მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გარდაბნის სოფლებში ხვალიდან გაფართოებული ტესტირება იწყება - რაიონი შესაძლოა ჩაიკეტოს
გარდაბნის სოფლებში ხვალიდან გაფართოებული ტესტირება იწყება - რაიონი შესაძლოა ჩაიკეტოს

გვა­ღელ­ვებს მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც ქვე­მო ქარ­თლში, გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ვი­თარ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხვა­ლი­დან გარ­და­ბა­ნის რამ­დე­ნი­მე სო­ფელ­ში, სა­დაც ბოლო 20 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბა იწყე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი კვლე­ვის ფარ­გლებ­ში რამ­დე­ნი­მე ათა­სი ადა­მი­ა­ნი და­ი­ტეს­ტე­ბა.

„ჯერ­ჯე­რო­ბით კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის ახალ შემ­თხვე­ვებს შო­რის ჭარ­ბობს იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი, რომ­ლებ­საც ჩვენ დრო­ულ იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ას ვუ­კე­თებთ და გა­დაგ­ვყავს სამ­კურ­ნა­ლოდ. გვა­ღელ­ვებს მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც ვი­თარ­დე­ბა ქვე­მო ქარ­თლში, გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში. ხვა­ლი­დან გარ­და­ბა­ნის რამ­დე­ნი­მე სო­ფელ­ში, სა­დაც ბოლო 20 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა გვაქვს, გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბა იწყე­ბა, გვინ­და რომ მთლი­ა­ნად გავ­ტეს­ტოთ ამ სოფ­ლე­ბის მთლი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა და ეს კლას­ტე­რი, რო­მე­ლიც თან­და­თან ძლი­ერ­დე­ბა დრო­უ­ლად ჩა­ვახ­შოთ. გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი კვლე­ვის ფარ­გლებ­ში რამ­დე­ნი­მე ათა­სი ადა­მი­ა­ნი და­ი­ტეს­ტე­ბა, გარ­და­ბან­ში ინ­ფი­ცი­რე­ბის პირ­ველ­წყა­რო რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა­ში ცნო­ბი­ლია, 3 შემ­თხვე­ვა­ში კი ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვი­ცით,“ - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მი­ი­ღე­ბენ თუ არა გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ჩა­კეტვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ამის შე­სა­ხებ სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს ფარ­გლებ­ში ხვალ იმ­სჯე­ლე­ბენ.

"ხვალ იქ­ნე­ბა მსჯე­ლო­ბა ყვე­ლა­ფერ ამა­ზე სა­კორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო­ში. ეპიდსი­ტუ­ა­ცია ქვე­ყა­ნა­ში სრუ­ლად მარ­თვა­დია,“ - აღ­ნიშ­ნა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქიშვარდი
2

რატომ გვაძალებთ დატესტვას თქვენ თუ კარგი ხალხი ხართ? ჯერ საკუთარი თავი და ოჯახის წევრები დატესტეთ.

მარია
2

რატო გვაძალებთ ჯამრთელ ადამიანებს უფლის არ გეშინიათ რატო გვწამლავთ ჯერ გაუკეთეთ თქვენს ოჯახებს თავი დაგვანებეთ რატო გვისპობთ სიცოცხლეს სატანებო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

გარდაბნის სოფლებში ხვალიდან გაფართოებული ტესტირება იწყება - რაიონი შესაძლოა ჩაიკეტოს

გარდაბნის სოფლებში ხვალიდან გაფართოებული ტესტირება იწყება - რაიონი შესაძლოა ჩაიკეტოს

გვაღელვებს მდგომარეობა, რომელიც ქვემო ქართლში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ვითარდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ხვალიდან გარდაბანის რამდენიმე სოფელში, სადაც ბოლო 20 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გაფართოებული ტესტირება იწყება.

მისივე თქმით, გაფართოებული კვლევის ფარგლებში რამდენიმე ათასი ადამიანი დაიტესტება.

„ჯერჯერობით კორონავირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებს შორის ჭარბობს იმპორტირებული შემთხვევები, რომლებსაც ჩვენ დროულ იდენტიფიკაციას ვუკეთებთ და გადაგვყავს სამკურნალოდ. გვაღელვებს მდგომარეობა, რომელიც ვითარდება ქვემო ქართლში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში. ხვალიდან გარდაბანის რამდენიმე სოფელში, სადაც ბოლო 20 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, გაფართოებული ტესტირება იწყება, გვინდა რომ მთლიანად გავტესტოთ ამ სოფლების მთლიანი მოსახლეობა და ეს კლასტერი, რომელიც თანდათან ძლიერდება დროულად ჩავახშოთ. გაფართოებული კვლევის ფარგლებში რამდენიმე ათასი ადამიანი დაიტესტება, გარდაბანში ინფიცირების პირველწყარო რამდენიმე შემთხვევაში ცნობილია, 3 შემთხვევაში კი ჯერჯერობით არ ვიცით,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიიღებენ თუ არა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის გადაწყვეტილებას, ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში ხვალ იმსჯელებენ.

,,ხვალ იქნება მსჯელობა ყველაფერ ამაზე საკორდინაციო საბჭოში. ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სრულად მართვადია,“ - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევაა - Stopcov.ge-ს განახლებული მონაცემები და ვითარება გარდაბანში

სვანეთში დაკარგული 13 წლის ილია ფილფანის საძიებო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

მდინარე ალაზანში მაშველებმა დაკარგული 20 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს