საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას საქმიანობს ავსტრიული კომპანია SpryFlash, სადაც ასევე მუშაობდა თამარ ბაჩალიაშვილი და რას ჰყვებიან გარდაცვლილ გოგოზე
რას საქმიანობს ავსტრიული კომპანია SpryFlash, სადაც ასევე მუშაობდა თამარ ბაჩალიაშვილი და რას ჰყვებიან გარდაცვლილ გოგოზე

შპს ZAG-ის გარ­და, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მი­თი­თე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ავ­სტრი­ულ კომ­პა­ნია SpryFlash-შიც მუ­შა­ობ­და. ავ­სტრი­უ­ლი კომ­პა­ნია იუ­წყე­ბა, რომ გო­გო­ნამ ეს კომ­პა­ნია თე­ბერ­ვალ­ში და­ტო­ვა.

"ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა IT კომ­პა­ნი­ის სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცია ბიზ­ნე­სე­ბის­თვის ვებ-სა­ი­ტე­ბი­სა და აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის შექ­მნაა. თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი აქ მუ­შა­ობ­და, არა რო­გორც თა­ნამ­შრო­მე­ლი, არა­მედ რო­გორც ქვე­კონ­ტრაქ­ტო­რი. ის და­ვი­ქი­რა­ვეთ "სპრაი ფა­ი­ე­რის" გა­ფარ­თო­ე­ბის შე­საქ­მნე­ლად, რო­მე­ლიც IRF პროგ­რა­მაა, კომ­პა­ნი­ებ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის გა­სა­კონ­ტრო­ლებ­ლად და ავ­ტო­მა­ტი­ზა­ცი­ის­თვის.

გა­ზეთ Georgia Today-ის სტა­ტი­ა­ში თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტად. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას ჩვენ ვერ და­ვა­დას­ტუ­რებთ. ის ჩვენ­თან უმ­ცროს პროგ­რა­მის­ტად მუ­შა­ობ­და. მას ევა­ლე­ბო­და პროგ­რა­მი­რე­ბის სა­მომ­ხმა­რებ­ლო ინ­ტერ­ფე­ი­სის შექ­მნა Fhb-ის პროგ­რა­მი­რე­ბის ენის გა­მო­ყე­ნე­ბით.

ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გრძელ­დე­ბო­და 2019 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან 2020 წლის 21 თე­ბერ­ვლამ­დე და შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და მხო­ლოდ პრო­ფე­სი­უ­ლი ას­პექ­ტე­ბით. მას პი­რა­დად არას­დროს შევ­ხვედ­რი­ვართ. თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მთლი­ა­ნად ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ციფ­რუ­ლად. კონ­ტაქ­ტი პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ არ გვქო­ნია” - აღ­ნიშ­ნა­ვენ კომ­პა­ნი­ა­ში.

ასევე დაგაინტერესებთ
16:35 / 23-07-2020

"პირველადი დათვალიერებით, ცხედარზე ძალადობის კვალი არ აღინიშნება" - რას აცხადებს შსს 23 წლის გოგონას გარდაცვალებაზე?

17:11 / 23-07-2020

"17 ივლისს აფთიაქში შეიძინა მედიკამენტები... ბავშვს ყავდა ფსიქოლოგი" - თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალი დეტალები

17:26 / 23-07-2020

რატომ ვერ იპოვეს თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი დროულად - შსს-ს განმარტება

20:28 / 23-07-2020

"პოლიციამ თამარ ბაჩალიაშვილის მანქანიდან ანტიარითმიული გულის წამალი ამოიღო, რომელსაც 20 აბი აკლდა" - "იმედი"

08:02 / 24-07-2020

"დაუყოვნებლივ მოხდეს თამარ ბაჩალიაშვილის მამის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა" - კიდევ რას მოითხოვს ოჯახის ადვოკატი?

13:45 / 24-07-2020

"უცნაურია თვითმკვლელობის ვერსიაზე ფიქრი... იქნებ მიიყვანეს ამ გადაწყვეტილებამდე" - რას ჰყვებიან მეგობრები თამარ ბაჩალიაშვილზე

SpryFlash - ეს არის იმ კომ­პა­ნი­ე­ბი­დან ერთი, სა­დაც და­ღუ­პუ­ლი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი მუ­შა­ობ­და. რო­გორც მისი პრო­ფი­ლი­დან ირ­კვე­ვა, 23 წლის ახალ­გაზ­რდა ქალი დე­ვე­ლო­პე­რად 2019 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან მუ­შა­ობ­და.

SpryFlash ავ­სტრი­უ­ლი კომ­პა­ნი­აა და ის, ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მე­ო­რე სამ­სა­ხუ­რის, ZAG-ის მსგავ­სად, პროგ­რა­მულ უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ზე (IT) მუ­შა­ობს. კომ­პა­ნი­ის მთა­ვა­რი სერ­ვი­სი კო­დე­ბით შექ­მნი­ლი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მე­ბია.

კომ­პა­ნი­ის LInkedIn-ის პრო­ფი­ლი­დან კი ირ­კვე­ვა, რომ ორ­გა­ნი­ზა­ცია 2010 წელს და­ფუძნ­და და იქ 50 ადა­მი­ა­ნამ­დეა და­საქ­მე­ბუ­ლი. Spry Flash-ის ოფი­სი ავ­სტრი­ა­ში, ქა­ლაქ ჰა­ლა­ინ­ში მდე­ბა­რე­ობს. მათი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა თბი­ლის­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ­სად იძებ­ნე­ბა.

ეს კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ფიქ­სირ­დე­ბა, თუმ­ცა ოფი­სი აქვს რუ­სეთ­შიც. კომ­პა­ნია SpryFlash–ის მფლო­ბე­ლი გახ­ლავთ ან­დრეა კამ­პი­ტე­ლი. SpryFlash გთა­ვა­ზობთ უახ­ლეს პროგ­რა­მულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს.

"ან­დრეა კამ­პი­ტელ­ლი და მისი გუნ­დი - ყვე­ლა პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის შემ­ქმნე­ლი, ინ­დუსტრი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბით და ცნო­ბი­ლი პრო­დუქ­ტე­ბით, მოგ­ცემთ სა­უ­კე­თე­სო შე­საძ­ლებ­ლო­ბებს: ტექ­ნი­კუ­რი კომ­პე­ტენ­ცია, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ნამ­დვილ მარ­კე­ტინ­გულ წიგ­ნი­ე­რე­ბას­თან. ან­დრეა კამ­პი­ტელ­ლის მი­ზა­ნია მის მომ­ხმა­რებ­ლებს მი­ა­წო­დოს ოპ­ტი­მა­ლუ­რი შეს­რუ­ლე­ბა მსოფ­ლიო ქსელ­ში" - ვკი­თხუ­ლობთ მის ოფი­ცი­ა­ლურ ბიზ­ნეს­სა­იტ­ზე.

რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, მსგავს კომ­პა­ნი­ებს წვდო­მის დიდი მას­შტა­ბე­ბი აქვთ. არც იმას გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ ისი­ნი ჩვენ­თან, ან რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა­ში კი­ბერ­შე­ტე­ვებ­საც ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ. სა­ვა­რა­უ­დოდ, ასე­თი კომ­პა­ნი­ე­ბის კონ­ტრო­ლი ვერ ხერ­ხდე­ბა.

ავ­ტო­რი: ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პროგრამისტი
2

fhb პროგრამირების ენა არ არსებობს

Georgia
3

მსგავსი "კომპანიების" უკან, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში დგას რუსეთი. ეს შენი ამერიკა (რომელსაც ისევე აქვს ეგეთები და თან ყველგან), გერმანია, ფარნცია და ა.შ. ფასადია ... და რასაც ემსახურებიან ვიცით. ვებ დიზაინი არა ბულბული ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

რას საქმიანობს ავსტრიული კომპანია SpryFlash, სადაც ასევე მუშაობდა თამარ ბაჩალიაშვილი და რას ჰყვებიან გარდაცვლილ გოგოზე

რას საქმიანობს ავსტრიული კომპანია SpryFlash, სადაც ასევე მუშაობდა თამარ ბაჩალიაშვილი და რას ჰყვებიან გარდაცვლილ გოგოზე

შპს ZAG-ის გარდა, სოციალურ ქსელში მითითებული ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილი საინფორმაციო ტექნოლოგიების ავსტრიულ კომპანია SpryFlash-შიც მუშაობდა. ავსტრიული კომპანია იუწყება, რომ გოგონამ ეს კომპანია თებერვალში დატოვა.

"ჩვენი საქმიანობა IT კომპანიის სპეციალიზაცია ბიზნესებისთვის ვებ-საიტებისა და აპლიკაციების შექმნაა. თამარ ბაჩალიაშვილი აქ მუშაობდა, არა როგორც თანამშრომელი, არამედ როგორც ქვეკონტრაქტორი. ის დავიქირავეთ "სპრაი ფაიერის" გაფართოების შესაქმნელად, რომელიც IRF პროგრამაა, კომპანიებში მიმდინარე პროცესების გასაკონტროლებლად და ავტომატიზაციისთვის.

გაზეთ Georgia Today-ის სტატიაში თამარ ბაჩალიაშვილი მოხსენიებულია კიბერუსაფრთხოების სპეციალისტად. ამ ინფორმაციას ჩვენ ვერ დავადასტურებთ. ის ჩვენთან უმცროს პროგრამისტად მუშაობდა. მას ევალებოდა პროგრამირების სამომხმარებლო ინტერფეისის შექმნა Fhb-ის პროგრამირების ენის გამოყენებით.

ჩვენი თანამშრომლობა გრძელდებოდა 2019 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის 21 თებერვლამდე და შემოიფარგლებოდა მხოლოდ პროფესიული ასპექტებით. მას პირადად არასდროს შევხვედრივართ. თანამშრომლობა მთლიანად ხორციელდებოდა ციფრულად. კონტაქტი პროექტის დასრულების შემდეგ არ გვქონია” - აღნიშნავენ კომპანიაში.

SpryFlash - ეს არის იმ კომპანიებიდან ერთი, სადაც დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა. როგორც მისი პროფილიდან ირკვევა, 23 წლის ახალგაზრდა ქალი დეველოპერად 2019 წლის ოქტომბრიდან მუშაობდა.

SpryFlash ავსტრიული კომპანიაა და ის, ბაჩალიაშვილის მეორე სამსახურის, ZAG-ის მსგავსად, პროგრამულ უზრუნველყოფაზე (IT) მუშაობს. კომპანიის მთავარი სერვისი კოდებით შექმნილი კომპიუტერული პროგრამებია.

კომპანიის LInkedIn-ის პროფილიდან კი ირკვევა, რომ ორგანიზაცია 2010 წელს დაფუძნდა და იქ 50 ადამიანამდეა დასაქმებული. Spry Flash-ის ოფისი ავსტრიაში, ქალაქ ჰალაინში მდებარეობს. მათი წარმომადგენლობა თბილისში ოფიციალურად არსად იძებნება.

ეს კომპანია საქართველოში არ ფიქსირდება, თუმცა ოფისი აქვს რუსეთშიც. კომპანია SpryFlash–ის მფლობელი გახლავთ ანდრეა კამპიტელი. SpryFlash გთავაზობთ უახლეს პროგრამულ გადაწყვეტილებებს.

"ანდრეა კამპიტელლი და მისი გუნდი - ყველა პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი, ინდუსტრიული გამოცდილების მქონე მრავალწლიანი გამოცდილებით და ცნობილი პროდუქტებით, მოგცემთ საუკეთესო შესაძლებლობებს: ტექნიკური კომპეტენცია, რომელიც დაკავშირებულია ნამდვილ მარკეტინგულ წიგნიერებასთან. ანდრეა კამპიტელლის მიზანია მის მომხმარებლებს მიაწოდოს ოპტიმალური შესრულება მსოფლიო ქსელში" - ვკითხულობთ მის ოფიციალურ ბიზნესსაიტზე.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, მსგავს კომპანიებს წვდომის დიდი მასშტაბები აქვთ. არც იმას გამორიცხავენ, რომ ისინი ჩვენთან, ან რომელიმე ქვეყანაში კიბერშეტევებსაც ახორციელებდნენ. სავარაუდოდ, ასეთი კომპანიების კონტროლი ვერ ხერხდება.

ავტორი: ნანა ფიცხელაური

"ერთ რეისზე ბავშვიც იყო... ზოგს სამედიცინო დახმარება დასჭირდა" - ფოტოები სტიქიის ზონიდან, საიდანაც 100-მდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა

მაკა ასათიანი შვილიშვილთან ერთად - რა ფოტოს აქვეყნებს დიზაინერის რძალი

"მეუბნებოდა "ამაზონიდან" მაქვს შეთავაზება და ყველაფერს გავაკეთებ, რომ შეთავაზება არ დავკარგოო" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა