პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვაპირებ რაჭაში, სვანეთში დასვენებას, იმ ადგილების მონახულებას, რაც აქამდე არ მინახავს" - როგორ ატარებს ზაფხულს პანდემიის დროს ლელა მებურიშვილი
"ვაპირებ რაჭაში, სვანეთში დასვენებას, იმ ადგილების მონახულებას, რაც აქამდე არ მინახავს" - როგორ ატარებს ზაფხულს პანდემიის დროს ლელა მებურიშვილი

რაც არ უნდა შე­იც­ვა­ლოს, წელს ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტეს ნა­წილს ზა­ფხუ­ლის გა­ტა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­უ­წევს. ცუ­დია, რომ სა­ზღვრებს მიღ­მა გას­ვლა ჯერ ვერ ხერ­ხდე­ბა, თუმ­ცა ეს ერ­თგვრად კარ­გიც არის - ერთი, რომ ამით და­ვეხ­მა­რე­ბით ქარ­თულ ეკო­ნო­მი­კას, ბიზ­ნესს და მე­ო­რე - უმე­ტე­სო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ვი ად­გი­ლე­ბი დათ­ლი­ე­რე­ბუ­ლი არც აქვს. თე­მა­ზე, რო­გორ და სად აპი­რებს ზა­ფხუ­ლის გა­ტა­რე­ბას, გა­ვე­სა­უბ­რეთ პო­პუ­ლა­რულ მსა­ხი­ობს, ლელა მე­ბუ­რიშ­ვილს.

- პან­დე­მი­ამ­დე და­გეგ­მი­ლი ხომ არ გქონ­დათ ზა­ფხუ­ლი და სად გინ­დო­დათ, რომ გა­გე­ტა­რე­ბი­ნათ?

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს წე­ლი­წა­დის ეს დრო, რად­გან შე­და­რე­ბით მეტი დრო მაქვს იმის­თვის, რომ შვი­ლებ­თან და ოჯახ­თან ერ­თად ვიყო, მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვი­საც მო­ვი­ცა­ლო და ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ად­გი­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბას ვა­ხერ­ხებ. სა­ერ­თოდ, მრა­ვალ­ფე­რო­ვან დას­ვე­ნე­ბას წი­ნას­წარ ვგეგ­მავთ ხოლ­მე. აქამ­დე ასე იყო, აუ­ცი­ლებ­ლად მივ­დი­ო­დით სად­მე სა­ზღვარ­გა­რეთ, ზღვა­ზე, მთა­ში. ხან­და­ხან ბევ­რი მე­გო­ბა­რი ერ­თად, ოჯა­ხე­ბით ვა­ხერ­ხებ­დით ერთი კვი­რით მა­ინც სად­მე გას­ვლას, ან უბ­რა­ლოდ, ბავ­შვე­ბის გა­რე­შე ერთი-ორი დღე მა­ინც გან­ტვირ­თვას. სამ­წუ­ხა­როდ, წელს ზა­ფხუ­ლის და არა­მარ­ტო ზა­ფხუ­ლის გეგ­მე­ბი ყვე­ლას შეგ­ვეც­ვა­ლა. დას­ვე­ნე­ბა კი არა, სრულ­ყო­ფი­ლად, მუ­შა­ო­ბაც აღარ გა­მოგ­ვდის. ბევ­რი კარ­გი და სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი ჩა­ი­შა­ლა იმის გამო, რომ პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გამო არ შე­იძ­ლე­ბა ქვეყ­ნი­დან გას­ვლა.

- პან­დე­მი­ის შემ­დეგ რა შე­იც­ვა­ლა შენს ცხოვ­რე­ბა­ში - რო­გორ გა­დის ზა­ფხუ­ლი და სად, რო­გორ ის­ვე­ნებთ?

- პან­დე­მი­ის გამო გა­მოწ­ვე­უ­ლი ამ­დე­ნი დის­კომ­ფორ­ტის მი­უ­ხე­და­ვად, ვფიქ­რობ, და­დე­ბი­თი მხა­რე­ე­ბიც არ უნდა და­ვი­ვი­წყოთ. ბევ­რი დრო გა­მოვ­ნა­ხეთ ოჯა­ხე­ბის­თვის, მშობ­ლე­ბის­თვის, შვი­ლე­ბის­თვის და აუ­ცი­ლებ­ლად ჩვე­ნი ქვეყ­ნის ულა­მა­ზე­სი მხა­რე­ე­ბის და­სა­ლაშ­ქრად. ნამ­დვი­ლად უამ­რა­ვი ფან­ტას­ტი­კუ­რი ად­გი­ლია, რო­მე­ლიც არ გვი­ნა­ხავს და აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვნა­ხო.

- გა­მოწ­ვე­ვას - გა­ა­ტა­რე ზა­ფხუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში და და­ეხ­მა­რე ქარ­თულ ბიზ­ნეს, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით რას ფიქ­რობ?

- ივ­ნის­ში ვი­ყა­ვით უკვე ბა­თუმ­ში და კა­ხეთ­ში - ბავ­შვებს ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნათ. ვა­პი­რებ რა­ჭა­ში, სვა­ნეთ­ში გამ­გზავ­რე­ბას და მაქ­სი­მა­ლუ­რად ბევ­რი ად­გი­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბას, ისე­თის, რაც აქამ­დე არ მი­ნა­ხავს.

- სა­ერ­თოდ რო­გო­რი დას­ვე­ნე­ბა გიყ­ვარს - აქ­ტი­უ­რი, ანუ ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­ში, თუ სიმ­შვი­დე მოგ­წონს?

- უმე­ტეს­წი­ლად უპი­რა­ტე­სო­ბას ვა­ნი­ჭებ მშვიდ დას­ვე­ნე­ბას, ლა­მაზ ბუ­ნე­ბა­ში ყოფ­ნას, სა­დაც ცოტა ხალ­ხი და სი­წყნა­რეა. თუმ­ცა ზოგ­ჯერ ხალ­ხმრავ­ლო­ბაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია - ბევ­რი მე­გო­ბა­რი, ხმა­უ­რი­ა­ნი, აქ­ტი­უ­რი დას­ვე­ნე­ბა, მოგ­ზა­უ­რო­ბა და გარ­თო­ბა...

- რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი­დან ბევ­რი რამ ჩვენს ქვეყ­ნა­ში შერ­ბილ­და და მო­იხ­სნა. რას იტყვი ამა­ზე და იცავ თუ არა თავს ხალ­ხმრავ­ლო­ბის­გან?

- წელს მა­ინც ალ­ბათ უფრო ვიწ­რო წრით შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბით და მხო­ლოდ ძა­ლი­ან ახ­ლობ­ლებს შევ­ხვდე­ბით. ახლა სიმ­შვი­დეა და ისე შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი აღარ ვართ. ყვე­ლა­ფე­რი იმა­ზე მარ­ტი­ვად წა­რი­მარ­თა, ვიდ­რე მე­გო­ნა. ვფიქ­რობ, თუ ყვე­ლა წესს და­ვი­ცავთ, ასე­ვე უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ დამ­თავ­რდე­ბა ეს უც­ნა­უ­რი პე­რი­ო­დი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ყველ­გან, სა­დაც მო­მი­წია ყოფ­ნა, ზედ­მი­წევ­ნით მკაც­რად იცა­ვენ წე­სებს, რაც ძა­ლი­ან მი­ხა­რია. ასე რომ, ყვე­ლას ვურ­ჩევ, მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ი­ყე­ნონ ეს დრო და მო­ი­ა­რონ სა­ქარ­თვე­ლო. თვი­თო­ნაც ისი­ა­მოვ­ნე­ბენ და ეროვ­ნუ­ლი ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბა­საც ხელს შე­უ­წყო­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანანა
13

კიდევ კარგი, გადაარჩინა ქართული ეკონომიკა, წავა, დაისვენებს საქართველოში, რა ვინერვიულე, სდაუსვენებელი არ დაგვრჩეს მეთქი, ვის აინტერესებს ამის ვოიაჟი, ისეთი ფასებია, რიიგთ მოქალაქეს საქართველოში გაუჭირდება დასვენება

natela
4

ბატონი დავითი საგანელიძე არ დაგავიწყდეს თან იახლე 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ვაპირებ რაჭაში, სვანეთში დასვენებას, იმ ადგილების მონახულებას, რაც აქამდე არ მინახავს" - როგორ ატარებს ზაფხულს პანდემიის დროს ლელა მებურიშვილი

"ვაპირებ რაჭაში, სვანეთში დასვენებას, იმ ადგილების მონახულებას, რაც აქამდე არ მინახავს" - როგორ ატარებს ზაფხულს პანდემიის დროს ლელა მებურიშვილი

რაც არ უნდა შეიცვალოს, წელს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ზაფხულის გატარება საქართველოში მოუწევს. ცუდია, რომ საზღვრებს მიღმა გასვლა ჯერ ვერ ხერხდება, თუმცა ეს ერთგვრად კარგიც არის - ერთი, რომ ამით დავეხმარებით ქართულ ეკონომიკას, ბიზნესს და მეორე - უმეტესობას საქართველოს ღირსშესანიშნავი ადგილები დათლიერებული არც აქვს. თემაზე, როგორ და სად აპირებს ზაფხულის გატარებას, გავესაუბრეთ პოპულარულ მსახიობს, ლელა მებურიშვილს.

- პანდემიამდე დაგეგმილი ხომ არ გქონდათ ზაფხული და სად გინდოდათ, რომ გაგეტარებინათ?

- ძალიან მიყვარს წელიწადის ეს დრო, რადგან შედარებით მეტი დრო მაქვს იმისთვის, რომ შვილებთან და ოჯახთან ერთად ვიყო, მოგზაურობისთვისაც მოვიცალო და ბევრი საინტერესო ადგილის მონახულებას ვახერხებ. საერთოდ, მრავალფეროვან დასვენებას წინასწარ ვგეგმავთ ხოლმე. აქამდე ასე იყო, აუცილებლად მივდიოდით სადმე საზღვარგარეთ, ზღვაზე, მთაში. ხანდახან ბევრი მეგობარი ერთად, ოჯახებით ვახერხებდით ერთი კვირით მაინც სადმე გასვლას, ან უბრალოდ, ბავშვების გარეშე ერთი-ორი დღე მაინც განტვირთვას. სამწუხაროდ, წელს ზაფხულის და არამარტო ზაფხულის გეგმები ყველას შეგვეცვალა. დასვენება კი არა, სრულყოფილად, მუშაობაც აღარ გამოგვდის. ბევრი კარგი და საინტერესო პროექტი ჩაიშალა იმის გამო, რომ პანდემიის პირობებში, რეგულაციების გამო არ შეიძლება ქვეყნიდან გასვლა.

- პანდემიის შემდეგ რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში - როგორ გადის ზაფხული და სად, როგორ ისვენებთ?

- პანდემიის გამო გამოწვეული ამდენი დისკომფორტის მიუხედავად, ვფიქრობ, დადებითი მხარეებიც არ უნდა დავივიწყოთ. ბევრი დრო გამოვნახეთ ოჯახებისთვის, მშობლებისთვის, შვილებისთვის და აუცილებლად ჩვენი ქვეყნის ულამაზესი მხარეების დასალაშქრად. ნამდვილად უამრავი ფანტასტიკური ადგილია, რომელიც არ გვინახავს და აუცილებლად უნდა ვნახო.

- გამოწვევას - გაატარე ზაფხული საქართველოში და დაეხმარე ქართულ ბიზნეს, ამ მიმართულებით რას ფიქრობ?

- ივნისში ვიყავით უკვე ბათუმში და კახეთში - ბავშვებს ძალიან მოეწონათ. ვაპირებ რაჭაში, სვანეთში გამგზავრებას და მაქსიმალურად ბევრი ადგილის მონახულებას, ისეთის, რაც აქამდე არ მინახავს.

- საერთოდ როგორი დასვენება გიყვარს - აქტიური, ანუ ხალხმრავალ ადგილებში, თუ სიმშვიდე მოგწონს?

- უმეტესწილად უპირატესობას ვანიჭებ მშვიდ დასვენებას, ლამაზ ბუნებაში ყოფნას, სადაც ცოტა ხალხი და სიწყნარეა. თუმცა ზოგჯერ ხალხმრავლობაც აუცილებელია - ბევრი მეგობარი, ხმაურიანი, აქტიური დასვენება, მოგზაურობა და გართობა...

- რეგულაციებიდან ბევრი რამ ჩვენს ქვეყნაში შერბილდა და მოიხსნა. რას იტყვი ამაზე და იცავ თუ არა თავს ხალხმრავლობისგან?

- წელს მაინც ალბათ უფრო ვიწრო წრით შემოვიფარგლებით და მხოლოდ ძალიან ახლობლებს შევხვდებით. ახლა სიმშვიდეა და ისე შეშინებულები აღარ ვართ. ყველაფერი იმაზე მარტივად წარიმართა, ვიდრე მეგონა. ვფიქრობ, თუ ყველა წესს დავიცავთ, ასევე უმტკივნეულოდ დამთავრდება ეს უცნაური პერიოდი. საქართველოში ყველგან, სადაც მომიწია ყოფნა, ზედმიწევნით მკაცრად იცავენ წესებს, რაც ძალიან მიხარია. ასე რომ, ყველას ვურჩევ, მაქსიმალურად გამოიყენონ ეს დრო და მოიარონ საქართველო. თვითონაც ისიამოვნებენ და ეროვნული ბიზნესის განვითარებასაც ხელს შეუწყობენ.

ლეგანდარული მსახიობი ანდრეი მიაგკოვი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბრიტნი სპირსი: ვარსკვლავი, რომელსაც ცხოვრება წაართვეს - მამის მსხვერპლი გოგონა და დაგვიანებული ბოდიში ჯასტინ ტიმბერლეიკისგან

"მესამე შვილის გაჩენაზე ვფიქრობ, თუმცა ჯერ ადრეა... საერთოდ, 3-4 შვილი უნდა გყავდეს ადამიანს" - ლელა მებურიშვილის გულახდილი ინტერვიუ ოჯახზე