საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წინა კვირას შეგვატყობინა, რომ სამსახურიდან წასვლა გადაწყვიტა" - რას ამბობს კომპანიის დირექტორი, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა
"წინა კვირას შეგვატყობინა, რომ სამსახურიდან წასვლა გადაწყვიტა" - რას ამბობს კომპანიის დირექტორი, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა

კომ­პა­ნია „ზეგ“-ის დი­რექ­ტო­რი თა­მარ კო­ბე­რი­ძე, სა­დაც რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი მუ­შა­ობ­და, გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. თა­მარ კო­ბე­რი­ძემ გან­ცხა­დე­ბა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ექ­სკლუ­ზი­უ­რად მი­ა­წო­და. რო­გორც შპს „ზეგ“-ის დი­რექ­ტო­რი აცხა­დებს, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილს სამ­სა­ხუ­რი­დან წას­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი, რის შე­სა­ხე­ბაც კომ­პა­ნი­ას გა­სულ კვი­რას შე­ა­ტყო­ბი­ნა.

შე­ნიშ­ვნა:აქვე აღ­ვნიშ­ნავთ, რომ წე­რი­ლი გა­მოქ­ვეყ­ნდა რამ­დე­ნი­მე წუ­თით ადრე, ვიდ­რე გო­გო­ნას ცხედ­რის პოვ­ნის შე­სა­ხებ გავ­რცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია.

„და­ვი­წყებ იმით, რომ შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი და გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი ვართ თა­მუ­ნას გა­უ­ჩი­ნა­რე­ბით და მთე­ლი გუნ­დი მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბით მის სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბას.

სამ­წუ­ხა­როა, რომ ასეთ დროს გვი­წევს ამ სა­ხის გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბა:

შპს "ზეგ" არის IT (პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა) კომ­პა­ნია და სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე 5 წე­ლია არ­სე­ბობს. და­საქ­მე­ბუ­ლი გვყავს 50-მდე თა­ნამ­შრო­მე­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლად ვა­ხერ­ხებთ ზრდას. ვმუ­შა­ობთ ექ­სკლუ­ზი­უ­რად ამე­რი­კა­ზე და სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­თან არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ გვაქვს, შე­სა­ბა­მი­სად, პი­ა­რიც არ გვჭირ­დე­ბა და მა­ღა­ლი ცნო­ბა­დო­ბაც არ გაგ­ვაჩ­ნია. ალ­ბათ, ამ ბოლო დროს ხში­რად გაგ­ვი­გია ყვე­ლას სი­ტყვა აუთ­სორ­სინ­გი. დამ­კვე­თი კომ­პა­ნია თა­ვის ქვე­ყა­ნას­თან შე­და­რე­ბით და­ბალ ფა­სად უკ­ვე­თავს პრო­ექტს შემ­სრუ­ლე­ბელს, რო­მე­ლიც არაა სა­ვალ­დე­ბუ­ლო გე­ოგ­რა­ფი­უ­ლად იქვე იყოს და ასე მარ­ტი­ვად საქმდე­ბი­ან გან­ვი­თა­რე­ბად ქვეყ­ნებ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი. ასე­ვე მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პროგ­რა­მის­ტის სა­მუ­შა­ოს აღ­წე­რა საკ­მა­ოდ რთუ­ლია მათ­თვის, ვინც კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ენა არ იცის. შე­სა­ბა­მი­სად, არ არის გა­საკ­ვი­რი, თუ რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა ვერ ახ­სნა რას აკე­თებს კონ­კრე­ტუ­ლად პროგ­რა­მის­ტი, იგი­ვე დე­ვე­ლო­პე­რი. პან­დე­მი­ის და­წყე­ბი­დან გა­და­ვე­დით მუ­შა­ო­ბის ონ­ლი­ან რე­ჟიმ­ში და თა­მუ­ნას ბოლო პრო­ექ­ტი მო­ი­ცავ­და ჩვე­ნი­ვე თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის ონ­ლი­ან სის­ტე­მის შექ­მნას, სა­დაც შევ­ძლებ­დით თა­ნამ­შრომ­ლე­ბის სა­ა­თე­ბის დათ­ვლას. თა­მუ­ნამ ეს პრო­ექ­ტი წარ­მა­ტე­ბით გა­ა­კე­თა და გა­ნაგ­რძობ­და მის მო­ნი­ტო­რინგს და ხარ­ვე­ზე­ბის გას­წო­რე­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­მუ­ნას გა­უ­ჩი­ნა­რე­ბას, რო­გორც ზე­მოთ ვახ­სე­ნე, ყვე­ლა ჩვენ­თა­გა­ნის­თვის მისი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა არის ამო­უხ­სნე­ლი.

