საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მხატვარი ჰიტლერი და დამსხვრეული ოცნებები, რომელმაც ის მსოფლიოში უსასტიკეს ლიდერად აქცია - დიქტატორის  უცნობი მხარე
მხატვარი ჰიტლერი და დამსხვრეული ოცნებები, რომელმაც ის მსოფლიოში უსასტიკეს ლიდერად აქცია - დიქტატორის  უცნობი მხარე

მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე სას­ტიკ ლი­დე­რებს შო­რის, ადოლფ ჰიტ­ლერს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი უკა­ვია. მისი პერ­სო­ნა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ადა­მი­ა­ნე­ბის ყუ­რა­დღე­ბას იპყრობს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას აინ­ტე­რე­სებს, რო­გო­რი იყო ის მა­შინ, როცა სა­კუ­თარ თავ­თან მარ­ტო რჩე­ბო­და, ჰყავ­და თუ არა საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რით ინ­ტე­რეს­დე­ბო­და, რამ აქ­ცია ცივ­სის­ხლი­ან ადა­მი­ა­ნად.

ჰიტ­ლე­რის ბი­ოგ­რა­ფია და გან­სა­კუთ­რე­ბით მისი ცხოვ­რე­ბის ად­რე­უ­ლი წლე­ბი ზო­გი­ერთს აფიქ­რე­ბი­ნებს, რომ ერთ დროს ის შე­საძ­ლოა, ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე ადა­მი­ა­ნიც კი იყო და იმ ფაქ­ტმა, რომ ცხოვ­რე­ბა­ში ბევრ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას, უარ­ყო­ფას წა­ა­წყდა, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, დიდი გავ­ლე­ნა იქო­ნია და ყვე­ლა­ზე სას­ტიკ დიქ­ტა­ტო­რად აქ­ცია.

მისი ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან ბევ­რი პა­სა­ჟი იპყრობს ყუ­რა­დღე­ბას. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო კი ისაა, რომ ჰიტ­ლე­რი შე­მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნი იყო და მხატ­ვრო­ბის ნიჭი ჰქონ­და. ცხოვ­რე­ბის ად­რე­ულ წლებ­ში მხატ­ვრო­ბით ყო­ფი­ლა გა­ტა­ცე­ბუ­ლი. ის ნა­ხა­ტებს მა­ნამ­დე ქმნი­და, ვიდ­რე კა­ცობ­რი­ო­ბის წი­ნა­შე ყვე­ლა­ზე სა­ში­ნელ და­ნა­შა­უ­ლებს ჩა­ი­დენ­და.

ჰიტ­ლე­რის, რო­გორც მხატ­ვრის მოღ­ვა­წე­ო­ბა 1908-1913 წლებს უკავ­ში­რებ­დე­ბა, რო­დე­საც ვე­ნა­ში ცხოვ­რობ­და. თა­ვის ნა­მუ­შევ­რებს ჰყიდ­და და თავი მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლით გაჰ­ქონ­და. ფი­უ­რე­რის ნა­ხა­ტე­ბი მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ აღ­მო­ა­ჩი­ნეს. და სხვა­დას­ხვა დროს ეს ნა­მუ­შევ­რე­ბი აუქ­ცი­ონ­ზე ათი­ა­თა­სო­ბით დო­ლა­რად გა­ი­ყი­და.

კრი­ტი­კოს­თა შე­ფა­სე­ბით, ჰიტ­ლერს თა­ვი­სი ნა­მუ­შევ­რე­ბით მხატ­ვრო­ბა­ში სი­ახ­ლე არ შე­მო­უ­ტა­ნია, ის კლა­სი­კოს მხატ­ვარ­თა გავ­ლე­ნას გა­ნიც­დი­და. სპე­ცი­ა­ლის­ტთა აზ­რით, ჰიტ­ლე­რის ნა­მუ­შევ­რებ­ში იგ­რძნო­ბა იტა­ლი­უ­რი რე­ნე­სან­სის, რო­მა­უ­ლი კლა­სი­ციზ­მი­სა და ნე­ოკ­ლა­სი­ციზ­მის გავ­ლე­ნა. რო­გორც ჩანს, ჰიტ­ლერს მოს­წონ­და სიმ­ბო­ლო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბაც. მის ნა­მუ­შევ­რებ­ში სიმ­ბო­ლო­ებს უხ­ვად შეხ­ვდე­ბით.

