საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს დაბადების დღეზე არ მინდოდა, მეგობრებს შორის კამათის დროს პოლიციისთვის დამერეკა" - როგორ იხსენებს ანა გაბეჩავა საბედისწერო ღამეს
"ჩემს დაბადების დღეზე არ მინდოდა, მეგობრებს შორის კამათის დროს პოლიციისთვის დამერეკა" - როგორ იხსენებს ანა გაბეჩავა საბედისწერო ღამეს

გო­გო­ნა, რომ­ლის წვე­უ­ლე­ბა­ზე და­წყე­ბულ კონ­ფლიქტს 19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი ემსხვერ­პლა, სა­ბე­დის­წე­რო ღა­მეს ტვ პირ­ვე­ლის­თვის" მი­ცე­მულ ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში დე­ტა­ლუ­რად იხ­სე­ნებს. ის ამ­ბობს, რომ იუ­ბი­ლე­ზე გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი თა­ვად არ და­უ­პა­ტი­ჟია, რად­გან მას ახ­ლოს არ იც­ნობ­და.

"ჩემი მე­გობ­რის მე­გო­ბა­რი იყო და აქე­დან მოხ­და მისი და­პა­ტი­ჟე­ბა. მა­ნამ­დე 3-4ჯერ მყავ­და ნა­ნა­ხი. ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა ლიზი ნა­დი­რა­ძემ მი­წე­რა და და­პა­ტი­ჟა. ვი­ცო­დი, რომ მოს­ვლას აპი­რებ­და" - ამ­ბობს გა­ბე­ჩა­ვა.

რო­გორც ამ­ბობს ამის შემ­დეგ გი­ორ­გი "ინ­სტაგ­რამ­ზე" და­უ­კავ­შირ­და და უთხრა, რომ და­ბა­დე­ბის­დღის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ნა­რეკ­ვავ­ში მომ­ხდარ კონ­ფლიქტს, გა­ბე­ჩა­ვა იხ­სე­ნებს, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად მცი­რე კა­მა­თი დი­ჯეი კოკო ღიბ­რა­ძის მი­სა­მარ­თით გა­მოთ­ქმულ­მა რეპ­ლი­კამ გა­მო­იწ­ვია, თუმ­ცა სი­ტუ­ა­ცია მა­ლე­ვე გა­ნი­მუხ­ტა.

"უკვე 11 სა­ა­თი იყო რომ ბავ­შვე­ბი აღარ იყ­ვნენ სახ­ლში, მე გა­რეთ არ გავ­სულ­ვარ წვი­მის გამო. ერთ-ერთი მო­დის და მე­უბ­ნე­ბა გა­რეთ რა­ღაც ხდე­ბაო, კა­მა­თო­ბე­ნო და იქ­ნებ ჩა­ა­წყნა­როო. მი­ვე­დი იმ მო­მენ­ტში, კი­ბის ეპი­ზო­დი რომ ჩანს და ვცდი­ლობ­დი გაშ­ვე­ლე­ბას. კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბი არ მახ­სოვს, მაგ­რამ სა­ბურ­თა­ლო­ე­ლე­ბი და ნა­ხა­ლოვ­კე­ლე­ბი ჩხუ­ბობ­დნენ, ერთ-ერთი იყო ჩი­ქო­ვა­ნი. ჩი­ქო­ვა­ნი იყო ძა­ლი­ან ნა­ცე­მი. და­ვი­ნა­ხე, რომ ქვა ჩა­არ­ტყეს თავ­ში... ამის შემ­დეგ გა­მო­ი­ძა­ხეს სას­წრა­ფო, ოღონდ სად და ვინ, ეს დე­ტა­ლე­ბი არ ვიცი" - ამ­ბობს გა­ბე­ჩა­ვა და აქვს აზუს­ტებს, რომ ვახო ჩი­ქო­ვა­ნი და­ბა­დე­ბის დღე­ზე თა­ვად არ და­უ­პა­ტი­ჟე­ბია.

რო­გორც გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მის მოწ­მე ჰყვე­ბა, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი ჩხუბ­ში არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

"მერე გა­ვი­გე, რომ თურ­მე გი­ორ­გი აშ­ვე­ლებ­და და სა­ბურ­თა­ლო­ე­ლე­ბის მხა­რეს იდგა. 23:40 წუთ­ზე ჩხუ­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მცხე­თი­დან წა­ვიდ­ნენ. სახ­ლი უკვე დაც­ლი­ლი იყო. ნა­რეკ­ვავ­ში სულ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი დავ­რჩით და მათ შო­რის იყო გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი და გუკა ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი" - გა­ნა­ცხა­და გა­ბე­ჩა­ვამ.

ასე­ვე გო­გო­ნა იხ­სე­ნებს, ეპი­ზოდს, რო­დე­საც მე­გობ­რებ­მა თემ­ქა­ზე, ადე­იშ­ვი­ლე­ბის სახ­ლში ას­ვლა გა­და­წყვი­ტეს. რო­გორც ის ამ­ბობს, სწო­რედ იქ ცდი­ლობ­დნენ შა­ქა­რაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­ღოთ.