თა­მუ­ნა 2017 წელს შე­მოგ­ვი­ერ­თდა რო­გორც სტა­ჟი­ო­რი და მას შემ­დეგ ბევ­რი წინსვლა ნახა ჩვენ­თან. ვიც­ნობთ რო­გორც ძა­ლი­ან კარგ თა­ნამ­შრო­მელს. მან წინა კვი­რას შეგ­ვა­ტყო­ბი­ნა, რომ სამ­სა­ხუ­რი­დან წას­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. აღ­ნიშ­ნუ­ლი არ ყო­ფი­ლა ჩემ­თვის გა­საკ­ვი­რი, რად­გან ბოლო წლის მან­ძილ­ზე რამ­დე­ნი­მე­ჯერ ჰქონ­და გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი, რომ მის­თვის რთუ­ლი იყო თან სწავ­ლა და თან ორ სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ო­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მი­ვი­ღე და ვე­ლო­დე­ბო­დი, რომ ორ­შა­ბათს შე­მეხ­მი­ა­ნე­ბო­და.

რო­გორც უკვე ყვე­ლამ ვი­ცით, თა­მუ­ნა შა­ბათს გა­ვი­და სახ­ლი­დან და აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. აქ­ტი­უ­რად ვთა­ნამ­შრომ­ლობთ გა­მო­ძი­ე­ბას­თან, ხში­რად ვეხ­მი­ა­ნე­ბით თა­მუ­ნას ოჯახს, ჩვენ­ვე მი­ვა­წო­დეთ მათ მე­დი­ის ჩარ­თვის იდეა გა­მო­ძი­ე­ბის დაჩ­ქა­რე­ბის მიზ­ნით, უპა­სუ­ხოდ არა­ვის ვტო­ვებთ და სულ­მო­უთ­ქმე­ლად ვე­ლით თა­მუ­ნას პოვ­ნას“, - აცხა­დებს შპს "ზეგ"-ის დი­რექ­ტო­რი თა­მარ კო­ბე­რი­ძე.

ცნო­ბის­თვის, რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ 23 წლის თა­მუ­ნა ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ტყე­ში, მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
8

აქ­ტი­უ­რად ვთა­ნამ­შრომ­ლობთ გა­მო­ძი­ე­ბას­თან, ხში­რად ვეხ­მი­ა­ნე­ბით თა­მუ­ნას ოჯახს, ჩვენ­ვე მი­ვა­წო­დეთ მათ მე­დი­ის ჩარ­თვის იდეა გა­მო­ძი­ე­ბის დაჩ­ქა­რე­ბის მიზ­ნით, უპა­სუ­ხოდ არა­ვის ვტო­ვებთ და სულ­მო­უთ­ქმე­ლად ვე­ლით თა­მუ­ნას პოვ­ნას“, - აცხა­დებს შპს "ზეგ"-ის დი­რექ­ტო­რი თა­მარ კო­ბე­რი­ძე.

-----------------------------------------------------------------------------------------------------

ეს განცხადება თავის მართლებას და იმის მტკიცებას გავს, რომ ჩვენ არაფერ შუაში ვართო, ანუ რაცხა საეჭვოდ აუკანკალდა უკანა ხიდი, თან რაზდადკაც ჩავრთეო, შეაპარა. , ნუთუ ესეა დაშინებული ხალხი, რომ შესაძლებელია უდანაშაულო ჩააყუდონ იმ უნივერსტეტში, საიდანაც მინიმუმ დოცენტები გამოდიან?

რუსუდანი
1

საინტერესოა, სამსახურიდან წამოსასვლელად რად უნდოდა საქმის ჩაწყობა? ვინ ახევს ვინმეს კალთებს ამ უმუშევრობაში? ჩნდება ეჭვი სამსახურის საქმიანობაზე. იქნებ იმ გოგონას რაიმე საიდუმლო აკავშირებდა იმ ოფისთან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"წინა კვირას შეგვატყობინა, რომ სამსახურიდან წასვლა გადაწყვიტა" - რას ამბობს კომპანიის დირექტორი, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა

"წინა კვირას შეგვატყობინა, რომ სამსახურიდან წასვლა გადაწყვიტა" - რას ამბობს კომპანიის დირექტორი, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა

კომპანია „ზეგ“-ის დირექტორი თამარ კობერიძე, სადაც რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადებას ავრცელებს. თამარ კობერიძემ განცხადება „ინტერპრესნიუსს“ ექსკლუზიურად მიაწოდა. როგორც შპს „ზეგ“-ის დირექტორი აცხადებს, თამარ ბაჩალიაშვილს სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული, რის შესახებაც კომპანიას გასულ კვირას შეატყობინა.

შენიშვნა: აქვე აღვნიშნავთ, რომ წერილი გამოქვეყნდა რამდენიმე წუთით ადრე, ვიდრე გოგონას ცხედრის პოვნის შესახებ გავრცელდებოდა ინფორმაცია.

„დავიწყებ იმით, რომ შეშფოთებულები და გაოცებულები ვართ თამუნას გაუჩინარებით და მთელი გუნდი მოუთმენლად ველოდებით მის სახლში დაბრუნებას.

სამწუხაროა, რომ ასეთ დროს გვიწევს ამ სახის განცხადების გაკეთება:

შპს "ზეგ" არის IT (პროგრამული უზრუნველყოფა) კომპანია და საქართველოში უკვე 5 წელია არსებობს. დასაქმებული გვყავს 50-მდე თანამშრომელი და წარმატებულად ვახერხებთ ზრდას. ვმუშაობთ ექსკლუზიურად ამერიკაზე და საქართველოს ბაზართან არანაირი შეხება არ გვაქვს, შესაბამისად, პიარიც არ გვჭირდება და მაღალი ცნობადობაც არ გაგვაჩნია. ალბათ, ამ ბოლო დროს ხშირად გაგვიგია ყველას სიტყვა აუთსორსინგი. დამკვეთი კომპანია თავის ქვეყანასთან შედარებით დაბალ ფასად უკვეთავს პროექტს შემსრულებელს, რომელიც არაა სავალდებულო გეოგრაფიულად იქვე იყოს და ასე მარტივად საქმდებიან განვითარებად ქვეყნებში ადამიანები. ასევე მოგეხსენებათ, პროგრამისტის სამუშაოს აღწერა საკმაოდ რთულია მათთვის, ვინც კომპიუტერული ენა არ იცის. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, თუ რატომ შეიძლება ვერ ახსნა რას აკეთებს კონკრეტულად პროგრამისტი, იგივე დეველოპერი. პანდემიის დაწყებიდან გადავედით მუშაობის ონლიან რეჟიმში და თამუნას ბოლო პროექტი მოიცავდა ჩვენივე თანამშრომლებისთვის ონლიან სისტემის შექმნას, სადაც შევძლებდით თანამშრომლების საათების დათვლას. თამუნამ ეს პროექტი წარმატებით გააკეთა და განაგრძობდა მის მონიტორინგს და ხარვეზების გასწორებას.

რაც შეეხება თამუნას გაუჩინარებას, როგორც ზემოთ ვახსენე, ყველა ჩვენთაგანისთვის მისი გაუჩინარება არის ამოუხსნელი.

თამუნა 2017 წელს შემოგვიერთდა როგორც სტაჟიორი და მას შემდეგ ბევრი წინსვლა ნახა ჩვენთან. ვიცნობთ როგორც ძალიან კარგ თანამშრომელს. მან წინა კვირას შეგვატყობინა, რომ სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული არ ყოფილა ჩემთვის გასაკვირი, რადგან ბოლო წლის მანძილზე რამდენიმეჯერ ჰქონდა გაჟღერებული, რომ მისთვის რთული იყო თან სწავლა და თან ორ სამსახურში მუშაობა. აქედან გამომდინარე, მისი გადაწყვეტილება ჩვეულებრივად მივიღე და ველოდებოდი, რომ ორშაბათს შემეხმიანებოდა.

როგორც უკვე ყველამ ვიცით, თამუნა შაბათს გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებულა. აქტიურად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, ხშირად ვეხმიანებით თამუნას ოჯახს, ჩვენვე მივაწოდეთ მათ მედიის ჩართვის იდეა გამოძიების დაჩქარების მიზნით, უპასუხოდ არავის ვტოვებთ და სულმოუთქმელად ველით თამუნას პოვნას“, - აცხადებს შპს "ზეგ"-ის დირექტორი თამარ კობერიძე.

ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ 23 წლის თამუნა ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

"სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ ბაჩალიაშვილის ახლობლებს ყინულზე ეთქვათ უარი" - სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს განცხადება

ღვინის კომპანია "შუმმა" ჟურნალისტებისათვის ინფო-ტური მოაწყო

"დამღუპეს, ჩემი სიცოცხლე რა დღეში ჩამიგდეს..." - თამარ ბაჩალიაშვილის მამის ემოციური ეთერი