მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაოჯახებულ თანასოფლელთან სექსუალური კავშირის გამო მამაკაცი გაკოჭეს და ხეზე მიაბეს - რა მოხდა მარნეულში?
დაოჯახებულ თანასოფლელთან სექსუალური კავშირის გამო მამაკაცი გაკოჭეს და ხეზე მიაბეს - რა მოხდა მარნეულში?

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის ბრალ­დე­ბით ოთხი მარ­ნე­უ­ლე­ლი მამ­კა­ცი და­ა­კა­ვა, რის თა­ო­ბა­ზეც "მარ­ნე­უ­ლის რა­დიო" იუ­წყე­ბა. საქ­მე შე­ე­ხე­ბა რამ­დე­ნი­მე დღის წინ სო­ფელ­ში მომ­ხდარ სა­ვა­რა­უ­დო ძა­ლა­დო­ბის ფაქტს - სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას მი­მარ­თა პირ­მა, რო­მე­ლიც ამ­ტკი­ცებს, რომ ის სო­ფელ კა­პა­ნახჩ­ში რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­მა ბოძ­ზე მი­ა­ბა. რო­გორც რა­დიო „მარ­ნე­ულს“ ამა­ვე სოფ­ლის მკვიდ­რე­ბი უყ­ვე­ბი­ან, ბოძ­ზე მიბ­მულ მა­მა­კაცს მათ და­ო­ჯა­ხე­ბულ თა­ნა­სოფ­ლელ­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რი ჰქონ­და. მომ­ხდარს ქა­ლის მა­მამ­თი­ლი შე­ეს­წრო, რის შემ­დე­გაც კაცი გა­კო­ჭეს.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ბიჭი ბოძ­ზე მიბ­მუ­ლი მისი მშობ­ლე­ბის მოს­ვლამ­დე იყო.

ოჯა­ხის წევ­რე­ბის მტკი­ცე­ბით, ქა­ლის მა­მამ­თილს ნერ­ვი­უ­ლო­ბის ნი­ა­დაგ­ზე გული გა­უს­კდა და ის 19 ივ­ლისს დაკ­რძა­ლეს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დე­ტექ­ტი­ვე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად, მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კა­პა­ნახჩ­ში მცხოვ­რე­ბი 4 პირი: 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.მ., 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.გ., 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ფ.ნ. და 1999 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.ხ. და­ა­კა­ვეს. მათ ბრა­ლი წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა­ში ედე­ბათ.

„გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 15 ივ­ლისს, მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ქე­შა­ლო­ში მცხოვ­რებ, 1996 წელს და­ბა­დე­ბულ ი.მ.-ს, შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით, უკა­ნო­ნოდ აღუკ­ვე­თეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა. კერ­ძოდ, იგი იძუ­ლე­ბით ჩას­ვეს ავ­ტო­მო­ბილ­ში, წა­იყ­ვა­ნეს მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კა­პა­ნახჩ­ში, ერთ-ერთი მო­ქა­ლა­ქის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, სა­დაც ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ. ამის შემ­დეგ, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ი.მ. სოფ­ლის ცენ­ტრა­ლურ მო­ე­დან­ზე გა­მო­იყ­ვა­ნეს და იქაც ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს“ - წე­რია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში

ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 143-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს. და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შეუყვანია და შეუკვეთია?
16

ამ ლოგიკით 98% საქართველოს ქალები და კაცები მისაბმელი ყოფილა,კონგოს ტყეც არ ეყოფა ამ საქმეს.

წმინდა გაგა
55

ჩემი პატივისცემა ამ ხალხს. ვინც უწესოდ მოიქცევა და ცოდვით დაეცემა უარესის ღირსია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

დაოჯახებულ თანასოფლელთან სექსუალური კავშირის გამო მამაკაცი გაკოჭეს და ხეზე მიაბეს - რა მოხდა მარნეულში?

დაოჯახებულ თანასოფლელთან სექსუალური კავშირის გამო მამაკაცი გაკოჭეს და ხეზე მიაბეს - რა მოხდა მარნეულში?

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ოთხი მარნეულელი მამკაცი დააკავა, რის თაობაზეც "მარნეულის რადიო" იუწყება. საქმე შეეხება რამდენიმე დღის წინ სოფელში მომხდარ სავარაუდო ძალადობის ფაქტს - საპატრულო პოლიციას მიმართა პირმა, რომელიც ამტკიცებს, რომ ის სოფელ კაპანახჩში რამდენიმე ადამიანმა ბოძზე მიაბა. როგორც რადიო „მარნეულს“ ამავე სოფლის მკვიდრები უყვებიან, ბოძზე მიბმულ მამაკაცს მათ დაოჯახებულ თანასოფლელთან სექსუალური კავშირი ჰქონდა. მომხდარს ქალის მამამთილი შეესწრო, რის შემდეგაც კაცი გაკოჭეს.

ადგილობრივების თქმით, ბიჭი ბოძზე მიბმული მისი მშობლების მოსვლამდე იყო.

ოჯახის წევრების მტკიცებით, ქალის მამამთილს ნერვიულობის ნიადაგზე გული გაუსკდა და ის 19 ივლისს დაკრძალეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩში მცხოვრები 4 პირი: 1991 წელს დაბადებული ნ.მ., 1997 წელს დაბადებული ი.გ., 1988 წელს დაბადებული ფ.ნ. და 1999 წელს დაბადებული ა.ხ. დააკავეს. მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ედებათ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 15 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში მცხოვრებ, 1996 წელს დაბადებულ ი.მ.-ს, შურისძიების მოტივით, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. კერძოდ, იგი იძულებით ჩასვეს ავტომობილში, წაიყვანეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შემდეგ, ბრალდებულებმა ი.მ. სოფლის ცენტრალურ მოედანზე გამოიყვანეს და იქაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს“ - წერია შსს-ს განცხადებაში

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თამარ ბაჩალიაშვილის მამის თქმით, სამხარაულში უთხრეს, რომ ყინული არ აქვთ, რის გამოც დღეს ცხედარს სახლში ვერ გადაასვენებენ

"ნუ მომკლავ, გამოიძიე დანაშაული" - შსს-სთან აქციაზე სიტუაცია დაიძაბა

რას წერს რუსული მედია თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე?