მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ ბიჭების დაკითხვის შემდეგ დამიჭირეს... აგენტები არიან" - აშშ-ს ციხეში მყოფი ავთანდილ ხურციძე მის პატიმრობაში ქართველ სპორტსმენებს ადანაშაულებს
"ამ ბიჭების დაკითხვის შემდეგ დამიჭირეს... აგენტები არიან" - აშშ-ს ციხეში მყოფი ავთანდილ ხურციძე მის პატიმრობაში ქართველ სპორტსმენებს ადანაშაულებს

აშშ-ს ცი­ხე­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლი მოკ­რი­ვე ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძე, რო­მე­ლიც 3 წლის წინ კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რო­ბის გამო და­ა­კა­ვეს ამე­რი­კელ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, მის პა­ტიმ­რო­ბა­ში მე­გობ­რებს - ქარ­თველ სპორ­ტსმე­ნებს ადა­ნა­შა­უ­ლებს.

რო­გორც ხურ­ცი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ცი­ხი­დან წერს, ის მას შემ­დეგ და­ა­კა­ვეს, რაც მის წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბა მის­ცეს - UFC-ის ქარ­თველ­მა მებ­რძო­ლებ­მა, მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­მა და ლე­ვან მა­ყაშ­ვილ­მა.

ხურ­ცი­ძე ცი­ხე­ში

"დიდი ხნის თვალ­თვა­ლის შემ­დეგ, ჩემი მე­გობ­რე­ბის მი­ცე­მუ­ლი ჩვე­ნე­ბის შემ­დეგ, რომ­ლებ­საც ჩემ პა­ტა­რა ძმე­ბი­ვით ვთვლი­დი - მე­რაბ დვა­ლიშ­ვილს, გი­ორ­გი კუ­დუ­ხაშ­ვილს, ლე­ვან მა­ყაშ­ვილს - ამ ბი­ჭე­ბის და­კი­თხვის შემ­დეგ და­მი­ჭი­რეს, რე­კეტს მარ­თავ­დაო, რომ მდე­ბენ ბრა­ლად, ეს ბი­ჭე­ბია მხედ­ვე­ლო­ბა­ში სი­ნამ­დვი­ლე­ში.

ესე­ნი აგენ­ტე­ბი არი­ან და კი­დევ სხვე­ბი. მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­მა ოცი­ა­თა­სი დო­ლა­რი და­მი­კარ­გა, იძა­ხის ად­ვო­კატს მი­ვე­ციო, ის ად­ვო­კა­ტიც აგენ­ტი იყო და ჩემ სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მუ­შა­ობ­და. მი­უ­ხე­და­ვად ამ მტრო­ბი­სა და ამ­დე­ნი ლან­ძღვა-გი­ნე­ბი­სა, 0 დო­ლა­რია ჩემი და­ნა­შა­უ­ლი და არც ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი. მაქ­სი­მუმ ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა და­ი­ნიშ­ნოს სა­სა­მარ­თლო და 7 სექ­ტემ­ბერს გახ­დე­ბა უკვე ორი წელი და რა ხდე­ბა - მი­დის სრუ­ლი ძალ­მომ­რე­ო­ბა ნემ­სე­ბით, საჭ­მლის მო­წამ­ვლით, დღეს 14 ივ­ლისს, უკვე უარი გან­ვა­ცხა­დე საჭ­მლის მი­ღე­ბა­ზე და სა­ნამ გავ­ქა­ჩავ, მინ­და საღი აზ­როვ­ნე­ბით დავ­ხუ­ჭო თვა­ლე­ბი, არა ისე რო­გორც მი­კე­თე­ბენ - გუ­ლის მკერ­დის ტკი­ვი­ლე­ბით, თა­ვის სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლე­ბით, გუ­ლის­რე­ვის შეგ­რძნე­ბით, კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტკი­ვი­ლე­ბით და ა.შ.

არ გიკ­ვირთ კი მაგ­რამ რით ვერ ჩა­აგ­დე­ბი­ნეს ამ ბიჭს მთე­ლი 4 წელი ხმა, რით ვერ მო­უ­ტა­ნეს თა­ვის ნა­მოქ­მე­და­რი და და­უ­დეს წინ, არ გიკ­ვირთ? მარ­ტო ეს არის ჩემი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის ფაქ­ტი, მე ვი­ყა­ვი ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძე, ვარ ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძე და ვიქ­ნე­ბი ბო­ლომ­დე ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძე" - წერს პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი სპორ­ტსმე­ნი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2017 წლის ივ­ლის­ში, ნიუ-იორკში და­ა­კა­ვეს 15 ქარ­თვე­ლი, რომ­ლებ­საც ბრა­ლი რუ­სუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი სინ­დი­კა­ტის წევ­რო­ბა­ში ედე­ბო­დათ. მათ შო­რის იყო ორი ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნი - ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძე და ლე­ვან მა­ყაშ­ვი­ლი. მა­ყაშ­ვი­ლი მა­ლე­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ქარ­თვე­ლი მოკ­რი­ვე ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძე კი ნიუ-იორ­კის სა­სა­მარ­თლომ რუ­სუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი სინ­დი­კა­ტის წევ­რად ცნო და სას­ჯე­ლის სა­ხით 10 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
bes
27

ყოფილიყავი სპორტში გეჩხუბა და გეცხოვრა გემრიელად რომ დაიწყე ქურდებთან და ვითომ ბლატნოებთან კუნთების პარპაში მეპურემ პური უნდა აცხოს... იძახე ეხლა მაქედან მიღალატენო 

მიხედეთ ვინმემ ხალხო!!!!!!!!!!!!
39

ან საქართველოს გადმოსცენ ან რამე გაუკეთეთ ამ ბიჭს!!!! რატო არავინ ეხმარებით?????? დაეხმარეთ ვინმე !!!!! ნუთუ ასე ბევრი ვართ ქართველები რომ ამერიკელებმა ციხეში მოგვიკლან????

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ამ ბიჭების დაკითხვის შემდეგ დამიჭირეს... აგენტები არიან" - აშშ-ს ციხეში მყოფი ავთანდილ ხურციძე მის პატიმრობაში ქართველ სპორტსმენებს ადანაშაულებს

"ამ ბიჭების დაკითხვის შემდეგ დამიჭირეს... აგენტები არიან" - აშშ-ს ციხეში მყოფი ავთანდილ ხურციძე მის პატიმრობაში ქართველ სპორტსმენებს ადანაშაულებს

აშშ-ს ციხეში მყოფი ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე, რომელიც 3 წლის წინ კრიმინალური დაჯგუფების წევრობის გამო დააკავეს ამერიკელმა სამართალდამცველებმა, მის პატიმრობაში მეგობრებს - ქართველ სპორტსმენებს ადანაშაულებს.

როგორც ხურციძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ციხიდან წერს, ის მას შემდეგ დააკავეს, რაც მის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს - UFC-ის ქართველმა მებრძოლებმა, მერაბ დვალიშვილმა და ლევან მაყაშვილმა.

ხურციძე ციხეში

"დიდი ხნის თვალთვალის შემდეგ, ჩემი მეგობრების მიცემული ჩვენების შემდეგ, რომლებსაც ჩემ პატარა ძმებივით ვთვლიდი - მერაბ დვალიშვილს, გიორგი კუდუხაშვილს, ლევან მაყაშვილს - ამ ბიჭების დაკითხვის შემდეგ დამიჭირეს, რეკეტს მართავდაო, რომ მდებენ ბრალად, ეს ბიჭებია მხედველობაში სინამდვილეში.

ესენი აგენტები არიან და კიდევ სხვები. მერაბ დვალიშვილმა ოციათასი დოლარი დამიკარგა, იძახის ადვოკატს მივეციო, ის ადვოკატიც აგენტი იყო და ჩემ საწინააღმდეგოდ მუშაობდა. მიუხედავად ამ მტრობისა და ამდენი ლანძღვა-გინებისა, 0 დოლარია ჩემი დანაშაული და არც ერთი დაზარალებული. მაქსიმუმ ორი წლის განმავლობაში უნდა დაინიშნოს სასამართლო და 7 სექტემბერს გახდება უკვე ორი წელი და რა ხდება - მიდის სრული ძალმომრეობა ნემსებით, საჭმლის მოწამვლით, დღეს 14 ივლისს, უკვე უარი განვაცხადე საჭმლის მიღებაზე და სანამ გავქაჩავ, მინდა საღი აზროვნებით დავხუჭო თვალები, არა ისე როგორც მიკეთებენ - გულის მკერდის ტკივილებით, თავის საშინელი ტკივილებით, გულისრევის შეგრძნებით, კუჭ-ნაწლავის ტკივილებით და ა.შ.

არ გიკვირთ კი მაგრამ რით ვერ ჩააგდებინეს ამ ბიჭს მთელი 4 წელი ხმა, რით ვერ მოუტანეს თავის ნამოქმედარი და დაუდეს წინ, არ გიკვირთ? მარტო ეს არის ჩემი უდანაშაულობის ფაქტი, მე ვიყავი ავთანდილ ხურციძე, ვარ ავთანდილ ხურციძე და ვიქნები ბოლომდე ავთანდილ ხურციძე" - წერს პატიმრობაში მყოფი სპორტსმენი.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ივლისში, ნიუ-იორკში დააკავეს 15 ქართველი, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებოდათ. მათ შორის იყო ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი. მაყაშვილი მალევე გაათავისუფლეს. ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე კი ნიუ-იორკის სასამართლომ რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრად ცნო და სასჯელის სახით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.