მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 მიზეზი, რის გამოც თორნიკე შენგელია ცსკა-ში გადავიდა
5 მიზეზი, რის გამოც თორნიკე შენგელია ცსკა-ში გადავიდა

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის კა­პი­ტა­ნი თორ­ნი­კე შენ­გე­ლია რუ­სუ­ლი კლუ­ბის ცსკა-ს წევ­რი გახ­და, რა­საც მწვა­ვე გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა დიდ­მა ნა­წილ­მა კა­ლათ­ბურ­თე­ლი გა­აკ­რი­ტი­კა. თუმ­ცა არი­ან ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ სპორ­ტი და პო­ლი­ტი­კა სხვა­დას­ხვა რა­მეა და თუ შენ­გე­ლია "ცსკა"-ში გა­და­ვა, ამა­ში არა­ფე­რი იქ­ნე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი.

თა­ვად შენ­გე­ლია აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­კუ­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ბედ­ნი­ე­რია.

"ბედ­ნი­ე­რი ვარ ევ­რო­ლი­გის მოქ­მე­დი ჩემ­პი­ო­ნის რი­გებ­ში გა­დას­ვლით და ერთი სული მაქვს რო­დის შევ­ძლებ სა­უ­ცხოო მო­თა­მა­შე­ე­ბის გვერ­დი­თა და ბრწყინ­ვა­ლე მწვრთნე­ლე­ბის და­მო­ძღვრით თა­მაშს. იმე­დი მაქვს, ცსკა-სთან ერ­თად ევ­რო­ლი­გა­სა და ვი-თი-ბი ლი­გა­ზე დიდ წარ­მა­ტე­ბებს მი­ვაღ­წევთ", - ამ­ბობს შენ­გე­ლია "არ­მი­ელ­თა" სა­ი­ტის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

სპორ­ტუ­ლი გა­მო­ცე­მა LELO.GE იმ მი­ზე­ზე­ბის შე­სა­ხებ წერს, რის გა­მოც შენ­გე­ლია ცსკა-ში გა­და­ვი­და:

  • პირ­ვე­ლი მი­ზე­ზი - გა­მო­სას­ყი­დი

მა­შინ, რო­დე­საც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი შენ­გე­ლი­ას ტრანსფერ­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა­სა და უცხო­უ­რი პრე­სი­დან ცხე­ლი ამ­ბე­ბის თარ­გმნით ვი­ყა­ვით და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ყო­ფილ­მა კა­პი­ტან­მა ვახ­ტანგ ნაც­ვლიშ­ვილ­მა გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა ერთ გა­რე­მო­ე­ბა­ზე, რაც, რე­ა­ლუ­რად მთა­ვა­რი მი­ზე­ზი გახ­და შენ­გე­ლი­ას ცსკა-ში გა­დას­ვლი­სა.

"ვი­ტო­რი­ულ "ბას­კო­ნი­ა­სა" და ცსკა-ს შო­რის გან­ხორ­ცი­ელ­და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ტრანსფე­რი. ანუ ბას­კურ­მა კლუბ­მა გა­ყი­და თა­ვი­სი კუთ­ვნი­ლი მო­თა­მა­შე ცსკა-ში, რა­შიც საკ­მოდ სო­ლი­დუ­რი თან­ხა აიღო. ამით გა­მო­ინ­თა­ვი­სუფ­ლა მისი მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი 2-წლი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტი, პლუს ტრას­ფე­რი­დან სი­ლი­დუ­რი თან­ხა მი­ი­ღო. ასე რომ თორ­ნი­კე თა­ვი­სი ნე­ბით არ გაქ­ცე­უ­ლა მოს­კოვ­ში!" - წერს ნაც­ვლიშ­ვი­ლი.

ზო­გა­დად, კა­ლათ­ბურთში, ფეხ­ბურ­თის­გან გან­სხვა­ვე­ბით, კონ­ტრაქ­ტის გა­მოს­ყიდ­ვა იშ­ვი­ა­თი მოვ­ლე­ნაა. რო­გორც წესი, მო­თა­მა­შე­ე­ბი კონ­ტრაქ­ტის ამო­წურ­ვის შემ­დეგ იც­ვლი­ან კლუ­ბებს.

თორ­ნი­კეს შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა­ფე­რი გა­სა­გე­ბია: თა­ვი­დან "რე­ალ­მაც" გა­მოთ­ქვა და­ინ­ტე­რე­სე­ბა, "მი­ლან­მაც", მაგ­რამ რად­გან შენ­გე­ლი­ას "ბას­კო­ნი­ას­თან" მოქ­მე­დი კონ­ტრაქ­ტი (2022 წლამ­დე) ჰქონ­და, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­მოს­ყიდ­ვის­თვის სო­ლი­დუ­რი თან­ხა დას­ჭირ­დე­ბო­დათ. გა­მო­ცე­მა "მარ­კას " მტკი­ცე­ბით - და­ახ­ლო­ე­ბით 1 მი­ლი­ო­ნი ევრო. სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ ამ თან­ხის გამო და­ი­ხია უკან ბევ­რმა ევ­რო­პულ­მა გრან­დმა, რო­მელ­თა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­საც შენ­გე­ლი­ას სა­კუ­თარ რი­გებ­ში ხილ­ვის სურ­ვი­ლი ჰქონ­და.

თო­კო­მაც თქვა - სე­რი­ო­ზუ­ლი ინ­ტე­რე­სი მხო­ლოდ ცსკა-სგან იყოო. ცხა­დია, "ბას­კო­ნი­ას­თვის" ეს ტრანსფე­რი დი­დად სარ­გებ­ლი­ა­ნი იყო. ასეთ პი­რო­ბებ­ში შე­ეძ­ლო თორ­ნი­კე კლუ­ბის წი­ნა­აღ­მდეგ წა­სუ­ლი­ყო და უარი ეთ­ქვა? პა­სუხს მე­ო­რე მი­ზეზ­თან მივ­ყა­ვართ...

  • მე­ო­რე მი­ზე­ზი - ტი­ტუ­ლი

"ნე­ბის­მი­ე­რი სპორ­ტსმე­ნის დიდი შრო­მა მი­მარ­თუ­ლია ერთი მიზ­ნის­კენ - მო­ი­გოს უმაღ­ლე­სი ტი­ტუ­ლე­ბი," - ასე იწყე­ბა ვლა­დი­მერ ბო­ი­სას "ფე­ის­ბუქპოს­ტი". ვოვა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სლო­ვე­ნი­უ­რი "ოლიმ­პი­ას" კა­პი­ტა­ნი და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ლი­დერ­თა­გა­ნი იყო.

მა­ყუ­რებ­ლის­თვის, სა­ქო­მა­გო ობი­ექ­ტის მიერ, ამა თუ იმ ჩემ­პი­ო­ნა­ტის მო­გე­ბა, ემო­ცი­უ­რი მო­მენ­ტია, მაგ­რამ ბო­ი­სა­ზე უკეთ ვის მო­ეხ­სე­ნე­ბა, რას ნიშ­ნავს ხან­გრძლი­ვი მა­რა­თო­ნის ტი­ტუ­ლით დაგ­ვირ­გვი­ნე­ბა! ჩვენ ვე­რა­სო­დეს გა­ვი­გებთ იმას, რა გა­ნი­ცა­და ვო­ვამ იტა­ლი­ის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მო­გე­ბი­სას, ფა­ჩუ­ლი­ამ - NBA-ის თა­სის აღ­მარ­თვი­სას, შენ­გე­ლი­ამ - ეს­პა­ნე­თის ჩემ­პი­ო­ნის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი თა­სის ჩა­ხუ­ტე­ბი­სას.

კა­ლათ­ბურ­თე­ლი მო­ჭად­რა­კე არ არის, ღრმა სი­ბე­რემ­დე ითა­მა­შოს - ბლი­ცის თა­მა­ში უწევს: მოკ­ლე დრო­ში უნდა მო­ას­წროს რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი და მა­ღა­ლი ხა­რის­ხის თა­სის მო­გე­ბა. ევ­რო­პა­ში საკ­ლუ­ბო მწვერ­ვა­ლი ევ­რო­ლი­გის ჩემ­პი­ო­ნო­ბაა. თორ­ნი­კე შენ­გე­ლია დღეს ევ­რო­პის სა­უ­კე­თე­სო მძი­მე ფორ­ვარ­დია, შე­სა­ბა­მი­სად სჭირ­დე­ბო­და გუნ­დი, რო­მელ­თან ერ­თა­დაც ევ­რო­ლი­გის ტი­ტულს მო­ი­გებს.

