მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გზაზე გიორგი შაქარაშვილმა მითხრა, რომ მას კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღია" - დიჯეი კოკო ღიბრაძე ტრაგედიის ღამეს დეტალურად იხსენებს
"გზაზე გიორგი შაქარაშვილმა მითხრა, რომ მას კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღია" - დიჯეი კოკო ღიბრაძე ტრაგედიის ღამეს დეტალურად იხსენებს

ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე მოწ­მის სა­ხით ხე­ლახ­ლა გა­მო­კი­თხუ­ლი დი­ჯე­ის, კოკო ღიბ­რა­ძის ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, ანა გა­ბე­ჩა­ვას და­ბა­დე­ბის დღე­ზე დი­ჯე­ის როლ­ში მის ყოფ­ნას მცი­რე­დი შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოჰ­ყვა.

კოკო ღიბ­რა­ძე, რომ­ლის ჩვე­ნე­ბაც საქ­მის მა­სა­ლე­ბის ახალ, 21-ე ტომ­შია, სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბას გა­ნუ­მარ­ტავს, რომ საქ­მის გარ­შე­მო გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლე­ბის და­მა­ტე­ბა სურს.

"არის რამ­დე­ნი­მე დე­ტა­ლი, რაც მე 2020 წლის 19 ივ­ნისს გა­მო­კი­თხვი­სას კარ­გად არ მახ­სოვ­და, ვი­ნა­ი­დან, წინა ღა­მით გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გამო ვი­ყა­ვი უძი­ლო და გა­დაღ­ლი­ლი. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მახ­სენ­და რამ­დე­ნი­მე დე­ტა­ლი, რა­ზეც ვფიქ­რობ, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა გა­მო­ძი­ე­ბის­თვის. ჩემ წინა ჩვე­ნე­ბას, მას­ში ასა­ხულ გა­რე­მო­ე­ბებს ვე­თან­ხმე­ბი, არ უარ­ვყოფ, გარ­კვე­ულ გა­რე­მო­ე­ბებს კი გან­ვავ­რცობ", - აცხა­დებს ღიბ­რა­ძე.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის კი­თხვა­ზე, მცხე­თა­ში, აგა­რაკ­ზე გა­მარ­თუ­ლი წვე­უ­ლე­ბი­სას მის­თვის, რო­გორც დი­ჯე­ის­თვის ხომ არ მი­უ­ყე­ნე­ბია ვინ­მეს რა­ი­მე სა­ხის შე­უ­რა­ცხყო­ფა, ან ჰქონ­და თუ არა ად­გი­ლი მცი­რედ შე­ლა­პა­რა­კე­ბას, ღიბ­რა­ძე პა­სუ­ხობს, რომ მას ერთ-ერ­თმა სტუ­მარ­მა არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნოდ მი­მარ­თა.

"ჩემი დი­ჯე­ის როლ­ში ყოფ­ნას წვე­უ­ლე­ბა­ზე არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბის არა, თუმ­ცა, მცი­რე­დი შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოჰ­ყვა. ერთ-ერ­თმა სტუ­მარ­მა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე პირ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და, მე ხმა­მაღ­ლა მომ­მარ­თა „ეე დი­ჯეი“, რაც ჩემ­თვის არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო იყო, მე მი­ვე­დი მას­თან და ვუ­თხა­რი, რომ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი დი­ჯეი არ ვი­ყა­ვი, მე და­ბა­დე­ბის დღე­ზე მი­სუ­ლი ვი­ყა­ვი, რო­გორც ანა გა­ბე­ჩა­ვას მე­გო­ბა­რი, ხელი ჩა­მო­ვარ­თვი და ამით დას­რულ­და ეს სა­კი­თხი", - აცხა­დებს ღიბ­რა­ძე.

ის ჩვე­ნე­ბა­ში დე­ტა­ლუ­რად აღ­წერს, თუ რო­მელ სა­ათ­ზე და ვის­თან ერ­თად და­ტო­ვა აგა­რა­კის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია და რო­გორ წა­მო­ე­წია მათ ჯერ ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე ორი პი­როვ­ნე­ბა და შემ­დეგ, რო­გორ გა­უს­წორ­დნენ „მერ­სე­დე­სის“ მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან გად­მო­სუ­ლი პი­რე­ბი.

"ავ­ტო­ბან­ზე, ფე­ხით მოძ­რა­ო­ბი­სას ჩვენ ნამ­დვი­ლად წა­მოგ­ვე­წია ორი პი­როვ­ნე­ბა, მათ გაგ­ვა­ჩე­რეს და და­უ­წყეს სა­უ­ბა­რი გი­ორ­გი ქა­თა­მა­ძეს, ამ ეპი­ზოდ­ში მეც მი­ვუ­ახ­ლოვ­დი მათ, სა­უბ­რის ში­ნა­არ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ­მა ორმა პი­როვ­ნე­ბამ და­ა­ზუს­ტა, თუ რო­მე­ლი უბ­ნი­დან ვი­ყა­ვით ჩვენ, რის შემ­დე­გაც ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რე­ბი გა­მო­არ­თვეს ჩემს მე­გო­ბარ გი­ორ­გი ქა­თა­მა­ძეს შემ­დეგ­ში შეხ­ვედ­რის მიზ­ნით, რის შემ­დე­გაც ჩემ­კენ მოტ­რი­ალ­და ერთ-ერთი მათ­გა­ნი და მკი­თხა, თუ რით ვა­პი­რებ­დით წას­ვლას. მე ვუ­თხა­რი, რომ ტაქ­სით უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვით ად­გი­ლი­დან, რის შემ­დე­გაც ჩვენ ად­გი­ლი­დან წა­მო­ვე­დით.

მე ზო­გა­დად, სხვა ფაქ­ტებ­თან და­ვა­კავ­ში­რე ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის ჩვენ­თან მოს­ვლა და რამ­დე­ნა­დაც მე მივ­ხვდი, გი­ორ­გი ქა­თა­მა­ძეს ნო­მე­რი გა­მო­არ­თვეს აგა­რაკ­ზე მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­დგომ­ში გა­სარ­ჩე­ვად. ამას­თან, და­ვა­მა­ტებ რომ მე იმ ეპი­ზოდ­ში მივ­ხვდი, რომ ეს ორი პი­როვ­ნე­ბაც ანა გა­ბე­ჩა­ვას და­ბა­დე­ბის დღის სტუმ­რე­ბი იყ­ვნენ...

მე ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან გად­მო­სულ­მა სრუ­ლი აღ­ნა­გო­ბის პი­როვ­ნე­ბამ და­მარ­ტყა, მას ხელ­ში ეჭი­რა მოგ­რძო სა­გა­ნი, რო­მე­ლიც ვერ გა­ვარ­ჩიე, სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­გა­ნი ჩა­მარ­ტყა მარ­ჯვე­ნა ფე­ხის ბარ­ძაყ­ში. ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან კი­დევ რამ­დე­ნი­მე პი­როვ­ნე­ბა გად­მო­ვი­და და ყვე­ლას ეტყო­ბო­და, რომ ჩვენს ცე­მას აპი­რებ­დნენ.

ყვე­ლა ჩემი თან­ხმლე­ბი პი­რე­ბის­კენ გა­იქ­ცა ერ­თის გარ­და, ამა­ნაც ერთხელ ჩა­მარ­ტყა ფეხ­ში და მე გაქ­ცე­ვა მო­ვა­ხერ­ხე, რის შემ­დე­გაც იმათ­კენ წა­ვი­და ესეც. რამ­დე­ნა­დაც ვიცი, ყვე­ლა პი­როვ­ნე­ბამ იძა­ლა­და გი­ორ­გი ქა­თა­მა­ძე­ზე, ასე­ვე იძა­ლა­დეს ვახ­ტანგ ახვლე­დი­ან­ზე.

ეს იმ ეპი­ზოდ­ში არ და­მი­ნა­ხავს ფი­ზი­კუ­რად, ვი­ნა­ი­დან გავ­რბო­დი, შემ­დეგ­ში და­ვა­კავ­ში­რე ერ­თმა­ნეთ­თან ფაქ­ტე­ბი, თან ვახ­ტანგ ახვლე­დი­ან­თან და გი­ორ­გი ქა­თა­მა­ძეს­თან მქონ­და სა­უ­ბა­რი, გი­ორ­გიმ მი­თხრა, რომ მას ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ურტყამ­და, ვახ­ტანგ ახვლე­დი­ან­მა მი­თხრა რომ მას ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს იმ პი­რებ­მა, რომ­ლე­ბიც ჩვენ უკან მოგ­ვყვე­ბოდ­ნენ, რომ­ლებ­მაც მა­ნამ­დე გი­ორ­გი ქა­თა­მა­ძეს ნო­მე­რი გა­მო­არ­თვეს და მე მკი­თხეს, თუ რითი ვა­პი­რებ­დით ად­გი­ლი­დან წას­ვლას“, - აცხა­დებს ღიბ­რა­ძე.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო თით­ქმის ყვე­ლა მოწ­მეს, მათ შო­რის, კოკო ღიბ­რა­ძე­საც უს­ვამს კი­თხვას, ანა გა­ბე­ჩა­ვას და­ბა­დე­ბის დღე­ზე მყოფ პი­რებს, ან თავ­დას­ხმა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რებს, ასე­ვე ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვანს, ან სხვა პირს, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილ­თან ხომ არ ჰქონ­და რამე უთან­ხმო­ე­ბა, ან პი­რა­დი კონ­ფლიქ­ტი, თუნ­დაც, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გო­გოს ან სხვა მი­ზე­ზის გამო, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა გამ­ხდა­რი­ყო გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილ­ზე ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის მი­ზე­ზი, ასე­ვე და­ბა­დე­ბის დღე­ზე მყოფ პი­რებს კონ­ფლიქ­ტის მი­ზე­ზი ხომ არ ჰქონ­დათ მას­თან, გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვილ­თან, ია­კობ ბრეგ­ვა­ძეს­თან, ან გი­ორ­გი ქა­თა­მა­ძეს­თან.

"მე არ ვიცი ჰქონ­და, თუ არა, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილ­თან ვინ­მეს პი­რა­დი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის მო­ტი­ვი, არც და­ბა­დე­ბის დღე­ზე შე­მი­ნიშ­ნავს რა­ი­მე ამ კუ­თხით. გზა­ზე მოძ­რა­ო­ბი­სას გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილ­მაც მი­თხრა, რომ მას წვე­უ­ლე­ბა­ზე მომ­ხდარ კონ­ფლიქ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღია. და­ზუს­ტე­ბით შე­მიძ­ლია მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავ­ზე ვთქვა, რომ ჩემ­თან მი­მარ­თე­ბა­ში და­ბა­დე­ბის დღე­ზე მყოფ არ­ცერთ პირს რა­ი­მე მი­ზე­ზი არ ჰქო­ნია ან­გა­რიშს­წო­რე­ბის­თვის. ასე­ვე, რამ­დე­ნა­დაც მე ვიცი, არა­ვი­თა­რი მზი­ე­ზი არ ჰქონ­დათ გი­ორ­გი ქა­თა­მა­ძე­ზე და ვახ­ტანგ ახვლე­დი­ან­ზეც. გუ­რამ ამირ­ხა­ნა­შილ­თან და ია­კობ ბრეგ­ვა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ვერ გე­ტყვით, არ ვიცი", - აცხა­დებს ღიბ­რა­ძე.

გა­მომ­ძი­ებ­ლის კი­თხვა­ზე, თუ რა შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო "მერ­სე­დე­სის" მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან გად­მო­სუ­ლი პი­რე­ბის აგ­რე­სი­ის მი­ზე­ზი, ღიბ­რა­ძე პა­სუ­ხობს, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, მათი "სა­ბურ­თა­ლო­ე­ლო­ბა".

"არ ვიცი რა იყო მათი აგ­რე­სი­ის მი­ზე­ზი, მე არ მი­მი­ღია წვე­უ­ლე­ბა­ზე მომ­ხდარ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ასე­ვე რამ­დე­ნა­დაც მე ვიცი, ჩემი თან­მხლე­ბი პი­რე­ბი­დან არ­ცერ­თს არ მი­უ­ღია წვე­უ­ლე­ბა­ზე მომ­ხდარ ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზი ჩვე­ნი "სა­ბურ­თა­ლო­ე­ლო­ბა" იყო ალ­ბათ", - აცხა­დებს ღიბ­რა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
2

წესიერი კაცი ყოფილა.

ოოოოჰ
1

ეი დიჯეი - დამიძახესო და სწორედ მანდედან დაიწყო არა???? დაგიძახეს, დაგიძახეს - რა იყო ახლა ისეთი........ვაიმეეეეეეეეეეეეეე, რა ნერვებზე ხართ ეს ახალგაზრდები რა იყო ჯერ ნახევარი ცხოვრებაც კი არ გიცხოვრიათ, რამ გაგიფუჭათ ნერვები???????????????????????

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"გზაზე გიორგი შაქარაშვილმა მითხრა, რომ მას კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღია" - დიჯეი კოკო ღიბრაძე ტრაგედიის ღამეს დეტალურად იხსენებს

"გზაზე გიორგი შაქარაშვილმა მითხრა, რომ მას კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღია" - დიჯეი კოკო ღიბრაძე ტრაგედიის ღამეს დეტალურად იხსენებს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოწმის სახით ხელახლა გამოკითხული დიჯეის, კოკო ღიბრაძის ჩვენების მიხედვით, ანა გაბეჩავას დაბადების დღეზე დიჯეის როლში მის ყოფნას მცირედი შელაპარაკება მოჰყვა.

კოკო ღიბრაძე, რომლის ჩვენებაც საქმის მასალების ახალ, 21-ე ტომშია, საგამოძიებო უწყებას განუმარტავს, რომ საქმის გარშემო გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი დეტალების დამატება სურს.

"არის რამდენიმე დეტალი, რაც მე 2020 წლის 19 ივნისს გამოკითხვისას კარგად არ მახსოვდა, ვინაიდან, წინა ღამით განვითარებული მოვლენების გამო ვიყავი უძილო და გადაღლილი. დროთა განმავლობაში გამახსენდა რამდენიმე დეტალი, რაზეც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი იქნება გამოძიებისთვის. ჩემ წინა ჩვენებას, მასში ასახულ გარემოებებს ვეთანხმები, არ უარვყოფ, გარკვეულ გარემოებებს კი განვავრცობ", - აცხადებს ღიბრაძე.

საგამოძიებო უწყების კითხვაზე, მცხეთაში, აგარაკზე გამართული წვეულებისას მისთვის, როგორც დიჯეისთვის ხომ არ მიუყენებია ვინმეს რაიმე სახის შეურაცხყოფა, ან ჰქონდა თუ არა ადგილი მცირედ შელაპარაკებას, ღიბრაძე პასუხობს, რომ მას ერთ-ერთმა სტუმარმა არასასიამოვნოდ მიმართა.

"ჩემი დიჯეის როლში ყოფნას წვეულებაზე არსებითი მნიშვნელობის არა, თუმცა, მცირედი შელაპარაკება მოჰყვა. ერთ-ერთმა სტუმარმა, რომელიც რამდენიმე პირთან ერთად იმყოფებოდა, მე ხმამაღლა მომმართა „ეე დიჯეი“, რაც ჩემთვის არასასიამოვნო იყო, მე მივედი მასთან და ვუთხარი, რომ დაქირავებული დიჯეი არ ვიყავი, მე დაბადების დღეზე მისული ვიყავი, როგორც ანა გაბეჩავას მეგობარი, ხელი ჩამოვართვი და ამით დასრულდა ეს საკითხი", - აცხადებს ღიბრაძე.

ის ჩვენებაში დეტალურად აღწერს, თუ რომელ საათზე და ვისთან ერთად დატოვა აგარაკის მიმდებარე ტერიტორია და როგორ წამოეწია მათ ჯერ ფეხით მოსიარულე ორი პიროვნება და შემდეგ, როგორ გაუსწორდნენ „მერსედესის“ მარკის ავტომობილიდან გადმოსული პირები.

"ავტობანზე, ფეხით მოძრაობისას ჩვენ ნამდვილად წამოგვეწია ორი პიროვნება, მათ გაგვაჩერეს და დაუწყეს საუბარი გიორგი ქათამაძეს, ამ ეპიზოდში მეც მივუახლოვდი მათ, საუბრის შინაარსიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნულმა ორმა პიროვნებამ დააზუსტა, თუ რომელი უბნიდან ვიყავით ჩვენ, რის შემდეგაც ტელეფონის ნომრები გამოართვეს ჩემს მეგობარ გიორგი ქათამაძეს შემდეგში შეხვედრის მიზნით, რის შემდეგაც ჩემკენ მოტრიალდა ერთ-ერთი მათგანი და მკითხა, თუ რით ვაპირებდით წასვლას. მე ვუთხარი, რომ ტაქსით უნდა წავსულიყავით ადგილიდან, რის შემდეგაც ჩვენ ადგილიდან წამოვედით.

მე ზოგადად, სხვა ფაქტებთან დავაკავშირე ზემოაღნიშნული პირების ჩვენთან მოსვლა და რამდენადაც მე მივხვდი, გიორგი ქათამაძეს ნომერი გამოართვეს აგარაკზე მომხდარი დაპირისპირების შემდგომში გასარჩევად. ამასთან, დავამატებ რომ მე იმ ეპიზოდში მივხვდი, რომ ეს ორი პიროვნებაც ანა გაბეჩავას დაბადების დღის სტუმრები იყვნენ...

მე ავტომობილიდან გადმოსულმა სრული აღნაგობის პიროვნებამ დამარტყა, მას ხელში ეჭირა მოგრძო საგანი, რომელიც ვერ გავარჩიე, სწორედ აღნიშნული საგანი ჩამარტყა მარჯვენა ფეხის ბარძაყში. ავტომობილიდან კიდევ რამდენიმე პიროვნება გადმოვიდა და ყველას ეტყობოდა, რომ ჩვენს ცემას აპირებდნენ.

ყველა ჩემი თანხმლები პირებისკენ გაიქცა ერთის გარდა, ამანაც ერთხელ ჩამარტყა ფეხში და მე გაქცევა მოვახერხე, რის შემდეგაც იმათკენ წავიდა ესეც. რამდენადაც ვიცი, ყველა პიროვნებამ იძალადა გიორგი ქათამაძეზე, ასევე იძალადეს ვახტანგ ახვლედიანზე.

ეს იმ ეპიზოდში არ დამინახავს ფიზიკურად, ვინაიდან გავრბოდი, შემდეგში დავაკავშირე ერთმანეთთან ფაქტები, თან ვახტანგ ახვლედიანთან და გიორგი ქათამაძესთან მქონდა საუბარი, გიორგიმ მითხრა, რომ მას ძალიან ბევრი ადამიანი ურტყამდა, ვახტანგ ახვლედიანმა მითხრა რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს იმ პირებმა, რომლებიც ჩვენ უკან მოგვყვებოდნენ, რომლებმაც მანამდე გიორგი ქათამაძეს ნომერი გამოართვეს და მე მკითხეს, თუ რითი ვაპირებდით ადგილიდან წასვლას“, - აცხადებს ღიბრაძე.

საგამოძიებო ორგანო თითქმის ყველა მოწმეს, მათ შორის, კოკო ღიბრაძესაც უსვამს კითხვას, ანა გაბეჩავას დაბადების დღეზე მყოფ პირებს, ან თავდასხმაში მონაწილე პირებს, ასევე ვახტანგ ჩიქოვანს, ან სხვა პირს, გიორგი შაქარაშვილთან ხომ არ ჰქონდა რამე უთანხმოება, ან პირადი კონფლიქტი, თუნდაც, შეყვარებული გოგოს ან სხვა მიზეზის გამო, რომელიც შეიძლება გამხდარიყო გიორგი შაქარაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორების მიზეზი, ასევე დაბადების დღეზე მყოფ პირებს კონფლიქტის მიზეზი ხომ არ ჰქონდათ მასთან, გურამ ამირხანაშვილთან, იაკობ ბრეგვაძესთან, ან გიორგი ქათამაძესთან.

"მე არ ვიცი ჰქონდა, თუ არა, გიორგი შაქარაშვილთან ვინმეს პირადი ანგარიშსწორების მოტივი, არც დაბადების დღეზე შემინიშნავს რაიმე ამ კუთხით. გზაზე მოძრაობისას გიორგი შაქარაშვილმაც მითხრა, რომ მას წვეულებაზე მომხდარ კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღია. დაზუსტებით შემიძლია მხოლოდ საკუთარ თავზე ვთქვა, რომ ჩემთან მიმართებაში დაბადების დღეზე მყოფ არცერთ პირს რაიმე მიზეზი არ ჰქონია ანგარიშსწორებისთვის. ასევე, რამდენადაც მე ვიცი, არავითარი მზიეზი არ ჰქონდათ გიორგი ქათამაძეზე და ვახტანგ ახვლედიანზეც. გურამ ამირხანაშილთან და იაკობ ბრეგვაძესთან დაკავშირებით, ვერ გეტყვით, არ ვიცი", - აცხადებს ღიბრაძე.

გამომძიებლის კითხვაზე, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო "მერსედესის" მარკის ავტომანქანიდან გადმოსული პირების აგრესიის მიზეზი, ღიბრაძე პასუხობს, რომ სავარაუდოდ, მათი "საბურთალოელობა".

"არ ვიცი რა იყო მათი აგრესიის მიზეზი, მე არ მიმიღია წვეულებაზე მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობა, ასევე რამდენადაც მე ვიცი, ჩემი თანმხლები პირებიდან არცერთს არ მიუღია წვეულებაზე მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა, ერთადერთი მიზეზი ჩვენი "საბურთალოელობა" იყო ალბათ", - აცხადებს ღიბრაძე.

გადაწყვეტილება ცნობილია - შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვანი კვლავ პატიმრობაში რჩება

"მაგ სიმართლით იარე" - დაკავებული არასრულწლოვნის მამა გიორგი შაქარაშვილის დედასთან შეხვედრას ითხოვს, ბიძას კი - კარიერისტს უწოდებს

"ლაწირაკი, პატარა ბავშვი, ეს" - ლერი სულაბერიძის საქმეზე დაკავებულს პროკურორის შეურაცხყოფის გამო დარბაზი დაატოვებინეს