მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერი დამუშავებულია? - რა ეჭვს გამოთქვამს ბრალდებულების ადვოკატი
იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერი დამუშავებულია? - რა ეჭვს გამოთქვამს ბრალდებულების ადვოკატი

ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი მო­რაგ­ბე­ე­ბის, ვა­სილ მა­ხა­რა­ძი­სა და არ­ჩილ გაგ­ნი­ძის ად­ვო­კა­ტის, ვა­სილ მა­მუ­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს ფო­ტოგ­რაფ ია­კობ ბრეგ­ვა­ძის მიერ 112-ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ზა­რის ჩა­ნა­წე­რის გა­მო­თხო­ვის გან­ჩი­ნე­ბა 23 ივ­ნისს ჰქონ­და, ის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, ვლა­დი­მერ ბორ­ცვა­ძის ბრი­ფინ­გამ­დე რამ­დე­ნი­მე წუ­თით ადრე გა­მო­ი­თხო­ვეს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში მა­მუ­ლაშ­ვი­ლი აცხა­დებს, აღ­ნიშ­ნუ­ლი ჩა­ნა­წე­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნომ დაც­ვის მხა­რეს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ არ გა­დას­ცა და ისე გა­ა­სა­ჯა­რო­ვა.

„მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, თუ რო­დის გა­ა­სა­ჯა­რო­ვა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნომ 112-ის ჩა­ნა­წე­რი. გან­ჩი­ნე­ბა 23 ივ­ნისს არის მი­ღე­ბუ­ლი, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ 112 შსს-ს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­შია, და­ახ­ლო­ე­ბით, 10-15 წუთი იყო სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ ამის ტექ­ნი­კუ­რად გა­მო­თხო­ვა 23 ივ­ნისს­ვე მომ­ხდა­რი­ყო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ბევ­რი შე­კი­თხვა იყო, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო ამ პრო­ცესს 7 ივ­ლისს, 13 სა­ათ­სა და 55 წუთ­ზე ას­რუ­ლებს და 14:00 სა­ათ­ზე მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ას იწყებს, ანუ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნომ ბრი­ფინ­გამ­დე 5 წუ­თით ადრე მი­ი­ღო გა­მო­თხო­ვი­ლი მა­სა­ლა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იცით რა არის? სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში 7 ივ­ლისს, დი­ლის 10 სა­ა­თი­დან სა­ღა­მოს 6 სა­ა­თამ­დე ვი­ყა­ვით და ეს ჩა­ნა­წე­რე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით, 6-7 სა­ათ­ზე გად­მოგ­ვცეს, ვი­ნა­ი­დან მცხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენტს ეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ ჰქონ­და. მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ში, თუ საქ­მე­ში არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა და ად­ვო­კა­ტი დი­ლის 10 სა­ა­თი­დან იწყებს მო­თხოვ­ნას, გა­სა­ჯა­რო­ე­ბე­ბი და მონ­ტა­ჟი, ხმე­ბი კი არ უნდა გა­კეთ­დეს, ეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ჯერ დაც­ვის მხა­რეს უნდა გა­დას­ცენ. ეს იცით რას ნიშ­ნავს? ბრალ­დე­ბას მი­ნი­მუმ, ეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და და ჩვენ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ არ გად­მოგ­ვე­ცა, რაც მის და­უშ­ვებ­ლო­ბას იწ­ვევს“, - აცხა­დებს მა­მუ­ლაშ­ვი­ლი.

ად­ვო­კა­ტის თქმით, 112-ში ფო­ტოგ­რაფ ია­კობ ბრეგ­ვა­ძის მიერ ზარი 19 ივ­ნისს, 00:51 სა­ათ­ზე არის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი, ხოლო მე­ო­რე ზა­რის ფა­ი­ლის შექ­მნის თა­რი­ღად 30 ივ­ნი­სი, 23:30 სა­ა­თია მი­თი­თე­ბუ­ლი.

„იმი­სათ­ვის, რომ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა და­საშ­ვე­ბი იყოს, მისი წარ­მო­მავ­ლო­ბა და ავ­თენ­ტუ­რო­ბა ცნო­ბი­ლი უნდა იყოს, რო­მე­ლიც შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზით დას­ტურ­დე­ბა. მათ შო­რის, ფო­ნოს­კო­პი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის კუ­თხით, ხმის შე­და­რე­ბით, მა­გა­ლი­თად, ხომ არ არის გა­და­კე­თე­ბის, მონ­ტა­ჟის კვა­ლი და ა.შ. ეს პირ­ვე­ლა­დი ეჭ­ვე­ბი დაც­ვის მხა­რეს გაგ­ვიჩ­ნდა. თუკი, ფა­ი­ლებს შე­ვის­წავ­ლით, ვნა­ხავთ, რომ 112-ში პირ­ვე­ლი ზარი 19 ივ­ნისს, 00:51 სა­ათ­ზე არის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი, ხოლო მე­ო­რე ზა­რის ფა­ი­ლის შექ­მნის თა­რი­ღად მი­თი­თე­ბუ­ლია 30 ივ­ნი­სი, 23:30 სა­ა­თი და ჩვენ გვაქვს გო­ნივ­რუ­ლი და და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ეჭვი, რომ ეს ფა­ი­ლი შე­საძ­ლოა, მი­ნი­მუმ და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი იყოს. არ ვსა­უბ­რობთ ეს ახ­ლი­დან შექ­მნი­ლია, თუ ახ­ლი­დან ჩა­წე­რი­ლი და ა.შ. ეს არის მი­ნი­მუმ და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი. რაც არ უნდა გა­და­წე­რა მოხ­დეს სხვა დის­კზე, კომ­პი­უ­ტერ­ში, შექ­მნის თა­რი­ღი უც­ვლე­ლი რჩე­ბა. ამ კუ­თხით კი­თხვე­ბი არის და ეს უნდა გა­მო­იკ­ვლი­ონ“, - აცხა­დებს მა­მუ­ლაშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბის და ასე­ვე, ანი გა­ბე­ჩა­ვას მი­მართ ექ­სპერ­ტი­ზა მომ­ხდა­რი ფაქ­ტი­დან 18 დღის დაგ­ვი­ა­ნე­ბით, 6 ივ­ლისს და­ი­ნიშ­ნა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
koka
3

ესეც თუ გაააყალბეს და სათრევები არიან თმებით მთელი ოცნება

რობერტი
2

ხალხმა სულ დაკარგა განსჯის უნარი, ასეთი მარტივი სამართავები როგორ ხართ? ესეგი მოკლე შეჯამება იმ სამქეზე მედიაში ატეხილი ამბების ასეთია, ტელევიზიები და ონლაინ გამოცემები ბრალდებულების ადვოოკატებს ურიგდებიან და მათგან ყიდულობენ საქმეში არსებულ მასალებს, (იმიტომ რომ ხელი ამ მასალებზე მარტო ადვოოკატებს მიუწვდებათ და საჯარო არაა, ყოველდღე ტელევიზიები ექსკლუზივებს რომ დებენ სხვადასხვა კადრებით დაფიქრდით საიდან აქვთ ეგ კადრები) მერე ამ მასალებს ისე ატრიალებენ რომ ათასნაირი ვერსია გაჩნდეს და გამოძიების მიმართ უნდობლობა ჩამოყალიბდეს, ბრალდებულის ადვოოკატი რომ გამოძიებას აკრიტიკებს ხომ უნდა მიხვდეთ რა მიზანი აქვს არა? აბა ხოარ იტყვის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სწორად დაიჭირა გამოძიებამო? ეს ხალხი კიდევ თან აყოლილია ამ ხალხის მანიპულაციებს და ჭორებს და გაიძახის გამოძიება არასწორად მიდისო და თან დამნაშავეების დასჯას მოითხოვს, კიმარა თუ მართლა დამნაშავეების დასჯა გინდათ იქნება დააცადოთ იმ გამოძიებას რომელმაც ჩვიდმეტი ადამიანი დააპატიმრა ამ საქმეზე უკვე და მინიმუმ 10 წლიანი მუხლები რომ აქვთ წაყენელბული და ისეთი პირი უჩანს კიდევ დაუმძიმდებათ. რათქმაუნდა სწორია რომ მთავრობაზე და სამართალდამცავებზე წნეხი იყოს ხალხისგან რომ ვერ გაბედონ საქმის შეთითხვნა ან მიფუჩეჩება მარა ცოტა ლოგიკაც ხოუნდა დავაყოლოთ? ერთადერთი რაც უნდა მოვითხოვოთ სიმართლეა!!! არც ზედმეტი ვინმე უნდა გაისვაროს ვინც ამ საქმესთან კავშირში არაა და არც რომელიმე დამნაშავე უნდა დარჩეს დაუსჯელი!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერი დამუშავებულია? - რა ეჭვს გამოთქვამს ბრალდებულების ადვოკატი

იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერი დამუშავებულია? - რა ეჭვს გამოთქვამს ბრალდებულების ადვოკატი

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული მორაგბეების, ვასილ მახარაძისა და არჩილ გაგნიძის ადვოკატის, ვასილ მამულაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საგამოძიებო ორგანოს ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერის გამოთხოვის განჩინება 23 ივნისს ჰქონდა, ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე გამოითხოვეს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში მამულაშვილი აცხადებს, აღნიშნული ჩანაწერი საგამოძიებო ორგანომ დაცვის მხარეს დაუყოვნებლივ არ გადასცა და ისე გაასაჯაროვა.

„მნიშვნელოვანია ის, თუ როდის გაასაჯაროვა საგამოძიებო ორგანომ 112-ის ჩანაწერი. განჩინება 23 ივნისს არის მიღებული, გასათვალისწინებელია, რომ 112 შსს-ს დაქვემდებარებაშია, დაახლოებით, 10-15 წუთი იყო საჭირო იმისთვის, რომ ამის ტექნიკურად გამოთხოვა 23 ივნისსვე მომხდარიყო. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში ბევრი შეკითხვა იყო, საგამოძიებო ორგანო ამ პროცესს 7 ივლისს, 13 საათსა და 55 წუთზე ასრულებს და 14:00 საათზე მინისტრის მოადგილე პრესკონფერენციას იწყებს, ანუ საგამოძიებო ორგანომ ბრიფინგამდე 5 წუთით ადრე მიიღო გამოთხოვილი მასალა. მნიშვნელოვანი იცით რა არის? საგამოძიებო ორგანოში 7 ივლისს, დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე ვიყავით და ეს ჩანაწერები დაახლოებით, 6-7 საათზე გადმოგვცეს, ვინაიდან მცხეთის პოლიციის დეპარტამენტს ეს მტკიცებულებები არ ჰქონდა. მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში, თუ საქმეში არსებობს მტკიცებულება და ადვოკატი დილის 10 საათიდან იწყებს მოთხოვნას, გასაჯაროებები და მონტაჟი, ხმები კი არ უნდა გაკეთდეს, ეს მტკიცებულება ჯერ დაცვის მხარეს უნდა გადასცენ. ეს იცით რას ნიშნავს? ბრალდებას მინიმუმ, ეს მტკიცებულება ჰქონდა და ჩვენ დაუყოვნებლივ არ გადმოგვეცა, რაც მის დაუშვებლობას იწვევს“, - აცხადებს მამულაშვილი.

ადვოკატის თქმით, 112-ში ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის მიერ ზარი 19 ივნისს, 00:51 საათზე არის განხორციელებული, ხოლო მეორე ზარის ფაილის შექმნის თარიღად 30 ივნისი, 23:30 საათია მითითებული.

„იმისათვის, რომ მტკიცებულება დასაშვები იყოს, მისი წარმომავლობა და ავთენტურობა ცნობილი უნდა იყოს, რომელიც შესაბამისი ექსპერტიზით დასტურდება. მათ შორის, ფონოსკოპიური ექსპერტიზის კუთხით, ხმის შედარებით, მაგალითად, ხომ არ არის გადაკეთების, მონტაჟის კვალი და ა.შ. ეს პირველადი ეჭვები დაცვის მხარეს გაგვიჩნდა. თუკი, ფაილებს შევისწავლით, ვნახავთ, რომ 112-ში პირველი ზარი 19 ივნისს, 00:51 საათზე არის განხორციელებული, ხოლო მეორე ზარის ფაილის შექმნის თარიღად მითითებულია 30 ივნისი, 23:30 საათი და ჩვენ გვაქვს გონივრული და დასაბუთებული ეჭვი, რომ ეს ფაილი შესაძლოა, მინიმუმ დამუშავებული იყოს. არ ვსაუბრობთ ეს ახლიდან შექმნილია, თუ ახლიდან ჩაწერილი და ა.შ. ეს არის მინიმუმ დამუშავებული. რაც არ უნდა გადაწერა მოხდეს სხვა დისკზე, კომპიუტერში, შექმნის თარიღი უცვლელი რჩება. ამ კუთხით კითხვები არის და ეს უნდა გამოიკვლიონ“, - აცხადებს მამულაშვილი.

მისივე განმარტებით, ინციდენტში მონაწილე პირების და ასევე, ანი გაბეჩავას მიმართ ექსპერტიზა მომხდარი ფაქტიდან 18 დღის დაგვიანებით, 6 ივლისს დაინიშნა.

გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ ყოფილ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

მისი, როგორც ექსპერტის, სერთიფიკატი საქართველოში აღიარებული ჯერ არ არის -  ვინ არის გალინა კარმუშინა, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ჩაერთო

"დაზარალებულსა და ბრალდებულს ერთმანეთთან შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ" - გაუპატიურებაში ბრალდებული პოლიციელის ადვოკატი