მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უილ სმიტის ცოლი პირდაპირ ეთერში გამოტყდა, რომ სხვა კაცთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა, რისი ნებართვაც მეუღლემ მისცა
უილ სმიტის ცოლი პირდაპირ ეთერში გამოტყდა, რომ სხვა კაცთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა, რისი ნებართვაც მეუღლემ მისცა

უილ სმი­ტის ცოლი, ჯედა პინ­კეტ სმი­ტი ამ­ბობს, რომ მას სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა სხვა კაც­თან მა­შინ ჰქონ­და, როცა უკვე ქორ­წი­ნე­ბა­ში იყო უილ­თან. ამის შე­სა­ხებ ჯე­დამ Facebook შოუს, Red Table Talk-ის ფარ­გლებ­ში პირ­და­პირ ეთერ­ში ისა­უბ­რა და სა­ინ­ტე­რე­სო ის არის, რომ აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე სა­უბ­რის დროს, უი­ლიც მის გვერ­დით იყო.

ჯედა პინ­კეტ სმი­ტის თქმით, მას რო­მა­ნი ჰქონ­და მუ­სი­კოს ოგუსტ ალ­სი­ნას­თან იმ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც უილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში პა­უ­ზა აუღო. ჯედა ამ­ბობს, რომ მან და უილ­მა გა­და­წყვი­ტეს ცოტა ხნით ცალ-ცალ­კე ეცხოვ­რათ.

"ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ რა­ღაც პე­რი­ო­დი ცალ-ცალ­კე გვე­ცხოვ­რა და გაგ­ვე­გო, თუ რა გვა­ბედ­ნი­ე­რებ­და“, - ამ­ბობს ჯედა.

მი­სი­ვე თქმით, სურ­და, რომ ქმარს ყვე­ლა­ფე­რი სცოდ­ნო­და და ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის და­სა­წყე­ბად უი­ლის­გან ნე­ბარ­თვაც კი აიღო.

ჯედა პინ­კეტ სმი­ტის სკან­და­ლურ აღი­ა­რე­ბამ­დე აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე რა­დიო ინ­ტერ­ვი­უ­ში ალ­სინ­მა (ადა­მი­ა­ნი, ვის­თა­ნაც ჯე­დას რო­მა­ნი ჰქონ­და) ისა­უბ­რა და თქვა, რომ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­ში­რებ­და ჯე­დას­თან, თუმ­ცა ამ ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ უილ­მა იცო­და და თა­ვის ცოლს მხარს უჭერ­და. თავ­და­პირ­ვე­ლად ჯედა უარ­ყოფ­და იმას, რომ უი­ლის­გან ნე­ბარ­თვა აიღო, თუმ­ცა ახლა სა­ჯა­როდ, ქმრის გვერ­დით თქვა, რომ უილ­მა ყო­ვე­ლი­ვე იცო­და.

რო­გორც sky.com წერს ჯე­და­სა და ალ­სინს ურ­თი­ერ­თო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 4 წლის წინ ჰქონ­დათ, თუმ­ცა მალე და­შორ­დნენ და ახლა არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვთ.

უილ სმი­ტი და ჯედა პინ­კეტ სმი­ტი 1997 წელს და­ქორ­წინ­დნენ და მათი ოჯა­ხი ჰო­ლი­ვუ­დის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მყარ ოჯა­ხა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი. წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი კო­მე­დი­უ­რი სე­რი­ა­ლის The Fresh Prince Of Bel-Air-ის გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე, 1990 წელს გა­იც­ნო. უილ­სა და ჯე­დას 22 წლის ვაჟი, ჯე­ი­დე­ნი და 20 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი, უი­ლოუ ჰყავს. ორი­ვე მათ­გა­ნი შოუ-ბიზ­ნეს­ში აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი.

უილ სმი­ტი ამ­ბობს, რომ მისი და ჯე­დას სიყ­ვა­რუ­ლი უპი­რო­ბოა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
49

ვისი წიგნი ვის თაროზეა ვერ გაიგებს კაცი

ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
25

„„ჯედა ამბობს, რომ სმიტი მხარს უჭერდა““ ... ხოხ! ფეხს და წელს, ვინ უჭერდა, ეს ჯერ კიდევ დასადგენია,... ვის შეუძლია ამის დადგენა? ერთი ედგარ პო იყო და ისიც მოკვდა თურმე, ვინ შეძლებს ამას, ვითამ განგსტერიი მაიკლი? 

