პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შენს ქვეყანას რომ ბომბავდა, იმ არმიის გერბი მკერდზე, სირცხვილია!" - თორნიკე შენგელიას მოსკოვის "ცსკა"-ში შესაძლო გადასვლის გამო აკრიტიკებენ
"შენს ქვეყანას რომ ბომბავდა, იმ არმიის გერბი მკერდზე, სირცხვილია!" - თორნიკე შენგელიას მოსკოვის "ცსკა"-ში შესაძლო გადასვლის გამო აკრიტიკებენ

რამ­დე­ნი­მე დღეა პრე­სა­ში აქ­ტი­უ­რად წე­რენ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­კა­ლათ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის კა­პიტ­ნის და ასე­ვე ეს­პა­ნუ­რი "ბას­კო­ნი­ას" კა­პიტ­ნის, თორ­ნი­კე შენ­გე­ლი­ას მოს­კო­ვის "ცსკა"-ში გა­დას­ვლის შე­სა­ხებ. აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე თორ­ნი­კე შენ­გე­ლი­ამ მცი­რე კო­მენ­ტა­რი ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­თან" გა­ა­კე­თა.

"სა­ბო­ლო­ოდ გა­და­წყვე­ტი­ლი არა­ფე­რია და ხელ­მო­წე­რი­ლიც არა­ფე­რია. ცსკა-მ ჩემ მი­მართ ინ­ტე­რე­სი გა­მო­ხა­ტა და მე გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ვი­თხო­ვე, რათა ეს­პა­ნე­თის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მო­მეხ­დი­ნა კონ­ცენ­ტრა­ცია.

ალ­ბათ, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გა­მოჩ­ნდე­ბა, თუ რა იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­ში. ჩემი აგენ­ტი უძღვე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბებს და ვიცი, რომ ჩემი სა­კუ­თა­რი გუნ­დის რი­გებ­ში ხილ­ვა, რო­გორც მწვრთნელს, ისე პრე­ზი­დენ­ტსაც სურს. წელს სხვა კლუ­ბე­ბი­სა­გან სე­რი­ო­ზუ­ლი ინ­ტე­რე­სი არ წა­მო­სუ­ლა. მად­რი­დის "რე­ა­ლიც" არ მო­სუ­ლა წი­ნა­და­დე­ბით. ყვე­ლა­ზე მე­ტად თით­ქოს "მი­ლა­ნი" აქ­ტი­უ­რობ­და, თუმ­ცა საქ­მე არ დაძ­რუ­ლა. ასე რომ, ცსკა ერ­თა­დერ­თი რე­ა­ლუ­რი ვა­რი­ან­ტი იყო.

თუ ამ კლუბ­ში გა­და­ვალ, ცხა­დია, სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნი­სა და ხალ­ხის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა წა­მი­თაც არ შე­იც­ვლე­ბა და იმე­დია, ჩემ მი­მარ­თაც იგი­ვე მოხ­დე­ბა. რომ არ მო­გა­ტყუ­ოთ, ჩემი პატ­რი­ო­ტიზ­მი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სიყ­ვა­რულ­ზე ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის და­წყე­ბა უც­ნა­უ­რად მეჩ­ვე­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და თორ­ნი­კემ.

შენ­გე­ლი­ას მოს­კოვ­ში შე­საძ­ლო გა­და­ბარ­გე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს ვე­ტე­რა­ნი რუსი კა­ლათ­ბურ­თე­ლი ან­დრეი კი­რი­ლენ­კო, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად რუ­სე­თის კა­ლათ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტია.

"შენ­გე­ლი­ა­სა და მი­ლუ­ტი­ნო­ვის ცსკა-ში გა­დას­ვლა სუ­ლაც არ გა­მაკ­ვირ­ვებს. ისი­ნი, დიდი ხა­ნია, ევ­რო­პის ტოპ-კლუ­ბე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში არი­ან. მათ შო­რი­საა, რა თქმა უნდა, ცსკა, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე კა­ლათ­ბურ­თე­ლი და­კარ­გა, მათ შო­რის კა­პი­ტა­ნი კაილ ჰა­ინ­სი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ გუნ­დი ახა­ლი სე­ზო­ნის წინ კი­დევ უფრო გაძ­ლი­ერ­დე­ბო­და", - ამ­ბობს კი­რი­ლენ­კო ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა "ჩემ­პი­ო­ნატ­თან" სა­უბ­რი­სას.

