კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჭარის მთავრობის 32 წლის თავმჯდომარე კალაძის მხარდაჭერით და მამის გავლენებით - რა ქონებას ფლობს თორნიკე რიჟვაძე?
აჭარის მთავრობის 32 წლის თავმჯდომარე კალაძის მხარდაჭერით და მამის გავლენებით - რა ქონებას ფლობს თორნიკე რიჟვაძე?

თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძე აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რედ 2018 წლის ივ­ლის­ში აირ­ჩი­ეს. მა­შინ ის 29 წლის იყო. მა­ნამ­დე იყო "სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის“ დი­რექ­ტო­რი; ასე­ვე მუ­შა­ობ­და ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე; რიჟ­ვა­ძე პრო­ფე­სი­ით სა­მარ­თალმცოდ­ნეა.

  • ვინ არის თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძე?

2018 წლის ივ­ლის­ში, რო­დე­საც აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რემ ზუ­რაბ პა­ტა­რა­ძემ თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა, აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე რამ­დე­ნი­მე პირი გა­ნი­ხი­ლე­ბო­და, მათ შო­რის იმ­ჟა­მად "სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის" დი­რექ­ტო­რი, თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძე, თუმ­ცა იმ­ხა­ნად 29 წლის ახალ­გაზ­რდის ასეთ სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე შერ­ჩე­ვა, ბევ­რის­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ სწო­რედ ის შე­ირ­ჩა.

ბუ­ნებ­რი­ვია მა­შინ­ვე გაჩ­ნდა კი­თხვა, რა ფაქ­ტო­რებ­მა შე­უ­წყო ხელი მის ასეთ და­წი­ნა­უ­რე­ბას?

  • კა­ლა­ძის "პრო­ტეჟე"?

ერთ-ერთ ასეთ ფაქ­ტო­რად და­სა­ხელ­და თბი­ლი­სის ამ­ჟა­მინ­დელ მერ­თან, კახა კა­ლა­ძეს­თან ახ­ლობ­ლო­ბა. რიჟ­ვა­ძე სწო­რედ კა­ლა­ძის ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრო­ბის დროს და­წი­ნა­ურ­და ამ სფე­რო­ში. სა­მი­ნის­ტრო­ში იკა­ვებ­და სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბებს, მათ შო­რის იყო ენე­რეგ­ტი­კის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეც. დღემ­დე ბევ­რი მი­იჩ­ნევს, რომ ის კა­ლა­ძის კად­რია, შე­სა­ბა­მი­სად, "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" კა­ლა­ძის გავ­ლე­ნე­ბის შემ­ცი­რე­ბა შე­საძ­ლოა პირ­და­პირ აი­სა­ხოს რიჟ­ვა­ძის კა­რი­ე­რულ წინსვლა­ზე.

თა­ვის დრო­ზე ამ სა­კი­თხზე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა კა­ლა­ძე­მაც.

"თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძე ჩემი მი­ნის­ტრო­ბის დროს, ჩემი მო­ად­გი­ლე არ ყო­ფი­ლა. მე რომ წა­მო­ვე­დი, ილია ელოშ­ვი­ლის მო­ად­გი­ლე იყო. თუმ­ცა, მას ვიც­ნობ. ჩვენ დიდი ხანი გვი­წევ­და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, ის იყო ერთ-ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი კომ­პა­ნი­ის "ტატა ჯგუ­ფის" მთა­ვა­რი იუ­რის­ტი და იმ პრო­ექ­ტებს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, რო­მე­ლიც გან­ხორ­ცი­ელ­და აჭა­რა­ში. და­ახ­ლო­ე­ბით 400 მი­ლი­ო­ნის ინ­ვეს­ტი­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ამ კომ­პა­ნი­ამ. რიჟ­ვა­ძე არის უპა­ტი­ოს­ნე­სი ადა­მი­ა­ნი, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და ვფიქ­რობ, ასე­თი ახალ­გაზ­რდე­ბი სჭირ­დე­ბა დღეს ჩვენ ქვე­ყა­ნას", - აცხა­დებ­და იმ­ხა­ნად კახა კა­ლა­ძემ.

  • მა­მის გავ­ლე­ნე­ბი

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძის მამა და­ვით რიჟ­ვა­ძე წლე­ბია სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბა­ში მუ­შა­ობს და დღეს­დღე­ო­ბით აჭა­რა­ში ერთ-ერთ გავ­ლე­ნი­ან ადა­მი­ა­ნად მი­იჩ­ნე­ვა. ის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აჭა­რის პო­ლი­ცი­ის ხუ­ლოს, შუ­ა­ხე­ვი­სა და ხელ­ვა­ჩა­უ­რის სამ­მარ­თვე­ლო­ებ­ში მუ­შა­ობ­და და იკა­ვებ­და წამ­ყვან თა­ნამ­დე­ბო­ბებს. ამ­ჟა­მად კი გახ­ლავთ აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უბ­ნის ინ­სპექ­ტო­რე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე, თუმ­ცა, რო­გორც აჭა­რა­ში ამ­ბო­ბენ, მისი გავ­ლე­ნე­ბიც უნდა ვე­ძე­ბოთ შვი­ლის წარ­მა­ტე­ბის უკან.

სხვა­დას­ხვა დროს, და­ვით რიჟ­ვა­ძის სა­ხე­ლი არა­ერთ სკან­დალს და­უ­კავ­შირ­და, მა­გა­ლი­თად, რო­გორც გა­მო­ცე­მა "ბა­თუ­მე­ლე­ბი" წერს, ის 2014 წელს თა­ნამ­დე­ბო­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის მუხ­ლით იყო ბრალ­დე­ბუ­ლი თა­ვის კო­ლე­გას­თან, არ­ჩილ ან­თა­ძეს­თან ერ­თად. საქ­მე შე­ე­ხე­ბო­და 2014 წელს, ბა­თუ­მის პო­ლი­ცი­ის პირ­ველ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში შე­სულ შე­ტყო­ბი­ნე­ბას - მო­ქა­ლა­ქემ პო­ლი­ცი­ას აც­ნო­ბა, რომ მას ვე­ლო­სი­პე­დი მო­პა­რეს. შე­ტყო­ბი­ნე­ბის ად­გილ­ზე გა­ვიდ­ნენ გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი არ­ჩილ ან­თა­ძე და მისი მო­ად­გი­ლე და­ვით რიჟ­ვა­ძე. ორი­ვე თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­მა გა­და­წყვი­ტა, რომ ეს შე­ტყო­ბი­ნე­ბა შს სა­მი­ნის­ტროს სტა­ტის­ტი­კა­ში არ უნდა ასა­ხუ­ლი­ყო, რო­გორც და­ნა­შა­უ­ლი - შე­ტყო­ბი­ნე­ბა გა­ფორმ­და, რო­გორც ნივ­თის და­კარ­გვა.

და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა ორი­ვე პო­ლი­ცი­ელ­მა აღი­ა­რა. საქ­მე­ში ჩა­ერ­თო პრო­კუ­რა­ტუ­რა, რის შემ­დე­გაც ორი­ვე თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თან გა­ფორმ­და გან­რი­დე­ბა. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ბრალ­დე­ბუ­ლი არ­ჩილ ან­თა­ძე ბა­თუ­მის პო­ლი­ცი­ის პირ­ვე­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სო­ბი­დან ბა­თუ­მის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში უბ­ნის ინ­სპექ­ტო­რის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, და­ვით რიჟ­ვა­ძე კი, რო­მე­ლიც ბა­თუ­მის პო­ლი­ცი­ის პირ­ველ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მო­ად­გი­ლედ მუ­შა­ობ­და, ბა­თუ­მის პო­ლი­ცი­ის მე-2 გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სად და­ნიშ­ნეს.

  • ახალ­გაზ­რდა ლი­დე­რის ქო­ნე­ბა

თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძემ ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია ბო­ლოს 2019 წლის 30 სექ­ტემ­ბერს შე­ავ­სო.

თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძის სა­კუთ­რე­ბა­შია 68,76 კვ მ ფარ­თო­ბის ბინა თბი­ლის­ში, რო­მე­ლიც 2017 წელს 61 000 აშშ დო­ლა­რა­დაა შე­ძე­ნი­ლი, ასე­ვე 50 კვ.მ ფარ­თო­ბის კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თი, რო­მელ­შიც 2014 წელ­საა ნა­ყი­დი და გა­დახ­დი­ლია 65 000 აშშ დო­ლა­რი. რაც შე­ე­ხე­ბა მის სა­ბან­კო ან­გა­რი­შებს, სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ოდ­ში "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" სა­ხელ­ფა­სო ბა­რათ­ზე ერი­ცხე­ბო­და 6054,18 ლარი, იმა­ვე ბან­კის საკ­რე­დი­ტო ბა­რათ­ზე კი ერი­ცხე­ბო­და 3554,44 ლარი, "თი­ბი­სი" ბან­კის სა­ბა­რა­თე­ზე - 60,7 აშშ დო­ლა­რი, HSBC-ის მიმ­დი­ნა­რე­ზე 5,81 ფუნ­ტი სტერ­ლინ­გი.

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში რიჟ­ვა­ძეს ნაღ­დი ფუ­ლის სა­ხით და­ნა­ზო­გად 5500 აშშ დო­ლა­რი და 4000 ლარი ჰქონ­და.

დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, რიჟ­ვა­ძე არის 25%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი "შპს აჭა­რა ბე­რ­რის ლი­მი­თედ სა­ქარ­თვე­ლო"-ში, რომ­ლი­და­ნაც შე­მო­სა­ვალ­ში მი­თი­თე­ბუ­ლია ნული ლარი.

რაც შე­ე­ხე­ბა საქ­მი­ა­ნო­ბი­დან აღე­ბულ ანა­ზღა­უ­რე­ბას, სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 2018 წელს 7 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში აიღო 55177,72 ლარი, ხოლო აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 2018 წელს 5 თვე­ში 24 463,64 ლარი.

თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძემ 2018 წელს კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თის იჯა­რის­თვის 5896,728 ლარი ჰქონ­და შე­მო­სავ­ლის სა­ხით, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში" იპო­თე­კუ­რი სეს­ხის­თვის მის­მა გა­სა­ვალ­მა 3869,48 აშშ დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა.

რიჟ­ვა­ძის მე­უღ­ლის სა­კუთ­რე­ბა­შია 59,6 კვ.მ ფარ­თო­ბის ბინა ბა­თუმ­ში. 340,7 კვმ ფარ­თო­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი ხუ­ლო­ში, რო­მე­ლიც 2010 წელს მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ი­ღო. მემ­კვიდ­რე­ო­ბით აქვს მი­ღე­ბუ­ლი 400 კვმ ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვე­თი ხუ­ლო­ში. მის­სა­ვე მფლო­ბე­ლო­ბა­შია მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი Toyota Camry, რო­მე­ლიც 2016 წელს 8 500 აშშ დო­ლა­რად აქვს შე­ძე­ნი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძის ოჯა­ხის სხვა წევ­რებს, მას ჰყავს და, ნონა რიჟ­ვა­ძე, რო­მე­ლიც ერთ-ერთ ბან­კში მუ­შა­ობს და მშობ­ლე­ბი. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სეი
7

პატარა ბავშვები.:-/ ამან ვის რა უნდა უცელმძღვანელოს, რომელი ჩინ-მენდლებით მივიდა თანამდებობამდე?

rasa
15

სულ პატიოსნად და თავისი ნიჭით გზაგაკაფული ახალგაზრდის შთაბეჭდილებას ტოვებს. მარად და მუდამ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

აჭარის მთავრობის 32 წლის თავმჯდომარე კალაძის მხარდაჭერით და მამის გავლენებით - რა ქონებას ფლობს თორნიკე რიჟვაძე?

აჭარის მთავრობის 32 წლის თავმჯდომარე კალაძის მხარდაჭერით და მამის გავლენებით - რა ქონებას ფლობს თორნიკე რიჟვაძე?

თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ 2018 წლის ივლისში აირჩიეს. მაშინ ის 29 წლის იყო. მანამდე იყო "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორი; ასევე მუშაობდა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე; რიჟვაძე პროფესიით სამართალმცოდნეა.

  • ვინ არის თორნიკე რიჟვაძე?

2018 წლის ივლისში, როდესაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თანამდებობა დატოვა, აღნიშნულ თანამდებობაზე რამდენიმე პირი განიხილებოდა, მათ შორის იმჟამად "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" დირექტორი, თორნიკე რიჟვაძე, თუმცა იმხანად 29 წლის ახალგაზრდის ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე შერჩევა, ბევრისთვის წარმოუდგენელი იყო, თუმცა საბოლოოდ სწორედ ის შეირჩა.

ბუნებრივია მაშინვე გაჩნდა კითხვა, რა ფაქტორებმა შეუწყო ხელი მის ასეთ დაწინაურებას?

  • კალაძის "პროტეჟე"?

ერთ-ერთ ასეთ ფაქტორად დასახელდა თბილისის ამჟამინდელ მერთან, კახა კალაძესთან ახლობლობა. რიჟვაძე სწორედ კალაძის ენერგეტიკის მინისტრობის დროს დაწინაურდა ამ სფეროში. სამინისტროში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობებს, მათ შორის იყო ენერეგტიკის მინისტრის მოადგილეც. დღემდე ბევრი მიიჩნევს, რომ ის კალაძის კადრია, შესაბამისად, "ქართულ ოცნებაში" კალაძის გავლენების შემცირება შესაძლოა პირდაპირ აისახოს რიჟვაძის კარიერულ წინსვლაზე.

თავის დროზე ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა კალაძემაც.

"თორნიკე რიჟვაძე ჩემი მინისტრობის დროს, ჩემი მოადგილე არ ყოფილა. მე რომ წამოვედი, ილია ელოშვილის მოადგილე იყო. თუმცა, მას ვიცნობ. ჩვენ დიდი ხანი გვიწევდა თანამშრომლობა, ის იყო ერთ-ერთი სერიოზული კომპანიის "ტატა ჯგუფის" მთავარი იურისტი და იმ პროექტებს ხელმძღვანელობდა, რომელიც განხორციელდა აჭარაში. დაახლოებით 400 მილიონის ინვესტიცია განახორციელა ამ კომპანიამ. რიჟვაძე არის უპატიოსნესი ადამიანი, მოწესრიგებული, განათლებული და ვფიქრობ, ასეთი ახალგაზრდები სჭირდება დღეს ჩვენ ქვეყანას", - აცხადებდა იმხანად კახა კალაძემ.

  • მამის გავლენები

აღსანიშნავია, რომ თორნიკე რიჟვაძის მამა დავით რიჟვაძე წლებია სამართალდამცავ უწყებაში მუშაობს და დღესდღეობით აჭარაში ერთ-ერთ გავლენიან ადამიანად მიიჩნევა. ის წლების განმავლობაში აჭარის პოლიციის ხულოს, შუახევისა და ხელვაჩაურის სამმართველოებში მუშაობდა და იკავებდა წამყვან თანამდებობებს. ამჟამად კი გახლავთ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსის მოადგილე, თუმცა, როგორც აჭარაში ამბობენ, მისი გავლენებიც უნდა ვეძებოთ შვილის წარმატების უკან.

სხვადასხვა დროს, დავით რიჟვაძის სახელი არაერთ სკანდალს დაუკავშირდა, მაგალითად, როგორც გამოცემა "ბათუმელები" წერს, ის 2014 წელს თანამდებობის ბოროტად გამოყენების მუხლით იყო ბრალდებული თავის კოლეგასთან, არჩილ ანთაძესთან ერთად. საქმე შეეხებოდა 2014 წელს, ბათუმის პოლიციის პირველ განყოფილებაში შესულ შეტყობინებას - მოქალაქემ პოლიციას აცნობა, რომ მას ველოსიპედი მოპარეს. შეტყობინების ადგილზე გავიდნენ განყოფილების უფროსი არჩილ ანთაძე და მისი მოადგილე დავით რიჟვაძე. ორივე თანამდებობის პირმა გადაწყვიტა, რომ ეს შეტყობინება შს სამინისტროს სტატისტიკაში არ უნდა ასახულიყო, როგორც დანაშაული - შეტყობინება გაფორმდა, როგორც ნივთის დაკარგვა.

დანაშაულის ჩადენა ორივე პოლიციელმა აღიარა. საქმეში ჩაერთო პროკურატურა, რის შემდეგაც ორივე თანამდებობის პირთან გაფორმდა განრიდება. ამის მიუხედავად, ბრალდებული არჩილ ანთაძე ბათუმის პოლიციის პირველი განყოფილების უფროსობიდან ბათუმის განყოფილებაში უბნის ინსპექტორის უფროსის თანამდებობაზე, დავით რიჟვაძე კი, რომელიც ბათუმის პოლიციის პირველ განყოფილებაში მოადგილედ მუშაობდა, ბათუმის პოლიციის მე-2 განყოფილების უფროსად დანიშნეს.

  • ახალგაზრდა ლიდერის ქონება

თორნიკე რიჟვაძემ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2019 წლის 30 სექტემბერს შეავსო.

თორნიკე რიჟვაძის საკუთრებაშია 68,76 კვ მ ფართობის ბინა თბილისში, რომელიც 2017 წელს 61 000 აშშ დოლარადაა შეძენილი, ასევე 50 კვ.მ ფართობის კომერციული ფართი, რომელშიც 2014 წელსაა ნაყიდი და გადახდილია 65 000 აშშ დოლარი. რაც შეეხება მის საბანკო ანგარიშებს, საანგარიშო პერიოდში "საქართველოს ბანკის" სახელფასო ბარათზე ერიცხებოდა 6054,18 ლარი, იმავე ბანკის საკრედიტო ბარათზე კი ერიცხებოდა 3554,44 ლარი, "თიბისი" ბანკის საბარათეზე - 60,7 აშშ დოლარი, HSBC-ის მიმდინარეზე 5,81 ფუნტი სტერლინგი.

დეკლარაციის შევსების მომენტში რიჟვაძეს ნაღდი ფულის სახით დანაზოგად 5500 აშშ დოლარი და 4000 ლარი ჰქონდა.

დეკლარაციის მიხედვით, რიჟვაძე არის 25%-იანი წილის მფლობელი "შპს აჭარა ბერრის ლიმითედ საქართველო"-ში, რომლიდანაც შემოსავალში მითითებულია ნული ლარი.

რაც შეეხება საქმიანობიდან აღებულ ანაზღაურებას, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორის თანამდებობაზე 2018 წელს 7 თვის განმავლობაში აიღო 55177,72 ლარი, ხოლო აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე 2018 წელს 5 თვეში 24 463,64 ლარი.

თორნიკე რიჟვაძემ 2018 წელს კომერციული ფართის იჯარისთვის 5896,728 ლარი ჰქონდა შემოსავლის სახით, "საქართველოს ბანკში" იპოთეკური სესხისთვის მისმა გასავალმა 3869,48 აშშ დოლარი შეადგინა.

რიჟვაძის მეუღლის საკუთრებაშია 59,6 კვ.მ ფართობის ბინა ბათუმში. 340,7 კვმ ფართობის საცხოვრებელი სახლი ხულოში, რომელიც 2010 წელს მემკვიდრეობით მიიღო. მემკვიდრეობით აქვს მიღებული 400 კვმ ფართობის მიწის ნაკვეთი ხულოში. მისსავე მფლობელობაშია მსუბუქი ავტომობილი Toyota Camry, რომელიც 2016 წელს 8 500 აშშ დოლარად აქვს შეძენილი.

რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძის ოჯახის სხვა წევრებს, მას ჰყავს და, ნონა რიჟვაძე, რომელიც ერთ-ერთ ბანკში მუშაობს და მშობლები. წაიკითხეთ სრულად