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

უილ სმიტის ცოლი პირდაპირ ეთერში გამოტყდა, რომ სხვა კაცთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა, რისი ნებართვაც მეუღლემ მისცა

უილ სმიტის ცოლი პირდაპირ ეთერში გამოტყდა, რომ სხვა კაცთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა, რისი ნებართვაც მეუღლემ მისცა

უილ სმიტის ცოლი, ჯედა პინკეტ სმიტი ამბობს, რომ მას სასიყვარულო ურთიერთობა სხვა კაცთან მაშინ ჰქონდა, როცა უკვე ქორწინებაში იყო უილთან. ამის შესახებ ჯედამ Facebook შოუს, Red Table Talk-ის ფარგლებში პირდაპირ ეთერში ისაუბრა და საინტერესო ის არის, რომ აღნიშნულ საკითხზე საუბრის დროს, უილიც მის გვერდით იყო.

ჯედა პინკეტ სმიტის თქმით, მას რომანი ჰქონდა მუსიკოს ოგუსტ ალსინასთან იმ პერიოდში, როდესაც უილთან ურთიერთობაში პაუზა აუღო. ჯედა ამბობს, რომ მან და უილმა გადაწყვიტეს ცოტა ხნით ცალ-ცალკე ეცხოვრათ.

"ჩვენ გადავწყვიტეთ რაღაც პერიოდი ცალ-ცალკე გვეცხოვრა და გაგვეგო, თუ რა გვაბედნიერებდა“, - ამბობს ჯედა.

მისივე თქმით, სურდა, რომ ქმარს ყველაფერი სცოდნოდა და ახალი ურთიერთობის დასაწყებად უილისგან ნებართვაც კი აიღო.

ჯედა პინკეტ სმიტის სკანდალურ აღიარებამდე აღნიშნულ საკითხზე რადიო ინტერვიუში ალსინმა (ადამიანი, ვისთანაც ჯედას რომანი ჰქონდა) ისაუბრა და თქვა, რომ სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა ჯედასთან, თუმცა ამ ურთიერთობის შესახებ უილმა იცოდა და თავის ცოლს მხარს უჭერდა. თავდაპირველად ჯედა უარყოფდა იმას, რომ უილისგან ნებართვა აიღო, თუმცა ახლა საჯაროდ, ქმრის გვერდით თქვა, რომ უილმა ყოველივე იცოდა.

როგორც sky.com წერს ჯედასა და ალსინს ურთიერთობა დაახლოებით 4 წლის წინ ჰქონდათ, თუმცა მალე დაშორდნენ და ახლა არანაირი კავშირი არ აქვთ.

უილ სმიტი და ჯედა პინკეტ სმიტი 1997 წელს დაქორწინდნენ და მათი ოჯახი ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე მყარ ოჯახადაა მიჩნეული. წყვილმა ერთმანეთი კომედიური სერიალის The Fresh Prince Of Bel-Air-ის გადასაღებ მოედანზე, 1990 წელს გაიცნო. უილსა და ჯედას 22 წლის ვაჟი, ჯეიდენი და 20 წლის ქალიშვილი, უილოუ ჰყავს. ორივე მათგანი შოუ-ბიზნესში აქტიურადაა ჩართული.

უილ სმიტი ამბობს, რომ მისი და ჯედას სიყვარული უპირობოა.

თემო საჯაიამ და მარიტა ჯანაშიამ ჯვარი დაიწერეს - ორი საქორწინო კაბა, ცნობილი სტუმრები და დაუვიწყარი წვეულება (ფოტოები)

"მივხვდი, რომ შენი ბედნიერებით ყველა არ ხარობს...ამის გაანალიზების შემდეგ, თითქოს ჩავიკეტე" - ლელა მებურიშვილი სიყვარულზე, შვილებსა და ბავშვობის ოცნებებზე

სალომე ღვინიაშვილისა და ანუკი არეშიძის ცეკვა მეგობრის ქორწილში - როგორ ერთობიან ქართველი ვარსკვლავები