მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეორე მსოფლიო ომის პერიოდის იშვიათი ფერადი ფოტოები - როგორი იყო სამყარო სინამდვილეში
მეორე მსოფლიო ომის პერიოდის იშვიათი ფერადი ფოტოები - როგორი იყო სამყარო სინამდვილეში

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის ამ­სახ­ვე­ლი ფე­რა­დი კად­რე­ბი იშ­ვი­ა­თია. იმ დრო­ინ­დელ სამ­ყა­როს შავ-თეთ­რი ფო­ტო­ე­ბით ვიც­ნობთ. ფე­რა­დი ფო­ტოგ­რა­ფია მა­შინ ახა­ლი ხილი იყო, ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გია, რო­მელ­საც ჯერ კი­დევ იშ­ვი­ა­თად იყე­ნებ­დნენ.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, არ­სე­ბობს ფე­რა­დი სუ­რა­თე­ბი, რომ­ლე­ბიც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის პე­რი­ოდს ასა­ხა­ვენ და რომ­ლე­ბიც ბრი­ტა­ნეთ­ში, ომე­ბის მუ­ზე­უმ­შია და­ცუ­ლი. მუ­ზე­უმ­მა ახ­ლა­ხანს გა­მოქ­ვეყ­ნა წიგ­ნი, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლი ფო­ტო­ე­ბი შე­ი­ტა­ნა.

რო­გორც CNN წერს, ეს ფო­ტო­ე­ბი არ არის ხე­ლოვ­ნუ­რად და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და ხე­ლოვ­ნუ­რად გა­ფე­რა­დე­ბუ­ლი.

"თქვენ ხე­დავთ ზუს­ტად იმას, რაც გა­და­ი­ღეს. ვიცი, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვია შავ-თეთ­რი ფო­ტო­ე­ბის ფე­რა­დად ქცე­ვა, მაგ­რამ ამ კონ­კრე­ტულ ფო­ტო­ებს არა­ვინ შე­ხე­ბია და ეს არ არის ხე­ლოვ­ნუ­რი ჩა­რე­ვის შე­დე­გი“, - ამ­ბობს წიგ­ნის ავ­ტო­რი, იან კარ­ტე­რი.

კარ­ტე­რის თქმით, ეს სუ­რა­თე­ბი ყვე­ლა­ზე რე­ა­ლის­ტუ­რად ასა­ხა­ვენ მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის­დრო­ინ­დელ სი­ნამ­დვი­ლეს და იმას, თუ რო­გო­რე­ბი იყ­ვნენ მა­შინ­დე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი.

და­ვათ­ვა­ლი­ე­როთ რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი:

ქვე­მოთ მო­ცე­მულ ფო­ტო­ზე ბრი­ტა­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცი, ალფ­რედ კამ­პი­ნია აღ­ბეჭ­დი­ლი და ის 1944 წლის მარ­ტში, ბრი­ტა­ნეთ­ში, საბ­რძო­ლო წვრთნის დრო­საა გა­და­ღე­ბუ­ლი. წიგ­ნის ავ­ტო­რის თქმით, ეს მისი საყ­ვა­რე­ლი ფო­ტოა. ჯა­რის­კა­ცი ნორ­მან­დი­ა­ში მოკ­ლეს, ამ ფო­ტომ კი მას უკ­ვდა­ვე­ბა მო­უ­ტა­ნა:

ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფო, 1944 წლის სექ­ტემ­ბე­რი - ეინ­თჰო­ვენ­ში ჰო­ლან­დე­ლი­ე­ბი გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ზე­ი­მო­ბენ და ყვე­ლას სა­მოს­ზე ნა­რინ­ჯის­ფე­რი დე­ტა­ლი აქვს - ქა­მა­რი, ქუდი, ყელ­სახ­ვე­ვი. შავ-თეთრ ფო­ტო­ში ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნი­უ­ან­სი და­ი­კარ­გე­ბო­და.
1944 წელი - ლე­ი­ტე­ნან­ტი ვერ­ნონ რი­ჩარდსი მი­სი­ის შე­სას­რუ­ლებ­ლად მიფ­რი­ნავს
მედ­დე­ბი და სა­ჰა­ე­რო ეკი­პა­ჟის და­შა­ვე­ბუ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი პრინ­ცე­სა მე­რის სა­მე­ფო ჰოს­პი­ტა­ლის ეზო­ში, ბა­კინ­გემ­შირ­ში
ბომბმ­შე­ნე­ბის სა­თავ­სო, მან­ჩეს­ტერ­თან ახ­ლოს. ფოტო 1943 წელ­საა გა­და­ღე­ბუ­ლი
ბრი­ტა­ნუ­ლი სა­მე­ფო არ­ტი­ლე­რი­ის სა­შუ­ა­ლო პოლ­კის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი - 1943 წელი
ბრი­ტა­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი - 1944 წელი
მფრი­ნა­ვი და მისი ლაბ­რა­დო­რი - ნორ­მან­დია, 1944 წელი
სა­ო­მა­რი სტრა­ტე­გი­ის და­გეგ­მვის პრო­ცე­სი - 1944 წელი, ჰო­ლან­დია. ფო­ტო­ზე მეფე ჯორჯ მე­ექ­ვსე და ბრი­ტა­ნე­თის არ­მი­ის ფელდმარ­შა­ლი, ბერ­ნარდ მონტგო­მე­რი
ათე­ნი, 1994 წელი - ჯა­რის­კა­ცე­ბი აკ­რო­პო­ლის­თან

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
საბა
2

უმეტესობა ფეიკ ფოტოა

Giorgi sixarulidze-ს
1

შენი ფოტო სად არის?,შენ ხომ წარსულიდან ხარ,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

მეორე მსოფლიო ომის პერიოდის იშვიათი ფერადი ფოტოები - როგორი იყო სამყარო სინამდვილეში

მეორე მსოფლიო ომის პერიოდის იშვიათი ფერადი ფოტოები - როგორი იყო სამყარო სინამდვილეში

მეორე მსოფლიო ომის ამსახველი ფერადი კადრები იშვიათია. იმ დროინდელ სამყაროს შავ-თეთრი ფოტოებით ვიცნობთ. ფერადი ფოტოგრაფია მაშინ ახალი ხილი იყო, ახალი ტექნოლოგია, რომელსაც ჯერ კიდევ იშვიათად იყენებდნენ.

მიუხედავად ამისა, არსებობს ფერადი სურათები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდს ასახავენ და რომლებიც ბრიტანეთში, ომების მუზეუმშია დაცული. მუზეუმმა ახლახანს გამოქვეყნა წიგნი, სადაც აღნიშნული ფოტოები შეიტანა.

როგორც CNN წერს, ეს ფოტოები არ არის ხელოვნურად დამუშავებული და ხელოვნურად გაფერადებული.

"თქვენ ხედავთ ზუსტად იმას, რაც გადაიღეს. ვიცი, რომ თანამედროვე სამყაროში ჩვეულებრივია შავ-თეთრი ფოტოების ფერადად ქცევა, მაგრამ ამ კონკრეტულ ფოტოებს არავინ შეხებია და ეს არ არის ხელოვნური ჩარევის შედეგი“, - ამბობს წიგნის ავტორი, იან კარტერი.

კარტერის თქმით, ეს სურათები ყველაზე რეალისტურად ასახავენ მეორე მსოფლიო ომისდროინდელ სინამდვილეს და იმას, თუ როგორები იყვნენ მაშინდელი ადამიანები.

დავათვალიეროთ რამდენიმე მათგანი:

ქვემოთ მოცემულ ფოტოზე ბრიტანელი ჯარისკაცი, ალფრედ კამპინია აღბეჭდილი და ის 1944 წლის მარტში, ბრიტანეთში, საბრძოლო წვრთნის დროსაა გადაღებული. წიგნის ავტორის თქმით, ეს მისი საყვარელი ფოტოა. ჯარისკაცი ნორმანდიაში მოკლეს, ამ ფოტომ კი მას უკვდავება მოუტანა:

ნიდერლანდების სამეფო, 1944 წლის სექტემბერი - ეინთჰოვენში ჰოლანდელიები განთავისუფლებას ზეიმობენ და ყველას სამოსზე ნარინჯისფერი დეტალი აქვს - ქამარი, ქუდი, ყელსახვევი. შავ-თეთრ ფოტოში ეს მნიშვნელოვანი ნიუანსი დაიკარგებოდა.
1944 წელი - ლეიტენანტი ვერნონ რიჩარდსი მისიის შესასრულებლად მიფრინავს
მედდები და საჰაერო ეკიპაჟის დაშავებული წარმომადგენლები პრინცესა მერის სამეფო ჰოსპიტალის ეზოში, ბაკინგემშირში
ბომბმშენების სათავსო, მანჩესტერთან ახლოს. ფოტო 1943 წელსაა გადაღებული
ბრიტანული სამეფო არტილერიის საშუალო პოლკის წარმომადგენლები - 1943 წელი
ბრიტანელი ჯარისკაცები - 1944 წელი
მფრინავი და მისი ლაბრადორი - ნორმანდია, 1944 წელი
საომარი სტრატეგიის დაგეგმვის პროცესი - 1944 წელი, ჰოლანდია. ფოტოზე მეფე ჯორჯ მეექვსე და ბრიტანეთის არმიის ფელდმარშალი, ბერნარდ მონტგომერი
ათენი, 1994 წელი - ჯარისკაცები აკროპოლისთან

"სომხეთი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის საკითხს არ გამორიცხავს", - ნიკოლ ფაშინიანი

ფოტო და ვიდეოკადრები მთიანი ყარაბაღიდან, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს

როგორ ეხმაურებიან მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს მოსკოვში, თურქეთსა და ევროპაში