ცოტა განგაშის ზარი შემოსაკრავია იმიტომ, რომ ძაღლებში, ქუჩაში, თბილისში გამოჩნდა ცოფის შემთხვევები , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, იმის გამო, რომ ცოფი 100%-ით სასიკვდილო დაავადებაა, ერთი შემთხვევის დაფიქსირებაც კი საგანგაშო ხდება.
"მოგეხსენებათ ცოფი არის 100%-ით სასიკვდილო დაავადება და მისი ერთი შემთხვევაც ჩვენთვის განგაშია ხოლმე. სამწუხაროდ, შარშან გვქონდა ერთი შემთხვევა ცოფის, რომელიც იყო ადამიანში, რომელიც იყო ჩვენ მიერ, სამწუხაროდ, არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან შემოტანილი შემთხვევა.
შარშანწინ გვქონდა-2 შემთხვევა, იმის წინ - 2015, 2016, 2017 წლებში არც ერთი შემთხვევა არ გვქონია და ძალიან დიდი მიღწევა იყო და მადლობას ვუხდიდი ჩვენს კოლექტივს, NCDC-მ სერიოზული როლი ითამაშა მაშინ ამ საკითხში, ისევე როგორც რადიოლოგებმა და, რა თქმა უნდა, მთელმა სისტემამ.
წელს ჯერჯერობით არც ერთი შემთხვევა ადამიანში ჰიდროფობიის არ გვაქვს, მაგრამ ერთ-ერთ ჩემს გამოსვლაში აღვნიშნე, რომ ცოტა განგაშის ზარი შემოსაკრავია იმიტომ, რომ ძაღლებში, ქუჩაში, თბილისში გამოჩნდა ცოფის შემთხვევები. ახალი განკარგულება მოვამზადეთ ამისთვის ჩვენ, მთავრობის დადგენილება და იმედია, რომ მას მალე მიეცემა მსვლელობა, რათა სამმა მთავარმა უწყებამ - ჯანდაცვამ, ვეტერინარიის უწყებამ და ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ვაკონტროლოთ ეს საკითხი“, - განაცხადა გამყრელიძემ.
შენი ადგილი ციხეშია და იმ 2 მუშკეტერის კიდე ხალხის გენოციდს არ გაპატიებთ არავინ ამოხოცეთ ხალხი პირბადეებით და ხელთათმანებით სამსახურებში((( შეკოდგომაზე დასუსტებული იმუნიტეტის გამო დაემართებათ გრიპი და დააბრალებთ 2 ტალგას და კორონას 1ლ...
ამ სიცხეში ძაღლი კი არა, ხალხი გაცოფდება მალე... ყოველ ზაფხულს გეხვეწებით, რომ ხალხმრავალ ადგილებში მაინც გააკეთოთ თითო სასმელი წყლის შადრევანი, მაგრამ ვერავის შეგასმინეთ. სამაგიეროდ დიღომი-ზაქათალის ჭალის პროექტებს და საჰაერო ტრამვაის ხაზებს უხვად გვაყრით თავზე...