პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ხდება საქართველოში კედლის მხატვრობა პოპულარული? - ინტერვიუ მხატვარ მუსია ქებურიასთან
რატომ ხდება საქართველოში კედლის მხატვრობა პოპულარული? - ინტერვიუ მხატვარ მუსია ქებურიასთან

ბოლო რამ­დე­ნი წე­ლია, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ქუ­ჩის მხატ­ვრო­ბა პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. ხე­ლოვ­ნე­ბის ეს ფორ­მა ხში­რად სვამს სო­ცი­ა­ლუ­რი უთა­ნას­წო­რო­ბის, ოკუ­პა­ცი­ი­სა და ფე­მი­ცი­დის პრობ­ლე­მებს. ასე­ვე, ეხ­მა­უ­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო მნიშ­ვნე­ლო­ვან მოვ­ლე­ნებს ან იქ­მნე­ბა წმინ­და ეს­თე­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბი­თაც.

ზო­გი­ერ­თი ნა­მუ­შე­ვა­რი იმ­დე­ნად პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და, რომ „ფე­ის­ბუქ­სა“ და „ინ­სტაგ­რამ­ზე“ ხში­რად წა­ა­წყდე­ბით მათ ფონ­ზე გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­სუ­რა­თებ­საც. თუ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ქუ­ჩის მხატ­ვრო­ბა ფეხს ბოლო წლე­ბია იკი­დებს, ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში ის ათე­უ­ლო­ბით წე­ლია, საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლია და ზო­გი­ერ­თი ნა­მუ­შევ­რის სა­ნა­ხა­ვად ტუ­რის­ტე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რა­დაც კი მი­დი­ან-ხოლ­მე (მა­გა­ლი­თად, ლე­ნო­ნის კე­დე­ლი პრა­ღა­ში).

სა­ქარ­თვე­ლო­ში კომ­პა­ნი­ებ­მა თა­ვი­ან­თი ობი­ექ­ტე­ბის სტენ­სი­ლე­ბით გა­ფორ­მე­ბა და­ი­წყეს, რაც მათ მეტ სი­ხა­ლი­სეს სძენს. მა­გა­ლი­თად, დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნია „სეუ დე­ვე­ლოპ­მენ­ტმა“, რო­მე­ლიც სა­ცხოვ­რე­ბელ კომ­პლექ­სებს ჯი­ქი­ა­სა და ვარ­კე­თილ­ში აშე­ნებს, გად­წყვი­ტა, მცხოვ­რებ­ლე­ბის­თვის სა­ჩუ­ქა­რი გა­ე­კე­თე­ბი­ნა და მუ­სია ქე­ბუ­რი­ას­თან კო­ლა­ბო­რა­ცი­ით, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სის ეზო­ში არ­სე­ბუ­ლი კედ­ლე­ბი მო­ე­ხა­ტა. შე­დე­გად, გამ­წვა­ნე­ბულ და კომ­ფორ­ტულ გა­რე­მოს­თან ერ­თად, ბავ­შვებ­სა და უფ­რო­სებს ფე­რა­დი და ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მხატ­ვრის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი დახ­ვდე­ბათ.

ქუ­ჩის მხატ­ვრო­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი არ­ტის­ტე­ბი ხში­რად სა­ბავ­შვო ბა­ღებს, სკო­ლებს, სა­ცხოვ­რე­ბელ კომ­პლექ­სებს მხი­ა­რულ და ნა­თელ ფე­რებს სძე­ნენ, მო­ბი­ნად­რე­ებს უხა­ლი­სე­ბენ ყო­ველ დღეს და ახ­სე­ნე­ბენ, რომ სამ­ყა­რო ძა­ლი­ან ფე­რა­დი და სა­ო­ცა­რია.

29 წლის მხატ­ვა­რი მუ­სია ქე­ბუ­რია ერთ-ერთი მათ­გა­ნია, რო­მე­ლიც რო­გორ სო­ცი­ა­ლურ თე­მა­ტი­კა­ზე, ისე ეს­თე­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბი­თაც აფე­რა­დებს ქუ­ჩებს.

მხატ­ვარ­მა პირ­ვე­ლად 2008 წელს მო­ხა­ტა კე­დე­ლი და მას შემ­დეგ აღარ შე­უ­წყვე­ტია. სა­ინ­ტე­რე­სოა, რას ნიშ­ნავს მის­თვის, იყო ქუ­ჩის მხატ­ვა­რი და რო­მე­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი მოს­წონს მას ყვე­ლა­ზე მე­ტად?

მუ­სია, თქვე­ნი ძი­რი­თა­დი პრო­ფე­სია ქუ­ჩის მხატ­ვრო­ბაა თუ თავ­და­პირ­ვე­ლად, სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბა გქონ­დათ არ­ჩე­უ­ლი?

3 წლი­დან ვხა­ტავ და ფაქ­ტობ­რი­ვად, ბავ­შო­ბი­დან­ვეე ვი­ცო­დი, რა სფე­რო­ში მინ­დო­და მოღ­ვა­წე­ო­ბა. და­ვამ­თავ­რე სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მია, გრა­ფი­კუ­ლი დი­ზა­ი­ნის ფა­კულ­ტე­ტი. რაც შე­ე­ხე­ბა კედ­ლის მხატ­ვრო­ბას პირ­ვე­ლად 2008 წელს მქონ­და კედ­ლებ­თან შე­ხე­ბა და მას მერე არც შე­მი­წყვე­ტია.

გრა­ფი­კუ­ლი დი­ზა­ი­ნი აკა­დე­მი­ა­ში შე­და­რე­ბით ახა­ლი ფა­კულ­ტე­ტი იყო, ბევრ ახალ და თა­ნა­მედ­რო­ვე საქ­მი­ა­ნო­ბას აერ­თი­ა­ნებ­და თუ ეხე­ბო­და, მეც გა­დავ­წყვი­ტე მე­ცა­და და გავ­ყო­ლო­დი, თუმ­ცა სა­ბო­ლოო ჯამ­ში გა­მოდ­გა ისე რომ, გრა­ფი­კულ დი­ზა­ინს მხო­ლოდ სტი­ლის­ტი­კუ­რად თუ შე­ა­ტყობთ ჩემს ნა­მუ­შევ­რებს. სხვა მხრივ სფე­როს­თან ნაკ­ლე­ბად ვიკ­ვე­თე­ბი საქ­მი­ა­ნო­ბით.

თქვე­ნი ნა­ხა­ტე­ბი არა­ერთ შე­ნო­ბას ამ­შვე­ნებს და "ინ­სტაგ­რამ­ზე" მათ ფონ­ზე გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებ­საც ვა­წყდე­ბი ხოლ­მე. საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლი ხართ. ძი­რი­თა­დად, რა თე­მა­ტი­კას ეხ­მა­უ­რე­ბით თქვე­ნი ნა­მუ­შევ­რე­ბით? რა ნა­წი­ლი უჭი­რავს ქუ­ჩის მხატ­ვრო­ბას თქვენს შე­მოქ­მე­დე­ბა­ში?

ქუ­ჩის და ზო­გა­დად კედ­ლის მხატ­ვრო­ბას ბოლო რა­მო­დე­ნი­მე წე­ლია ფაქ­ტი­უ­რად წამ­ყვა­ნი ად­გი­ლი უჭი­რავს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ჩემი ყო­ველ­დღი­უ­რი რუ­ტი­ნა და საქ­მი­ა­ნო­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვი­თარ­დე­ბა. ძი­რი­თა­დად ვმუ­შა­ობ კო­მერ­ცი­ულ პრო­ექ­ტებ­ზე, თუმ­ცა პე­რი­ო­დუ­ლად სულ ვცდი­ლობ, მათ შო­რის ბევ­რი იყოს სო­ცი­ა­ლუ­რი თე­მა­ტი­კაც, იქ­ნე­ბა ეს ეკო­ლო­გი­უ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი, გლო­ბა­ლუ­რი თუ ყო­ველ­დღი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი. ასე­ვე, ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ქვეყ­ნის შიდა და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად გარე „სთრით არტ“ ფეს­ტი­ვა­ლებ­ში.

გვი­ამ­ბეთ თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ნა­მუ­შევ­რი­სა და მისი ში­ნა­არ­სობ­რი­ვი ნა­წი­ლის შე­სა­ხებ.

იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე რომ, ჩემ­თვის ნა­ხატ­ში ვი­ზუ­ალ­თან ერ­თად იდე­უ­რი ნა­წი­ლიც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, შე­მიძ­ლია ქუ­თა­ის­ში შექ­მნი­ლი ერთ-ერთი ნა­მუ­შე­ვა­რი და­ვა­სა­ხე­ლო, რო­მე­ლიც ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი და მო­მუ­შა­ვე ბავ­შვე­ბის სა­კი­თხებს ეხე­ბა. ნა­მუ­შე­ვა­რი Unicef-თან და World vision Georgia-სთან კო­ლა­ბო­რა­ცი­ით შე­იქ­მნა.

მუ­სია, სა­ინ­ტე­რე­სოა ბოლო პრო­ექ­ტი, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეთ. რას ეხე­ბო­და ის?

ბოლო პე­რი­ოდ­ში ვი­მუ­შა­ვე ერთ-ერთ სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ექ­ტზე - მოვ­ხა­ტე სა­ბავ­შო სკვე­რის კედ­ლე­ბი.

„სეუ დე­ვე­ლოპ­მენ­ტის“ მიერ აშე­ნე­ბულ სა­ცხოვ­რე­ბელ კომ­პლექსში. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ზო­გა­დად, პარ­კე­ბი სიმწვა­ნე და სა­ბავ­შო სივ­რცე­ე­ბი გვაკ­ლია, პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რი­დან ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა და მო­ტი­ვა­ცი­ით ჩა­ვერ­თე ამ პრო­ექ­ტში, რაც გუ­ლის­ხმობ­და 100 კვად­რა­ტუ­ლამ­დე ბე­ტო­ნის ღო­ბის მო­ხატ­ვას. ვფიქ­რობ, სა­ბო­ლოო ჯამ­ში საკ­მა­ოდ კარ­გი, სა­ხა­ლი­სო და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია კომ­პლექ­სის მცხოვ­რებ­ლე­ბი­სათ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო სივ­რცე გა­მო­ვი­და.

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით თქვენს მიზ­ნებს უკვე მი­აღ­წი­ეთ? რო­გო­რია თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი?

სი­მარ­თლე გი­თხრათ დრომ, სურ­ვილ­მა და ბევ­რმა შრო­მამ მო­მიყ­ვა­ნა იქამ­დე რომ სრუ­ლი­ად რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი იმ საქ­მე­ში და სფე­რო­ში რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ვფიქ­რობ, გარ­კვე­ულ­წი­ლად გა­მი­მარ­თლა, რად­გან ეს სფე­რო ბავ­შო­ბი­დან­ვე მქონ­და არ­ჩე­უ­ლი და დიდი ფიქ­რი და სა­კუ­თა­რი თა­ვის ძებ­ნა არ დამ­ჭირ­ვე­ბია. რაც შე­ე­ხე­ბა სა­მო­მავ­ლო გეგ­მებს, ყვე­ლა­ზე დიდი და მთა­ვა­რი მი­ზა­ნი და გეგ­მა სა­ქარ­თვე­ლოს და­ტა­ნაა მსოფ­ლიო „სთრით არტ“ რუ­კა­ზე. ვეც­დე­ბი, კედ­ლე­ბის სიმ­რავ­ლის თუ მას­შტა­ბე­ბის გაზ­რდით, მცი­რე­დი წვლი­ლი მა­ინც შე­ვი­ტა­ნო ამა­ში.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
aleko
12

რა არის პოპულარული ვერ გავიგე მთელი მიწისქვეშა გვირაბები რომ არის მოთხვრილი და დაჯღაბნილი ესაა პოპულარობა? ლიბერალი ვითომ მხატვრები.

ნინო
3

 200 კვადრატული კედლი ,სიმაღლე 10 მეტი ,რომელიც არის კორპუსთან არის გაულესავი და არა თანაბარი,თუ გაქვთ სურვილი რომ პრაქტიკული სამუშაოები ჩაატაროთ ,მოხალისეებისთვის შეგვეხმიანეთ..577103955

ავტორი:

რატომ ხდება საქართველოში კედლის მხატვრობა პოპულარული? - ინტერვიუ მხატვარ მუსია ქებურიასთან

რატომ ხდება საქართველოში კედლის მხატვრობა პოპულარული? - ინტერვიუ მხატვარ მუსია ქებურიასთან

ბოლო რამდენი წელია, ჩვენს ქვეყანაში ქუჩის მხატვრობა პოპულარული გახდა. ხელოვნების ეს ფორმა ხშირად სვამს სოციალური უთანასწორობის, ოკუპაციისა და ფემიციდის პრობლემებს. ასევე, ეხმაურება საზოგადოებისთვის საინტერესო მნიშვნელოვან მოვლენებს ან იქმნება წმინდა ესთეტიკური მიზნებითაც.

ზოგიერთი ნამუშევარი იმდენად პოპულარული გახდა, რომ „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამზე“ ხშირად წააწყდებით მათ ფონზე გადაღებულ ფოტოსურათებსაც. თუ ჩვენს ქვეყანაში ქუჩის მხატვრობა ფეხს ბოლო წლებია იკიდებს, ევროპასა და ამერიკაში ის ათეულობით წელია, საკმაოდ პოპულარულია და ზოგიერთი ნამუშევრის სანახავად ტურისტები სპეციალურადაც კი მიდიან-ხოლმე (მაგალითად, ლენონის კედელი პრაღაში).

საქართველოში კომპანიებმა თავიანთი ობიექტების სტენსილებით გაფორმება დაიწყეს, რაც მათ მეტ სიხალისეს სძენს. მაგალითად, დეველოპერული კომპანია „სეუ დეველოპმენტმა“, რომელიც საცხოვრებელ კომპლექსებს ჯიქიასა და ვარკეთილში აშენებს, გადწყვიტა, მცხოვრებლებისთვის საჩუქარი გაეკეთებინა და მუსია ქებურიასთან კოლაბორაციით, საცხოვრებელი კომპლექსის ეზოში არსებული კედლები მოეხატა. შედეგად, გამწვანებულ და კომფორტულ გარემოსთან ერთად, ბავშვებსა და უფროსებს ფერადი და ცნობილი ქართველი მხატვრის მიერ შესრულებული ნამუშევარი დახვდებათ.

ქუჩის მხატვრობით დაკავებული ქართველი არტისტები ხშირად საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კომპლექსებს მხიარულ და ნათელ ფერებს სძენენ, მობინადრეებს უხალისებენ ყოველ დღეს და ახსენებენ, რომ სამყარო ძალიან ფერადი და საოცარია.

29 წლის მხატვარი მუსია ქებურია ერთ-ერთი მათგანია, რომელიც როგორ სოციალურ თემატიკაზე, ისე ესთეტიკური მიზნებითაც აფერადებს ქუჩებს.

მხატვარმა პირველად 2008 წელს მოხატა კედელი და მას შემდეგ აღარ შეუწყვეტია. საინტერესოა, რას ნიშნავს მისთვის, იყო ქუჩის მხატვარი და რომელი ნამუშევრები მოსწონს მას ყველაზე მეტად?

მუსია, თქვენი ძირითადი პროფესია ქუჩის მხატვრობაა თუ თავდაპირველად, სხვა მიმართულება გქონდათ არჩეული?

3 წლიდან ვხატავ და ფაქტობრივად, ბავშობიდანვეე ვიცოდი, რა სფეროში მინდოდა მოღვაწეობა. დავამთავრე სამხატვრო აკადემია, გრაფიკული დიზაინის ფაკულტეტი. რაც შეეხება კედლის მხატვრობას პირველად 2008 წელს მქონდა კედლებთან შეხება და მას მერე არც შემიწყვეტია.