"ბას­კო­ნი­ას­თან" ერ­თად ევ­რო­ლი­გა­ზე გა­მარ­ჯვე­ბა გა­მო­რი­ცხუ­ლი იყო, შე­სა­ბა­მი­სად კი­დევ ორი წლით დარ­ჩე­ნა, ორი წლის და­კარ­გვას ნიშ­ნავ­და. დრო კი არ ით­მენს, თორ­ნი­კე წლე­ულს 28 წლი­სა გახ­დე­ბა...

ცსკა ევ­რო­ლი­გის მოქ­მე­დი ჩემ­პი­ო­ნია, შე­სა­ბა­მი­სად, ახალ სე­ზონ­შიც მთა­ვა­რი ფა­ვო­რი­ტი იქ­ნე­ბა. ასე­თი გუნ­დი კი სა­უ­კე­თე­სო პლაც­დარ­მი იქ­ნე­ბა ევ­რო­პის მთა­ვა­რი საკ­ლუ­ბო სი­მაღ­ლის და­სა­პყრო­ბად, რა­შიც შენ­გე­ლი­ას დახ­მა­რე­ბის დიდი იმე­დი აქვს გუნ­დის მთა­ვარ მწვრთნელს.

  • მე­სა­მე მი­ზე­ზი - მწვრთნე­ლი

მიჩ­ვე­ნე შენი მე­გო­ბა­რი და გე­ტყვი, ვინ ხარ შენ, - მო­დით, ეს ან­და­ზა სპორ­ტუ­ლი კუ­თხით შე­ვატ­რი­ა­ლოთ: მი­თხა­რი, ვინ არის შენი მწვრთნე­ლი და გე­ტყვი ვინ ხარ შენ.

"მწვრთნელს შე­უძ­ლია ვარ­სკვლა­ვად გაქ­ცი­ოს, ან პი­რი­ქით - რაც შე­გიძ­ლია, ისიც და­გა­ვი­წყოს", - მი­თხრა რამ­დე­ნი­მე წლის წი­ნათ ნი­კო­ლოზ ცქი­ტიშ­ვილ­მა.

სპორ­ტში ასეა: რო­დე­საც ახალ კლუბ­ში გა­და­დი­ხარ, პირ­ველ რიგ­ში, კი­თხუ­ლობ, ვინ არის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი, რად­გან სწო­რედ მის გან­წყო­ბა­სა და ტაქ­ტი­კა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლის ბედი. თორ­ნი­კე შენ­გე­ლი­ამ კარ­გად იცო­და ცსკა-ს მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის, დი­მიტ­რის იტუ­დი­სის მის­და­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და ამი­ტო­მაც წა­ვი­და მოს­კოვ­ში. ბერ­ძე­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტის მიდ­გო­მა მი­სი­ვე ნათ­ქვა­მი­დან გა­მოჩ­ნდა:

"სა­უ­კე­თე­სო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ. მინ­და კლუბს მი­ვუ­ლო­ცო თორ­ნი­კეს და­მა­ტე­ბა. რამ­დე­ნი­მე წელი ვცდი­ლობ­დით შენ­გე­ლი­ას გად­მოყ­ვა­ნას და მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ბო­ლოს­და­ბო­ლოს ეს შევ­ძე­ლით....წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად lelo.ge-ზე

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვაშა ვიძახოთ, თუ - ურა?!...
5

თურმე "თორნიკე შენგელიამ თავისი თამაშითა და ქცევით რუსებს ქართველებისადმი მეტი პატივისცემა, რიდი და შიში უნდა გაუჩინოს". აი ეგ ყველაფერი სტალინმა ვერ ჩაუნერგა რუსებს 30 წლიანი მმართველობის განმავლობაში და თორნიკე თუ მოახერხებს მაგას 3 წელიწადში, გავსულვართ ნიკოფსიამდე და ეგ არის... 

გელა
6

1.ფული 2.ფული 3.ფული 4.ფული 5.ფული

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

5 მიზეზი, რის გამოც თორნიკე შენგელია ცსკა-ში გადავიდა

5 მიზეზი, რის გამოც თორნიკე შენგელია ცსკა-ში გადავიდა

საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია რუსული კლუბის ცსკა-ს წევრი გახდა, რასაც მწვავე გამოხმაურება მოჰყვა ქართულ საზოგადოებაში და გულშემატკივართა დიდმა ნაწილმა კალათბურთელი გააკრიტიკა. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ სპორტი და პოლიტიკა სხვადასხვა რამეა და თუ შენგელია "ცსკა"-ში გადავა, ამაში არაფერი იქნება განსაკუთრებული.

თავად შენგელია აღნიშნავს, რომ საკუთარი გადაწყვეტილებით ბედნიერია.

"ბედნიერი ვარ ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის რიგებში გადასვლით და ერთი სული მაქვს როდის შევძლებ საუცხოო მოთამაშეების გვერდითა და ბრწყინვალე მწვრთნელების დამოძღვრით თამაშს. იმედი მაქვს, ცსკა-სთან ერთად ევროლიგასა და ვი-თი-ბი ლიგაზე დიდ წარმატებებს მივაღწევთ", - ამბობს შენგელია "არმიელთა" საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში.

სპორტული გამოცემა LELO.GE იმ მიზეზების შესახებ წერს, რის გამოც შენგელია ცსკა-ში გადავიდა:

  • პირველი მიზეზი - გამოსასყიდი

მაშინ, როდესაც ჟურნალისტები შენგელიას ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარების მომზადებასა და უცხოური პრესიდან ცხელი ამბების თარგმნით ვიყავით დაკავებულები, საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ვახტანგ ნაცვლიშვილმა გაამახვილა ყურადღება ერთ გარემოებაზე, რაც, რეალურად მთავარი მიზეზი გახდა შენგელიას ცსკა-ში გადასვლისა.

"ვიტორიულ "ბასკონიასა" და ცსკა-ს შორის განხორციელდა ჩვეულებრივი ტრანსფერი. ანუ ბასკურმა კლუბმა გაყიდა თავისი კუთვნილი მოთამაშე ცსკა-ში, რაშიც საკმოდ სოლიდური თანხა აიღო. ამით გამოინთავისუფლა მისი მაღალანაზღაურებადი 2-წლიანი კონტრაქტი, პლუს ტრასფერიდან სილიდური თანხა მიიღო. ასე რომ თორნიკე თავისი ნებით არ გაქცეულა მოსკოვში!" - წერს ნაცვლიშვილი.

ზოგადად, კალათბურთში, ფეხბურთისგან განსხვავებით, კონტრაქტის გამოსყიდვა იშვიათი მოვლენაა. როგორც წესი, მოთამაშეები კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ იცვლიან კლუბებს.

თორნიკეს შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია: თავიდან "რეალმაც" გამოთქვა დაინტერესება, "მილანმაც", მაგრამ რადგან შენგელიას "ბასკონიასთან" მოქმედი კონტრაქტი (2022 წლამდე) ჰქონდა, ხელშეკრულების გამოსყიდვისთვის სოლიდური თანხა დასჭირდებოდათ. გამოცემა "მარკას " მტკიცებით - დაახლოებით 1 მილიონი ევრო. სავარაუდოდ, სწორედ ამ თანხის გამო დაიხია უკან ბევრმა ევროპულმა გრანდმა, რომელთა ხელმძღვანელობასაც შენგელიას საკუთარ რიგებში ხილვის სურვილი ჰქონდა.

თოკომაც თქვა - სერიოზული ინტერესი მხოლოდ ცსკა-სგან იყოო. ცხადია, "ბასკონიასთვის" ეს ტრანსფერი დიდად სარგებლიანი იყო. ასეთ პირობებში შეეძლო თორნიკე კლუბის წინააღმდეგ წასულიყო და უარი ეთქვა? პასუხს მეორე მიზეზთან მივყავართ...

  • მეორე მიზეზი - ტიტული

"ნებისმიერი სპორტსმენის დიდი შრომა მიმართულია ერთი მიზნისკენ - მოიგოს უმაღლესი ტიტულები," - ასე იწყება ვლადიმერ ბოისას "ფეისბუქპოსტი". ვოვა წლების განმავლობაში სლოვენიური "ოლიმპიას" კაპიტანი და საქართველოს ნაკრების ლიდერთაგანი იყო.

მაყურებლისთვის, საქომაგო ობიექტის მიერ, ამა თუ იმ ჩემპიონატის მოგება, ემოციური მომენტია, მაგრამ ბოისაზე უკეთ ვის მოეხსენება, რას ნიშნავს ხანგრძლივი მარათონის ტიტულით დაგვირგვინება! ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ იმას, რა განიცადა ვოვამ იტალიის ჩემპიონატის მოგებისას, ფაჩულიამ - NBA-ის თასის აღმართვისას, შენგელიამ - ესპანეთის ჩემპიონისთვის განკუთვნილი თასის ჩახუტებისას.

კალათბურთელი მოჭადრაკე არ არის, ღრმა სიბერემდე ითამაშოს - ბლიცის თამაში უწევს: მოკლე დროში უნდა მოასწროს რაც შეიძლება მეტი და მაღალი ხარისხის თასის მოგება. ევროპაში საკლუბო მწვერვალი ევროლიგის ჩემპიონობაა. თორნიკე შენგელია დღეს ევროპის საუკეთესო მძიმე ფორვარდია, შესაბამისად სჭირდებოდა გუნდი, რომელთან ერთადაც ევროლიგის ტიტულს მოიგებს.

"ბასკონიასთან" ერთად ევროლიგაზე გამარჯვება გამორიცხული იყო, შესაბამისად კიდევ ორი წლით დარჩენა, ორი წლის დაკარგვას ნიშნავდა. დრო კი არ ითმენს, თორნიკე წლეულს 28 წლისა გახდება...

ცსკა ევროლიგის მოქმედი ჩემპიონია, შესაბამისად, ახალ სეზონშიც მთავარი ფავორიტი იქნება. ასეთი გუნდი კი საუკეთესო პლაცდარმი იქნება ევროპის მთავარი საკლუბო სიმაღლის დასაპყრობად, რაშიც შენგელიას დახმარების დიდი იმედი აქვს გუნდის მთავარ მწვრთნელს.

  • მესამე მიზეზი - მწვრთნელი

მიჩვენე შენი მეგობარი და გეტყვი, ვინ ხარ შენ, - მოდით, ეს ანდაზა სპორტული კუთხით შევატრიალოთ: მითხარი, ვინ არის შენი მწვრთნელი და გეტყვი ვინ ხარ შენ.

"მწვრთნელს შეუძლია ვარსკვლავად გაქციოს, ან პირიქით - რაც შეგიძლია, ისიც დაგავიწყოს", - მითხრა რამდენიმე წლის წინათ ნიკოლოზ ცქიტიშვილმა.

სპორტში ასეა: როდესაც ახალ კლუბში გადადიხარ, პირველ რიგში, კითხულობ, ვინ არის მთავარი მწვრთნელი, რადგან სწორედ მის განწყობასა და ტაქტიკაზეა დამოკიდებული კალათბურთელის ბედი. თორნიკე შენგელიამ კარგად იცოდა ცსკა-ს მთავარი მწვრთნელის, დიმიტრის იტუდისის მისდამი დამოკიდებულება და ამიტომაც წავიდა მოსკოვში. ბერძენი სპეციალისტის მიდგომა მისივე ნათქვამიდან გამოჩნდა:

"საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღეთ. მინდა კლუბს მივულოცო თორნიკეს დამატება. რამდენიმე წელი ვცდილობდით შენგელიას გადმოყვანას და მოხარული ვარ, რომ ბოლოსდაბოლოს ეს შევძელით....წაიკითხეთ სრულად lelo.ge-ზე

"ილია, თუ ჩემი გესმის, გთხოვ, დაბრუნდი, შენთან ჩამოვედი, შენს წასაყვანად", - გაუჩინარებული 13 წლის ილია ფილფანის დედის მიმართვა

კლანური დაპირისპირება აფხაზ "პოლიტიკოსებს" შორის და პანდემიის ფონზე გამძაფრებული ეკონომიკური კრიზისი - აფხაზეთი სოციალური აფეთქების ზღვარზეა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა