მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასებში მცირედი ზრდა შეინიშნება, არაბრენდირებულზე კი ფასმა დაახლოებით 20-25 თეთრით მოიმატა
ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასებში მცირედი ზრდა შეინიშნება, არაბრენდირებულზე კი ფასმა დაახლოებით 20-25 თეთრით მოიმატა

ივ­ნი­სის და­სა­წყი­სი­დან დღემ­დე, ერთი ბა­რე­ლი ნავ­თო­ბის ფასი და­ახ­ლო­ე­ბით, 40 დო­ლა­რი ღირს და აღ­ნიშ­ნულ ფასს სტა­ბი­ლუ­რად ინარ­ჩუ­ნებს. 6 ივ­ლი­სის მო­ნა­ცე­მე­ბით, ერთი ბა­რე­ლი WTI-ის ტი­პის ნავ­თო­ბი 40.69 დო­ლა­რი ღირს, ხოლო ბრენ­ტის ტი­პის - 43.31 დო­ლა­რი.

ივ­ნი­სის და­სა­წყის­ში ნავ­თო­ბის ფა­სის ზრდამ ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე საწ­ვა­ვის ფა­სის კო­რექ­ტი­რე­ბა გა­მო­იწ­ვია, რაც არაბ­რენ­დი­რე­ბულ ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გუ­რებ­ზე მყი­სი­ე­რად აი­სა­ხა, ბრენ­დი­რე­ბუ­ლე­ბი კი შე­და­რე­ბით სტა­ბი­ლურ ფა­სებს ინარ­ჩუ­ნე­ბენ, თუმ­ცა აქაც შე­ი­ნიშ­ნე­ბა მცი­რე­დი ზრდა.

ნავ­თო­ბიმ­პორ­ტი­ორ­თა კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რე ვანო მთვრა­ლაშ­ვი­ლი „ბიზ­ნესპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში გან­მარ­ტავს, რომ თუ მარ­ტის თვე­ში პან­დე­მი­ამ ფა­სე­ბის სა­შუ­ა­ლოდ, 70-80 თეთ­რით შემ­ცი­რე­ბა გა­მო­იწ­ვია, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის მოხ­სნი­სა და ნავ­თობ­ზე ფა­სე­ბის ზრდის შე­დე­გად, დღეს, არაბ­რენ­დი­რე­ბულ ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გუ­რებ­ზე ის სა­შუ­ა­ლოდ, 20-25 თეთ­რით გაძ­ვირ­და.

„პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში ნავ­თო­ბის ფა­სე­ბი ის­ტო­რი­უ­ლად ყვე­ლა­ზე და­ბალ ნიშ­ნულ­ზე და­ე­ცა 20 მა­ი­სის შემ­დეგ კი სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე ეტა­პობ­რი­ვად და­ი­წყო ნავ­თო­ბის ფა­სე­ბის მა­ტე­ბა. დღეს, მარ­ტის თვის შემ­დეგ ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ფა­სე­ბი გვაქვს.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე ფა­სე­ბის კუ­თხით რა ხდე­ბა. ყვე­ლამ ვი­ცით, რომ პან­დე­მი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში საწ­ვა­ვის ფა­სე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად იყო შემ­ცი­რე­ბუ­ლი - სა­შუ­ა­ლოდ, 70-80 თეთ­რით, მაგ­რამ შემ­დეგ იწყე­ბა ასე­თი პრო­ცე­სე­ბი: ნავ­თობ­ზე მო­თხოვ­ნა მცი­რე­დით, მაგ­რამ მა­ინც იზ­რდე­ბა, ოპე­კი პლუ­სის შე­თან­ხმე­ბა ნავ­თო­ბის მო­პო­ვე­ბის კვო­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ძა­ლა­ში შე­დის და ამ ყვე­ლაფ­რის გავ­ლე­ნით ნავ­თო­ბის ფა­სე­ბი იწყებს მა­ტე­ბას.

