საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველმა დიზაინერმა, ძალადობის მსხვერპლ ქალთა დასახმარებლად, დიპლომატები, პოლიტიკოსები და შოუბიზნესის წარმომადგენლები გააერთიანა
ქართველმა დიზაინერმა, ძალადობის მსხვერპლ ქალთა დასახმარებლად, დიპლომატები, პოლიტიკოსები და შოუბიზნესის წარმომადგენლები გააერთიანა

ქარ­თველ­მა დი­ზა­ი­ნერ­მა, ბრენ­დის "Nina Zarqua collection" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ნინა ზარ­ქუ­ამ მო­რი­გი საქ­ველ­მოქ­მე­დო ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­მარ­თა. "Nina Zarqua collection"-ის სა­მო­სი და აქ­სე­სუ­ა­რე­ბი სა­ცხე­ნოს­ნო კლუბ "შავი ცხე­ნის" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­მო­ი­ფი­ნა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფას­დაკ­ლე­ბით გა­ი­ყი­და. შე­მო­სუ­ლი თან­ხა კი სრუ­ლად გა­და­ი­რი­ცხა ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლ ქალ­თა ფონდში. ღო­ნის­ძი­ე­ბას დიპ­ლო­მა­ტე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და შო­უ­ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. რო­გორც ბრენ­დის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ამ­ბობს, ქა­ლებ­ზე ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, მზარ­დია და საქ­ველ­მოქ­მე­დო ღო­ნის­ძი­ე­ბით მას სურ­და ერთი მხრივ ძა­ლა­დო­ბა, რო­გორც და­ნა­შა­უ­ლი და­ეგ­მო, მე­ო­რე მხრივ კი მსხვერ­პლი ქა­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღო.

ღო­ნის­ძი­ე­ბას თურ­ქე­თის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს­წრე­ბო­და. რო­გორც ფატ­მა სე­რენ იაზ­გა­ნიმ ambebi.ge-სთან გა­ნა­ცხა­და ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

"დღე­ვან­დე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა იმა­ზეა, თუ რო­გორ შეგ­ვიძ­ლია ჩვენ სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა­დას­ხვა ნა­წილ­ში ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა. აქ ბევ­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია, მათ შო­რის ფერ­მის მფლო­ბე­ლე­ბი, წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წრე­ე­ბი­დან, არა­სამ­თავ­რო­ბო და სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სექ­ტო­რი­დან. ჩვენ ამ სფე­რო­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა გვსურს, რად­გან ეს არის სა­ერ­თო პრობ­ლე­მა. ასე­ვე, გვსურს, რომ ნატო-ს ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თულ ქსელს მეტი რე­სურ­სი მივ­ცეთ, რათა მეტ ქალს და ბავ­შვს და­ვეხ­მა­როთ - მათ უნდა იცოდ­ნენ, რომ არ­სე­ბობს სირ­თუ­ლე­ე­ბი­დან გა­მო­სა­ვა­ლი. ეს ბევ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე ნე­ბის­მი­ე­რი სა­ზღვა­რი, ვიდ­რე ნე­ბის­მი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კი­თხი, ეს პრობ­ლე­მა პო­ლი­ტი­კის მაღ­ლა დგას და ვფიქ­რობ, ასე უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ” - გა­ნა­ცხა­და თურ­ქე­თის ელჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ყო­ფი­ლი მო­დე­ლი ნინა ზარ­ქუა აქ­სე­სუ­ა­რე­ბის, ფეხ­საც­მე­ლე­ბის, ჩან­თე­ბი­სა და სამ­კა­უ­ლის ხაზ­ზე მუ­შა­ობს, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში იყი­დე­ბა. ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რის სა­ხე­ლი დიდი ხა­ნია გას­ცდა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ფარ­გლებს. 2019 წელს, მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვალ­ზე Coachella Valley Music and Arts-ზე ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი ტოპ-მო­დე­ლი კენ­დალ ჯე­ნე­რი, სწო­რედ ზარ­ქუ­ას შექ­მნი­ლი ფეხ­საც­მლით წარ­სდგა მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

ქართველმა დიზაინერმა, ძალადობის მსხვერპლ ქალთა დასახმარებლად, დიპლომატები, პოლიტიკოსები და შოუბიზნესის წარმომადგენლები გააერთიანა

ქართველმა დიზაინერმა, ძალადობის მსხვერპლ ქალთა დასახმარებლად, დიპლომატები, პოლიტიკოსები და შოუბიზნესის წარმომადგენლები გააერთიანა

ქართველმა დიზაინერმა, ბრენდის "Nina Zarqua collection" დამფუძნებელმა ნინა ზარქუამ მორიგი საქველმოქმედო ღონისძიება გამართა. "Nina Zarqua collection"-ის სამოსი და აქსესუარები საცხენოსნო კლუბ "შავი ცხენის" ტერიტორიაზე გამოიფინა და მნიშვნელოვანი ფასდაკლებით გაიყიდა. შემოსული თანხა კი სრულად გადაირიცხა ძალადობის მსხვერპლ ქალთა ფონდში. ღონისძიებას დიპლომატები, პოლიტიკოსები და შოუბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც ბრენდის დამფუძნებელი ამბობს, ქალებზე ძალადობის ფაქტები, სამწუხაროდ, მზარდია და საქველმოქმედო ღონისძიებით მას სურდა ერთი მხრივ ძალადობა, როგორც დანაშაული დაეგმო, მეორე მხრივ კი მსხვერპლი ქალების გაძლიერების პროცესში მონაწილეობა მიეღო.

ღონისძიებას თურქეთის ელჩი საქართველოში ესწრებოდა. როგორც ფატმა სერენ იაზგანიმ ambebi.ge-სთან განაცხადა ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანია.

"დღევანდელი ღონისძიება იმაზეა, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენ საქართველოში, საზოგადოების სხვადასხვა ნაწილში ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. აქ ბევრი განსხვავებული ადამიანია, მათ შორის ფერმის მფლობელები, წარმომადგენლები დიპლომატიური წრეებიდან, არასამთავრობო და სოციალური პასუხისმგებლობის სექტორიდან. ჩვენ ამ სფეროების გაერთიანება გვსურს, რადგან ეს არის საერთო პრობლემა. ასევე, გვსურს, რომ ნატო-ს ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქსელს მეტი რესურსი მივცეთ, რათა მეტ ქალს და ბავშვს დავეხმაროთ - მათ უნდა იცოდნენ, რომ არსებობს სირთულეებიდან გამოსავალი. ეს ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი საზღვარი, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური საკითხი, ეს პრობლემა პოლიტიკის მაღლა დგას და ვფიქრობ, ასე უნდა გავაგრძელოთ” - განაცხადა თურქეთის ელჩმა საქართველოში.

ყოფილი მოდელი ნინა ზარქუა აქსესუარების, ფეხსაცმელების, ჩანთებისა და სამკაულის ხაზზე მუშაობს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იყიდება. ქართველი დიზაინერის სახელი დიდი ხანია გასცდა ჩვენი ქვეყნის ფარგლებს. 2019 წელს, მუსიკალურ ფესტივალზე Coachella Valley Music and Arts-ზე ცნობილი ამერიკელი ტოპ-მოდელი კენდალ ჯენერი, სწორედ ზარქუას შექმნილი ფეხსაცმლით წარსდგა მსმენელის წინაშე.

"ჯერ ისევ თავზარდაცემული ვარ... ყოველდღე მივდივარ კლინიკაში პატარების სანახავად" - გარდაცვლილი მშობიარეს მეუღლეს საქართველოს მოქალაქეობა სურს

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ 200-ლარიანი დახმარების მისაღებად ონლაინრეგისტრაციას ვერ გადიხართ - ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

"სულ ტალღებზეა ლაპარაკი... მეორეს დავარქმევთ, პირველნახევარს, მთავარია ის, რომ კორონა არის" - პაატა იმნაძე