მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ გასასვლელს ეძებდა" - რას ჰყვება იმ სოფლის მკვიდრი, სადაც გარდაცვლილი გოგონა უკანასკნელად ნახეს?
"ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ გასასვლელს ეძებდა" - რას ჰყვება იმ სოფლის მკვიდრი, სადაც გარდაცვლილი გოგონა უკანასკნელად ნახეს?

5 დღის წინ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი გო­გო­ნა, თა­მუ­ნა ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ტყე­ში, თა­ვი­სი­ვე მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. გო­გო­ნა სახ­ლი­დან შა­ბათ დი­ლას, 11:00 სა­ათ­ზე ვერ­ცხლის­ფე­რი "ჰი­უნ­და­ით" გა­ვი­და და მას შემ­დეგ ოჯახს მის შე­სა­ხებ არა­ფე­რი სმე­ნია. იმა­ვე დღის 12:00 სა­ათ­ზე სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მა მისი ავ­ტო­მან­ქა­ნა მარ­ნე­ულ­ში და­ა­ფიქ­სი­რეს, შემ­დეგ თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ხა­იშ­ში, ბო­ლოს კი, გო­გო­ნა ვერ­ცხლის­ფე­რი "ჰი­უნ­და­ით" სო­ფელ გოლ­თეთ­ში ნა­ხეს, სა­ი­და­ნაც მისი კვა­ლი და­ი­კარ­გა.

ambebi.ge-ს ესა­უბ­რე­ბა იმ სოფ­ლის მკვიდ­რი, სა­დაც გო­გო­ნა უკა­ნას­კნე­ლად ნა­ხეს:

"ბევ­რმა ვნა­ხეთ, რო­გორ მოძ­რა­ობ­და მან­ქა­ნით გო­გო­ნა ჩვენს სო­ფელ­ში. იმ დღეს სო­ფელ გოლ­თეთ­ში 2 უცხო ავ­ტო­მან­ქა­ნა შე­მო­ვი­და, სხვა არა­ვინ გვი­ნა­ხავს. ერ­თში - "ჰი­უნ­და­ი­ში" ის მარ­ტო იჯდა, მე­ო­რე­ში კი ორი გო­გო­ნა შე­ნიშ­ნეს. "ჰი­უნ­და­ის" მძღო­ლი არა­ვის გა­მო­ლა­პა­რა­კე­ბია, ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დაგ­ვრჩა, რომ გა­სას­ვლელს ეძებ­და სოფ­ლი­დან, მაგ­რამ ჩიხ­ში შე­ვი­და, არც არა­ვის გა­მო­ლა­პა­რა­კე­ბია, არა­ფე­რი უკი­თხავს, მან­ქა­ნა მო­აბ­რუ­ნა და წა­ვი­და.

ერ­თმა მე­ზო­ბელ­მა ისიც თქვა, რომ მან­ქა­ნის ბორ­ბა­ლი ჩა­უ­ვარ­და თხრილ­ში, და­ვი­ნა­ხე და და­სახ­მა­რებ­ლად გა­ვე­მარ­თე, მაგ­რამ რომ მი­ვუ­ახ­ლოვ­დი, ამო­ქო­ქა და სწრა­ფად წა­ვი­დაო. სხვა­მაც თქვა, უცხო მან­ქა­ნას ვინ­მე თუ მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბო­და, გო­გო­ნა სიჩ­ქა­რეს უმა­ტებ­და, თით­ქოს გაქ­ცე­ვას ცდი­ლობ­დაო. ჩვე­ნი სოფ­ლი­დან ტყე­ში ვე­რაფ­რით მოხ­ვდე­ბი, იქე­დან ცენ­ტრა­ლურ გზა­ზე უნდა გახ­ვი­დე, ისე ტყე­ში ვერ შეხ­ვალ.

პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბი გახ­სნეს, მაგ­რამ მათ­ში გოლ­თე­თის მერე არ­სად ჩან­და მან­ქა­ნა. გო­გო­ნა, სა­ვა­რა­უ­დოდ, კა­მე­რე­ბის ავ­ლით გა­ვი­და ტყე­ში. ჩემი აზ­რით, ის თუ ჩვე­ნი სოფ­ლი­დან პირ­და­პირ იმ ტყის­კენ წა­ვი­და, სა­ვა­რა­უ­დოდ, ასე­თი მარ­შრუ­ტი გა­ი­ა­რა: ჩვენს სოფ­ლამ­დე არის სო­ფე­ლი ხა­ი­ში, რომ­ლის კა­მე­რა­საც ჰყავს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი გო­გო­ნა. შემ­დეგ ავ­ტო­მან­ქა­ნა ნა­ხეს გოლ­თე­თის შე­მო­სას­ვლელ­ში.

გოლ­თე­თი­დან ისეა გა­სუ­ლი, არც ერთ კა­მე­რას არ ჰყავს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. საქ­მე ისაა, რომ სო­ფელს სამი გა­სას­ვლე­ლი აქვს, ერთი მათ­გა­ნი ოღ­რო­ჩოღ­როა, იქ არც კა­მე­რაა და სა­ვა­რა­უ­დოდ, გო­გო­ნა იქი­დან გა­ვი­და, მერე გა­ი­ა­რა ფარ­ცხი­სი და ცენ­ტრა­ლურ გზა­ზე რომ გა­დი­ხარ, ორი­ვე მხა­რეს სო­ფე­ლია და ორი­ვე მხა­რეს არის ტყე, იქ არის ერთ-ერთ მხა­რეს ნა­პოვ­ნი.

იქე­დან კა­მე­რე­ბი შორ­საა. ერთი კა­მე­რა დგას თეთ­რი­წყა­როს შე­სას­ვლელ­ში, მე­ო­რე კი კო­დის მი­მარ­თუ­ლე­ბით და ამ­ბო­ბენ, აქე­დან გა­და­უხ­ვი­აო. უბ­რა­ლოდ, ის მიკ­ვირს, რომ იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ამ დღე­ებ­ში ეძებ­დნენ, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, მან­ქა­ნა თუ იქ იყო, ვერ ეპო­ვათ", - ამ­ბობს სოფ­ლის ერთ-ერთი მკვიდ­რი.

ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

მკითხველის კომენტარები / 47 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მმმ.
119

ამ გოგოს ოჯახისგან პრეტენზიები ჩემთვის გაუგებარია. ისეთი როგორი დამოკიდებულება უნდა გქონდეს მშობლებთან, რომ შე გასაჭირს ვერ ეუბნებოდე. გამოძიების დონე კი საქართველოში ძალიან დაბალია.

გამოუძიებელი საქმე
39

გამოძიების დონე საქართველოში მართლაც რომ ძალიან დაბალია,ამას გულგრილი დამოკიდებულებაც ემატება. მართლა ძალიან მიკვირს რატომ აქვთ ამათ მაღალი ხელფასები? არაფერს აკეთებენ. ვინც საქმეს გულიანას აკეთებს იმათ კი დაბალი? ეჰჰ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

"ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ გასასვლელს ეძებდა" - რას ჰყვება იმ სოფლის მკვიდრი, სადაც გარდაცვლილი გოგონა უკანასკნელად ნახეს?

"ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ გასასვლელს ეძებდა" - რას ჰყვება იმ სოფლის მკვიდრი, სადაც გარდაცვლილი გოგონა უკანასკნელად ნახეს?

5 დღის წინ გაუჩინარებული გოგონა, თამუნა ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ტყეში, თავისივე მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გოგონა სახლიდან შაბათ დილას, 11:00 საათზე ვერცხლისფერი "ჰიუნდაით" გავიდა და მას შემდეგ ოჯახს მის შესახებ არაფერი სმენია. იმავე დღის 12:00 საათზე სათვალთვალო კამერებმა მისი ავტომანქანა მარნეულში დააფიქსირეს, შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში, ბოლოს კი, გოგონა ვერცხლისფერი "ჰიუნდაით" სოფელ გოლთეთში ნახეს, საიდანაც მისი კვალი დაიკარგა.

ambebi.ge-ს ესაუბრება იმ სოფლის მკვიდრი, სადაც გოგონა უკანასკნელად ნახეს:

"ბევრმა ვნახეთ, როგორ მოძრაობდა მანქანით გოგონა ჩვენს სოფელში. იმ დღეს სოფელ გოლთეთში 2 უცხო ავტომანქანა შემოვიდა, სხვა არავინ გვინახავს. ერთში - "ჰიუნდაიში" ის მარტო იჯდა, მეორეში კი ორი გოგონა შენიშნეს. "ჰიუნდაის" მძღოლი არავის გამოლაპარაკებია, ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ გასასვლელს ეძებდა სოფლიდან, მაგრამ ჩიხში შევიდა, არც არავის გამოლაპარაკებია, არაფერი უკითხავს, მანქანა მოაბრუნა და წავიდა.

ერთმა მეზობელმა ისიც თქვა, რომ მანქანის ბორბალი ჩაუვარდა თხრილში, დავინახე და დასახმარებლად გავემართე, მაგრამ რომ მივუახლოვდი, ამოქოქა და სწრაფად წავიდაო. სხვამაც თქვა, უცხო მანქანას ვინმე თუ მიუახლოვდებოდა, გოგონა სიჩქარეს უმატებდა, თითქოს გაქცევას ცდილობდაო. ჩვენი სოფლიდან ტყეში ვერაფრით მოხვდები, იქედან ცენტრალურ გზაზე უნდა გახვიდე, ისე ტყეში ვერ შეხვალ.

პოლიციელებმა ვიდეოკამერები გახსნეს, მაგრამ მათში გოლთეთის მერე არსად ჩანდა მანქანა. გოგონა, სავარაუდოდ, კამერების ავლით გავიდა ტყეში. ჩემი აზრით, ის თუ ჩვენი სოფლიდან პირდაპირ იმ ტყისკენ წავიდა, სავარაუდოდ, ასეთი მარშრუტი გაიარა: ჩვენს სოფლამდე არის სოფელი ხაიში, რომლის კამერასაც ჰყავს დაფიქსირებული გოგონა. შემდეგ ავტომანქანა ნახეს გოლთეთის შემოსასვლელში.

გოლთეთიდან ისეა გასული, არც ერთ კამერას არ ჰყავს დაფიქსირებული. საქმე ისაა, რომ სოფელს სამი გასასვლელი აქვს, ერთი მათგანი ოღროჩოღროა, იქ არც კამერაა და სავარაუდოდ, გოგონა იქიდან გავიდა, მერე გაიარა ფარცხისი და ცენტრალურ გზაზე რომ გადიხარ, ორივე მხარეს სოფელია და ორივე მხარეს არის ტყე, იქ არის ერთ-ერთ მხარეს ნაპოვნი.

იქედან კამერები შორსაა. ერთი კამერა დგას თეთრიწყაროს შესასვლელში, მეორე კი კოდის მიმართულებით და ამბობენ, აქედან გადაუხვიაო. უბრალოდ, ის მიკვირს, რომ იმ ტერიტორიაზე ამ დღეებში ეძებდნენ, წარმოუდგენელია, მანქანა თუ იქ იყო, ვერ ეპოვათ", - ამბობს სოფლის ერთ-ერთი მკვიდრი.

ნანა ფიცხელაური

თელავში მოზარდმა პნევმატური იარაღით 9 წლის ბიჭი დაჭრა - არსებული ინფორმაციით, მოზარდები იარაღით თამაშობდნენ

"ინტერპრესნიუსის" ფოტორეპორტაჟი არაგვის ხიდიდან, სადაც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ტრაგიკული ღამის ინსცენირება  მოაწყვეს

"28 წელი როგორ ვერ გამოიძიეს და არავინ დასჯილა..." -  ვერელი თორაძეების მკვლელობის გამოძიებაში FBI ჩაერთო