სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარსი - აშშ-სა და ჩინეთის კონკურენციის ახალი ასპარეზი - რით დასრულდება ბრძოლა კოსმოსში პირველობისთვის?
მარსი - აშშ-სა და ჩინეთის კონკურენციის ახალი ასპარეზი - რით დასრულდება ბრძოლა კოსმოსში პირველობისთვის?

რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ხელ­მწი­ფო­ებს შო­რის ბრძო­ლა კოს­მოს­ში პირ­ვე­ლო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად? - ამა­ზე CNN-ის სტა­ტი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რო­მელ­შიც ლა­პა­რა­კი ჩი­ნე­თის მიერ მარ­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით ხო­მალ­დის გაგ­ზავ­ნა­ზეა.

მას შემ­დეგ, რაც ბო­ლოს ადა­მი­ა­ნებ­მა მარსზე რა­კე­ტა გა­უშ­ვეს, 2 წე­ლი­წა­დი გა­ვი­და. მიმ­დი­ნა­რე თვე­ში, ორი­ვე ქვე­ყა­ნა - რო­გორც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი, ისე ჩი­ნე­თი, წი­თელ პლა­ნე­ტა­ზე მი­სი­ებს აგ­ზავ­ნი­ან, რი­თაც ისი­ნი ერ­თმა­ნეთ­თან მზარ­დი მე­ტო­ქე­ო­ბის ახალ ას­პა­რეზს ქმნი­ან.

ჩი­ნუ­რი Tianwen-1 ხუთ­შა­ბათს, და­ახ­ლო­ე­ბით შუ­ა­დღეს ხა­ი­ნა­ნის კუნ­ძუ­ლი­დან გა­ეშ­ვა, მა­შინ, რო­დე­საც NASA-ს Perseverance-ის მარ­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით გაფ­რე­ნა 30 ივ­ლის­საა და­გეგ­მი­ლი. წე­სით, ორი­ვე რა­კე­ტამ პლა­ნე­ტამ­დე 2021 წლის თე­ბერ­ვალ­ში უნდა მი­აღ­წი­ოს.

რო­გორც CNN-ზე ვკი­თხუ­ლობთ, ამე­რი­კუ­ლი Perseverance-ის (რაც ქარ­თუ­ლად "შე­უ­პოვ­რო­ბას“ ნიშ­ნავს) მი­ზა­ნი მარსზე სი­ცო­ცხლის პო­ტენ­ცი­ა­ლის შე­სა­ხებ არ­სე­ბულ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მაა, მათ შო­რის, რაც პლა­ნე­ტის უძ­ვე­ლეს წარ­სულ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად ვარ­გი­სი ნიშ­ნე­ბი­სა და მიკ­რო­ბუ­ლი სი­ცო­ცხლის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ძი­ე­ბას შე­ე­ხე­ბა. რა­კე­ტას აქვს ბურ­ღი, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ქა­ნე­ბი­დან ძი­რი­თა­დი ნი­მუ­შე­ბის აღე­ბი­სა და ხე­ლა­ხა­ლი შე­მოწ­მე­ბის მიზ­ნით, მათი გა­მო­ცალ­კე­ვე­ბის­თვის.

წარ­მა­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, Perseverance მეშ­ვი­დე ზონ­დი იქ­ნე­ბა, რომ­ლის მარსზე დაშ­ვე­ბა­საც NASA მო­ა­ხერ­ხებს, და მე­ო­თხე მა­ვა­ლი. Curiosity ("ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა"), რო­მელ­მაც პლა­ნე­ტამ­დე 2012 წელს მი­აღ­წია, დღე­საც გზავ­ნის მო­ნა­ცე­მებს მარ­სის ზე­და­პი­რის შე­სა­ხებ.