  • დამ­სხვრე­უ­ლი ოც­ნე­ბე­ბი

ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ულ წიგნ­ში Mein Kampf, ადოლფ ჰიტ­ლე­რი წერს, რომ სურ­და მხატ­ვა­რი გამ­ხდა­რი­ყო და ეს მისი ოც­ნე­ბა იყო, თუმ­ცა ოც­ნე­ბე­ბი მა­შინ და­ემსხვრა, რო­დე­საც ვე­ნის ხე­ლოვ­ნე­ბის აკა­დე­მი­ა­ში ვერ ჩა­ა­ბა­რა. ჰიტ­ლერ­მა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ბა­რე­ბა ორ­ჯერ სცა­და - პირ­ვე­ლად 1907 წელს, ხოლო მე­ო­რედ - 1908 წელს, თუმ­ცა გა­მომ­ცდე­ლებ­მა მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი ორი­ვე ჯერ­ზე და­ი­წუ­ნეს. უთხრეს, რომ მხატ­ვრო­ბა­ში ნიჭი არ ჰქონ­და და უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბო­და, თუ ბედს არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ში ცდი­და.

უნი­ჭოდ მიჩ­ნე­უ­ლი ჰიტ­ლე­რი ვერ შე­ე­გუა უარ­ყო­ფას. დღეს ბევ­რს სა­უბ­რო­ბენ იმის შე­სა­ხებ, რომ შე­საძ­ლოა, სწო­რედ ეს ფაქ­ტი ყო­ფი­ლი­ყო მის ცხოვ­რე­ბა­ში გარ­დამ­ტე­ხი, შე­საძ­ლოა, სწო­რედ ამ უარ­ყო­ფამ უბიძ­გა მას, რომ სხვე­ბის­თვის თა­ვი­სი ძალა და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა და მალე მსოფ­ლი­ოს უსას­ტი­კეს ლი­დე­რად მო­ევ­ლი­ნა.

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომ­თან და­კავ­ში­რე­ბულ წიგნ­ში Blue Book, გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია დი­ა­ლო­გი ჰიტ­ლერ­სა და ბრი­ტა­ნელ პო­ლი­ტი­კოს ნე­ვილ ჰენ­დერ­სონს შო­რის, რო­მე­ლიც 1939 წელს შედ­გა. ჰიტ­ლე­რი ეუბ­ნე­ბა ჰენ­დერ­სონს:

მე შე­მოქ­მე­დი ვარ და არა პო­ლი­ტი­კო­სი, მე მსურს ჩემი ცხოვ­რე­ბა და­ვას­რუ­ლო ისე, რო­გორც შე­მოქ­მედ­მა

ჰიტ­ლე­რის ნა­ხა­ტე­ბის დიდი ნა­წი­ლი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ჯა­რის­კა­ცებ­მა მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ შტა­ტებ­ში წა­ი­ღეს და ქვეყ­ნის მთავ­რო­ბის მფლო­ბე­ლო­ბა­შია. სხვა ნა­ხა­ტებს კი კერ­ძო პი­რე­ბი ფლო­ბენ. 2000 წელს მისი რამ­დე­ნი­მე ნა­ხა­ტი აუქ­ცი­ონ­ზე გა­ი­ყი­და. 2009 წელს მისი ერთი ნა­ხა­ტი აუქ­ცი­ონ­ზე 143 358 დო­ლა­რად გა­ი­ყი­და. ნა­ცის­ტე­ბის ლი­დე­რის ნა­მუ­შევ­რე­ბი ბევ­რი სხვა­დას­ხვა აუქ­ცი­ო­ნის სტუ­მა­რია და ყო­ველ­თვის იპყრობს კერ­ძო კო­ლექ­ცი­ო­ნე­რე­ბის დიდ ყუ­რა­დღე­ბას.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
627

ჰიტლერი - მიშტლერი სინონიმებია ! 

ფრიცი
4

ვინც მაგი გამოცდაში ჩაჭრა, ყველაზე მეტი დამნაშავეა მსოფლიოში....ჩააბარებინე გამოცდა შე მუდრეგო, რა გიფუჭდებოდა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

მხატვარი ჰიტლერი და დამსხვრეული ოცნებები, რომელმაც ის მსოფლიოში უსასტიკეს ლიდერად აქცია - დიქტატორის  უცნობი მხარე

მხატვარი ჰიტლერი და დამსხვრეული ოცნებები, რომელმაც ის მსოფლიოში უსასტიკეს ლიდერად აქცია - დიქტატორის  უცნობი მხარე

მსოფლიოს ყველაზე სასტიკ ლიდერებს შორის, ადოლფ ჰიტლერს განსაკუთრებული ადგილი უკავია. მისი პერსონა წლების განმავლობაში ადამიანების ყურადღებას იპყრობს, საზოგადოებას აინტერესებს, როგორი იყო ის მაშინ, როცა საკუთარ თავთან მარტო რჩებოდა, ჰყავდა თუ არა საყვარელი ადამიანები, რით ინტერესდებოდა, რამ აქცია ცივსისხლიან ადამიანად.

ჰიტლერის ბიოგრაფია და განსაკუთრებით მისი ცხოვრების ადრეული წლები ზოგიერთს აფიქრებინებს, რომ ერთ დროს ის შესაძლოა, ძალიან მგრძნობიარე ადამიანიც კი იყო და იმ ფაქტმა, რომ ცხოვრებაში ბევრ წინააღმდეგობას, უარყოფას წააწყდა, საბოლოო ჯამში, დიდი გავლენა იქონია და ყველაზე სასტიკ დიქტატორად აქცია.

მისი ბიოგრაფიიდან ბევრი პასაჟი იპყრობს ყურადღებას. განსაკუთრებით საინტერესო კი ისაა, რომ ჰიტლერი შემოქმედი ადამიანი იყო და მხატვრობის ნიჭი ჰქონდა. ცხოვრების ადრეულ წლებში მხატვრობით ყოფილა გატაცებული. ის ნახატებს მანამდე ქმნიდა, ვიდრე კაცობრიობის წინაშე ყველაზე საშინელ დანაშაულებს ჩაიდენდა.

ჰიტლერის, როგორც მხატვრის მოღვაწეობა 1908-1913 წლებს უკავშირებდება, როდესაც ვენაში ცხოვრობდა. თავის ნამუშევრებს ჰყიდდა და თავი მიღებული შემოსავლით გაჰქონდა. ფიურერის ნახატები მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ აღმოაჩინეს. და სხვადასხვა დროს ეს ნამუშევრები აუქციონზე ათიათასობით დოლარად გაიყიდა.

კრიტიკოსთა შეფასებით, ჰიტლერს თავისი ნამუშევრებით მხატვრობაში სიახლე არ შემოუტანია, ის კლასიკოს მხატვართა გავლენას განიცდიდა. სპეციალისტთა აზრით, ჰიტლერის ნამუშევრებში იგრძნობა იტალიური რენესანსის, რომაული კლასიციზმისა და ნეოკლასიციზმის გავლენა. როგორც ჩანს, ჰიტლერს მოსწონდა სიმბოლოების გამოყენებაც. მის ნამუშევრებში სიმბოლოებს უხვად შეხვდებით.

  • დამსხვრეული ოცნებები

ავტობიოგრაფიულ წიგნში Mein Kampf, ადოლფ ჰიტლერი წერს, რომ სურდა მხატვარი გამხდარიყო და ეს მისი ოცნება იყო, თუმცა ოცნებები მაშინ დაემსხვრა, როდესაც ვენის ხელოვნების აკადემიაში ვერ ჩააბარა. ჰიტლერმა უნივერსიტეტში ჩაბარება ორჯერ სცადა - პირველად 1907 წელს, ხოლო მეორედ - 1908 წელს, თუმცა გამომცდელებმა მისი ნამუშევრები ორივე ჯერზე დაიწუნეს. უთხრეს, რომ მხატვრობაში ნიჭი არ ჰქონდა და უმჯობესი იქნებოდა, თუ ბედს არქიტექტურაში ცდიდა.

უნიჭოდ მიჩნეული ჰიტლერი ვერ შეეგუა უარყოფას. დღეს ბევრს საუბრობენ იმის შესახებ, რომ შესაძლოა, სწორედ ეს ფაქტი ყოფილიყო მის ცხოვრებაში გარდამტეხი, შესაძლოა, სწორედ ამ უარყოფამ უბიძგა მას, რომ სხვებისთვის თავისი ძალა დაემტკიცებინა და მალე მსოფლიოს უსასტიკეს ლიდერად მოევლინა.

მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებულ წიგნში Blue Book, გამოქვეყნებულია დიალოგი ჰიტლერსა და ბრიტანელ პოლიტიკოს ნევილ ჰენდერსონს შორის, რომელიც 1939 წელს შედგა. ჰიტლერი ეუბნება ჰენდერსონს:

მე შემოქმედი ვარ და არა პოლიტიკოსი, მე მსურს ჩემი ცხოვრება დავასრულო ისე, როგორც შემოქმედმა

ჰიტლერის ნახატების დიდი ნაწილი ამერიკის შეერთებული შტატების ჯარისკაცებმა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ შტატებში წაიღეს და ქვეყნის მთავრობის მფლობელობაშია. სხვა ნახატებს კი კერძო პირები ფლობენ. 2000 წელს მისი რამდენიმე ნახატი აუქციონზე გაიყიდა. 2009 წელს მისი ერთი ნახატი აუქციონზე 143 358 დოლარად გაიყიდა. ნაცისტების ლიდერის ნამუშევრები ბევრი სხვადასხვა აუქციონის სტუმარია და ყოველთვის იპყრობს კერძო კოლექციონერების დიდ ყურადღებას.

ზურაბ დათუნაშვილმა დავით ჩაკვეტაძე დაამარცხა და ტოკიოს საგზური მოიპოვა

ბათუმში, ზღვის სანაპიროზე პირველი დამსვენებლები გამოჩდნენ - ტურისტული სეზონი დაიწყო (ფოტოები)

ღალატი და წლების შემდეგ გამჟღავნებული ძალადობის ფაქტები...  - ცნობილი ქართველი წყვილები, რომლებიც სკანდალურად დაშორდნენ