თორ­ნი­კე შენ­გე­ლი­ას "ცსკა"-ში შე­საძ­ლო გა­დას­ვლას მწვა­ვე გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა დიდ­მა ნა­წილ­მა კა­ლათ­ბურ­თე­ლი გა­აკ­რი­ტი­კა, თუმ­ცა არი­ან ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ სპორ­ტი და პო­ლი­ტი­კა სხვა­დას­ხვა რა­მეა და თუ შენ­გე­ლია "ცსკა"-ში გა­და­ვა, ამა­ში არა­ფე­რი იქ­ნე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი.

ვნა­ხოთ ზო­გი­ერ­თი კო­მენ­ტა­რი და პოს­ტი, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში და­წე­რეს:

ლი­ბა­ნის მე-4 ლი­გა­ში ჯო­ბია თა­მა­ში ბრუკ­ლი­ნი­დან და ჩი­კა­გო­დან შენი კა­რი­ე­რა ცს­კა­ში რომ მთავ­რდე­ბა

ცსკა-ანუ არ­მი­ის ცენ­ტრა­ლუ­რი სპორ­ტუ­ლი კლუ­ბი-არის არა მარ­ტო სა­ხელ­წო­დე­ბით სიმ­ბო­ლო საბ­ჭო­თა/რუ­სე­თის არ­მი­ის "დი­დე­ბის" , არა­მედ პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით პუ­ტი­ნის/კრემ­ლის იდე­ო­ლო­გი­უ­რი პრო­პა­გან­დის ერთ-ერთი ინ­სტრუ­მენ­ტი. ამ "პრო­ექტს" რო­მელ­შიც მრა­ვა­ლი ათე­უ­ლი მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი იხარ­ჯე­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად, უშუ­ა­ლოდ კუ­რი­რებს ფსბ-ს გე­ნე­რა­ლი, პუ­ტი­ნის უახ­ლო­ე­სი წრის კაცი -სერ­გეი ივა­ნო­ვი. ამ პრო­ექტს უაღ­რე­სად დიდი პო­ლი­ტი­კუ­რი დატ­ვირ­თვა აქვს კრემ­ლის იმ­პე­რი­ა­ლუს­ტურ პრო­პა­გან­და­ში.გუნ­დის ჰიმ­ნია საბ­ჭო­თა წი­თე­ლი არ­მი­ის მა­დი­დე­ბე­ლი სიმ­ღე­რის ერთი სტრო­ფი-красная армия всех силнее-რო­მელ­საც სა­ზე­ი­მოდ უკ­რა­ვენ ყო­ვე­ლი თა­მა­შის წინ..

პატ­რი­ო­ტიზმს რომ გა­ვეშ­ვათ, ეს­პა­ნე­თი­დან რუ­სე­თის­კენ რომ აი­ბარ­გე­ბი, მგო­ნია ცოტა შეგ­ნე­ბი­სა და გე­მოვ­ნე­ბის ამ­ბავ­ში "ვერ ლა­ვეს"... თუმ­ცა რას გა­ი­გებ - კა­ცია და გუ­ნე­ბა...

აი რა მიკ­ვირს იცი? ადა­მი­ა­ნის პი­რად არ­ჩე­ვან­ში რო აფა­თუ­რებთ ხე­ლებს, რა ვალ­დე­ბუ­ლია ვინ­მეს ან­გა­რი­ში ჩა­ა­ბა­როს შენ­გე­ლი­ამ თუ სად ითა­მა­შებს. რუ­სე­თის დედა... პო­ლი­ტი­კუ­რად, მაგ­რამ ევ­რო­პა­ში სა­კა­ლათ­ბურ­თო თვალ­საზ­რი­სით ერთ-ერთი მო­წი­ნა­ვეა და "პატ­რი­ო­ტუ­ლი" სას­ტა­ვი რო გა­მოხ­ტე­ბით დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ თოკო ნე­ბის­მი­ერ­ზე მეტი პატ­რი­ო­ტია, უკე­თე­სი პი­როვ­ნე­ბაც და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნიც.

რამ­დე­ნი ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი თა­მა­შობ­და და თა­მა­შობს რუ­სე­თის ლი­გებ­ში, რაღა შენ­გე­ლი­ა­ზე ატე­ხეთ პა­ნი­კა?

ქვეყ­ნის 20% რომ ოკუ­პი­რე­ბუ­ლია შენი ქვეყ­ნის და შენ ამ დროს იმ ქვეყ­ნის სა­სარ­გებ­ლოდ არ­გუ­მენ­ტებს იძა­ხი, რო­მელ­საც აქვს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი, აი სტოკ­ჰოლ­მის სინ­დრო­მი კი არა სუ­ლით მონა ხარ. ქა­ლა­ქებს რომ გი­ბომ­ბავს და დიდ­სა თუ პა­ტა­რას გიკ­ლავს რო­მელ პო­ლი­ტი­კა­ზეა სა­უ­ბა­რი.... არ არ­სე­ბობს ცალ­კე პო­ლი­ტი­კა და სპორ­ტი. მტე­რი მტე­რია ყველ­გან. შე­იგ­ნეთ ეს

მეც არ ვარ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი, შე­იძ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სი­ლის გაწ­ნა­დაც ჩავ­თვა­ლოთ.

მა­ღა­ლი ხარ ძმაო! მაგ­რამ თავს იმ­ცი­რებ რო­გორც მონა

სირ­ცხვი­ლია რუ­სუ­ლი არ­მი­ის გერ­ბი რომ გვაქვს მკერ­დზე. იმ არ­მი­ის რო­მე­ლიც შენს ქვე­ყა­ნას ბომ­ბავ­დაა... რო­მელ პო­ლი­ტი­კა­ზეა სა­უ­ბა­რი...

მრუ­შო­ბის ლა­მა­ზი ფორ­მაა. ნეტა სო­მე­ხი თუ ითა­მა­შებს აზე­რე­ბის გუნდში? ის­რა­ელ­ში ვაგ­ნერს არ ას­რუ­ლე­ბენ. არა­და არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბია- ჰიტ­ლერს მოს­წონ­და და ეგაა.

მკითხველის კომენტარები / 107 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სოფია
49

მართლა სირცხვილია :(

ანზორი
24

სხვა გუნდებიდან შემოთავაზება არ იყოო..

დარჩენილიყავი "ბასკონიაში" - რავა გაგდებდნენ თუ რა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"შენს ქვეყანას რომ ბომბავდა, იმ არმიის გერბი მკერდზე, სირცხვილია!" - თორნიკე შენგელიას მოსკოვის "ცსკა"-ში შესაძლო გადასვლის გამო აკრიტიკებენ

"შენს ქვეყანას რომ ბომბავდა, იმ არმიის გერბი მკერდზე, სირცხვილია!" - თორნიკე შენგელიას მოსკოვის "ცსკა"-ში შესაძლო გადასვლის გამო აკრიტიკებენ

რამდენიმე დღეა პრესაში აქტიურად წერენ საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის და ასევე ესპანური "ბასკონიას" კაპიტნის, თორნიკე შენგელიას მოსკოვის "ცსკა"-ში გადასვლის შესახებ. აღნიშნულ საკითხზე თორნიკე შენგელიამ მცირე კომენტარი ტელეკომპანია "იმედთან" გააკეთა.

"საბოლოოდ გადაწყვეტილი არაფერია და ხელმოწერილიც არაფერია. ცსკა-მ ჩემ მიმართ ინტერესი გამოხატა და მე გარკვეული პერიოდი ვითხოვე, რათა ესპანეთის ჩემპიონატზე მომეხდინა კონცენტრაცია.

ალბათ, უახლოეს დღეებში გამოჩნდება, თუ რა იქნება მომავალში. ჩემი აგენტი უძღვება მოლაპარაკებებს და ვიცი, რომ ჩემი საკუთარი გუნდის რიგებში ხილვა, როგორც მწვრთნელს, ისე პრეზიდენტსაც სურს. წელს სხვა კლუბებისაგან სერიოზული ინტერესი არ წამოსულა. მადრიდის "რეალიც" არ მოსულა წინადადებით. ყველაზე მეტად თითქოს "მილანი" აქტიურობდა, თუმცა საქმე არ დაძრულა. ასე რომ, ცსკა ერთადერთი რეალური ვარიანტი იყო.

თუ ამ კლუბში გადავალ, ცხადია, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ დამოკიდებულება წამითაც არ შეიცვლება და იმედია, ჩემ მიმართაც იგივე მოხდება. რომ არ მოგატყუოთ, ჩემი პატრიოტიზმისა და საქართველოს სიყვარულზე ახსნა-განმარტების დაწყება უცნაურად მეჩვენება", - განაცხადა თორნიკემ.

შენგელიას მოსკოვში შესაძლო გადაბარგების შესახებ საუბრობს ვეტერანი რუსი კალათბურთელი ანდრეი კირილენკო, რომელიც ამჟამად რუსეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტია.

"შენგელიასა და მილუტინოვის ცსკა-ში გადასვლა სულაც არ გამაკვირვებს. ისინი, დიდი ხანია, ევროპის ტოპ-კლუბების ყურადღების ცენტრში არიან. მათ შორისაა, რა თქმა უნდა, ცსკა, რომელმაც რამდენიმე კალათბურთელი დაკარგა, მათ შორის კაპიტანი კაილ ჰაინსი. დარწმუნებული ვიყავი, რომ გუნდი ახალი სეზონის წინ კიდევ უფრო გაძლიერდებოდა", - ამბობს კირილენკო ინტერნეტგამოცემა "ჩემპიონატთან" საუბრისას.

თორნიკე შენგელიას "ცსკა"-ში შესაძლო გადასვლას მწვავე გამოხმაურება მოჰყვა ქართულ საზოგადოებაში და გულშემატკივართა დიდმა ნაწილმა კალათბურთელი გააკრიტიკა, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ სპორტი და პოლიტიკა სხვადასხვა რამეა და თუ შენგელია "ცსკა"-ში გადავა, ამაში არაფერი იქნება განსაკუთრებული.

ვნახოთ ზოგიერთი კომენტარი და პოსტი, რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში დაწერეს:

ლიბანის მე-4 ლიგაში ჯობია თამაში ბრუკლინიდან და ჩიკაგოდან შენი კარიერა ცსკაში რომ მთავრდება

ცსკა-ანუ არმიის ცენტრალური სპორტული კლუბი-არის არა მარტო სახელწოდებით სიმბოლო საბჭოთა/რუსეთის არმიის "დიდების" , არამედ პირდაპირი მნიშვნელობით პუტინის/კრემლის იდეოლოგიური პროპაგანდის ერთ-ერთი ინსტრუმენტი. ამ "პროექტს" რომელშიც მრავალი ათეული მილიონი დოლარი იხარჯება ყოველწლიურად, უშუალოდ კურირებს ფსბ-ს გენერალი, პუტინის უახლოესი წრის კაცი -სერგეი ივანოვი. ამ პროექტს უაღრესად დიდი პოლიტიკური დატვირთვა აქვს კრემლის იმპერიალუსტურ პროპაგანდაში.გუნდის ჰიმნია საბჭოთა წითელი არმიის მადიდებელი სიმღერის ერთი სტროფი-красная армия всех силнее-რომელსაც საზეიმოდ უკრავენ ყოველი თამაშის წინ..

პატრიოტიზმს რომ გავეშვათ, ესპანეთიდან რუსეთისკენ რომ აიბარგები, მგონია ცოტა შეგნებისა და გემოვნების ამბავში "ვერ ლავეს"... თუმცა რას გაიგებ - კაცია და გუნება...

აი რა მიკვირს იცი? ადამიანის პირად არჩევანში რო აფათურებთ ხელებს, რა ვალდებულია ვინმეს ანგარიში ჩააბაროს შენგელიამ თუ სად ითამაშებს. რუსეთის დედა... პოლიტიკურად, მაგრამ ევროპაში საკალათბურთო თვალსაზრისით ერთ-ერთი მოწინავეა და "პატრიოტული" სასტავი რო გამოხტებით დარწმუნებული ვარ თოკო ნებისმიერზე მეტი პატრიოტია, უკეთესი პიროვნებაც და წარმატებული ადამიანიც.

რამდენი ქართველი ფეხბურთელი თამაშობდა და თამაშობს რუსეთის ლიგებში, რაღა შენგელიაზე ატეხეთ პანიკა?

ქვეყნის 20% რომ ოკუპირებულია შენი ქვეყნის და შენ ამ დროს იმ ქვეყნის სასარგებლოდ არგუმენტებს იძახი, რომელსაც აქვს ოკუპირებული, აი სტოკჰოლმის სინდრომი კი არა სულით მონა ხარ. ქალაქებს რომ გიბომბავს და დიდსა თუ პატარას გიკლავს რომელ პოლიტიკაზეა საუბარი.... არ არსებობს ცალკე პოლიტიკა და სპორტი. მტერი მტერია ყველგან. შეიგნეთ ეს

მეც არ ვარ აღფრთოვანებული, შეიძლება საზოგადოებისთვის სილის გაწნადაც ჩავთვალოთ.

მაღალი ხარ ძმაო! მაგრამ თავს იმცირებ როგორც მონა

სირცხვილია რუსული არმიის გერბი რომ გვაქვს მკერდზე. იმ არმიის რომელიც შენს ქვეყანას ბომბავდაა... რომელ პოლიტიკაზეა საუბარი...

მრუშობის ლამაზი ფორმაა. ნეტა სომეხი თუ ითამაშებს აზერების გუნდში? ისრაელში ვაგნერს არ ასრულებენ. არადა არაფერი დაუშავებია- ჰიტლერს მოსწონდა და ეგაა.

"რუსეთშიც ისეთივე კეთილი ხალხი ცხოვრობს, როგორც საქართველოში, რუსები მაგარი ხალხია.." - თორნიკე შენგელია

"ასე მგონია, რომ ნუცა დაბრუნდა" - ვინ არის მხატვარი, ვინც მაია ასათიანი ქალიშვილთან ერთად დახატა

YouTube-ი ახალ სერვისს ჩაუშვებს, რომელიც TikTok-ის ანალოგი იქნება