ხოლო ჩი­ნუ­რი Tianwen-1, რომ­ლის სა­ხე­ლიც ითარ­გმნე­ბა, რო­გორც "ზე­ცი­უ­რი ჭეშ­მა­რი­ტე­ბის ძი­ე­ბა", ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი მი­სი­აა მარსზე. ზონ­დი მარ­სის გარ­შე­მო იმოძ­რა­ვებს მა­ნამ, სა­ნამ მა­ვა­ლი ზე­და­პირ­ზე გა­და­ვა, იმ იმე­დით, რომ ის მო­ა­ხერ­ხებს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია შე­აგ­რო­ვოს მარ­სი­ა­ნუ­ლი ნი­ა­და­გის, გე­ო­ლო­გი­უ­რი სტრუქ­ტუ­რის, გა­რე­მოს, ატ­მოს­ფე­როს შე­სა­ხებ და ასე­ვე, მო­ი­ძი­ებს წყლის არ­სე­ბო­ბის ნიშ­ნებს.

გა­სულ კვი­რა­ში, Tianwen-1-ის უკან მდგარ­მა სა­მეც­ნი­ე­რო ჯგუფ­მა სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რომ­ში და­წე­რა, რომ რა­კე­ტა "ორ­ბი­ტა­ზე გა­ემ­გზავ­რე­ბა, ზე­და­პირ­ზე და­ეშ­ვე­ბა და მა­ვალს პირ­ვე­ლი­ვე ცდა­ზე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებს, ასე­ვე, კო­ორ­დი­ნა­ცი­ას გა­უ­წევს ორ­ბი­ტულ მფრი­ნავ აპა­რატ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბებს. აქამ­დე არ­ცერ­თი კოს­მო­სუ­რი მი­სია ამ ფორ­მით არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა".

ამის სა­პი­რის­პი­როდ, NASA-მ მარსზე რამ­დე­ნი­მე კოს­მო­სუ­რი სა­ტე­ლი­ტი გაგ­ზავ­ნა მა­ნამ, სა­ნამ ხო­მალ­დის დაშ­ვე­ბის მცდე­ლო­ბა ექ­ნე­ბო­და, - რად­გან ზე­და­პირ­ზე გა­დას­ვლა ბევ­რად რთუ­ლი ამო­ცა­ნაა.

"წარ­მა­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ეს უდი­დე­სი ტექ­ნი­კუ­რი მიღ­წე­ვა იქ­ნე­ბა", - და­წე­რა ჟურ­ნალ Nature-ში ჩი­ნე­თის სა­მეც­ნი­ე­რო ჯგუფ­მა.

  • კოს­მო­სუ­რი რბო­ლა

თა­ვი­ანთ ნაშ­რომ­ში Tianwen-1-ის მეც­ნი­ე­რებ­მა ხაზი გა­უს­ვეს სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შანსს, რომ: "ჩვენ­მა ცოდ­ნამ მარ­სის შე­სა­ხებ უპ­რე­ცე­დენ­ტო დო­ნეს მი­აღ­წი­ოს". მო­მა­ვალ წელს მარსზე არა მარ­ტო მათ­მა და NASA-ს რა­კე­ტებ­მა უნდა მი­აღ­წი­ონ, არა­მედ, არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბის Hope Probe-მაც ("იმე­დი"), რო­მე­ლიც კვი­რას გა­ეშ­ვა. Hope Probe არა­ბუ­ლი სამ­ყა­როს პირ­ვე­ლი ინ­ტერ­პლა­ნე­ტა­რუ­ლი მი­სი­აა.

NASA-სა და ჩი­ნე­თის კოს­მო­სუ­რი სა­ა­გენ­ტოს მეც­ნი­ე­რებს წარ­სულ­ში ერ­თმა­ნეთ­თან კო­ლე­გი­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ. ისი­ნი თა­ნამ­შრომ­ლობ­დნენ სა­ერ­თა­შო­რი­სო კოს­მო­სურ სად­გურ­ზე, ერ­თმა­ნეთს წარ­მა­ტე­ბუ­ლი მი­სი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ულო­ცავ­დნენ, მა­გა­ლი­თად ისე­თის, რო­გო­რი­ცაა ჩი­ნე­თის მიერ მთვა­რის შო­რე­ულ მხა­რე­ზე რა­კე­ტის დაშ­ვე­ბა - სწო­რედ ჩი­ნე­თი იყო პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა, რო­მელ­მაც ეს შეძ­ლო.

