მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სვანეთში დაკარგული 13 წლის ილია ფილფანის საძიებო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო
სვანეთში დაკარგული 13 წლის ილია ფილფანის საძიებო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

სვა­ნეთ­ში, სო­ფელ ლენ­ჯერ­ში და­კარ­გუ­ლი 13 წლის ილია ფილ­ფა­ნის სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ებ­ში ვერ­ტმფრე­ნი ჩა­ერ­თო.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ოპე­რა­ტი­ულ მარ­თვის ცენ­ტრ 112-ში არას­რულ­წლოვ­ნის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია 19 ივ­ლისს შე­მო­ვი­და. მო­ზარ­დი სახ­ლი­დან გა­ვი­და და უკან აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა.

„ად­გილ­ზე მე­ო­რე დღეა მუ­შა­ო­ბენ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ძა­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლია 45 მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი. ტე­რი­ტო­რი­ის მო­ნი­ტო­რინ­გი დრო­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მო­ზარ­დის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გუ­შინ ოჯახ­მა გა­ავ­რცე­ლა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თა:

"მე­გობ­რე­ბო გვჭირ­დე­ბა თქვე­ნი დახ­მა­რე­ბა. მეს­ტი­ის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ლენ­ჯერ­ში, გუ­შინ 18 ივ­ლისს, 11 სა­ათ­ზე სახ­ლი­დან გა­მო­ვი­და 13 წლის ილია ფილ­ფა­ნი. ოჯა­ხი და ახ­ლობ­ლე­ბი შუ­ა­დღის შემ­დეგ ვე­ძებთ. იყო ვე­ლო­სი­პე­დით, ეხუ­რა კეპი და ეცვა მუქი ტან­საც­მე­ლი. ბო­ლოს ნა­ხეს ლენ­ჯერ­ში. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ფო­ტო­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი ბავ­შვის შე­სა­ხებ რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცია გაქვთ, გთხოვთ, დაგ­ვი­კავ­შირ­დით.

591542653 - ირაკ­ლი

595409484 - ანა­ნო", - აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო ოჯა­ხის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

სვანეთში დაკარგული 13 წლის ილია ფილფანის საძიებო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

სვანეთში დაკარგული 13 წლის ილია ფილფანის საძიებო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

სვანეთში, სოფელ ლენჯერში დაკარგული 13 წლის ილია ფილფანის საძიებო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში არასრულწლოვნის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 19 ივლისს შემოვიდა. მოზარდი სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.

„ადგილზე მეორე დღეა მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები. პროცესში ჩართულია 45 მეხანძრე-მაშველი. ტერიტორიის მონიტორინგი დრონების საშუალებით მიმდინარეობს.

მოზარდის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია გუშინ ოჯახმა გაავრცელა და საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართა:

"მეგობრებო გვჭირდება თქვენი დახმარება. მესტიის რაიონის სოფელ ლენჯერში, გუშინ 18 ივლისს, 11 საათზე სახლიდან გამოვიდა 13 წლის ილია ფილფანი. ოჯახი და ახლობლები შუადღის შემდეგ ვეძებთ. იყო ველოსიპედით, ეხურა კეპი და ეცვა მუქი ტანსაცმელი. ბოლოს ნახეს ლენჯერში. იმ შემთხვევაში, თუ ფოტოზე გამოსახული ბავშვის შესახებ რაიმე ინფორმაცია გაქვთ, გთხოვთ, დაგვიკავშირდით.

591542653 - ირაკლი

595409484 - ანანო", - აღნიშნული იყო ოჯახის განცხადებაში.

მდინარე ალაზანში მაშველებმა დაკარგული 20 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

გარდაბნის სოფლებში ხვალიდან გაფართოებული ტესტირება იწყება - რაიონი შესაძლოა ჩაიკეტოს

თბილისში, საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულიდან ქალი გადმოვარდა