საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
პოლიტიკა
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი გზა მიშას გზაა და ჩვენ გავიმარჯვებთ" - სააკაშვილის გეგმები უკრაინასა და საქართველოში
"ჩემი გზა მიშას გზაა და ჩვენ გავიმარჯვებთ" - სააკაშვილის გეგმები უკრაინასა და საქართველოში

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, მისი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი ერ­თნა­ი­რა­დაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რო­გორც უკ­რა­ი­ნას­თან, ისე სა­ქარ­თვე­ლოს­თან და ორი­ვე ქვე­ყა­ნა­ში გა­მარ­ჯვე­ბას აპი­რებს, რად­გან გა­მარ­ჯვე­ბის­თვი­საა და­ბა­დე­ბუ­ლი. ამის შე­სა­ხებ ექ­სპრე­ზი­დენ­ტი და უკ­რა­ი­ნის რე­ფორ­მე­ბის საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლი, "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე წერს:

"რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ერ­თმა მნიშ­ვნე­ლო­ვან­მა ადა­მი­ან­მა მკი­თხა, ზუს­ტად ვიცი თუ არა ჩემი გზა, ხომ არ ვხელ­მძღვა­ნე­ლობ მხო­ლოდ ემო­ცი­ე­ბი­თა და პი­რა­დი ამ­ბი­ცი­ე­ბით, რე­ვან­შის წყურ­ვი­ლით, სა­ერ­თოდ, საით მი­ვე­მარ­თე­ბი და რო­გო­რია ჩემი გეგ­მე­ბი. მინ­და მას და ყვე­ლა სხვას ვუ­პა­სუ­ხო:

ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან, რას ვსაქ­მი­ა­ნობთ და რისი მიღ­წე­ვა გვსურს. საქ­მე იმა­შია, რომ მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა რე­ზულ­ტატ­ზე ვი­ყა­ვი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, ყველ­გან, სა­დაც მი­მუ­შა­ვია, ვმუ­შა­ობ­დი შე­დე­გის­თვის - რომ შე­მეც­ვა­ლა ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა, შე­მეც­ვა­ლა ცხოვ­რე­ბა ჩემს ირ­გვლივ და შე­მეც­ვა­ლა ქვეყ­ნის ან ქვეყ­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა.

პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკის შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, გავმხდა­რი­ყა­ვი რე­ფორ­მე­ბის საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლი, მი­ვი­ღე იმი­ტომ, რომ მინ­და მას და უკ­რა­ი­ნას და­ვეხ­მა­რო. ამი­ტომ, ჩვენ ძა­ლი­ან კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მე­ბი გვაქვს.

ჩვენ იდე­ე­ბის გე­ნე­რა­ტო­რე­ბი ვართ. შევ­კრი­ბეთ ძა­ლი­ან კარ­გი ხალ­ხი და წინ მი­ვი­წევთ. ამ კვი­რა­ში სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მის კონ­ცეფ­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბას ვას­რუ­ლებ და შე­თა­ვა­ზე­ბას წარ­ვუდ­გენ პრე­ზი­დენ­ტსა და რა­დას, ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბას ფარ­თო გან­ხილ­ვის­თვის.

მო­ვამ­ზა­დეთ კო­დექ­სი, რომ ბოლო მო­ვუ­ღოთ კო­რუფ­ცი­ას; ვმუ­შა­ობთ ბიზ­ნეს­თან; შევ­თა­ვა­ზებთ უკ­რა­ი­ნის არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ინ­სპექ­ცი­ის ძი­რე­ულ რე­ფორ­მას, რაც სრუ­ლი­ად გა­მო­რი­ცხავს კო­რუფ­ცი­ის რის­კებს სამ­შე­ნებ­ლო სფე­რო­ში და შექ­მნის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბულ სის­ტე­მას, ისეთს. რო­გო­რიც თა­ვის დრო­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში შევ­ქმე­ნი. პრე­ზი­დენ­ტის თხოვ­ნით, მო­ვამ­ზა­დეთ სა­ბა­ჟოს რე­ფორ­მის პროგ­რა­მაც.

სა­ერ­თო ჯამ­ში, უნდა იცო­დეთ, რომ მე დიდი გეგ­მე­ბი მაქვს რო­გორც უკ­რა­ი­ნა­ში, ისე სა­ქარ­თვე­ლო­ში. მე დიდი ტრანსფორ­მა­ცი­ის მხა­რეს ვარ.

ამ შე­მოდ­გო­მა­ზე, სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­დამ­წყვე­ტი ნა­ბი­ჯის­თვის ვემ­ზა­დე­ბი. ჩვენ და­ვას­რუ­ლებთ ჩემი ერის დამ­ცი­რე­ბას და გა­ნად­გუ­რე­ბას ოლი­გარ­ქი ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ და და­ვაბ­რუ­ნებთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს სწრა­ფი გან­ვი­თა­რე­ბის რელ­სებ­ზე, თუნ­დაც ამის გამო მე პი­რა­დად მო­მიხ­დეს მა­ღა­ლი სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და.

დიახ, მე ვიბ­რძვი უკ­რა­ი­ნა­შიც და სა­ქარ­თვე­ლო­შიც. დიახ, მე არც ერთ ქვე­ყა­ნა­ში არ მაქვს მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნის პრე­ტენ­ზია, თუმ­ცა, ზუს­ტად ვიცი, რომ ბევ­რის­თვის რე­გი­ო­ნუ­ლი ლი­დე­რი ვარ და ბევ­რის­თვის ვუ­კავ­შირ­დე­ბი იმედს -, ამ ადა­მი­ა­ნებს კი არ ვუ­ღა­ლა­ტებ, რაც არ უნდა მოხ­დეს და რა­დაც არ უნდა და­მიჯ­დეს.

რო­გო­რი სირ­თუ­ლე­ე­ბიც არ უნდა შემ­ხვდეს, მე არა­სო­დეს ვნებ­დე­ბი, არც სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კურ და არც პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში. ყვე­ლა­ფე­რი ისე არ არის, რო­გორც ვი­სურ­ვებ­დი, მაგ­რამ ზუს­ტად ვიცი, რომ ყვე­ლა ფრონტზე დიდი საქ­მე­ე­ბი და დიდი წარ­მა­ტე­ბე­ბი გვე­ლის, ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბი­სა და ჩვე­ნი ხალ­ხის სა­კე­თილ­დღე­ოდ, ხალ­ხის­თვის, რომ­ლე­ბიც ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­მელ­თათ­ვი­საც ვცხოვ­რობ და ვი­ცხოვ­რებ მთე­ლი დარ­ჩე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბა.

მჯე­რა, რომ არამ­ხო­ლოდ მე ვარ და­ბა­დე­ბუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბის­თვის, არა­მედ უკ­რა­ი­ნა და სა­ქარ­თვე­ლო არი­ან და­ბა­დე­ბუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბის­თვის! ჩემი მომ­ხრე­ე­ბი და ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან და­ბა­დე­ბუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბის­თვის! აი, ეს არის ჩემი გზა. ჩემი გზა მი­შას გზაა და ჩვენ გა­ვი­მარ­ჯვებთ" - ნათ­ქვა­მია სა­ა­კაშ­ვი­ლის ვრცელ გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­ავ­რცე­ლა.

მკითხველის კომენტარები / 48 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
508

მე ვარ ერთი ციდა მე სიცილი მინდააა ჰა ჰა ჰა ჰა ჰა ჰააა... მიშააა მილიარდები სად შეინახეე? დაუბრუნე ქართველ ხალხს!!!

Pinto
63
მიდი მიშა მიაწექი!!!
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ჩემი გზა მიშას გზაა და ჩვენ გავიმარჯვებთ" - სააკაშვილის გეგმები უკრაინასა და საქართველოში

"ჩემი გზა მიშას გზაა და ჩვენ გავიმარჯვებთ" - სააკაშვილის გეგმები უკრაინასა და საქართველოში

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისი სამომავლო გეგმები ერთნაირადაა დაკავშირებული როგორც უკრაინასთან, ისე საქართველოსთან და ორივე ქვეყანაში გამარჯვებას აპირებს, რადგან გამარჯვებისთვისაა დაბადებული. ამის შესახებ ექსპრეზიდენტი და უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი, "ფეისბუქის" გვერდზე წერს:

"რამდენიმე დღის წინ, ჩემს ცხოვრებაში ერთმა მნიშვნელოვანმა ადამიანმა მკითხა, ზუსტად ვიცი თუ არა ჩემი გზა, ხომ არ ვხელმძღვანელობ მხოლოდ ემოციებითა და პირადი ამბიციებით, რევანშის წყურვილით, საერთოდ, საით მივემართები და როგორია ჩემი გეგმები. მინდა მას და ყველა სხვას ვუპასუხო:

ხშირად მეკითხებიან, რას ვსაქმიანობთ და რისი მიღწევა გვსურს. საქმე იმაშია, რომ მთელი ჩემი ცხოვრება რეზულტატზე ვიყავი ორიენტირებული, ყველგან, სადაც მიმუშავია, ვმუშაობდი შედეგისთვის - რომ შემეცვალა ადამიანების ცხოვრება, შემეცვალა ცხოვრება ჩემს ირგვლივ და შემეცვალა ქვეყნის ან ქვეყნების ცხოვრება.

პრეზიდენტ ზელენსკის შემოთავაზება, გავმხდარიყავი რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი, მივიღე იმიტომ, რომ მინდა მას და უკრაინას დავეხმარო. ამიტომ, ჩვენ ძალიან კონკრეტული გეგმები გვაქვს.

ჩვენ იდეების გენერატორები ვართ. შევკრიბეთ ძალიან კარგი ხალხი და წინ მივიწევთ. ამ კვირაში სასამართლო რეფორმის კონცეფციაზე მუშაობას ვასრულებ და შეთავაზებას წარვუდგენ პრეზიდენტსა და რადას, ასევე საზოგადოებას ფართო განხილვისთვის.

მოვამზადეთ კოდექსი, რომ ბოლო მოვუღოთ კორუფციას; ვმუშაობთ ბიზნესთან; შევთავაზებთ უკრაინის არქიტექტურული ინსპექციის ძირეულ რეფორმას, რაც სრულიად გამორიცხავს კორუფციის რისკებს სამშენებლო სფეროში და შექმნის გაუმჯობესებულ სისტემას, ისეთს. როგორიც თავის დროზე საქართველოში შევქმენი. პრეზიდენტის თხოვნით, მოვამზადეთ საბაჟოს რეფორმის პროგრამაც.

საერთო ჯამში, უნდა იცოდეთ, რომ მე დიდი გეგმები მაქვს როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში. მე დიდი ტრანსფორმაციის მხარეს ვარ.

ამ შემოდგომაზე, საქართველოში გადამწყვეტი ნაბიჯისთვის ვემზადები. ჩვენ დავასრულებთ ჩემი ერის დამცირებას და განადგურებას ოლიგარქი ივანიშვილის მიერ და დავაბრუნებთ საქართველოს სახელმწიფოს სწრაფი განვითარების რელსებზე, თუნდაც ამის გამო მე პირადად მომიხდეს მაღალი საფასურის გადახდა.

დიახ, მე ვიბრძვი უკრაინაშიც და საქართველოშიც. დიახ, მე არც ერთ ქვეყანაში არ მაქვს მაღალ თანამდებობაზე ყოფნის პრეტენზია, თუმცა, ზუსტად ვიცი, რომ ბევრისთვის რეგიონული ლიდერი ვარ და ბევრისთვის ვუკავშირდები იმედს -, ამ ადამიანებს კი არ ვუღალატებ, რაც არ უნდა მოხდეს და რადაც არ უნდა დამიჯდეს.

როგორი სირთულეებიც არ უნდა შემხვდეს, მე არასოდეს ვნებდები, არც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და არც პირად ცხოვრებაში. ყველაფერი ისე არ არის, როგორც ვისურვებდი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ყველა ფრონტზე დიდი საქმეები და დიდი წარმატებები გველის, ჩვენი ქვეყნებისა და ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ, ხალხისთვის, რომლებიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომელთათვისაც ვცხოვრობ და ვიცხოვრებ მთელი დარჩენილი ცხოვრება.

მჯერა, რომ არამხოლოდ მე ვარ დაბადებული გამარჯვებისთვის, არამედ უკრაინა და საქართველო არიან დაბადებული გამარჯვებისთვის! ჩემი მომხრეები და ახლობელი ადამიანები არიან დაბადებული გამარჯვებისთვის! აი, ეს არის ჩემი გზა. ჩემი გზა მიშას გზაა და ჩვენ გავიმარჯვებთ" - ნათქვამია სააკაშვილის ვრცელ განცხადებაში, რომელიც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

მიხეილ სააკაშვილმა თეა წულუკიანს "მახინჯი" უწოდა - ექსპრეზიდენტს სოციალურ ქსელში მწვავედ აკრიტიკებენ

ოპოზიციური პარტიების საერთო კანდიდატი  საბურთალოს ოლქში ირაკლი ოქრუაშვილი, დიდუბე-ჩუღურეთში კი ზურაბ ჯაფარიძე იქნება

"ივანიშვილი არის შესაჩერებელი... არ მივატოვებ ჩვენს ხალხს და ახალგაზრდობას გასაჭირში" - მიხეილ სააკაშვილი