გრაფიკული დიზაინი აკადემიაში შედარებით ახალი ფაკულტეტი იყო, ბევრ ახალ და თანამედროვე საქმიანობას აერთიანებდა თუ ეხებოდა, მეც გადავწყვიტე მეცადა და გავყოლოდი, თუმცა საბოლოო ჯამში გამოდგა ისე რომ, გრაფიკულ დიზაინს მხოლოდ სტილისტიკურად თუ შეატყობთ ჩემს ნამუშევრებს. სხვა მხრივ სფეროსთან ნაკლებად ვიკვეთები საქმიანობით.

თქვენი ნახატები არაერთ შენობას ამშვენებს და "ინსტაგრამზე" მათ ფონზე გადაღებულ ფოტოებსაც ვაწყდები ხოლმე. საკმაოდ პოპულარული ხართ. ძირითადად, რა თემატიკას ეხმაურებით თქვენი ნამუშევრებით? რა ნაწილი უჭირავს ქუჩის მხატვრობას თქვენს შემოქმედებაში?

ქუჩის და ზოგადად კედლის მხატვრობას ბოლო რამოდენიმე წელია ფაქტიურად წამყვანი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში. ჩემი ყოველდღიური რუტინა და საქმიანობა ამ მიმართულებით ვითარდება. ძირითადად ვმუშაობ კომერციულ პროექტებზე, თუმცა პერიოდულად სულ ვცდილობ, მათ შორის ბევრი იყოს სოციალური თემატიკაც, იქნება ეს ეკოლოგიური, ეკონომიკური, გლობალური თუ ყოველდღიური პრობლემები. ასევე, ვიღებ მონაწილეობას ქვეყნის შიდა და შეძლებისდაგვარად გარე „სთრით არტ“ ფესტივალებში.

გვიამბეთ თქვენი საყვარელი ნამუშევრისა და მისი შინაარსობრივი ნაწილის შესახებ.

იქიდან გამომდინარე რომ, ჩემთვის ნახატში ვიზუალთან ერთად იდეური ნაწილიც ძალიან მნიშვნელოვანია, შემიძლია ქუთაისში შექმნილი ერთ-ერთი ნამუშევარი დავასახელო, რომელიც ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების საკითხებს ეხება. ნამუშევარი Unicef-თან და World vision Georgia-სთან კოლაბორაციით შეიქმნა.

მუსია, საინტერესოა ბოლო პროექტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეთ. რას ეხებოდა ის?

ბოლო პერიოდში ვიმუშავე ერთ-ერთ სასიამოვნო პროექტზე - მოვხატე საბავშო სკვერის კედლები.

„სეუ დეველოპმენტის“ მიერ აშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში. იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად, პარკები სიმწვანე და საბავშო სივრცეები გვაკლია, პირველივე შეხვედრიდან ძალიან მომეწონა და მოტივაციით ჩავერთე ამ პროექტში, რაც გულისხმობდა 100 კვადრატულამდე ბეტონის ღობის მოხატვას. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში საკმაოდ კარგი, სახალისო და რაც ყველაზე მთავარია კომპლექსის მცხოვრებლებისათვის საინტერესო სივრცე გამოვიდა.

შეიძლება ითქვას, რომ პროფესიული მიმართულებით თქვენს მიზნებს უკვე მიაღწიეთ? როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

სიმართლე გითხრათ დრომ, სურვილმა და ბევრმა შრომამ მომიყვანა იქამდე რომ სრულიად რეალიზებული ვყოფილიყავი იმ საქმეში და სფეროში რომელიც ძალიან მიყვარს. ვფიქრობ, გარკვეულწილად გამიმართლა, რადგან ეს სფერო ბავშობიდანვე მქონდა არჩეული და დიდი ფიქრი და საკუთარი თავის ძებნა არ დამჭირვებია. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ყველაზე დიდი და მთავარი მიზანი და გეგმა საქართველოს დატანაა მსოფლიო „სთრით არტ“ რუკაზე. ვეცდები, კედლების სიმრავლის თუ მასშტაბების გაზრდით, მცირედი წვლილი მაინც შევიტანო ამაში.

გულწრფელი მადლობა სამედიცინო პერსონალს!

ხალიკ ბანკის საახალწლო ქეშბექ აქცია

სამედიცინო პირბადე 0,18 ლარად ავერსის აფთიაქებში