"თემ­ქა­ზე რო­დე­საც მი­ვე­დით გავ­ჩერ­დით ეზო­ში და ვარ­კვევ­დით რა­ღა­ცე­ებს. მივ­ხვდი, რომ ჩემი კლა­სე­ლე­ბის ნა­მოქ­მე­და­რი იქ­ნე­ბო­და. ყვე­ლას ტე­ლე­ფო­ნი გა­თი­შუ­ლი ჰქონ­და. და­ვუ­რე­კე თენ­გო ბარ­ბა­ქა­ძეს, ირაკ­ლი მუმ­ლა­ძეს... ვწერ­დი მაგ­რამ უშე­დე­გოდ. ვნერ­ვი­უ­ლობ­დით და გან­ვიც­დი­დით, რომ ასე­თი რა­ღაც მოხ­და, მაგ­რამ ვე­რა­ფე­რი გა­ვი­გეთ.. ვე­რა­ფერს ვერ ვი­ზამ­დით. არ გვე­გო­ნა, რომ გარ­დაც­ვლილს ვი­პო­ვი­დით 4 დღის შემ­დეგ" - ამ­ბობს გა­ბე­ჩა­ვა.

კი­თხვა­ზე, რა­ტომ არ და­რე­კა მან ან მის­მა რო­მე­ლი­მე მე­გო­ბარ­მა პო­ლი­ცი­ა­ში იმ ღა­მეს, ასე პა­სუ­ხობს:

"ჩემს და­ბა­დე­ბის დღე­ზე არ მინ­დო­და მე­გობ­რებს შო­რის კა­მა­თის დროს პო­ლი­ცი­ის­თვის და­მე­რე­კა. ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან რომ მცოდ­ნო­და რა მოხ­დე­ბო­და დავ­რე­კავ­დი, მაგ­რამ არ მი­ფიქ­რია რომ მსგავ­სი რამ მოხ­დე­ბო­და" - ამ­ბობს ანა გა­ბე­ჩა­ვა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 19 ივ­ნისს, და­ახ­ლო­ე­ბით 11:00 სა­ათ­ზე, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

4-დღი­ა­ნი სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს. მომ­ხდარ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია 17 პირი, მათ შო­რის არი­ან მო­რაგ­ბე­ე­ბი, ძი­უ­დო­ის­ტი და ფეხ­ბურ­თე­ლი. ყვე­ლა და­კა­ვე­ბულს მცხე­თის სა­სა­მარ­თლომ წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის მი­ხედ­ვით, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ას­ფიქ­სია გახ­და. ამავდრო­უ­ლად, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­დარ­ზე აღი­ნიშ­ნე­ბა სიკ­ვდი­ლის წინა ახლო პე­რი­ოდ­ში მკვრი­ვი-ბლაგ­ვი საგ­ნის მოქ­მე­დე­ბით მი­ყე­ნე­ბუ­ლი, სი­ცო­ცხლის­დრო­ინ­დე­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი შუბ­ლის/თა­ვის, ორი­ვე თვალ­ბუ­დის, ზედა და ქვე­და ტუ­ჩის მი­და­მო­ებ­ში, მარ­ჯვე­ნა იდაყ­ვის სახ­სრი­სა და მარ­ჯვე­ნა წი­ნამ­ხრის მი­და­მო­ებ­ში, აგ­რეთ­ვე მუც­ლის, სა­ზარ­დუ­ლის, ბოქ­ვე­ნის, წე­ლი­სა და ორი­ვე დუნ­დუ­ლოს მი­და­მო­ებ­ში.

ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნი­სა და საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ერ­თობ­ლი­ვი ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის უკვე არ­სე­ბულ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას და­ე­მა­ტა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჯგუ­ფუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ე“ ქვე­პუნ­ქტით და გა­მო­ძი­ე­ბა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ნა­წილ­ში წა­რი­მარ­თე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით.

00:00 / 00:00
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ჩემს დაბადების დღეზე არ მინდოდა, მეგობრებს შორის კამათის დროს პოლიციისთვის დამერეკა" - როგორ იხსენებს ანა გაბეჩავა საბედისწერო ღამეს

"ჩემს დაბადების დღეზე არ მინდოდა, მეგობრებს შორის კამათის დროს პოლიციისთვის დამერეკა" - როგორ იხსენებს ანა გაბეჩავა საბედისწერო ღამეს

გოგონა, რომლის წვეულებაზე დაწყებულ კონფლიქტს 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი ემსხვერპლა, საბედისწერო ღამეს ტვ პირველისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში დეტალურად იხსენებს. ის ამბობს, რომ იუბილეზე გიორგი შაქარაშვილი თავად არ დაუპატიჟია, რადგან მას ახლოს არ იცნობდა.

"ჩემი მეგობრის მეგობარი იყო და აქედან მოხდა მისი დაპატიჟება. მანამდე 3-4ჯერ მყავდა ნანახი. ჩემმა მეგობარმა ლიზი ნადირაძემ მიწერა და დაპატიჟა. ვიცოდი, რომ მოსვლას აპირებდა" - ამბობს გაბეჩავა.

როგორც ამბობს ამის შემდეგ გიორგი "ინსტაგრამზე" დაუკავშირდა და უთხრა, რომ დაბადებისდღისთვის ემზადებოდა.

რაც შეეხება ნარეკვავში მომხდარ კონფლიქტს, გაბეჩავა იხსენებს, რომ თავდაპირველად მცირე კამათი დიჯეი კოკო ღიბრაძის მისამართით გამოთქმულმა რეპლიკამ გამოიწვია, თუმცა სიტუაცია მალევე განიმუხტა.

"უკვე 11 საათი იყო რომ ბავშვები აღარ იყვნენ სახლში, მე გარეთ არ გავსულვარ წვიმის გამო. ერთ-ერთი მოდის და მეუბნება გარეთ რაღაც ხდებაო, კამათობენო და იქნებ ჩააწყნაროო. მივედი იმ მომენტში, კიბის ეპიზოდი რომ ჩანს და ვცდილობდი გაშველებას. კონკრეტული პირები არ მახსოვს, მაგრამ საბურთალოელები და ნახალოვკელები ჩხუბობდნენ, ერთ-ერთი იყო ჩიქოვანი. ჩიქოვანი იყო ძალიან ნაცემი. დავინახე, რომ ქვა ჩაარტყეს თავში... ამის შემდეგ გამოიძახეს სასწრაფო, ოღონდ სად და ვინ, ეს დეტალები არ ვიცი" - ამბობს გაბეჩავა და აქვს აზუსტებს, რომ ვახო ჩიქოვანი დაბადების დღეზე თავად არ დაუპატიჟებია.

როგორც გახმაურებული საქმის მოწმე ჰყვება, გიორგი შაქარაშვილი ჩხუბში არ მონაწილეობდა.

"მერე გავიგე, რომ თურმე გიორგი აშველებდა და საბურთალოელების მხარეს იდგა. 23:40 წუთზე ჩხუბის მონაწილეები მცხეთიდან წავიდნენ. სახლი უკვე დაცლილი იყო. ნარეკვავში სულ რამდენიმე ადამიანი დავრჩით და მათ შორის იყო გიორგი შაქარაშვილი და გუკა ამირხანაშვილი" - განაცხადა გაბეჩავამ.

ასევე გოგონა იხსენებს, ეპიზოდს, როდესაც მეგობრებმა თემქაზე, ადეიშვილების სახლში ასვლა გადაწყვიტეს. როგორც ის ამბობს, სწორედ იქ ცდილობდნენ შაქარაშვილის შესახებ ინფორმაცია მიეღოთ.

"თემქაზე როდესაც მივედით გავჩერდით ეზოში და ვარკვევდით რაღაცეებს. მივხვდი, რომ ჩემი კლასელების ნამოქმედარი იქნებოდა. ყველას ტელეფონი გათიშული ჰქონდა. დავურეკე თენგო ბარბაქაძეს, ირაკლი მუმლაძეს... ვწერდი მაგრამ უშედეგოდ. ვნერვიულობდით და განვიცდიდით, რომ ასეთი რაღაც მოხდა, მაგრამ ვერაფერი გავიგეთ.. ვერაფერს ვერ ვიზამდით. არ გვეგონა, რომ გარდაცვლილს ვიპოვიდით 4 დღის შემდეგ" - ამბობს გაბეჩავა.

კითხვაზე, რატომ არ დარეკა მან ან მისმა რომელიმე მეგობარმა პოლიციაში იმ ღამეს, ასე პასუხობს:

"ჩემს დაბადების დღეზე არ მინდოდა მეგობრებს შორის კამათის დროს პოლიციისთვის დამერეკა. ამ გადმოსახედიდან რომ მცოდნოდა რა მოხდებოდა დავრეკავდი, მაგრამ არ მიფიქრია რომ მსგავსი რამ მოხდებოდა" - ამბობს ანა გაბეჩავა.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. მომხდარზე დაკავებულია 17 პირი, მათ შორის არიან მორაგბეები, ძიუდოისტი და ფეხბურთელი. ყველა დაკავებულს მცხეთის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილი გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა. ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.

ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით.

"მინდა მივმართო შაქარაშვილის ოჯახს, ჩემი ცხოვრებაც ისევე დამთავრდა, როგორც გიორგისი" - ანა გაბეჩავა

ანი გაბეჩავას გამოკითხვა დასრულდა - რა კომენტარი გააკეთა შაქარაშვილის საქმის მოწმემ ჟურნალისტებთან

"იგეგმება ექსპერიმენტის ჩატარება, რომელში მონაწილეობას იაკობ ბრეგვაძეც მიიღებს" - ადვოკატი