საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღემდე ვერიდები მეგობრების ოჯახში მისვლას, დიდ სუფრაზე მოხვედრას" - თამუნა ნიკოლაძე პანდემიის პერიოდზე, "დიდი ოჯახის" გადაღებებსა და საზაფხულო გეგმებზე
"დღემდე ვერიდები მეგობრების ოჯახში მისვლას, დიდ სუფრაზე მოხვედრას" - თამუნა ნიკოლაძე პანდემიის პერიოდზე, "დიდი ოჯახის" გადაღებებსა და საზაფხულო გეგმებზე

რო­გორც კი მსოფ­ლიო პან­დე­მია გა­მო­ცხად­და, ბევ­რი სხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მსგავ­სად, ქარ­თუ­ლი თე­ატ­რე­ბიც რე­გუ­ლა­ცი­ებს და­ექ­ვემ­დე­ბა­რა და და­ი­ხუ­რა. უამ­რა­ვი მსა­ხი­ო­ბი შინ გა­მო­ი­კე­ტა. აქ­ტი­უ­რი და კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში საქ­მე­ე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი თა­მუ­ნა ნი­კო­ლა­ძეც შინ დარ­ჩა. აღარც სპექ­ტაკ­ლი, აღარც მოს­წავ­ლე­ებ­თან გაკ­ვე­თი­ლე­ბი, სტუ­დენ­ტებ­თან ლექ­ცი­ე­ბი და კი­დევ არა­ერ­თი და­მა­ტე­ბი­თი საქ­მე, - ამ­ბობს, რომ ზუს­ტად 2 თვე შინ იყო. ახლა გარ­კვე­უ­ლი რე­გუ­ლა­ცია მოხ­სნი­ლია, თუმ­ცა თე­ატ­რი - კვლა­ვაც და­ხუ­რუ­ლი, რო­დის გა­ნა­ახ­ლებს მუ­შა­ო­ბას, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, თუმ­ცა თა­მუ­ნა თა­ვის კო­ლე­გა მსა­ხი­ო­ბებ­თან ერ­თად, ამ­ჟა­მად სე­რი­ალ­ში „დიდი ოჯა­ხი“ მო­ნა­წი­ლე­ობს, რო­მე­ლიც „მთა­ვარ არხზე“ და­ი­წყო. მსა­ხი­ო­ბი AMBEBI.GE-ს ესა­უბ­რე­ბა იზო­ლა­ცი­ის პე­რი­ოდ­ზე, მის ახ­ლან­დელ საქ­მი­ა­ნო­ბა­სა და იმა­ზე, თუ სად და რო­გორ აპი­რებს ზა­ფხულ­ში დას­ვე­ნე­ბას.

- სა­ერ­თოდ ვერც წარ­მო­მედ­გი­ნა, თუ „კო­ვიდ 19“ მსოფ­ლიო პან­დე­მი­ად გა­მო­ცხად­დე­ბო­და... ამი­ტომ, 11 მარტს, ზა­ფხულ­ში სად და რო­გორ და­ვის­ვე­ნებ­დი, და­გეგ­მი­ლი არა­ფე­რი მქონ­და. თან, ჯერ მარ­ტი იყო და ზა­ფხულს ასე ადრე, ჩემი მუ­შა­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვერ დავ­გეგ­მავ­დი. ჯერ­ჯე­რო­ბით არ­სად ვის­ვე­ნებ, რად­გა­ნაც ვმუ­შა­ობ სე­რი­ალ­ზე „დიდი ოჯა­ხი“, აგ­ვის­ტოს შუა რი­ცხვე­ბამ­დე გა­და­ღე­ბე­ბი გვაქვს.

- ე.ი. „შუა ქა­ლა­ქის“ მსა­ხი­ო­ბე­ბი ისევ შე­იკ­რი­ბეთ, ხომ?

- მხო­ლოდ ოთხი მსა­ხი­ო­ბი ვართ მიწ­ვე­უ­ლი - მე, ბაჩო ქა­ჯა­ია, გოგა ბარ­ბა­ქა­ძე და თა­თუ­ლი ედი­შე­რაშ­ვი­ლი. რე­ჟი­სო­რი გვყავს იგი­ვე. გოჩა კორ­ხე­ლა­უ­რი (ვინც „შუა ქა­ლაქ­ში“ გა­და­ი­ღო) რის გა­მოც ისევ „სიტ­კომ­ზე“ მუ­შა­ო­ბას სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­თან­ხმდი, - გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უფრო ამ რე­ჟი­სო­რის გამო მი­ვი­ღე, როცა რე­ჟი­სორს ენ­დო­ბი, ყო­ველ­თვის კარ­გია, რად­გა­ნაც გა­რან­ტი­ე­ბი უკვე არ­სე­ბობს... თე­ატ­რე­ბი კი, რა თქმა უნდა, პან­დე­მი­ის გა­მო­ცხა­დე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­ხუ­რა და ჯერ არ გახ­სნი­ლა. რო­გორც კი იქ შეს­ვლის, სპექ­ტაკ­ლის თა­მა­შის უფ­ლე­ბას მოგ­ვცე­მენ, საქ­მი­ა­ნო­ბას გან­ვა­ახ­ლე­ებთ და სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა თე­ატ­რი დიდი ზარ-ზე­ი­მით გა­იხ­სნე­ბა. მთა­ვა­რია, მოგ­ვცენ უფ­ლე­ბა, მაგ­რამ სა­ნამ ეს რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი იქ­ნე­ბა, ჩვენც ასე ვიქ­ნე­ბით.

ასევე დაგაინტერესებთ
11:02 / 06-05-2020

"თეატრი გაჩერდა, ყველა სამსახური დაგვეხურა... აგარაკზეც ვერ წავედით" - როგორ უმკლავდებიან პანდემიის სტრესს გოგა ბარბაქაძე და მაია დობორჯგინიძე

14:39 / 07-06-2020

"ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდა ბოსტნეულის მოყვანით, ეს ძალიან მახარებს" - როგორ ატარებს პანდემიის დღეებს ზურა შევარდნაძე და რას ამბობს ახალ ტენდენციაზე

22:20 / 24-06-2020

"ვფიქრობ, ამ კლიპის სახით საზაფხულო ჰიტი გამოცხვა" - ნოდიკო ტატიშვილი ახალ ნამუშევარსა და პანდემიის რთულ პერიოდზე

11:30 / 06-07-2020

რეჟისორმა გიორგი ოვაშვილმა, პანდემიის დროს, შვილებთან ერთად "ქოხი" ააშენა - "ეს ჩემთვის კიდევ ერთი პატარა ფილმია"

- და რო­გორ გა­ვი­და დრო პან­დე­მი­ი­სას სახ­ლში?

- „თა­ვი­სუ­ფა­ლი თე­ატ­რის“ მსა­ხი­ო­ბებს, რო­გორც სხვებს, 12 მარ­ტის შემ­დეგ სპექ­ტაკ­ლი აღარ გვი­თა­მა­შია. ზუს­ტად 2 თვე სახ­ლში ვი­ყა­ვი, გა­რეთ არც გავ­დი­ო­დი, ჩემ­თან არც სტუ­მა­რი მო­დი­ო­და და მე არ მივ­დი­ო­დი სად­მე. წე­სე­ბის სრუ­ლი დაც­ვით ვცხოვ­რობ­დი. სახ­ლში ყოფ­ნა რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, რად­გა­ნაც უცებ მოვ­წყდი სპექ­ტაკ­ლებს, სტუ­დი­ას, მოს­წავ­ლე­ებს, სტუ­დენ­ტებს - არ იყო მარ­ტი­ვი, მაგ­რამ მარ­ტის შუა რი­ცხვე­ბი­დან მა­ი­სის შუა რი­ცხვე­ბამ­დე თავს ვამ­ხნე­ვებ­დი და დი­დად არ გამ­ჭირ­ვე­ბია. ვა­კე­თებ­დი სახ­ლის საქ­მე­ებს, ბევრ რა­მე­ზე კარ­გად და გემ­რი­ე­ლად დავ­ფიქ­რდი, ზო­გი­ერ­თი რამ ჩემს თავ­ში გა­დავ­ხარ­შე, ში­ნა­გან სამ­ყა­როს გან­ტვირ­თვაც გა­ვუ­კე­თე, რამ­დე­ნი­მე კვი­რა ჩე­მებ­თან ვი­ყა­ვი, და­ვის­ვე­ნე და ვფიქ­რობ, რომ გა­რეგ­ნუ­ლად ძა­ლი­ან მო­მიხ­და...

- პან­დე­მი­ის გამო რად­გა­ნაც ქვეყ­ნი­დან გას­ვლა არ ხერ­ხდე­ბა, დას­ვე­ნე­ბას სად აპი­რებთ?

- რა თქმა უნდა, ვე­თან­ხმე­ბი ინი­ცი­ა­ტი­ვას, და­ის­ვე­ნე სა­ქარ­თვე­ლო­ში და და­ეხ­მა­რე სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კას, ბიზ­ნესს, - ძა­ლი­ან კარ­გი შე­მო­თა­ვა­ზე­ბაა... ხში­რად ქარ­თვე­ლე­ბი უცხო ქვე­ყა­ნა­ში გავ­რბი­ვართ, რომ და­ვათ­ვა­ლი­ე­როთ, ვთქვათ, იქა­უ­რი ის­ტო­რი­ულ-კულ­ტუ­რუ­ლი მუ­ზე­უ­მი თუ სხვა­დას­ხვა ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბა. არა­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი რამ არ გვაქვს ნა­ნა­ხი, მა­გა­ლი­თად, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სვა­ნე­თი, თუ­შე­თი, ხევ­სუ­რე­თი, არ მინ­და, რო­მე­ლი­მე კუ­თხე გა­მომ­რჩეს, რად­გა­ნაც ყვე­ლა ერ­თმა­ნეთ­ზე უკე­თე­სი და ლა­მა­ზია. ულა­მა­ზეს კუ­თხე­ებ­ში გვაქვს სა­უ­კე­თე­სო და კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბი, სა­დაც ადა­მი­ა­ნი სი­ა­მოვ­ნე­ბით და­ის­ვე­ნებს. მე ყო­ველ წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ვის­ვე­ნებ, შე­იძ­ლე­ბა, ერთი კვი­რით, ან ათი დღით წა­ვი­დე ხოლ­მე უცხო­ეთ­ში. წელს, რა თქმა უნდა, ვარ სა­ქარ­თვე­ლო­ში და ძა­ლი­ან კარ­გად და გემ­რი­ე­ლად ჩემი ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად და­ვის­ვე­ნებ.

- რო­გო­რი დას­ვე­ნე­ბა გიყ­ვართ - აქ­ტი­უ­რი, ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­ში, თუ სიმ­შვი­დეს ანი­ჭებთ უპი­რა­ტე­სო­ბას?

- მშვი­დი დას­ვე­ნე­ბა მიყ­ვარს, რად­გან მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­დე­ნად აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბა მაქვს, კვი­რის არც ერთი დღე არ მაქვს თა­ვი­სუ­ფა­ლი. სულ და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ - მაქვს რამ­დე­ნი­მე სპექ­ტაკ­ლი, მოს­წავ­ლე­ებ­თან მე­ტყვე­ლე­ბის გაკ­ვე­თი­ლე­ბი, ასე­ვე სტუ­დენ­ტებ­თან სას­ცე­ნო მე­ტყვე­ლე­ბის კულ­ტუ­რის ლექ­ცი­ე­ბი, არის კი­დევ და­მა­ტე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბიც, რა­საც ვა­კე­თებ. ამი­ტომ მშვი­დი დას­ვე­ნე­ბა მიყ­ვარს, ტკბი­ლად, გემ­რი­ე­ლად, კარ­გი რა­ღა­ცე­ბის წა­კი­თხვა, გა­მო­ძი­ნე­ბა, ბევ­რი რა­მის გა­და­ფა­სე­ბა და 1-ელი სექ­ტემ­ბრი­დან უკვე ახა­ლი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბა.

- ახ­ლაც იცავთ ექი­მე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ებს?

- ერ­თა­დერ­თი, რაც არის, ცოტა ხალ­ხმრავ­ლო­ბაა გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე, მაგ­რამ ვცდი­ლობთ, იქაც არ მოვ­დუნ­დეთ...

დღემ­დე ვე­რი­დე­ბი მე­გობ­რე­ბის ოჯახ­ში მის­ვლას, სტუმ­რო­ბას, დიდ სუფ­რა­ზე მოხ­ვედ­რას

წელს სა­კუ­თა­რი და­ბა­დე­ბის დღეც არ გა­და­ვი­ხა­დე, - გა­და­ღე­ბა მქონ­და და ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა იქ მო­მი­ლო­ცეს, რა­ღა­ცებს მი­ვეჩ­ვიე... თუმ­ცა, რა თქმა უნდა, პან­დე­მი­ამ­დეც არ მაკ­ლდა ხე­ლე­ბის და­ბა­ნის კულ­ტუ­რა, ახლა ამას და­ე­მა­ტა სი­ცხის გა­ზომ­ვა, პირ­ბა­დე და კი­დევ რა­ღა­ცე­ბი... დღემ­დე მკაც­რი, პან­დე­მი­ის კა­ნო­ნე­ბით ვცხოვ­რობ. ჩემს ერთ სტა­ტუსს გა­ვიხ­სე­ნებ, რო­დე­საც პან­დე­მია გა­მო­ცხად­და, დავ­წე­რე - ვი­საც ნა­ნა­ხი აქვს ჩემი ხე­ლე­ბის და­ბა­ნა და ვინც ეს იცის, - აბა, გა­ი­მე­ო­რეთ და თქვენ გა­დარ­ჩე­ნი­ლი ხართ! ეს ხუმ­რო­ბით, მაგ­რამ სა­ხუ­მა­რო ნამ­დვი­ლად არა­ფე­რია. და­ვუ­ჯე­როთ ექი­მებს - ეს იქ­ნე­ბა ჩემი რჩე­ვა და მე­გობ­რუ­ლად აზ­რის გა­ზი­ა­რე­ბა. სა­ერ­თოდ, ნე­ბის­მი­ერ პრო­ფე­სი­ას ცოდ­ნა სჭირ­დე­ბა. ყვე­ლა ნუ ვიქ­ნე­ბით ექი­მე­ბი და ნუ ჩა­ვე­რე­ვით პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის, ექი­მე­ბის საქ­მე­ში, უბ­რა­ლოდ, და­ვუ­ჯე­როთ მათ. უდი­დე­სი შრო­მა აქვთ ამ საქ­მე­ში ჩა­დე­ბუ­ლი, წლე­ბი უმუ­შა­ვი­ათ და ბევ­რი რამ იცი­ან... ვფიქ­რობ, რომ ამ სი­ტუ­ა­ცი­ამ და ამ რამ­დე­ნი­მე თვემ ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მო­ა­აშ­კა­რა­ვა. სა­კუ­თარ თავ­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რამ­დე­ნად გვაქვს მოთ­მი­ნე­ბის უნა­რი - ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად მძი­მე რამ­დე­ნი­მე თვე იყო. ვთვლი, რომ იმ ცუ­დის მი­უ­ხე­და­ვად, ბევ­რი კარ­გი რამ მოხ­და. სა­ერ­თოდ, ყვე­ლა­ფე­რი, რაც ცხოვ­რე­ბა­ში ხდე­ბა, უნდა ჩავ­თვა­ლოთ, რომ ჩვენ­თვის, ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ხდე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, პან­დე­მი­ამ ძა­ლი­ან ბევ­რი სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა, ეს უსი­ტყვოდ დიდი ტკი­ვი­ლია, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მოხ­და ის, რომ კი­დევ ერთხელ უნდა გა­მოვ­ფხიზ­ლდეთ, გა­მოვ­ცო­ცხლდეთ და ერ­თმა­ნე­თი მე­ტად შე­ვიყ­ვა­როთ. არა­ვინ იცის, ხვალ და ზეგ კი­დევ რა პან­დე­მია გა­მო­ცხად­დე­ბა და კი­დევ რა გვე­ლო­დე­ბა. ასე რომ, გვიყ­ვარ­დეს ერ­თმა­ნე­თი, ვი­მუ­შა­ვოთ თუ სა­ჭი­როა სახ­ლი­დან და ვი­ფიქ­როთ მხო­ლოდ კარ­გზე!..

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
...
9

ძალიან გთხოვთ, ძველ როლებში ნუ დარჩებით, რთული საცქერია... 

მარიამი
11

სიახლე შეიტანეთ ნუ დაგვაბრუნებთ შუა ქალაქში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"დღემდე ვერიდები მეგობრების ოჯახში მისვლას, დიდ სუფრაზე მოხვედრას" - თამუნა ნიკოლაძე პანდემიის პერიოდზე, "დიდი ოჯახის" გადაღებებსა და საზაფხულო გეგმებზე

"დღემდე ვერიდები მეგობრების ოჯახში მისვლას, დიდ სუფრაზე მოხვედრას" - თამუნა ნიკოლაძე პანდემიის პერიოდზე, "დიდი ოჯახის" გადაღებებსა და საზაფხულო გეგმებზე

როგორც კი მსოფლიო პანდემია გამოცხადდა, ბევრი სხვა დაწესებულების მსგავსად, ქართული თეატრებიც რეგულაციებს დაექვემდებარა და დაიხურა. უამრავი მსახიობი შინ გამოიკეტა. აქტიური და კვირის განმავლობაში საქმეებით დატვირთული თამუნა ნიკოლაძეც შინ დარჩა. აღარც სპექტაკლი, აღარც მოსწავლეებთან გაკვეთილები, სტუდენტებთან ლექციები და კიდევ არაერთი დამატებითი საქმე, - ამბობს, რომ ზუსტად 2 თვე შინ იყო. ახლა გარკვეული რეგულაცია მოხსნილია, თუმცა თეატრი - კვლავაც დახურული, როდის განაახლებს მუშაობას, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა თამუნა თავის კოლეგა მსახიობებთან ერთად, ამჟამად სერიალში „დიდი ოჯახი“ მონაწილეობს, რომელიც „მთავარ არხზე“ დაიწყო. მსახიობი AMBEBI.GE-ს ესაუბრება იზოლაციის პერიოდზე, მის ახლანდელ საქმიანობასა და იმაზე, თუ სად და როგორ აპირებს ზაფხულში დასვენებას.

- საერთოდ ვერც წარმომედგინა, თუ „კოვიდ 19“ მსოფლიო პანდემიად გამოცხადდებოდა... ამიტომ, 11 მარტს, ზაფხულში სად და როგორ დავისვენებდი, დაგეგმილი არაფერი მქონდა. თან, ჯერ მარტი იყო და ზაფხულს ასე ადრე, ჩემი მუშაობიდან გამომდინარე, ვერ დავგეგმავდი. ჯერჯერობით არსად ვისვენებ, რადგანაც ვმუშაობ სერიალზე „დიდი ოჯახი“, აგვისტოს შუა რიცხვებამდე გადაღებები გვაქვს.

- ე.ი. „შუა ქალაქის“ მსახიობები ისევ შეიკრიბეთ, ხომ?

- მხოლოდ ოთხი მსახიობი ვართ მიწვეული - მე, ბაჩო ქაჯაია, გოგა ბარბაქაძე და თათული ედიშერაშვილი. რეჟისორი გვყავს იგივე. გოჩა კორხელაური (ვინც „შუა ქალაქში“ გადაიღო) რის გამოც ისევ „სიტკომზე“ მუშაობას სიამოვნებით დავთანხმდი, - გადაწყვეტილება უფრო ამ რეჟისორის გამო მივიღე, როცა რეჟისორს ენდობი, ყოველთვის კარგია, რადგანაც გარანტიები უკვე არსებობს... თეატრები კი, რა თქმა უნდა, პანდემიის გამოცხადებისთანავე დაიხურა და ჯერ არ გახსნილა. როგორც კი იქ შესვლის, სპექტაკლის თამაშის უფლებას მოგვცემენ, საქმიანობას განვაახლეებთ და საქართველოს ყველა თეატრი დიდი ზარ-ზეიმით გაიხსნება. მთავარია, მოგვცენ უფლება, მაგრამ სანამ ეს რეგულაციები იქნება, ჩვენც ასე ვიქნებით.

- და როგორ გავიდა დრო პანდემიისას სახლში?

- „თავისუფალი თეატრის“ მსახიობებს, როგორც სხვებს, 12 მარტის შემდეგ სპექტაკლი აღარ გვითამაშია. ზუსტად 2 თვე სახლში ვიყავი, გარეთ არც გავდიოდი, ჩემთან არც სტუმარი მოდიოდა და მე არ მივდიოდი სადმე. წესების სრული დაცვით ვცხოვრობდი. სახლში ყოფნა რთული აღმოჩნდა, რადგანაც უცებ მოვწყდი სპექტაკლებს, სტუდიას, მოსწავლეებს, სტუდენტებს - არ იყო მარტივი, მაგრამ მარტის შუა რიცხვებიდან მაისის შუა რიცხვებამდე თავს ვამხნევებდი და დიდად არ გამჭირვებია. ვაკეთებდი სახლის საქმეებს, ბევრ რამეზე კარგად და გემრიელად დავფიქრდი, ზოგიერთი რამ ჩემს თავში გადავხარშე, შინაგან სამყაროს განტვირთვაც გავუკეთე, რამდენიმე კვირა ჩემებთან ვიყავი, დავისვენე და ვფიქრობ, რომ გარეგნულად ძალიან მომიხდა...

- პანდემიის გამო რადგანაც ქვეყნიდან გასვლა არ ხერხდება, დასვენებას სად აპირებთ?

- რა თქმა უნდა, ვეთანხმები ინიციატივას, დაისვენე საქართველოში და დაეხმარე საქართველოს ეკონომიკას, ბიზნესს, - ძალიან კარგი შემოთავაზებაა... ხშირად ქართველები უცხო ქვეყანაში გავრბივართ, რომ დავათვალიეროთ, ვთქვათ, იქაური ისტორიულ-კულტურული მუზეუმი თუ სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა. არადა, საქართველოში ბევრი რამ არ გვაქვს ნანახი, მაგალითად, არაჩვეულებრივი სვანეთი, თუშეთი, ხევსურეთი, არ მინდა, რომელიმე კუთხე გამომრჩეს, რადგანაც ყველა ერთმანეთზე უკეთესი და ლამაზია. ულამაზეს კუთხეებში გვაქვს საუკეთესო და კეთილმოწყობილი სასტუმროები, სადაც ადამიანი სიამოვნებით დაისვენებს. მე ყოველ წელს საქართველოში ვისვენებ, შეიძლება, ერთი კვირით, ან ათი დღით წავიდე ხოლმე უცხოეთში. წელს, რა თქმა უნდა, ვარ საქართველოში და ძალიან კარგად და გემრიელად ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად დავისვენებ.

- როგორი დასვენება გიყვართ - აქტიური, ხალხმრავალ ადგილებში, თუ სიმშვიდეს ანიჭებთ უპირატესობას?

- მშვიდი დასვენება მიყვარს, რადგან მთელი წლის განმავლობაში იმდენად აქტიური ცხოვრება მაქვს, კვირის არც ერთი დღე არ მაქვს თავისუფალი. სულ დაკავებული ვარ - მაქვს რამდენიმე სპექტაკლი, მოსწავლეებთან მეტყველების გაკვეთილები, ასევე სტუდენტებთან სასცენო მეტყველების კულტურის ლექციები, არის კიდევ დამატებითი სამუშაოებიც, რასაც ვაკეთებ. ამიტომ მშვიდი დასვენება მიყვარს, ტკბილად, გემრიელად, კარგი რაღაცების წაკითხვა, გამოძინება, ბევრი რამის გადაფასება და 1-ელი სექტემბრიდან უკვე ახალი ცხოვრების დაწყება.

- ახლაც იცავთ ექიმების რეკომენდაციებს?

- ერთადერთი, რაც არის, ცოტა ხალხმრავლობაა გადასაღებ მოედანზე, მაგრამ ვცდილობთ, იქაც არ მოვდუნდეთ...

დღემდე ვერიდები მეგობრების ოჯახში მისვლას, სტუმრობას, დიდ სუფრაზე მოხვედრას

წელს საკუთარი დაბადების დღეც არ გადავიხადე, - გადაღება მქონდა და ჩემმა მეგობრებმა იქ მომილოცეს, რაღაცებს მივეჩვიე... თუმცა, რა თქმა უნდა, პანდემიამდეც არ მაკლდა ხელების დაბანის კულტურა, ახლა ამას დაემატა სიცხის გაზომვა, პირბადე და კიდევ რაღაცები... დღემდე მკაცრი, პანდემიის კანონებით ვცხოვრობ. ჩემს ერთ სტატუსს გავიხსენებ, როდესაც პანდემია გამოცხადდა, დავწერე - ვისაც ნანახი აქვს ჩემი ხელების დაბანა და ვინც ეს იცის, - აბა, გაიმეორეთ და თქვენ გადარჩენილი ხართ! ეს ხუმრობით, მაგრამ სახუმარო ნამდვილად არაფერია. დავუჯეროთ ექიმებს - ეს იქნება ჩემი რჩევა და მეგობრულად აზრის გაზიარება. საერთოდ, ნებისმიერ პროფესიას ცოდნა სჭირდება. ყველა ნუ ვიქნებით ექიმები და ნუ ჩავერევით პროფესიონალი ადამიანების, ექიმების საქმეში, უბრალოდ, დავუჯეროთ მათ. უდიდესი შრომა აქვთ ამ საქმეში ჩადებული, წლები უმუშავიათ და ბევრი რამ იციან... ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციამ და ამ რამდენიმე თვემ ადამიანები გამოააშკარავა. საკუთარ თავში აღმოვაჩინეთ, რამდენად გვაქვს მოთმინების უნარი - ფსიქოლოგიურად მძიმე რამდენიმე თვე იყო. ვთვლი, რომ იმ ცუდის მიუხედავად, ბევრი კარგი რამ მოხდა. საერთოდ, ყველაფერი, რაც ცხოვრებაში ხდება, უნდა ჩავთვალოთ, რომ ჩვენთვის, ადამიანებისთვის ხდება. სამწუხაროდ, პანდემიამ ძალიან ბევრი სიცოცხლე შეიწირა, ეს უსიტყვოდ დიდი ტკივილია, ყოველ შემთხვევაში, მოხდა ის, რომ კიდევ ერთხელ უნდა გამოვფხიზლდეთ, გამოვცოცხლდეთ და ერთმანეთი მეტად შევიყვაროთ. არავინ იცის, ხვალ და ზეგ კიდევ რა პანდემია გამოცხადდება და კიდევ რა გველოდება. ასე რომ, გვიყვარდეს ერთმანეთი, ვიმუშავოთ თუ საჭიროა სახლიდან და ვიფიქროთ მხოლოდ კარგზე!..

"ბრანჯელინას" სკანდალური სასამართლოს დეტალები და გადაწყვეტილება, რომელმაც ჯოლი გააბრაზა: "არ დავუშვებ, ჩემს შვილებს ზიანი მიადგეთ"

"ბავშვი რომ ჩამახუტეს,  ვერ აღვწერ, ჩემს თავს რა ხდებოდა" - ანდრია გველესიანს და მაიკო ვაწაძეს შვილი შეეძინათ

ირინა შეიკი ქანიე უესთს ხვდება? - შესაძლოა, მალე ფანებმა ახალი ვარსკვლავური წყვილი იხილონ