საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაიწყო მსოფლიოს შემზადება, რომ კორონას ვაქცინა არ იქნება, ან თუ იქნება, 13% ეფექტურობით" - რას წერს გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი
"დაიწყო მსოფლიოს შემზადება, რომ კორონას ვაქცინა არ იქნება, ან თუ იქნება, 13% ეფექტურობით" - რას წერს გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი

გერ­მა­ნი­ა­ში მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლი ექი­მი, იაგო ფრან­გიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­სა­ხებ ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს. ექი­მი წერს, რომ თუ COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა შე­იქ­მნე­ბა, მას და­ბა­ლი ეფექ­ტუ­რო­ბა ექ­ნე­ბა:

"მას შემ­დეგ, რაც გერ­მა­ნი­ამ 400 მი­ლი­ო­ნი ევ­როს ინ­ვეს­ტი­ცია გა­ა­კე­თა, ევ­რო­ზო­ნამ კი­დევ და­მა­ტე­ბით 700 მი­ლი­ო­ნი ევ­რო­სი და ამე­რი­კამ 1 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი ჩადო კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის დამ­ზა­დე­ბის საქ­მე­ში, კონ­კრე­ტულ ფირ­მებ­სა და კვლე­ვით ცენ­ტრებ­ში, მას შემ­დეგ რაც ეს ფული უკვე გა­დახ­დი­ლია და არა­ვინ უკან არ და­აბ­რუ­ნებს, მას შემ­დეგ რაც უკვე არაა სა­ჭი­რო რეკ­ლა­მა, რა­მე­თუ ფული მაქ­სი­მა­ლუ­რი მო­ცუ­ლო­ბით გა­დახ­დი­ლია და მე­ტის არც გა­დამ­ხდე­ლი გა­მოჩ­ნდე­ბა, თან­და­თან და­ი­წყო მსოფ­ლი­ოს შემ­ზა­დე­ბა, შე­გუ­ე­ბა იმ აზ­რი­სად­მი, რომ კო­რო­ნას ვაქ­ცი­ნა არ იქ­ნე­ბა, ან თუ იქ­ნე­ბა, სა­დღაც 13%-მდე აქ­ტი­უ­რო­ბა, ეფექ­ტუ­რო­ბა ექ­ნე­ბაო.

ჯერ კი­დევ აპ­რილ­ში ვე­უბ­ნე­ბო­დი ჩემს ახალ­გაზ­რდა კო­ლე­გებს, რომ­ლებ­საც მთე­ლი კლი­ნი­კის, სუ­ლაც მთე­ლი გერ­მა­ნი­ი­სა და მსოფ­ლი­ოს შე­ფუთ­ვა უნ­დო­დათ კო­რო­ნას ვაქ­ცი­ნის დამ­ზა­დე­ბამ­დე, რომ ვირუ­სის სა­სი­ცო­ცხლო ციკ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აც­რით ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შან­სი ფაქ­ტობ­რი­ვად ნუ­ლია და ინ­ჰა­ლა­ტო­რით, შე­სას­ხუ­რე­ბე­ლი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბით ცხვი­რის ლორ­წოს დაც­ვა, მცი­რე ხნით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი და სხვა არა­ფე­რი მეთ­ქი.

არ მრავ­ლდე­ბა ეს ვირუ­სი სის­ხლში, არც ხა­ხა­ში მრავ­ლდე­ბა და არც ფილ­ტვში. ეს არაა გრი­პის ვირუ­სი, რო­მე­ლიც პირ­და­პირ და თა­ვად აზი­ა­ნებს ორ­გა­ნო­ებს, ესაა ვირუ­სი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ და მხო­ლოდ ცხვი­რის ლორ­წო­ვან­ში მრავ­ლდე­ბა, მერე გა­და­დის ქვე­მო სარ­თუ­ლებ­ში და იწ­ვევს ლო­კა­ლურ ან­თე­ბით თუ იმუ­ნურ რე­აქ­ცი­ას, ან­თე­ბით თუ იმუ­ნურ და­ა­ვა­დე­ბებს, დე­ფექ­ტებს, რომ­ლე­ბიც მერე აზი­ა­ნე­ბენ სხვა­დას­ხვა სის­ტე­მებს.

რამ­დე­ნი­მე ცნო­ბი­ლი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მელ­საც მე­დი­ცი­ნა ათე­უ­ლი წლე­ბია იც­ნობს და მათი გა­მომ­წვე­ვი ახლა კო­რო­ნა­ვირუ­სი­ცაა. მა­გა­ლი­თად ფილ­ტვის ემ­ბო­ლია, რომ­ლის ოცამ­დე სხვა­დას­ხვა მი­ზეზს, ახლა 21-ე და­ე­მა­ტა კო­რო­ნა. ასე­ვეა ფიტ­ვის შე­შუ­პე­ბაც, ასე­ვეა იმუ­ნუ­რი ჰი­პე­რრე­აქ­ცი­აც - 100-მდე გა­მომ­წვევ მი­ზეზს და­ე­მა­ტა 101-ე კო­რო­ნა.

პირ­და­პირ ამ ვირუს­თა­ნაც შე­იძ­ლე­ბა ბრძო­ლა და ეს გახ­ლავთ უმარ­ტი­ვე­სი ჰი­გი­ე­ნის და ინექ­ცი­ო­ლო­გი­ის უპირ­ვე­ლე­სი წე­სის დაც­ვა - ესაა დის­ტან­ცია.

ჩი­ნეთ­მა, იტა­ლი­ამ, ეს­პა­ნეთ­მა, საფ­რან­გეთ­მა, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა, ბრა­ზი­ლი­ამ და ბევ­რმა სხვა ქვე­ყა­ნამ, დიდ ქა­ლა­ქებ­ში ვერ და­იც­ვეს დის­ტან­ცია, უფრო მე­ტიც, ვირუ­სო­ლო­გებ­მა, ხე­ლი­სუ­ფალ­მა, ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ისე და­ზაფ­რეს და და­ა­პა­ნი­კეს ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ ათე­ულ ათა­სო­ბით მი­ა­წყდნენ სა­ა­ვად­მყო­ფოს ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ებს, სა­ა­თო­ბით იდ­გნენ რიგ­ში, მერე დღე­ე­ბი იყ­ვნენ გა­და­ჭე­დილ სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში და კვი­რე­ე­ბი კო­ლექ­ტი­ურ კა­რან­ტი­ნებ­ში, ნა­ად­რე­ვად მოხ­და ინ­ტუ­ბა­ცი­ე­ბი, ინ­ვა­ზი­უ­რი მარ­თვი­თი სუნ­თქვა, ინ­ვა­ზი­ურ მარ­თვით სუნ­თქვა­ზე მყოფ­თა 90% გარ­და­იც­ვა­ლა.

აი, ესაა გა­სა­ა­ნა­ლი­ზე­ბე­ლი. იქ, სა­დაც არ იქნა დაშ­ვე­ბუ­ლი ტრა­გი­კუ­ლი შეც­დო­მე­ბი, ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა მხო­ლოდ 2% იყო საჰოს­პი­ტა­ლე და 0,3% სამ­წუ­ხა­როდ გარ­და­იც­ვა­ლა. აი, ამ ფაქ­ტე­ბის და კი­დევ სხვა ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის ანა­ლი­ზია აუ­ცი­ლე­ბე­ლი" - წერს ფრან­გიშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თათო
18

ძლივს ერთი ჭკვიანური მოსაზრება წავიკითხე.

zaza
50

მოკლედ საქართველოდან წასულ ყველა უცნობ ექიმს მიეცა შესაძლებლობა თავიანთი არსებობა შეახსენონ საქართველოს და დიდ მცოდნეებად წარსდგნენ საზოგადოების წინაშე. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"დაიწყო მსოფლიოს შემზადება, რომ კორონას ვაქცინა არ იქნება, ან თუ იქნება, 13% ეფექტურობით" - რას წერს გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი

"დაიწყო მსოფლიოს შემზადება, რომ კორონას ვაქცინა არ იქნება, ან თუ იქნება, 13% ეფექტურობით" - რას წერს გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი

გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე კორონავირუსის შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს. ექიმი წერს, რომ თუ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიქმნება, მას დაბალი ეფექტურობა ექნება:

"მას შემდეგ, რაც გერმანიამ 400 მილიონი ევროს ინვესტიცია გააკეთა, ევროზონამ კიდევ დამატებით 700 მილიონი ევროსი და ამერიკამ 1 მილიარდი დოლარი ჩადო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამზადების საქმეში, კონკრეტულ ფირმებსა და კვლევით ცენტრებში, მას შემდეგ რაც ეს ფული უკვე გადახდილია და არავინ უკან არ დააბრუნებს, მას შემდეგ რაც უკვე არაა საჭირო რეკლამა, რამეთუ ფული მაქსიმალური მოცულობით გადახდილია და მეტის არც გადამხდელი გამოჩნდება, თანდათან დაიწყო მსოფლიოს შემზადება, შეგუება იმ აზრისადმი, რომ კორონას ვაქცინა არ იქნება, ან თუ იქნება, სადღაც 13%-მდე აქტიურობა, ეფექტურობა ექნებაო.

