საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კალათბურთის ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლას ეხმაურება.
"ჩემთვის სამწუხაროა და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის "ცსკაში" გადასვლასთან დაკავშირებით", - წერს ზურაბიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
ცნობისთვის, მოსკოვის „ცსკა“-მ ქართველ ფორვარდს სამწლიანი ხელშეკრულება გაუფორმა.
"ბედნიერი ვარ, რომ ვუერთდები ევროლიგის მოქმედ ჩემპიონს და მოუთმენლად ველი კალათბურთელებისა და მწვრთნელების შესანიშნავ ჯგუფთან ერთად თამაშს. ვიმედოვნებ, რომ CSKA-სთან ერთად მივაღწევ ბევრ წარმატებას ევროლიგასა და VTB-ის ლიგაში", - აცხადებს თორნიკე შენგელია, რომლის კომენტარს რუსული კლუბი ავრცელებს.
ცრემლებს ვერ ვიკავებ თოკოს ამ გადაწყვეტილების გამო. არადა როგორ მიყვარს....
ერთადერთი აზრიანი წინადადებაა რაც უთქვამს ოდესმე! მეც მაგრად გამიტყდა. არ უნდა ეღალატა სამშობლოსთვის! ვაჟკაცი მეგონა და არაკაცი ყოფილა.ყველგან ეთამაშა რუსეთის არმიის კლუბის გარდა! ეხლა უნდა აფრიალოს იმ ქვეყნის დროშა ვინც ვაჟკაცი ბიჭები ჩაგვიხოცა აფხაზეთში და ოსეთში.ფურთხის ღირსია და მიიღებს კიდეც!