახ­ვდათ.

25 ივ­ლისს, სა­ღა­მოს 19:00 სა­ათ­ზე კი თე­ლა­ვის "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რეა“ ქარ­თველ მწერ­ლებს მას­პინ­ძლობ­და: ტო­რე­სა მოსი, თეა ინა­სა­რი­ძე, ელის დოჯ­სო­ნი, ნი­კო­ლას მა­ჩა­ბე­ლი თე­ლა­ველ მკი­თხველს შეხ­ვდნენ. მათ ინ­ტე­რაქ­ცი­ულ წიგ­ნი "ფე­ნიქ­სი" წა­რად­გი­ნეს. ეს სხვა­ნა­ი­რი წიგ­ნია, რომ­ლის ანა­ლო­გი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს და ერ­თგვა­რი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტია.

"ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბით იყო “პა­ლიტ­რა L” თე­ლავ­ში ჩა­მო­სუ­ლი. ეს გა­მომ­ცე­ლო­ბა ყო­ველ­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლია და ცდი­ლობს სულ შე­მო­ი­ტა­ნოს კრე­ა­ტი­ვი. მინ­და ვთქვა, რომ თე­ლა­ვის თე­ატ­რის წინ 2 დღე ხალ­ხმრავ­ლო­ბა იყო , მო­დი­ოდ­ნენ ოჯა­ხე­ბი და ცვლიდ­ნენ ახალ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე მა­კუ­ლა­ტუ­რას. ყი­დუ­ლობ­დნენ ახალ წიგ­ნებს ფას­დაკ­ლე­ბით. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტია და იმე­დია, რომ მუდ­მი­ვად ჩა­ტარ­დე­ბა", - ფიქ­რია ყურ­ში­ტაშ­ვი­ლი.

"3 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში კა­ხეთ­ში აქ­ტი­ვო­ბამ ყვე­ლა­ნა­ირ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. გვი­ხა­რია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას აინ­ტე­რე­სებს ლი­ტე­რა­ტუ­რა, გვე­ლო­დე­ბო­და და ვფიქ­რობთ , მო­ლო­დი­ნე­ბიც გა­ვუ­მარ­თლეთ. ვფიქ­რობთ, ტრა­დი­ცი­უ­ლი სახე მივ­ცეთ ჩვენს ამ ტურს და ყო­ველ წელს ჩა­ვი­დეთ კა­ხეთ­ში და და­ვი­მა­ტოთ სხვა ქა­ლა­ქე­ბიც, რად­გან ყვე­ლა ითხოვ­და გა­მე­ო­რე­ბით ტურს და ჩვენ მათ დავ­პირ­დით.

ჩვე­ნი შემ­დე­გი გა­ჩე­რე­ბა სა­ჩხე­რე, რაჭა, ზუგ­დი­დი და მეს­ტი­აა. იმე­დია იქაც ასე გვე­ლო­დე­ბა ჩვე­ნი ერ­თგუ­ლი მკი­თხვე­ლი“. - მარ­კე­ტინ­გის ხელ­ძღვა­ნე­ლი, ანა­ნო თავ­ხე­ლი­ძე.

თუ გიყ­ვარს ლი­ტე­რა­ტუ­რა, გინ­და აღ­მო­ა­ჩი­ნო ახა­ლი წიგ­ნე­ბი და შე­ი­ძი­ნო დიდი ფას­დაკ­ლე­ბით, იმოგ­ზა­უ­რო და და­ეს­წრო სა­ინ­ტე­რე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს, გაც­ვა­ლო უსარ­გებ­ლო მა­კუ­ლა­ტუ­რა ახალ წიგ­ნებ­ში და მო­უფრ­თხილ­დე გა­რე­მოს, მა­შინ გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L-ის" ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გა­ჩე­რე­ბა მო­დის შენ­თან!

და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის ეწ­ვი­ეთ ბმულს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

#ლიტერატურულიგაჩერება თელავსა და ყვარელში  დასრულდა

#ლიტერატურულიგაჩერება თელავსა და ყვარელში  დასრულდა

გამომცემლობა პალიტრა L-ის #ლიტერატურულიგაჩერება ყვარელსა და თელავს ესტუმრა. იყო წიგნების გამოფენა-გაყიდვა და 50%-მდე ფასდაკლება მოქმედებდა, მკითხველს დახვდა სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურა: საბავშვო, მხატვრული, შემეცნებითი, ბიზნეს ლიტერატურა ლურჯი ოკეანის სერიიდან, ქართველი თანამედროვე ავტორების ახალი წიგნები.

ასევე, ყვარელი და თელავი პროექტ „მაკულიტერატურას“ მასპინძლობდა. მომხმარებელს საშუალება ჰქონდა, 1 კგ მაკულატურა 1 ლარის ღირებულების წიგნზე გადაეცვალა. თაბახის ფურცლების, ძველი წიგნების, ჟურნალ-გაზეთების სანაცვლოდ მათ ადგილზე ახალი და საინტერესო ლიტერატურის დიდი არჩევანი დახვდათ.

25 ივლისს, საღამოს 19:00 საათზე კი თელავის "ბიბლუსი გალერეა“ ქართველ მწერლებს მასპინძლობდა: ტორესა მოსი, თეა ინასარიძე, ელის დოჯსონი, ნიკოლას მაჩაბელი თელაველ მკითხველს შეხვდნენ. მათ ინტერაქციულ წიგნი "ფენიქსი" წარადგინეს. ეს სხვანაირი წიგნია, რომლის ანალოგი საქართველოში არ არსებობს და ერთგვარი ლიტერატურული ექსპერიმენტია.

"ძალიან საინტერესო აქტივობებით იყო “პალიტრა L” თელავში ჩამოსული. ეს გამომცელობა ყოველთვის გამორჩეულია და ცდილობს სულ შემოიტანოს კრეატივი. მინდა ვთქვა, რომ თელავის თეატრის წინ 2 დღე ხალხმრავლობა იყო , მოდიოდნენ ოჯახები და ცვლიდნენ ახალ ლიტერატურაზე მაკულატურას. ყიდულობდნენ ახალ წიგნებს ფასდაკლებით. მნიშვნელოვანი პროექტია და იმედია, რომ მუდმივად ჩატარდება", - ფიქრია ყურშიტაშვილი.

"3 დღის განმავლობაში კახეთში აქტივობამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. გვიხარია, რომ საზოგადოებას აინტერესებს ლიტერატურა, გველოდებოდა და ვფიქრობთ , მოლოდინებიც გავუმართლეთ. ვფიქრობთ, ტრადიციული სახე მივცეთ ჩვენს ამ ტურს და ყოველ წელს ჩავიდეთ კახეთში და დავიმატოთ სხვა ქალაქებიც, რადგან ყველა ითხოვდა გამეორებით ტურს და ჩვენ მათ დავპირდით.

ჩვენი შემდეგი გაჩერება საჩხერე, რაჭა, ზუგდიდი და მესტიაა. იმედია იქაც ასე გველოდება ჩვენი ერთგული მკითხველი“. - მარკეტინგის ხელძღვანელი, ანანო თავხელიძე.

თუ გიყვარს ლიტერატურა, გინდა აღმოაჩინო ახალი წიგნები და შეიძინო დიდი ფასდაკლებით, იმოგზაურო და დაესწრო საინტერესო ლიტერატურულ ღონისძიებებს, გაცვალო უსარგებლო მაკულატურა ახალ წიგნებში და მოუფრთხილდე გარემოს, მაშინ გამომცემლობა "პალიტრა L-ის" ლიტერატურული გაჩერება მოდის შენთან!

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

მოუსმინე წიგნებს: ერიხ მარია რემარკი, "ნასესხები სიცოცხლე" (თავი მეშვიდე)

გამომცემლობა "პალიტრა L–ის" "ლიტერატურული გაჩერება" კახეთიდან დაიწყო

23 ივლისიდან, ჟურნალ "გზასთან" ერთად, "ოდისევსის სინდრომი" სპეციალურ ფასად არის ხელმისაწვდომი