საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
COVID-19-ის აფეთქების ახალი ეტაპი ესპანეთში - ბრიტანეთმა ის უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო
COVID-19-ის აფეთქების ახალი ეტაპი ესპანეთში - ბრიტანეთმა ის უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო

ეს­პა­ნეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გამო და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნის შემ­დეგ, ახალ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა კვლავ მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და. თუ 16 ივ­ლი­სამ­დე ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი რა­ო­დე­ნო­ბა 500-საც არ აღ­წევ­და, 16 ივ­ლი­სის შემ­დეგ, ყო­ველ დღე, ათას­ზე მეტი ინ­ფი­ცი­რე­ბულს აღ­წერ­დნენ და ზოგ შემ­თხვე­ვა­ში, რა­ო­დე­ნო­ბამ 2 ათას­საც გა­და­ა­ჭარ­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო, ქვეყ­ნის ზო­გი­ერთ რე­გი­ონ­ში წე­სე­ბი კვლავ გა­ამ­კაც­რეს, სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­და პირ­ბა­დის ტა­რე­ბა და ზო­გი­ერთ ქა­ლაქ­ში კვლავ კა­რან­ტი­ნის მკაც­რი რე­ჟი­მი და­წეს­და. ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად იზ­რდე­ბა ბარ­სე­ლო­ნა­ში, სა­რა­გო­სა­ში და დე­და­ქა­ლაქ მად­რიდ­ში.

BBC-ის ცნო­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბის ზრდის გამო, კა­ტა­ლო­ნი­ის მთავ­რო­ბამ ღა­მის ბა­რე­ბი და კლუ­ბე­ბი და­ხუ­რა. რო­გორც გა­მო­ცე­მა წერს, რე­გი­ონ­ში ღა­მის ბა­რე­ბი და კლუ­ბე­ბი მო­მა­ვა­ლი ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბა და­კე­ტი­ლი, შემ­დეგ კი გახ­სნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მი­ი­ღე­ბენ.

ეს­პა­ნეთ­ში ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის გაზ­რდას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თეს ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­შიც. ჯან­მო-ში მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბის კვლავ და­წე­სე­ბაა სა­ჭი­რო.

"ევ­რო­პის ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბის ზრდა ნამ­დვი­ლად შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია. ჩვენ უნდა ვი­მოქ­მე­დოთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით და ყუ­რა­დღე­ბით. ვფიქ­რობთ, სა­ჭი­როა შე­ზღუდ­ვე­ბის კვლავ და­წე­სე­ბა“, - აცხა­დე­ბენ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს­პა­ნეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბისკნ მო­უ­წო­დე­ბენ მო­ქა­ლა­ქე­ებს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ასეთ ქვეყ­ნებს შო­რი­საა საფ­რან­გე­თი. ნორ­ვე­გია კი ეს­პა­ნე­თი­დან ჩა­სულ მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­ვალ­დე­ბუ­ლო კა­რან­ტინ­ში უშ­ვებს.

ამას­თან, ბოლო დღე­ე­ბის მთა­ვა­რი ამ­ბა­ვი ისაა, რომ დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა ეს­პა­ნე­თი უსაფრ­თხო ქვეყ­ნე­ბის სი­ი­დან ამო­ი­ღო, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ეს­პა­ნე­თი­დან დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ჩა­სულ ადა­მი­ა­ნებს 14-დღი­ა­ნი სა­ვალ­დე­ბუ­ლო კა­რან­ტი­ნის გავ­ლა მო­უ­წევთ.

დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, დო­მი­ნიკ რა­ა­ბის გან­ცხა­დე­ბით, ქვე­ყა­ნამ სწრა­ფად იმოქ­მე­და, როცა ეს­პა­ნე­თი­დან ჩამ­სვლელ მგზავ­რებს კა­რან­ტი­ნი და­უ­წე­სა მას შემ­დეგ, რაც ეს­პა­ნეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის უე­ცა­რი ზრდა და­ფიქ­სირ­და. Sky News-თან სა­უბ­რი­სას სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, უე­ცა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის მი­ზე­ზად ეს­პა­ნე­თის ბოლო ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი და­ა­სა­ხე­ლა.

"ვი­ცით, რომ ეს დამ­სვე­ნებ­ლე­ბის­თვის შე­ფერ­ხე­ბას გა­მო­იწ­ვევს, მაგ­რამ ჩვენ ვერ მო­ვიხ­დით ბო­დიშს ასე მოქ­ცე­ვის გამო. ჩვენ უნდა შეგ­ვეძ­ლოს სწრა­ფი და გა­დამ­წყვე­ტი მოქ­მე­დე­ბე­ბი. ეს ნა­ბი­ჯი იყო რე­ა­ლურ დრო­ში რე­ა­გი­რე­ბა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ ისე სწრა­ფად, რო­გორც შეგ­ვეძ­ლო“, - გა­ნა­ცხა­და დო­მი­ნიკ რა­აბ­მა.

ყო­ვე­ლი­ვეს ფონ­ზე, ერთ-ერთი მთა­ვა­რი სა­კი­თხი, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ფეხ­ბურ­თის გულ­შე­მატ­კივ­რებს ახლა ძა­ლი­ან ადარ­დებთ, ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ფარ­გლებ­ში "მან­ჩეს­ტერ სი­ტი­სა“ და მად­რი­დის "რე­ალს“ შო­რის გა­სა­მარ­თი მატ­ჩია. გავ­ლე­ნი­ა­ნი სპორ­ტუ­ლი გა­მო­ცე­მა marca.com არ გა­მო­რი­ცხავს ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ფეხ­ბურ­თო მატ­ჩის ჩაშ­ლას.

თა­მა­ში 7 აგ­ვის­ტოს, მან­ჩეს­ტერ­ში "ეტი­ჰა­დას“ სტა­დი­ონ­ზე უნდა გა­ი­მარ­თოს, თუმ­ცა არ­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით, "რე­ა­ლის“ ფეხ­ბურ­თე­ლებს 2-კვი­რი­ა­ნი კა­რან­ტი­ნის გავ­ლა მო­უ­წევთ. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ მატ­ჩი რო­მე­ლი­მე სხვა ქვე­ყა­ნა­ში გა­ი­მარ­თოს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ეს­პა­ნე­თის უსაფრ­თხო ქვეყ­ნე­ბის ნუს­ხი­დან ამო­ღე­ბას ეს­პა­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა. არან­ჩა გონ­სა­ლე­სი აცხა­დებს, რომ ეს­პა­ნე­თი უსაფრ­თხოა ტუ­რის­ტე­ბის­თვის. მი­სი­ვე თქმით, მარ­თა­ლია ქვე­ყა­ნა­ში ვირუ­სის აფეთ­ქე­ბის რამ­დე­ნი­მე კერა ფიქ­სირ­დე­ბა, თუმ­ცა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ყვე­ლა­ფერს აკონ­ტრო­ლე­ბენ და ყო­ვე­ლი­ვე საფრ­თხის შემ­ცვე­ლი არ არის.

ეს­პა­ნე­თი ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით მსოფ­ლი­ოს მე­ცხრე ქვე­ყა­ნაა და სულ COVID-19-ის 319 501 შემ­თხვე­ვაა აღ­წე­რი­ლი, გარ­დაც­ვლი­ლია 28 432 პა­ცი­ენ­ტი, ხოლო გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 150 ათასს აჭარ­ბებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

COVID-19-ის აფეთქების ახალი ეტაპი ესპანეთში - ბრიტანეთმა ის უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო

COVID-19-ის აფეთქების ახალი ეტაპი ესპანეთში - ბრიტანეთმა ის უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო

ესპანეთში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ახალ ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ მკვეთრად გაიზარდა. თუ 16 ივლისამდე ახალი შემთხვევების ყოველდღიური რაოდენობა 500-საც არ აღწევდა, 16 ივლისის შემდეგ, ყოველ დღე, ათასზე მეტი ინფიცირებულს აღწერდნენ და ზოგ შემთხვევაში, რაოდენობამ 2 ათასსაც გადააჭარბა.

აღნიშნულის გამო, ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში წესები კვლავ გაამკაცრეს, სავალდებულო გახდა პირბადის ტარება და ზოგიერთ ქალაქში კვლავ კარანტინის მკაცრი რეჟიმი დაწესდა. ინფიცირებულთა რაოდენობა ყველაზე მეტად იზრდება ბარსელონაში, სარაგოსაში და დედაქალაქ მადრიდში.