ჯერ კიდევ აპრილში ვეუბნებოდი ჩემს ახალგაზრდა კოლეგებს, რომლებსაც მთელი კლინიკის, სულაც მთელი გერმანიისა და მსოფლიოს შეფუთვა უნდოდათ კორონას ვაქცინის დამზადებამდე, რომ ვირუსის სასიცოცხლო ციკლიდან გამომდინარე, აცრით ვაქცინაციის შანსი ფაქტობრივად ნულია და ინჰალატორით, შესასხურებელი ანტისხეულებით ცხვირის ლორწოს დაცვა, მცირე ხნით იქნება შესაძლებელი და სხვა არაფერი მეთქი.

არ მრავლდება ეს ვირუსი სისხლში, არც ხახაში მრავლდება და არც ფილტვში. ეს არაა გრიპის ვირუსი, რომელიც პირდაპირ და თავად აზიანებს ორგანოებს, ესაა ვირუსი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ცხვირის ლორწოვანში მრავლდება, მერე გადადის ქვემო სართულებში და იწვევს ლოკალურ ანთებით თუ იმუნურ რეაქციას, ანთებით თუ იმუნურ დაავადებებს, დეფექტებს, რომლებიც მერე აზიანებენ სხვადასხვა სისტემებს.

რამდენიმე ცნობილი დაავადებაა, რომელსაც მედიცინა ათეული წლებია იცნობს და მათი გამომწვევი ახლა კორონავირუსიცაა. მაგალითად ფილტვის ემბოლია, რომლის ოცამდე სხვადასხვა მიზეზს, ახლა 21-ე დაემატა კორონა. ასევეა ფიტვის შეშუპებაც, ასევეა იმუნური ჰიპერრეაქციაც - 100-მდე გამომწვევ მიზეზს დაემატა 101-ე კორონა.

პირდაპირ ამ ვირუსთანაც შეიძლება ბრძოლა და ეს გახლავთ უმარტივესი ჰიგიენის და ინექციოლოგიის უპირველესი წესის დაცვა - ესაა დისტანცია.

ჩინეთმა, იტალიამ, ესპანეთმა, საფრანგეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ბრაზილიამ და ბევრმა სხვა ქვეყანამ, დიდ ქალაქებში ვერ დაიცვეს დისტანცია, უფრო მეტიც, ვირუსოლოგებმა, ხელისუფალმა, ჯანდაცვის ორგანიზაციამ ისე დაზაფრეს და დააპანიკეს ადამიანები, რომ ათეულ ათასობით მიაწყდნენ საავადმყოფოს ამბულატორიებს, საათობით იდგნენ რიგში, მერე დღეები იყვნენ გადაჭედილ საავადმყოფოებში და კვირეები კოლექტიურ კარანტინებში, ნაადრევად მოხდა ინტუბაციები, ინვაზიური მართვითი სუნთქვა, ინვაზიურ მართვით სუნთქვაზე მყოფთა 90% გარდაიცვალა.

აი, ესაა გასაანალიზებელი. იქ, სადაც არ იქნა დაშვებული ტრაგიკული შეცდომები, ინფიცირებულთა მხოლოდ 2% იყო საჰოსპიტალე და 0,3% სამწუხაროდ გარდაიცვალა. აი, ამ ფაქტების და კიდევ სხვა ინფორმაციების ანალიზია აუცილებელი" - წერს ფრანგიშვილი.

"ინგუშებმა ქართველები მოიკითხეს. მათ გაუწიეს დახმარება. ამას გაოგნებული უყურებდნენ რუსები, თურქები, სომხები..." - რა მოხდა ლარსის საგუშაგოსთან

"მას ჰქონდა ფილტვის ემბოლია... ვინც ანაფილაქსიაზე საუბრობთ, ადამიანებად არ გთვლით" - რას წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი მეგი ბაქრაძეზე

"გაჰკივის, "ასტრაზენეკა" მხოლოდ 55 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებმა უნდა გაიკეთონო, ეს კაციღა გვაკლდა დაბნეულ საზოგადოებას" - გოცირიძე ფხაკაძეზე