გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მეგობრები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ. რაც შეეხება მისთვის ფსიქოლოგის აყვანას, გოგონას მეგობრები ამბობენ, რომ შესაძლოა ეს დაკავშირებული ყოფილიყო დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე მიღებულ სტრესთან.
"ადამიანს ჰყავდა ფსიქოლოგი, რადგან ადამიანი, რომელიც მუშაობს ორ სამსახურში, ხომ შეიძლება სტრესი ჰქონდეს?! მაგრამ ადამიანი, რომელიც მოდის სამსახურიდან იმის გულისთვის, რომ უნდა სწავლას დაუთმოს მეტი დრო, ანუ შესაბამისად, ფიქრობს მომავალზე.
თუ ასეა როგორ, ორ დღეში დგება და ადამიანი თავს იკლავს? კარგი, ვთქვათ უცბად სტრესი მიიღო, ან შეურაცხადი გახდა, მიდის 100 კილომეტრში და იკლავს თავს?" - ამბობს გარდაცვლილის მეგობარი.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე დღეს განცხადება გაკეთდა, სადაც ითქვა, რომ პირველადი დათვალიერებით, ცხედარზე ძალადობის კვალი არ აღინიშნება.
ასევე მათი ცნობით, 17 ივლისს ბაჩალიაშვილმა აფთიაქში შეიძინა გარკვეული მედიკამენტები, რაც გამოძიების მიერ დგინდება, არის თუ არა მისი ჩანთიდან ამოღებული მედიკამენტების იდენტური.
როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა, გოგონას აყვანილი ჰყავდა ფსიქოლოგი, რომელიც გამოძიებამ უკვე დაკითხა.
ვინ ახსენა თავის მოკვლა უნდოდა ან მოიკლა?ფსიქოლოგთან მიდის ადამიანი,,საჭორაოდ"რაში უნდა დამეხმაროს?უბრალოდ გულიდან ამოიღებ სათქმელს და დაწყნარდები.ან ვინ თქვა თუ ფსიქოლოგი ყავდა,ნერვებმა უმტყუნა და თავი მოიკლა?
შესაძლოა ადამიანი სტრესისგან გადაიწვეს და ბარნაუთი დაემატთოს,რასაც დეპრესიამდე მიჰყავს კაცი, მაგრამ მაშინ მძიმედ დეპრესიულ ადამიანს უკვე აღარც გაპრანჭვის და თავის მოვლის თავი აქვს. არადა ადვოკატის თქმით, გოგონა ძალიან მოწესრიგებული და გამოპრანჭული იყო, რაც დეპრესიულ ადამიანს წესით არ ახასიათებს. სიცოცხლე თუ მომბეზრდა, და გადაიწვა რაღა დროს გაპრანჭვაა... ასე რომ არ ჰგავს თვითმკვლელობას