BBC-ის ცნობით, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, კატალონიის მთავრობამ ღამის ბარები და კლუბები დახურა. როგორც გამოცემა წერს, რეგიონში ღამის ბარები და კლუბები მომავალი ორი კვირის განმავლობაში იქნება დაკეტილი, შემდეგ კი გახსნის გადაწყვეტილებას ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით მიიღებენ.

ესპანეთში ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაშიც. ჯანმო-ში მიიჩნევენ, რომ მკაცრი შეზღუდვების კვლავ დაწესებაა საჭირო.

"ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა ნამდვილად შემაშფოთებელია. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ პასუხისმგებლობით და ყურადღებით. ვფიქრობთ, საჭიროა შეზღუდვების კვლავ დაწესება“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთში მოგზაურობისგან თავის შეკავებისკნ მოუწოდებენ მოქალაქეებს სხვადასხვა ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლები. ასეთ ქვეყნებს შორისაა საფრანგეთი. ნორვეგია კი ესპანეთიდან ჩასულ მოქალაქეებს სავალდებულო კარანტინში უშვებს.

ამასთან, ბოლო დღეების მთავარი ამბავი ისაა, რომ დიდმა ბრიტანეთმა ესპანეთი უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ესპანეთიდან დიდ ბრიტანეთში ჩასულ ადამიანებს 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დომინიკ რააბის განცხადებით, ქვეყანამ სწრაფად იმოქმედა, როცა ესპანეთიდან ჩამსვლელ მგზავრებს კარანტინი დაუწესა მას შემდეგ, რაც ესპანეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების უეცარი ზრდა დაფიქსირდა. Sky News-თან საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრმა, უეცარი გადაწყვეტილების მიღების მიზეზად ესპანეთის ბოლო ეპიდემიოლოგიური მონაცემები დაასახელა.

"ვიცით, რომ ეს დამსვენებლებისთვის შეფერხებას გამოიწვევს, მაგრამ ჩვენ ვერ მოვიხდით ბოდიშს ასე მოქცევის გამო. ჩვენ უნდა შეგვეძლოს სწრაფი და გადამწყვეტი მოქმედებები. ეს ნაბიჯი იყო რეალურ დროში რეაგირება. გადაწყვეტილება მივიღეთ ისე სწრაფად, როგორც შეგვეძლო“, - განაცხადა დომინიკ რააბმა.

ყოველივეს ფონზე, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც საზოგადოების ნაწილს, განსაკუთრებით კი ფეხბურთის გულშემატკივრებს ახლა ძალიან ადარდებთ, ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში "მანჩესტერ სიტისა“ და მადრიდის "რეალს“ შორის გასამართი მატჩია. გავლენიანი სპორტული გამოცემა marca.com არ გამორიცხავს ამ მნიშვნელოვანი საფეხბურთო მატჩის ჩაშლას.

თამაში 7 აგვისტოს, მანჩესტერში "ეტიჰადას“ სტადიონზე უნდა გაიმართოს, თუმცა არსებული რეგულაციებით, "რეალის“ ფეხბურთელებს 2-კვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. არ არის გამორიცხული, რომ მატჩი რომელიმე სხვა ქვეყანაში გაიმართოს.

აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ ესპანეთის უსაფრთხო ქვეყნების ნუსხიდან ამოღებას ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც გამოეხმაურა. არანჩა გონსალესი აცხადებს, რომ ესპანეთი უსაფრთხოა ტურისტებისთვის. მისივე თქმით, მართალია ქვეყანაში ვირუსის აფეთქების რამდენიმე კერა ფიქსირდება, თუმცა სპეციალისტები ყველაფერს აკონტროლებენ და ყოველივე საფრთხის შემცველი არ არის.

ესპანეთი ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით მსოფლიოს მეცხრე ქვეყანაა და სულ COVID-19-ის 319 501 შემთხვევაა აღწერილი, გარდაცვლილია 28 432 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 150 ათასს აჭარბებს.

“სად დავარღვიე ადამიანის უფლებები?! პირიქით... ნობელის პრემია უნდა მომცენ" - რას პასუხობს რამზან კადიროვი აშშ-ს?

ჰოლივუდის ოქროს ხანის მსახიობი, "ქარწაღებულნის" ვარსკვლავი, 104 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლონდონში გამოჩნდა მამაკაცი, რომელსაც სასქესო ორგანოზე პირბადე ჰქონდა აფარებული - პროტესტი პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს