კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გავთავისუფლდეთ ჭარბთმიანობისგან უმტკივნეულოდ? - რა გვირჩევს ექიმი ლაზეროთერაპევტი ქეთო გაბუნია
როგორ გავთავისუფლდეთ ჭარბთმიანობისგან უმტკივნეულოდ? - რა გვირჩევს ექიმი ლაზეროთერაპევტი ქეთო გაბუნია

ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და მე­დი­ცი­ნის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად, დღი­თი­დღე ვი­თარ­დე­ბა კოს­მე­ტო­ლო­გია. ჭარბთმი­ა­ნო­ბა დღეს პრობ­ლე­მას აღარ წარ­მო­ად­გენს. არა­სა­სურ­ვე­ლი თმის მო­შო­რე­ბა ხში­რად ტკი­ვილ­თან, დამ­წვრო­ბას­თან და არა­და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბელ შე­დეგ­თან ასო­ცირ­დე­ბო­და. ეფექ­ტი დიდ­წი­ლად და­მო­კი­დე­ბუ­ლია ექი­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმსა და ლა­ზე­რუ­ლი აპა­რა­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე. ლა­ზე­რუ­ლი ეპი­ლა­ცი­ის მიღ­წე­ვებ­სა და უახ­ლეს ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა კლი­ნი­კა ნეო-ნეოს ლა­ზე­რო­თე­რა­პევ­ტი ქეთო გა­ბუ­ნია:

- რო­მე­ლი ლა­ზე­რუ­ლი აპა­რა­ტე­ბით სარ­გებ­ლობთ კლი­ნი­კა ნეო-ნე­ო­ში და რა უპი­რა­ტე­სო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა ის სხვე­ბის­გან?

- კლი­ნი­კა ნეო-ნე­ო­ში გვაქვს ბოლო თა­ო­ბის 2020 წლის სამ­სხი­ვი­ა­ნი ლა­ზე­რუ­ლი აპა­რა­ტი SOPRANO TITANIUM-ი და 2019 წლის SOPRANO PLATINIUM-ი. ორი­ვე აპა­რა­ტი ინო­ვა­ცი­აა ლა­ზე­რუ­ლი ეპი­ლა­ცი­ის სფე­რო­ში. ის აერ­თი­ა­ნებს სა­მი­ვე ლა­ზე­რუ­ლი ეპი­ლა­ცი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ას (დი­ო­დი, ალექ­სან­დრი­ტი, ნე­ო­დი­უ­მი) ერთ უნი­ვერ­სა­ლურ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ა­ში, რის შე­დე­გა­დაც ლა­ზე­რის სხი­ვი ახ­დენს მაქ­სი­მა­ლურ ეფექტს ნე­ბის­მი­ერ ანა­ტო­მი­ურ უბან­ზე. ის გან­სა­ზღვრუ­ლია ყვე­ლა ტი­პის კან­სა და თმა­ზე, ღინ­ღლო­ვა­ნი თმის სტრუქ­ტუ­რა­ზეც კი, რაც ყვე­ლა­ზე დიდ პრი­ვი­ლე­გი­ას წარ­მო­ად­გენს.

- რას გვე­ტყვით SOPRANO TITANIUM-ზე?

- ჩვე­ნი კლი­ნი­კა დროს­თან ყო­ველ­თვის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია, რად­გან ჩვენ­თან ყო­ველ­თვის ბოლო თა­ო­ბის ტექ­ნო­ლო­გია, მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ექი­მე­ბი და გო­ნივ­რუ­ლი ფა­სე­ბია. ამა­ყე­ბი ვართ, რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირ­ვე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ვინც სარ­გებ­ლობს SOPRANO TITANIUM -ით.

SOPRANO TITANIUM-ი აერ­თი­ა­ნებს სამ ყვე­ლა­ზე ეფექ­ტურ სხივს (ალექ­სან­დრი­ტი, დი­ო­დი, ნე­ო­დი­უ­მი) ერთ უნი­ვერ­სა­ლურ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ა­ში, თმის მო­შო­რე­ბის პრინ­ცი­პი და­ფუძ­ნე­ბუ­ლია თმის ანა­ტო­მი­ის მაქ­სი­მა­ლუ­რი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. მო­ცე­მუ­ლი 3 მძლავ­რი ლა­ზე­რუ­ლი სხი­ვი ერ­თდრო­უ­ლად ზე­მოქ­მე­დებს თმის ფო­ლი­კუ­ლა­ზე, შუა წა­ნა­ზარ­დსა და ფო­ლი­კუ­ლის დვ­რილ­ზე. ამის შე­დე­გად პრო­ცე­დუ­რის შე­დე­გი­ა­ნო­ბა საგ­რძნობ­ლად მა­ტუ­ლობს.

აპა­რა­ტი წარ­მოდ­გე­ნი­ლია ორი კო­ნექ­ტო­რით, ეს სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს ერ­თდრო­უ­ლად შე­ვა­ერ­თოთ ორი სხვა­დას­ხვა ბუ­ნი­კი, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს მეტ მოქ­ნი­ლო­ბას სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში და ნაკ­ლე­ბი დრო­ის და­ნა­კარგს ბუ­ნი­კე­ბის გა­და­ერ­თე­ბი­სას სხვა­დას­ხვა ზო­ნის­თვის. ერთ-ერთი არის 4QUATTRO მა­ნი­პუ­ლა­ცია. ის წარ­მოდ­გე­ნი­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად დიდი ზო­მის 4სმ2 თა­ვა­კით, რო­მე­ლიც ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია ინო­ვა­ცი­ურ სამ­სხი­ვო­ვან ტექ­ნო­ლო­გი­ას­თან,რაც პრო­ცე­დუ­რას 40%-ით უფრო სწრაფს ხდის. Quatro-ს სა­შუ­ა­ლე­ბით ლა­ზე­რუ­ლი ეპი­ლა­ცია გახ­და გა­ცი­ლე­ბით სწრა­ფი, მე­ტად ეფექ­ტუ­რი და კომ­ფორ­ტუ­ლი რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტის­თვის, ასე­ვე პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვი­საც. კი­დევ, მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა მისი უწყვე­ტი კონ­ტაქ­ტუ­რი გაგ­რი­ლე­ბაა, რაც მაქ­სი­მა­ლუ­რად ამ­ცი­რებს ტკი­ვილს.

ასე რომ, აპა­რატს გა­აჩ­ნია ისე­თი ინო­ვა­ცი­უ­რი თვი­სე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც შექ­მნი­ლია მკურ­ნა­ლო­ბის დროს პა­ცი­ენ­ტე­ბის კომ­ფორ­ტის­თვის. პრო­ცე­დუ­რა საკ­მა­ოდ ეფექ­ტუ­რია გა­სა­კე­თებ­ლად ისეთ დე­ლი­კა­ტურ ად­გი­ლებ­ში, რო­გო­რე­ბი­ცაა სახე და ინ­ტი­მუ­რი მხა­რეც კი.

- უსაფრ­თხოა თუ არა SOPRANO TITANIUM-ით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რა?

- რა თქმა უნდა! აპა­რა­ტის თა­ვა­კი წარ­მოდ­გე­ნი­ლია ცივი სა­ფი­რის ზე­და­პი­რით, რო­მე­ლიც უწყვე­ტი გაგ­რი­ლე­ბის ფუნ­ქცი­ით ამ­ცი­რებს ეპი­დერ­მუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის რის­კებს, შე­სა­ბა­მი­სი სით­ბუ­რი ეფექ­ტის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბით სა­მიზ­ნე ქსო­ვი­ლებ­ზე. და ასე­ვე SHR ტექ­ნო­ლო­გია, ამ პროგ­რა­მის გა­მო­ყე­ნე­ბით თმის ფო­ლი­კუ­ლი ერ­თე­უ­ლი მა­ღა­ლი ენერ­გი­ის იმ­პულ­სის მა­გივ­რად (რო­მელ­საც კა­ნის და­ზი­ა­ნე­ბის გა­მოწ­ვე­ვა შე­უძ­ლია) ნად­გურ­დე­ბა შე­და­რე­ბით და­ბა­ლი ენერ­გი­ის გან­მე­ო­რე­ბა­დი იმ­პულ­სე­ბით. მსგავ­სი ტი­პის იმ­პულ­სე­ბი თან­და­თა­ნო­ბით ათ­ბობს დერ­მას თმის ფო­ლი­კუ­ლის გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად სა­ჭი­რო ტემ­პე­რა­ტუ­რამ­დე და ამავდრო­უ­ლად მი­ნი­მუ­მამ­დე დაჰ­ყავს კა­ნის დამ­წვრო­ბის რის­კი. აპა­რა­ტის სა­უ­კე­თე­სო მა­ხა­სი­ა­თებ­ლებ­თან ერ­თად უსაფრ­თხო­ე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია, რა თქმა უნდა, სპე­ცი­ა­ლისტზეც. ჩვე­ნი კლი­ნი­კა კი წარ­მოდ­გე­ნი­ლია მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ექი­მე­ბის­გან, შე­სა­ბა­მი­სად შე­დე­გიც სა­უ­კე­თე­სოა.

- კა­ნის ფერი რამ­დე­ნად და­მო­კი­დე­ბუ­ლია შე­დეგ­ზე და რო­გორ მოქ­მე­დებს მუქი კა­ნის ფე­რის შემ­თხვე­ვა­ში?

- სწო­რედ ესაა მისი ერთ-ერთი მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლიც, რომ პრო­ცე­დუ­რის ჩა­ტა­რე­ბა SOPRANO TITANIUM-ის აპა­რა­ტით შეგ­ვიძ­ლია 6 კა­ნის ფე­რის ტი­პის­თვის, მუქი ფე­რის შემ­თხვე­ვა­ში კან­ში არ­სე­ბუ­ლი მე­ლა­ნი­ნი მე­ტად მგრძნო­ბი­ა­რეა სით­ბოს მი­მართ, თუმ­ცა SHR In-MotionTM მე­თო­დი კლი­ნი­კუ­რად დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია, რო­გორც ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხო მე­თო­დი, ყვე­ლა ტი­პის კა­ნი­სათ­ვის.

- შე­იძ­ლე­ბა თუ არა Soprano Titanium გა­მო­ვი­ყე­ნოთ ზა­ფხულ­ში და გა­რუ­ჯულ კან­ზე?

- წე­ლი­წა­დის ნე­ბის­მი­ერ დროს შე­გიძ­ლი­ათ ჩა­ი­ტა­როთ პრო­ცე­დუ­რა. ჩვე­ნი რე­კო­მენ­და­ცი­ით, რუ­ჯის მი­ღე­ბი­დან 72 სა­ა­თის შემ­დეგ სრუ­ლი­ად უსაფრ­თხოა ეპი­ლა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა, ასე­ვე პრო­ცე­დუ­რის შემ­დეგ სა­სურ­ვე­ლია 72 სა­ა­თი თავი შე­ვი­კა­ვოთ მზის ინ­ტენ­სი­უ­რი სხი­ვე­ბის­გან.

- რო­გორ მოქ­მე­დებს ქერა და ჟღა­ლი თმის შემ­თხვე­ვა­ში?

- ის ეფექ­ტუ­რია ნე­ბის­მი­ე­რი თმის სტრუქ­ტუ­რის­თვის, რო­მელ­საც გა­აჩ­ნია მი­ნი­მა­ლუ­რი ოდე­ნო­ბის პიგმენ­ტიც კი. პრო­ცე­დუ­რუ­ლად რამ­დე­ნი­მე სე­ან­სით მე­ტია გათ­ვლი­ლი ასე­თი პა­ცი­ენ­ტის მკურ­ნა­ლო­ბის­თვის, მაგ­რამ შე­დე­გი თვალ­სა­ჩი­ნოა.

- რა არის Soprano Titanium-ით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ლა­ზე­რუ­ლი ეპი­ლა­ცი­ის ერთი პრო­ცე­დუ­რის ხან­გრძლი­ვო­ბა?

- ხან­გრძლი­ვო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია პა­ცი­ენ­ტის კა­ნის ფერ­ზე, თმის ტიპ­სა და სა­მუ­შაო ზო­ნის სი­დი­დე­ზე. SOPRANO TITANIUM-ის­თვის ერთი სე­ან­სის ხან­გრძლი­ვო­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს წა­მე­ბი (მაგ: ზედა ტუჩი), ან 5 წუთი (მთლი­ა­ნი ზურ­გი).

- Soprano Titanium-ის შემ­თხვე­ვა­ში, ლა­ზე­რუ­ლი ეპი­ლა­ცი­ის რამ­დე­ნი პრო­ცე­დუ­რა არის სა­ჭი­რო ხი­ლუ­ლი ეფექ­ტის მი­სა­ღე­ბად?

- ეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია, თუმ­ცა შე­დე­გი პირ­ვე­ლი­ვე პრო­ცე­დუ­რა­ზე იგ­რძნო­ბა, პრო­ცე­დუ­რის ჩა­ტა­რე­ბი­დან 10-14 დღის შემ­დეგ ხდე­ბა თმის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის ცვე­ნა, რის შემ­დე­გაც თმის ზრდის სიჩ­ქა­რე საგ­რძნობ­ლად მცირ­დე­ბა. სა­სურ­ვე­ლია მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი ჩა­ტარ­დეს 21 დღი­დან 28 დღემ­დე შუ­ა­ლე­დით უწყვე­ტად მი­ნი­მუმ 4-6 თვე, რომ შე­დე­გი მაქ­სი­მა­ლუ­რად სწრაფ დრო­ში მი­ვი­ღოთ, შემ­დეგ პრო­ცე­დუ­რებს შო­რის ინ­ტერ­ვა­ლი იზ­რდე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, ექი­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით.

- რა­ტომ უნდა ჩა­ტარ­დეს ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის ლა­ზე­რუ­ლი ეპი­ლა­ცია (ალექ­სან­დრი­ტი, დი­ო­დი, ნე­ო­დი­უ­მი) გა­პარ­სულ კან­ზე?

- მაქ­სი­მა­ლუ­რი შე­დე­გის მი­სა­ღე­ბად, იმი­სათ­ვის რომ ტალ­ღის სიგ­რძემ ბო­ლომ­დე მი­აღ­წი­ოს ფო­ლი­კუ­ლამ­დე. ასე­ვე უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის, გა­უ­პარ­სა­ვი კა­ნის ზე­და­პირ­ზე, ლა­ზე­რუ­ლი ეპი­ლა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბი­სას არ­სე­ბობს მა­ღა­ლი რის­კი, იმი­სა, რომ გან­ვი­თარ­დეს დამ­წვრო­ბა, ჰი­პერ­პიგმენ­ტა­ცია, ჰი­პო­პიგმენ­ტა­ცია და ა.შ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
+++
11

ლაზერი სახიფათოა!!! სპეციალისტო!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

როგორ გავთავისუფლდეთ ჭარბთმიანობისგან უმტკივნეულოდ? - რა გვირჩევს ექიმი ლაზეროთერაპევტი ქეთო გაბუნია

როგორ გავთავისუფლდეთ ჭარბთმიანობისგან უმტკივნეულოდ? - რა გვირჩევს ექიმი ლაზეროთერაპევტი ქეთო გაბუნია

ტექნოლოგიებისა და მედიცინის განვითარებასთან ერთად, დღითიდღე ვითარდება კოსმეტოლოგია. ჭარბთმიანობა დღეს პრობლემას აღარ წარმოადგენს. არასასურველი თმის მოშორება ხშირად ტკივილთან, დამწვრობასთან და არადამაკმაყოფილებელ შედეგთან ასოცირდებოდა. ეფექტი დიდწილად დამოკიდებულია ექიმის პროფესიონალიზმსა და ლაზერული აპარატის შესაძლებლობებზე. ლაზერული ეპილაციის მიღწევებსა და უახლეს ტექნოლოგიებზე გვესაუბრება კლინიკა ნეო-ნეოს ლაზეროთერაპევტი ქეთო გაბუნია:

- რომელი ლაზერული აპარატებით სარგებლობთ კლინიკა ნეო-ნეოში და რა უპირატესობით გამოირჩევა ის სხვებისგან?

- კლინიკა ნეო-ნეოში გვაქვს ბოლო თაობის 2020 წლის სამსხივიანი ლაზერული აპარატი SOPRANO TITANIUM-ი და 2019 წლის SOPRANO PLATINIUM-ი. ორივე აპარატი ინოვაციაა ლაზერული ეპილაციის სფეროში. ის აერთიანებს სამივე ლაზერული ეპილაციის ტექნოლოგიას (დიოდი, ალექსანდრიტი, ნეოდიუმი) ერთ უნივერსალურ მანიპულაციაში, რის შედეგადაც ლაზერის სხივი ახდენს მაქსიმალურ ეფექტს ნებისმიერ ანატომიურ უბანზე. ის განსაზღვრულია ყველა ტიპის კანსა და თმაზე, ღინღლოვანი თმის სტრუქტურაზეც კი, რაც ყველაზე დიდ პრივილეგიას წარმოადგენს.