თუმ­ცა, გარ­და­უ­ვა­ლია, კოს­მო­სურ რბო­ლას პო­ლი­ტი­კუ­რი ელ­ფე­რი არ დაჰ­კრავ­დეს. NASA-ს ად­რე­უ­ლი მი­სი­ე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით, 1969 წელს ადა­მი­ა­ნე­ბის ის­ტო­რი­უ­ლი დაშ­ვე­ბა მთვა­რე­ზე, სწო­რედ ცივი ომის და­პი­რის­პი­რე­ბამ გა­ამ­წვა­ვა ვა­შინგტონ­სა და საბ­ჭო­თა კავ­შირს შო­რის.

თა­ვის მხრივ, პე­კინ­მა კარ­გად იცის, თუ პო­ტენ­ცი­უ­რად, რა პრეს­ტი­ჟის მო­პო­ვე­ბა შე­უძ­ლია კოს­მოს­ში აშშ-ს და­ჯაბ­ნით. თუ Tianwen-1 წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, ჩი­ნე­თი სა­ბო­ლო­ოდ, მარსზე ადა­მი­ა­ნე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი მი­სი­ის გაგ­ზავ­ნას გეგ­მავს.

სი ძინ­პი­ნის პრე­ზი­დენ­ტო­ბის პი­რო­ბებ­ში, ჩი­ნეთ­მა კოს­მო­სუ­რი პროგ­რა­მის შექ­მნის მიზ­ნით მი­ლი­არ­დო­ბით დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია მო­ახ­დი­ნა, იმის გარ­და, რომ სა­კუ­თა­რი გავ­ლე­ნის უფრო აგ­რე­სი­უ­ლად დამ­ტკი­ცე­ბას დე­და­მი­წა­ზეც შე­უდ­გა.

კოს­მო­სი ჩი­ნე­თის მთავ­რო­ბამ თა­ვის მე­ცა­მე­ტე "ხუ­თწ­ლი­ა­ნი გეგ­მის" დროს გა­მოჰ­ყო, რო­გორც საკ­ვლე­ვი პრი­ო­რი­ტე­ტი, გან­სა­კუთ­რე­ბით, ღრმა კოს­მო­სუ­რი აღ­მო­ჩე­ნე­ბი და შიდა ორ­ბი­ტუ­ლი კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დი. მარ­სის მი­სი­ის გარ­და, პე­კი­ნი ასე­ვე გეგ­მავს, 2022 წელს მუდ­მი­ვი კოს­მო­სუ­რი სად­გუ­რი აა­მუ­შა­ვოს. ამას­თან, ჩი­ნე­თი მთვა­რე­ზე ადა­მი­ა­ნე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი მი­სი­ის გაგ­ზავ­ნას სა­ვა­რა­უ­დოდ, 2030 წლის­თვის აპი­რებს.

ეს პროგ­რა­მა მთვა­რე­ზე ჩი­ნე­თის ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი მი­სი­ე­ბის აღ­მო­ჩე­ნებ­ზე იქ­ნე­ბა დამ­ყა­რე­ბუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით, Yutu ორ­ბი­ტე­რებ­ზე. მათ­გან პირ­ველ­მა მი­სია შუა გზა­ში, ავა­რი­ის გამო მი­ა­ტო­ვა. Yutu-2-მა, რო­მელ­მაც გა­სულ წელს მთვა­რის შო­რე­ულ მხა­რე­ზე დაშ­ვე­ბა მო­ა­ხერ­ხა, დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია.

"ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, რომ და­ახ­ლო­ე­ბით 2030 წლის­თვის, ჩი­ნე­თი მსოფ­ლი­ოს მთა­ვარ კოს­მო­სურ ძა­ლებ­ში შე­დი­ო­დეს", - აღ­ნიშ­ნა 2016 წელს ეროვ­ნუ­ლი კოს­მო­სუ­რი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლემ, ვუ ია­ნჰუ­ამ.

  • მი­სია მარსზე

ჩი­ნე­თი კოს­მო­სურ რბო­ლა­ში გვი­ან ჩა­ერ­თო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მან უკა­ნას­კნე­ლი ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა, NASA-ს ჩა­მო­ტო­ვე­ბის­თვის რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბით შთამ­ბეჭ­და­ვის დე­მონ­სტრი­რე­ბა იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო, მა­გა­ლი­თად ისე­თის, რო­გო­რიც მარსზე ადა­მი­ა­ნის ფე­ხის დად­გმაა.

თუმ­ცა ამის მი­ზე­ზი ის არის, რომ 1972 წლის შემ­დეგ, ყვე­ლა­ნა­ი­რი კოს­მო­სუ­რი კვლე­ვა რო­ბო­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და. ისი­ნი არა­მარ­ტო შე­და­რე­ბით ია­ფია, არა­მედ, ბევ­რად ხან­გრძლი­ვი და გამ­ძლეა: არც ერთ ქვე­ყა­ნას არ აქვს სურ­ვი­ლი, იყოს პირ­ვე­ლი, რომ­ლის მიერ გაგ­ზავ­ნი­ლი ას­ტრო­ნავ­ტიც სხვა პლა­ნე­ტა­ზე გარ­და­იც­ვლე­ბა.

პლა­ნე­ტის ატ­მოს­ფე­რუ­ლი პი­რო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რო­ბო­ტუ­ლი ზონ­დე­ბის მარსზე გაშ­ვე­ბა ისე­დაც საკ­მა­რი­სად რთუ­ლია. სა­ვა­რა­უ­დოა, რომ იქ ადა­მი­ა­ნის უსაფრ­თხოდ დაშ­ვე­ბა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

CNN-ის თა­ნახ­მად, ამ ყვე­ლა­ფერ­მა პო­ლი­ტი­კო­სე­ბი მა­ინც არ შე­ა­ჩე­რა, რომ წი­თელ პლა­ნე­ტა­ზე ადა­მი­ა­ნე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი მი­სი­ე­ბის შე­სა­ხებ არ მო­ეხ­დი­ნათ სპე­კუ­ლი­რე­ბა. საპ­რე­ზი­დენ­ტო ვა­დის და­სა­წყის­ში, დო­ნალდ ტრამპმა NASA-ს უფ­ლე­ბა მის­ცა: "უხელ­მძღვა­ნე­ლოს ინო­ვა­ცი­უ­რი კოს­მო­სუ­რი კვლე­ვის პროგ­რა­მას და და­აბ­რუ­ნოს ამე­რი­კე­ლი ას­ტრო­ნავ­ტე­ბი ჯერ მთვა­რე­ზე, სა­ბო­ლო­ოდ კი, გაგ­ზავ­ნოს ისი­ნი მარსზე".

ტრამპმა შექ­მნა Space Force-ც, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი სერ­ვი­სე­ბის ახა­ლი შტოც. მიმ­დი­ნა­რე წლის და­სა­წყის­ში, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დრო­შის აღ­მარ­თვის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე, აშშ-ს ლი­დერ­მა თქვა: "კოს­მო­სი მო­მა­ვა­ლი იქ­ნე­ბა, ორი­ვე - რო­გორც თავ­დაც­ვის, ისე თავ­დას­ხმის და უამ­რა­ვი სხვა თვალ­საზ­რი­სით".

ასე რომ, რო­გორც ჩანს, კოს­მოს­ში სა­კუ­თა­რი უპი­რა­ტე­სო­ბის დამ­ტკი­ცე­ბის მიზ­ნით ბრძო­ლა­ში ჩარ­თუ­ლი არც ერთი ქვე­ყა­ნა აპი­რებს და­ნე­ბე­ბას, თა­ვად აშშ-ჩი­ნე­თის ბოლო პე­რი­ოდ­ში გამ­წვა­ვე­ბუ­ლი კონ­კუ­რენ­ცია კი მხო­ლოდ დე­და­მი­წით აღარ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა.

ეკა აბა­ში­ძე

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზატო
45

ჩინეთი მომოვალი მსოფლიოს ლიდერი!!!!!

dato
34

მარსზე კაი ხანია რუსები არინ... უკვე დააგვინა ჩინეთმაც და აშშ-მაც...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

მარსი - აშშ-სა და ჩინეთის კონკურენციის ახალი ასპარეზი - რით დასრულდება ბრძოლა კოსმოსში პირველობისთვის?

მარსი - აშშ-სა და ჩინეთის კონკურენციის ახალი ასპარეზი - რით დასრულდება ბრძოლა კოსმოსში პირველობისთვის?

როგორ მიმდინარეობს სახელმწიფოებს შორის ბრძოლა კოსმოსში პირველობის მოსაპოვებლად? - ამაზე CNN-ის სტატიაში ვკითხულობთ, რომელშიც ლაპარაკი ჩინეთის მიერ მარსის მიმართულებით ხომალდის გაგზავნაზეა.

მას შემდეგ, რაც ბოლოს ადამიანებმა მარსზე რაკეტა გაუშვეს, 2 წელიწადი გავიდა. მიმდინარე თვეში, ორივე ქვეყანა - როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ისე ჩინეთი, წითელ პლანეტაზე მისიებს აგზავნიან, რითაც ისინი ერთმანეთთან მზარდი მეტოქეობის ახალ ასპარეზს ქმნიან.

ჩინური Tianwen-1 ხუთშაბათს, დაახლოებით შუადღეს ხაინანის კუნძულიდან გაეშვა, მაშინ, როდესაც NASA-ს Perseverance-ის მარსის მიმართულებით გაფრენა 30 ივლისსაა დაგეგმილი. წესით, ორივე რაკეტამ პლანეტამდე 2021 წლის თებერვალში უნდა მიაღწიოს.

როგორც CNN-ზე ვკითხულობთ, ამერიკული Perseverance-ის (რაც ქართულად "შეუპოვრობას“ ნიშნავს) მიზანი მარსზე სიცოცხლის პოტენციალის შესახებ არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემაა, მათ შორის, რაც პლანეტის უძველეს წარსულში საცხოვრებლად ვარგისი ნიშნებისა და მიკრობული სიცოცხლის მტკიცებულებების ძიებას შეეხება. რაკეტას აქვს ბურღი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ქანებიდან ძირითადი ნიმუშების აღებისა და ხელახალი შემოწმების მიზნით, მათი გამოცალკევებისთვის.

წარმატების შემთხვევაში, Perseverance მეშვიდე ზონდი იქნება, რომლის მარსზე დაშვებასაც NASA მოახერხებს, და მეოთხე მავალი. Curiosity ("ცნობისმოყვარეობა"), რომელმაც პლანეტამდე 2012 წელს მიაღწია, დღესაც გზავნის მონაცემებს მარსის ზედაპირის შესახებ.

ხოლო ჩინური Tianwen-1, რომლის სახელიც ითარგმნება, როგორც "ზეციური ჭეშმარიტების ძიება", ქვეყნის პირველი მისიაა მარსზე. ზონდი მარსის გარშემო იმოძრავებს მანამ, სანამ მავალი ზედაპირზე გადავა, იმ იმედით, რომ ის მოახერხებს, მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეაგროვოს მარსიანული ნიადაგის, გეოლოგიური სტრუქტურის, გარემოს, ატმოსფეროს შესახებ და ასევე, მოიძიებს წყლის არსებობის ნიშნებს.

გასულ კვირაში, Tianwen-1-ის უკან მდგარმა სამეცნიერო ჯგუფმა სამეცნიერო ნაშრომში დაწერა, რომ რაკეტა "ორბიტაზე გაემგზავრება, ზედაპირზე დაეშვება და მავალს პირველივე ცდაზე გაათავისუფლებს, ასევე, კოორდინაციას გაუწევს ორბიტულ მფრინავ აპარატზე დაკვირვებებს. აქამდე არცერთი კოსმოსური მისია ამ ფორმით არ განხორციელებულა".

ამის საპირისპიროდ, NASA-მ მარსზე რამდენიმე კოსმოსური სატელიტი გაგზავნა მანამ, სანამ ხომალდის დაშვების მცდელობა ექნებოდა, - რადგან ზედაპირზე გადასვლა ბევრად რთული ამოცანაა.

"წარმატების შემთხვევაში, ეს უდიდესი ტექნიკური მიღწევა იქნება", - დაწერა ჟურნალ Nature-ში ჩინეთის სამეცნიერო ჯგუფმა.

  • კოსმოსური რბოლა

თავიანთ ნაშრომში Tianwen-1-ის მეცნიერებმა ხაზი გაუსვეს საერთაშორისო თანამშრომლობის შანსს, რომ: "ჩვენმა ცოდნამ მარსის შესახებ უპრეცედენტო დონეს მიაღწიოს". მომავალ წელს მარსზე არა მარტო მათმა და NASA-ს რაკეტებმა უნდა მიაღწიონ, არამედ, არაბეთის გაერთიანებული საემიროების Hope Probe-მაც ("იმედი"), რომელიც კვირას გაეშვა. Hope Probe არაბული სამყაროს პირველი ინტერპლანეტარული მისიაა.

NASA-სა და ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს მეცნიერებს წარსულში ერთმანეთთან კოლეგიალური ურთიერთობა ჰქონდათ. ისინი თანამშრომლობდნენ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, ერთმანეთს წარმატებული მისიების განხორციელებას ულოცავდნენ, მაგალითად ისეთის, როგორიცაა ჩინეთის მიერ მთვარის შორეულ მხარეზე რაკეტის დაშვება - სწორედ ჩინეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ეს შეძლო.

თუმცა, გარდაუვალია, კოსმოსურ რბოლას პოლიტიკური ელფერი არ დაჰკრავდეს. NASA-ს ადრეული მისიები, განსაკუთრებით, 1969 წელს ადამიანების ისტორიული დაშვება მთვარეზე, სწორედ ცივი ომის დაპირისპირებამ გაამწვავა ვაშინგტონსა და საბჭოთა კავშირს შორის.

თავის მხრივ, პეკინმა კარგად იცის, თუ პოტენციურად, რა პრესტიჟის მოპოვება შეუძლია კოსმოსში აშშ-ს დაჯაბნით. თუ Tianwen-1 წარმატებული იქნება, ჩინეთი საბოლოოდ, მარსზე ადამიანებით დაკომპლექტებული მისიის გაგზავნას გეგმავს.

სი ძინპინის პრეზიდენტობის პირობებში, ჩინეთმა კოსმოსური პროგრამის შექმნის მიზნით მილიარდობით დოლარის ინვესტიცია მოახდინა, იმის გარდა, რომ საკუთარი გავლენის უფრო აგრესიულად დამტკიცებას დედამიწაზეც შეუდგა.

კოსმოსი ჩინეთის მთავრობამ თავის მეცამეტე "ხუთწლიანი გეგმის" დროს გამოჰყო, როგორც საკვლევი პრიორიტეტი, განსაკუთრებით, ღრმა კოსმოსური აღმოჩენები და შიდა ორბიტული კოსმოსური ხომალდი. მარსის მისიის გარდა, პეკინი ასევე გეგმავს, 2022 წელს მუდმივი კოსმოსური სადგური აამუშავოს. ამასთან, ჩინეთი მთვარეზე ადამიანებით დაკომპლექტებული მისიის გაგზავნას სავარაუდოდ, 2030 წლისთვის აპირებს.

ეს პროგრამა მთვარეზე ჩინეთის ბოლოდროინდელი მისიების აღმოჩენებზე იქნება დამყარებული, განსაკუთრებით, Yutu ორბიტერებზე. მათგან პირველმა მისია შუა გზაში, ავარიის გამო მიატოვა. Yutu-2-მა, რომელმაც გასულ წელს მთვარის შორეულ მხარეზე დაშვება მოახერხა, დიდ წარმატებას მიაღწია.

"ჩვენი მთავარი მიზანია, რომ დაახლოებით 2030 წლისთვის, ჩინეთი მსოფლიოს მთავარ კოსმოსურ ძალებში შედიოდეს", - აღნიშნა 2016 წელს ეროვნული კოსმოსური ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, ვუ იანჰუამ.

  • მისია მარსზე

ჩინეთი კოსმოსურ რბოლაში გვიან ჩაერთო. მიუხედავად იმისა, რომ მან უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში დაუჯერებელი ნაბიჯები გადადგა, NASA-ს ჩამოტოვებისთვის რაიმე განსაკუთრებით შთამბეჭდავის დემონსტრირება იქნება საჭირო, მაგალითად ისეთის, როგორიც მარსზე ადამიანის ფეხის დადგმაა.

თუმცა ამის მიზეზი ის არის, რომ 1972 წლის შემდეგ, ყველანაირი კოსმოსური კვლევა რობოტების მეშვეობით ხორციელდებოდა. ისინი არამარტო შედარებით იაფია, არამედ, ბევრად ხანგრძლივი და გამძლეა: არც ერთ ქვეყანას არ აქვს სურვილი, იყოს პირველი, რომლის მიერ გაგზავნილი ასტრონავტიც სხვა პლანეტაზე გარდაიცვლება.

პლანეტის ატმოსფერული პირობების გათვალისწინებით, რობოტული ზონდების მარსზე გაშვება ისედაც საკმარისად რთულია. სავარაუდოა, რომ იქ ადამიანის უსაფრთხოდ დაშვება თითქმის შეუძლებელი იქნება.

CNN-ის თანახმად, ამ ყველაფერმა პოლიტიკოსები მაინც არ შეაჩერა, რომ წითელ პლანეტაზე ადამიანებით დაკომპლექტებული მისიების შესახებ არ მოეხდინათ სპეკულირება. საპრეზიდენტო ვადის დასაწყისში, დონალდ ტრამპმა NASA-ს უფლება მისცა: "უხელმძღვანელოს ინოვაციური კოსმოსური კვლევის პროგრამას და დააბრუნოს ამერიკელი ასტრონავტები ჯერ მთვარეზე, საბოლოოდ კი, გაგზავნოს ისინი მარსზე".

ტრამპმა შექმნა Space Force-ც, შეიარაღებული სერვისების ახალი შტოც. მიმდინარე წლის დასაწყისში, ორგანიზაციის დროშის აღმართვის ცერემონიაზე, აშშ-ს ლიდერმა თქვა: "კოსმოსი მომავალი იქნება, ორივე - როგორც თავდაცვის, ისე თავდასხმის და უამრავი სხვა თვალსაზრისით".

ასე რომ, როგორც ჩანს, კოსმოსში საკუთარი უპირატესობის დამტკიცების მიზნით ბრძოლაში ჩართული არც ერთი ქვეყანა აპირებს დანებებას, თავად აშშ-ჩინეთის ბოლო პერიოდში გამწვავებული კონკურენცია კი მხოლოდ დედამიწით აღარ შემოიფარგლება.

ეკა აბაშიძე