სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
NDI: რისი დამსახურებაა კორონავირუსის დაბალი გავრცელება? - მთავრობის და ექიმების სწორი ნაბიჯები - 73%, გენეტიკა და რელიგია - 17%
NDI: რისი დამსახურებაა კორონავირუსის დაბალი გავრცელება? - მთავრობის და ექიმების სწორი ნაბიჯები - 73%, გენეტიკა და რელიგია - 17%

ეროვ­ნულ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის (NDI) კვლე­ვის თა­ნახ­მად, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის 73 პრო­ცენ­ტი ფიქ­რობს, რომ ქვე­ყა­ნა­ში ვირუ­სის შე­და­რე­ბით და­ბა­ლი გავ­რცე­ლე­ბა მთავ­რო­ბი­სა და ექი­მე­ბის მიერ გა­დად­გმუ­ლი სწო­რი ნა­ბი­ჯე­ბის შე­დე­გია, ხოლო 17 პრო­ცენ­ტი მი­იჩ­ნევს, რომ ეს ქარ­თუ­ლი გე­ნე­ტი­კი­სა და რე­ლი­გი­ის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

კვლე­ვის მი­ხედ­ვით, მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბას კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცრუ ინ­ფორ­მა­ცია აღელ­ვებს, თუმ­ცა ამა­ვე დროს დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ტყუ­ი­ლი­სა და სი­მარ­თლის გარ­ჩე­ვა შე­უძ­ლია. გა­მო­კი­თხუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 84 პრო­ცენ­ტი ინ­ფორ­მა­ცი­ას ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან იღებს, 41 პრო­ცენ­ტი კი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი­დან.

რო­გორც NDI-ის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის კვლე­ვა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, გა­მო­კი­თხუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის 59% და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის მიერ მო­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ენ­დო­ბა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ მო­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­კი­თხულ­თა 44 პრო­ცენ­ტი ენ­დო­ბა, ხოლო მე­დი­ას - 18%.

კი­თხვა­ზე, თუ რაზე დაყ­რდნო­ბით წყვე­ტენ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი „ფე­ის­ბუქ­ზე“ კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მცდა­რია თუ არა, მათი 61 პრო­ცენ­ტი ვინც კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი­დან იღებს, ამ­ბობს, რომ ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­როს ან მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბას აკ­ვირ­დე­ბა, ხოლო 37 პრო­ცენ­ტი სა­კუ­თარ ინ­სტიქ­ტებს ენ­დო­ბა.

ამას­თან, NDI-ის კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ამ, რო­მე­ლიც დე­ზინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი შე­ტე­ვის ხში­რი ობი­ექ­ტია, მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის­გან პო­ზი­ტი­უ­რი შე­ფა­სე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის 66 პრო­ცენ­ტი ფიქ­რობს, რომ ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ამ სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბას ხელი შე­უ­შა­ლა.

მო­სახ­ლე­ო­ბის 80 პრო­ცენ­ტი კვლავ ღე­ლავს, რომ ის ან მისი ახ­ლო­ბე­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცირ­დე­ბა. თუმ­ცა, ამის მი­უ­ხე­და­ვად, მო­სახ­ლე­ო­ბის თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი (46 პრო­ცენ­ტი) ამ­ბობს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის ვაქ­ცი­ნის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, არ აიც­რე­ბო­და (38 პრო­ცენ­ტი აიც­რე­ბო­და).

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგა
7

1. მთავრობისა და ექიმების სწორი ნაბიჯი

2. გენეტიკა და რელიგია 

 

p.s. სწორი პასუხია: მედ. პერსონალის შრომა+პატრულის დამსახურება=საზოგადოება. არანაირი მთავრობა (რა გააკეთა პარლამენტმა ან იუსტიციამ ან სხვა ინტიტუტებმა?), გენეტიკა და რელიგია მითუმეტეს!

ვაი ვაი
10

მთავრობა და ექიმები რომ არა დედამიწაც კი არ იტრიალებდა რას ამბობთ .)))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

NDI: რისი დამსახურებაა კორონავირუსის დაბალი გავრცელება? - მთავრობის და ექიმების სწორი ნაბიჯები - 73%, გენეტიკა და რელიგია - 17%

NDI: რისი დამსახურებაა კორონავირუსის დაბალი გავრცელება? - მთავრობის და ექიმების სწორი ნაბიჯები - 73%, გენეტიკა და რელიგია - 17%

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, მოქალაქეების 73 პროცენტი ფიქრობს, რომ ქვეყანაში ვირუსის შედარებით დაბალი გავრცელება მთავრობისა და ექიმების მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგია, ხოლო 17 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეს ქართული გენეტიკისა და რელიგიის დამსახურებაა.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობას კორონავირუსის შესახებ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია აღელვებს, თუმცა ამავე დროს დარწმუნებულია, რომ ტყუილისა და სიმართლის გარჩევა შეუძლია. გამოკითხული მოსახლეობის 84 პროცენტი ინფორმაციას ტელევიზიიდან იღებს, 41 პროცენტი კი სოციალური ქსელებიდან.

როგორც NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევაშია აღნიშნული, გამოკითხული მოქალაქეების 59% დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ენდობა. ხელისუფლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას გამოკითხულთა 44 პროცენტი ენდობა, ხოლო მედიას - 18%.

კითხვაზე, თუ რაზე დაყრდნობით წყვეტენ მოქალაქეები „ფეისბუქზე“ კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაცია მცდარია თუ არა, მათი 61 პროცენტი ვინც კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელებიდან იღებს, ამბობს, რომ ინფორმაციის წყაროს ან მედია საშუალებას აკვირდება, ხოლო 37 პროცენტი საკუთარ ინსტიქტებს ენდობა.

ამასთან, NDI-ის კვლევის მიხედვით, ლუგარის ლაბორატორიამ, რომელიც დეზინფორმაციული შეტევის ხშირი ობიექტია, მოსახლეობის უმრავლესობისგან პოზიტიური შეფასება დაიმსახურა. მოქალაქეების 66 პროცენტი ფიქრობს, რომ ლუგარის ლაბორატორიამ საქართველოში კორონავირუსის გავრცელებას ხელი შეუშალა.

მოსახლეობის 80 პროცენტი კვლავ ღელავს, რომ ის ან მისი ახლობელი კორონავირუსით დაინფიცირდება. თუმცა, ამის მიუხედავად, მოსახლეობის თითქმის ნახევარი (46 პროცენტი) ამბობს, რომ კორონავირუსის ვაქცინის არსებობის შემთხვევაში, არ აიცრებოდა (38 პროცენტი აიცრებოდა).

"წარმოდგენა არ მაქვს, პრეზიდენტი შეიწყალებს, თუ არა" -  გახარიას შეფასება რურუას განაჩენზე

"ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად არ არის ოლიგარქი" - ეკატერინე ტიკარაძის პასუხი კონგრესმენთა მორიგ წერილზე

"დღეს ოპოზიციას არც იდეა აქვს და არც გამაერთიანებელი ლიდერი ჰყავს" - რა ხაფანგი დაუგო ივანიშვილმა ოპოზიციას?