- რას გვეტყვით SOPRANO TITANIUM-ზე?

- ჩვენი კლინიკა დროსთან ყოველთვის გამარჯვებულია, რადგან ჩვენთან ყოველთვის ბოლო თაობის ტექნოლოგია, მაღალკვალიფიციური ექიმები და გონივრული ფასებია. ამაყები ვართ, რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველები საქართველოში, ვინც სარგებლობს SOPRANO TITANIUM -ით.

SOPRANO TITANIUM-ი აერთიანებს სამ ყველაზე ეფექტურ სხივს (ალექსანდრიტი, დიოდი, ნეოდიუმი) ერთ უნივერსალურ მანიპულაციაში, თმის მოშორების პრინციპი დაფუძნებულია თმის ანატომიის მაქსიმალური გათვალისწინებით. მოცემული 3 მძლავრი ლაზერული სხივი ერთდროულად ზემოქმედებს თმის ფოლიკულაზე, შუა წანაზარდსა და ფოლიკულის დვრილზე. ამის შედეგად პროცედურის შედეგიანობა საგრძნობლად მატულობს.

აპარატი წარმოდგენილია ორი კონექტორით, ეს საშუალებას გვაძლევს ერთდროულად შევაერთოთ ორი სხვადასხვა ბუნიკი, რაც უზრუნველყოფს მეტ მოქნილობას სამუშაო პროცესში და ნაკლები დროის დანაკარგს ბუნიკების გადაერთებისას სხვადასხვა ზონისთვის. ერთ-ერთი არის 4QUATTRO მანიპულაცია. ის წარმოდგენილია, განსაკუთრებულად დიდი ზომის 4სმ2 თავაკით, რომელიც ინტეგრირებულია ინოვაციურ სამსხივოვან ტექნოლოგიასთან,რაც პროცედურას 40%-ით უფრო სწრაფს ხდის. Quatro-ს საშუალებით ლაზერული ეპილაცია გახდა გაცილებით სწრაფი, მეტად ეფექტური და კომფორტული როგორც სპეციალისტისთვის, ასევე პაციენტებისთვისაც. კიდევ, მთავარი ღირებულება მისი უწყვეტი კონტაქტური გაგრილებაა, რაც მაქსიმალურად ამცირებს ტკივილს.

ასე რომ, აპარატს გააჩნია ისეთი ინოვაციური თვისებები, რომლებიც შექმნილია მკურნალობის დროს პაციენტების კომფორტისთვის. პროცედურა საკმაოდ ეფექტურია გასაკეთებლად ისეთ დელიკატურ ადგილებში, როგორებიცაა სახე და ინტიმური მხარეც კი.

- უსაფრთხოა თუ არა SOPRANO TITANIUM-ით ჩატარებული პროცედურა?

- რა თქმა უნდა! აპარატის თავაკი წარმოდგენილია ცივი საფირის ზედაპირით, რომელიც უწყვეტი გაგრილების ფუნქციით ამცირებს ეპიდერმული დაზიანების რისკებს, შესაბამისი სითბური ეფექტის შენარჩუნებით სამიზნე ქსოვილებზე. და ასევე SHR ტექნოლოგია, ამ პროგრამის გამოყენებით თმის ფოლიკული ერთეული მაღალი ენერგიის იმპულსის მაგივრად (რომელსაც კანის დაზიანების გამოწვევა შეუძლია) ნადგურდება შედარებით დაბალი ენერგიის განმეორებადი იმპულსებით. მსგავსი ტიპის იმპულსები თანდათანობით ათბობს დერმას თმის ფოლიკულის გასანადგურებლად საჭირო ტემპერატურამდე და ამავდროულად მინიმუმამდე დაჰყავს კანის დამწვრობის რისკი. აპარატის საუკეთესო მახასიათებლებთან ერთად უსაფრთხოება დამოკიდებულია, რა თქმა უნდა, სპეციალისტზეც. ჩვენი კლინიკა კი წარმოდგენილია მაღალი კვალიფიკაციის ექიმებისგან, შესაბამისად შედეგიც საუკეთესოა.

- კანის ფერი რამდენად დამოკიდებულია შედეგზე და როგორ მოქმედებს მუქი კანის ფერის შემთხვევაში?

- სწორედ ესაა მისი ერთ-ერთი მთავარი ღირებული მახასიათებელიც, რომ პროცედურის ჩატარება SOPRANO TITANIUM-ის აპარატით შეგვიძლია 6 კანის ფერის ტიპისთვის, მუქი ფერის შემთხვევაში კანში არსებული მელანინი მეტად მგრძნობიარეა სითბოს მიმართ, თუმცა SHR In-MotionTM მეთოდი კლინიკურად დამტკიცებულია, როგორც ყველაზე უსაფრთხო მეთოდი, ყველა ტიპის კანისათვის.

- შეიძლება თუ არა Soprano Titanium გამოვიყენოთ ზაფხულში და გარუჯულ კანზე?

- წელიწადის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ჩაიტაროთ პროცედურა. ჩვენი რეკომენდაციით, რუჯის მიღებიდან 72 საათის შემდეგ სრულიად უსაფრთხოა ეპილაციის ჩატარება, ასევე პროცედურის შემდეგ სასურველია 72 საათი თავი შევიკავოთ მზის ინტენსიური სხივებისგან.

- როგორ მოქმედებს ქერა და ჟღალი თმის შემთხვევაში?

- ის ეფექტურია ნებისმიერი თმის სტრუქტურისთვის, რომელსაც გააჩნია მინიმალური ოდენობის პიგმენტიც კი. პროცედურულად რამდენიმე სეანსით მეტია გათვლილი ასეთი პაციენტის მკურნალობისთვის, მაგრამ შედეგი თვალსაჩინოა.

- რა არის Soprano Titanium-ით ჩატარებული ლაზერული ეპილაციის ერთი პროცედურის ხანგრძლივობა?

- ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის კანის ფერზე, თმის ტიპსა და სამუშაო ზონის სიდიდეზე. SOPRANO TITANIUM-ისთვის ერთი სეანსის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს წამები (მაგ: ზედა ტუჩი), ან 5 წუთი (მთლიანი ზურგი).

- Soprano Titanium-ის შემთხვევაში, ლაზერული ეპილაციის რამდენი პროცედურა არის საჭირო ხილული ეფექტის მისაღებად?

- ეს ინდივიდუალურია, თუმცა შედეგი პირველივე პროცედურაზე იგრძნობა, პროცედურის ჩატარებიდან 10-14 დღის შემდეგ ხდება თმის გარკვეული ნაწილის ცვენა, რის შემდეგაც თმის ზრდის სიჩქარე საგრძნობლად მცირდება. სასურველია მკურნალობის კურსი ჩატარდეს 21 დღიდან 28 დღემდე შუალედით უწყვეტად მინიმუმ 4-6 თვე, რომ შედეგი მაქსიმალურად სწრაფ დროში მივიღოთ, შემდეგ პროცედურებს შორის ინტერვალი იზრდება ინდივიდუალურად, ექიმის გადაწყვეტილებით.

- რატომ უნდა ჩატარდეს ნებისმიერი ტიპის ლაზერული ეპილაცია (ალექსანდრიტი, დიოდი, ნეოდიუმი) გაპარსულ კანზე?

- მაქსიმალური შედეგის მისაღებად, იმისათვის რომ ტალღის სიგრძემ ბოლომდე მიაღწიოს ფოლიკულამდე. ასევე უსაფრთხოებისთვის, გაუპარსავი კანის ზედაპირზე, ლაზერული ეპილაციის ჩატარებისას არსებობს მაღალი რისკი, იმისა, რომ განვითარდეს დამწვრობა, ჰიპერპიგმენტაცია, ჰიპოპიგმენტაცია და ა.შ.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის წარმატების ისტორია და ახალი ინიციატივები

„ქვითარი მომგებიანია!“ - კარფური  8 წლის იუბილეზე  ერთგულ მომხმარებელს უსასრულო ქულებით, საჩუქრებით და აქციებით ელოდება!

სილქნეტის ონლაინ გათამაშება იწყება