მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დეპუტატ კობალაძის შვილს და კიდევ 5 პირს ახალგაზრდის ცემის ფაქტზე პროკურატურამ ბრალი წარუდგინა
დეპუტატ კობალაძის შვილს და კიდევ 5 პირს ახალგაზრდის ცემის ფაქტზე პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ახალ­გაზ­რდა ბიჭ­ზე ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე დე­პუ­ტატ კობა კო­ბა­ლა­ძის შვი­ლის გარ­და ბრალ­დე­ბა კი­დევ 5 პირს წა­რუდ­გი­ნა.

გ.ე.-ს მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტზე ჯამ­ში ბრალ­დე­ბუ­ლია 6 პირი. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გ.ე.-ს 6 პირი შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით თავს და­ასხნა, რის შე­დე­გა­დაც მან მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა, რომ 2020 წლის 24 ივ­ნისს, ქ. თბი­ლის­ში, სერ­გო ზა­ქა­რი­ა­ძის ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, დ.ჟ., ს.ქ., გ.კ., დ.კ., ვ.კ. და დ.ძ. შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით, თავს და­ესხნენ გ.ე.-ს, რა დრო­საც დ.ჟ.-მ, ვ.კ.-მ, დ.კ.-მ და დ.ძ.-მ ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს გ.ე.-ს, ხოლო ს.ქ.-მ და გ.კ.-მ ბას­რი საგ­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით და­ზა­რა­ლე­ბულს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბის შე­დე­გად გ.ე.-ს ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა მი­ად­გა.

გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დგინ­დე­ბა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი და­ფა­რა გ.ბ.-მ.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ექ­ვსი პირი 2020 წლის 11 ივ­ლისს და­ა­კა­ვეს. პრო­კუ­რა­ტუ­რამ გ.კ. -ს და ს.ქ.- ს ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლის მე-5 ნა­წი­ლის „ე“ ქვე­პუნ­ქტით. დ.ჟ.-ს 126-ე მუხ­ლის 1-ლი პრი­მა ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით და 238-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით, დ.ძ.-ს და დ.კ.-ს 126-ე მუხ­ლის 1-ლი პრი­მა ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით, ხოლო გ.ბ.-ს 375-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით წა­რუდ­გი­ნა.

ბრალ­დე­ბის მხა­რემ უკვე მი­მარ­თა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა, რაც შე­ე­ხე­ბა ვ.კ.-ს, მის მი­მართ გა­მო­ტა­ნი­ლია დად­გე­ნი­ლე­ბა ბრალ­დე­ბის შე­სა­ხებ სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლის 1-ლი პრი­მა ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის­თვის. ვი­ნა­ი­დან ის თავს არი­დებს გა­მო­ძი­ე­ბას, მის მი­მართ გა­მო­ცხად­დე­ბა ძებ­ნა”, - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კორონიკო!
9

კობალაძეს შეუწყდეს დეპუტატის უფლება მოვალეობა!

ესენიც ქართველებია?!!!
1

ე ქ ვ ს ი

ე რ თ ზ ე !!!

 

 

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

დეპუტატ კობალაძის შვილს და კიდევ 5 პირს ახალგაზრდის ცემის ფაქტზე პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

დეპუტატ კობალაძის შვილს და კიდევ 5 პირს ახალგაზრდის ცემის ფაქტზე პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ ახალგაზრდა ბიჭზე ძალადობის ფაქტზე დეპუტატ კობა კობალაძის შვილის გარდა ბრალდება კიდევ 5 პირს წარუდგინა.

გ.ე.-ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ჯამში ბრალდებულია 6 პირი. პროკურატურის ინფორმაციით, გ.ე.-ს 6 პირი შურისძიების მოტივით თავს დაასხნა, რის შედეგადაც მან მძიმე დაზიანებები მიიღო.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 24 ივნისს, ქ. თბილისში, სერგო ზაქარიაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ.ჟ., ს.ქ., გ.კ., დ.კ., ვ.კ. და დ.ძ. შურისძიების მოტივით, თავს დაესხნენ გ.ე.-ს, რა დროსაც დ.ჟ.-მ, ვ.კ.-მ, დ.კ.-მ და დ.ძ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გ.ე.-ს, ხოლო ს.ქ.-მ და გ.კ.-მ ბასრი საგნების გამოყენებით დაზარალებულს დაზიანებები მიაყენეს.

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად გ.ე.-ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიადგა.

გამოძიებით ასევე დგინდება, რომ აღნიშნული მძიმე დანაშაული დაფარა გ.ბ.-მ.

სამართალდამცველებმა ექვსი პირი 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. პროკურატურამ გ.კ. -ს და ს.ქ.- ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით. დ.ჟ.-ს 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 238-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, დ.ძ.-ს და დ.კ.-ს 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო გ.ბ.-ს 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინა.

ბრალდების მხარემ უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, რაც შეეხება ვ.კ.-ს, მის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდების შესახებ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. ვინაიდან ის თავს არიდებს გამოძიებას, მის მიმართ გამოცხადდება ძებნა”, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"დაადასტურა, რომ ერთ-ერთმა ჰკითხა, "როგორ კარგადაც იცის შაქარაშვილმა სირბილი, ასე კარგად თუ იცის ცურვაო" - ადვოკატი გუკა ამირხანაშვილის დაკითხვის დეტალებზე

"ამ ჯგუფში ნათესავის მეშვეობით მოვხვდი, ის მაწვდიდა უკვე დაფასოებულს და მისამართებს, სადაც ვალაგებდი" - რას ყვება ნარკორეალიზატორი

სოფელ შროშაში ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა - ავარიას მსხვერპლი მოჰყვა