ამ პრო­ცე­სე­ბის შე­დე­გად კი ქარ­თულ ბა­ზარ­ზე არაბ­რენ­დი­რე­ბულ ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბის პრო­დუქტზე, ფა­სე­ბი სა­შუ­ა­ლოდ, გაზ­რდი­ლია 20-25 თეთ­რით. სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რებ­ზე არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა მოქ­მე­დებს რო­გორც არაბ­რენ­დი­რე­ბულ, ისე ბრენ­დი­რე­ბულ ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გუ­რებ­ზეც“,- გან­მარ­ტა ვანო მთვრა­ლაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ნავ­თო­ბის ფა­სის ზრდა ან შემ­ცი­რე­ბა მყი­სი­ე­რად აი­სა­ხე­ბა ბრენ­დი­რე­ბულ ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გუ­რებ­ზე, რად­გან მათ პრო­დუქ­ტის მა­რა­გე­ბი არ გა­აჩ­ნი­ათ. დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით მათ პრო­დუქტზე ფა­სე­ბის მა­ტე­ბაც სწო­რედ ამით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

„სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მო­ი­მა­ტა ფას­მა და სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ქარ­თვე­ლო­შიც ოდ­ნავ გა­იზ­რდე­ბა“, - გან­მარ­ტავს კომ­პა­ნია „სო­კარ ჯორ­ჯია პეტ­რო­ლე­უ­მი“-ს დი­რექ­ტო­რი ლე­ვან გი­ორ­გა­ძე.

რაც შე­ე­ხე­ბა ბრენ­დი­რე­ბულ ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გუ­რებ­ზე არ­სე­ბულ ფა­სებს, საწ­ვა­ვის სა­ხე­ო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, 6 ივ­ლი­სის მო­ნა­ცე­მე­ბით, მათი ღი­რე­ბუ­ლე­ბა ასე­თია:

  • რე­გუ­ლა­რი - „ლუ­კო­ი­ლი“ –1.77 ლარი; „სო­კა­რი“ და „რომ­პეტ­რო­ლი“ – 1.83; „ვი­სო­ლი“ -1.86; გალ­ფი“ – 1.92 ლარი.
  • პრე­მი­უ­მი - „ლუ­კო­ი­ლი“ - 1.88 ლარი; „სო­კა­რი“ – 1.95 ლარი; „რომ­პეტ­რო­ლი“ – 1.98; „ვი­სო­ლი“ და „გალ­ფი“ – 1.99 ლარი.
  • სუ­პე­რი - „ლუ­კო­ი­ლი“ – 2.10; „სო­კა­რი“ და „გალ­ფი“ – 2.14; „ვი­სო­ლი“ და „რომ­პეტ­რო­ლი“ – 2.17 ლარი.
  • დი­ზე­ლი - „სო­კა­რი“ – 1.87; „ვი­სო­ლი“ – 1.97.
  • ევრო დი­ზე­ლი - „ლუ­კო­ი­ლი“ – 1.89 ლარი; „გალ­ფი“ და „რომ­პეტ­რო­ლი“ – 1.94 ლარი; „სო­კა­რი“ – 1.95; „ვი­სო­ლი“ – 2.02.
  • ბუ­ნებ­რი­ვი აირი (CNG) –„სო­კა­რი“ – 1.30; „ვი­სო­ლი“ – 1.34 ლარი და „გალ­ფი“ – 1.39 ლარი.

ბრენ­დუ­ლი ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბი მომ­ხმა­რებ­ლებს ფას­დაკ­ლე­ბებს სთა­ვა­ზო­ბენ, რაც ხში­რად, ზო­გად ფას­თან მნიშ­ვნე­ლო­ვან სხვა­ო­ბას იძ­ლე­ვა-ხოლ­მე.6 ივ­ლი­სის მო­ნა­ცე­მე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ფა­სე­ბი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

  • რე­გუ­ლა­რი-„ლუ­კო­ი­ლი“ – 1.69 ლარი; „რომ­პეტ­რო­ლი“ – 1.71; „სო­კა­რი“ – 1.74; „ვი­სო­ლი“ – 1.76; „გალ­ფი“ – 1.82 ლარი.
  • პრე­მი­უ­მი - „ლუ­კო­ი­ლი“ – 1.78; „სო­კა­რი“ და „რომ­პეტ­რო­ლი“ – 1.86; „ვი­სო­ლი“ და „გალ­ფი“ – 1.89 ლარი.
  • სუ­პე­რი-„ლუ­კო­ი­ლი“ – 2.00 ლარი; „გალ­ფი“ – 2.04; „სო­კა­რი“ და „რომ­პეტ­რო­ლი“ – 2.05; „ვი­სო­ლი“ – 2.07.
  • დი­ზე­ლი- „სო­კა­რი“ 1.78; „ვი­სო­ლი“ – 1.87.
  • ევრო დი­ზე­ლი - „ლუ­კო­ი­ლი“ – 1.79 ლარი; „რომ­პეტ­რო­ლი“ – 1.82;„გალ­ფი“ – 1.84; „სო­კა­რი“ – 1.86 ლარი; „ვი­სო­ლი“ – 1.92 ლარი.
  • ბუ­ნებ­რი­ვი აირი (CNG)– „სო­კა­რი“ – 1.25; „ვი­სო­ლი“ და “გალ­ფი“ – 1.29 ლარი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გუგა
1

აბა რაა ეგრევე ზრდა. ამდენს ხოარ დააკლებენ აბა ფასს :)))) ხტფუი მიმიფურთხებია თქვენთვისაც და თქვენი მილიონერობისთვისაც.

morduxai
1

გაატყავეტ ხალხი, არ ცჰეარცჰინოტ ერტი ტეტრი,,,, მერე წადიტ რესტორნებცჰი და დალიეტ საქარტველოს სადგერდზელო,,,.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასებში მცირედი ზრდა შეინიშნება, არაბრენდირებულზე კი ფასმა დაახლოებით 20-25 თეთრით მოიმატა

ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასებში მცირედი ზრდა შეინიშნება, არაბრენდირებულზე კი ფასმა დაახლოებით 20-25 თეთრით მოიმატა

ივნისის დასაწყისიდან დღემდე, ერთი ბარელი ნავთობის ფასი დაახლოებით, 40 დოლარი ღირს და აღნიშნულ ფასს სტაბილურად ინარჩუნებს. 6 ივლისის მონაცემებით, ერთი ბარელი WTI-ის ტიპის ნავთობი 40.69 დოლარი ღირს, ხოლო ბრენტის ტიპის - 43.31 დოლარი.

ივნისის დასაწყისში ნავთობის ფასის ზრდამ ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასის კორექტირება გამოიწვია, რაც არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე მყისიერად აისახა, ბრენდირებულები კი შედარებით სტაბილურ ფასებს ინარჩუნებენ, თუმცა აქაც შეინიშნება მცირედი ზრდა.

ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარში განმარტავს, რომ თუ მარტის თვეში პანდემიამ ფასების საშუალოდ, 70-80 თეთრით შემცირება გამოიწვია, რეგულაციების მოხსნისა და ნავთობზე ფასების ზრდის შედეგად, დღეს, არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე ის საშუალოდ, 20-25 თეთრით გაძვირდა.

„პანდემიის პერიოდში ნავთობის ფასები ისტორიულად ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა 20 მაისის შემდეგ კი საერთაშორისო ბაზარზე ეტაპობრივად დაიწყო ნავთობის ფასების მატება. დღეს, მარტის თვის შემდეგ ფაქტობრივად, ყველაზე მაღალი ფასები გვაქვს.

რაც შეეხება იმას, თუ ადგილობრივ ბაზარზე ფასების კუთხით რა ხდება. ყველამ ვიცით, რომ პანდემიიდან გამომდინარე საქართველოში საწვავის ფასები მაქსიმალურად იყო შემცირებული - საშუალოდ, 70-80 თეთრით, მაგრამ შემდეგ იწყება ასეთი პროცესები: ნავთობზე მოთხოვნა მცირედით, მაგრამ მაინც იზრდება, ოპეკი პლუსის შეთანხმება ნავთობის მოპოვების კვოტებთან დაკავშირებით ძალაში შედის და ამ ყველაფრის გავლენით ნავთობის ფასები იწყებს მატებას.

ამ პროცესების შედეგად კი ქართულ ბაზარზე არაბრენდირებულ ბენზინგასამართი სადგურების პროდუქტზე, ფასები საშუალოდ, გაზრდილია 20-25 თეთრით. საერთაშორისო ბაზრებზე არსებული მდგომარეობა მოქმედებს როგორც არაბრენდირებულ, ისე ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზეც“,- განმარტა ვანო მთვრალაშვილმა.

მისივე განმარტებით, ნავთობის ფასის ზრდა ან შემცირება მყისიერად აისახება ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე, რადგან მათ პროდუქტის მარაგები არ გააჩნიათ. დღევანდელი მდგომარეობით მათ პროდუქტზე ფასების მატებაც სწორედ ამით არის განპირობებული.

„საერთაშორისო ბაზარზე მნიშვნელოვნად მოიმატა ფასმა და სავარაუდოდ, საქართველოშიც ოდნავ გაიზრდება“, - განმარტავს კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“-ს დირექტორი ლევან გიორგაძე.

რაც შეეხება ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე არსებულ ფასებს, საწვავის სახეობების მიხედვით, 6 ივლისის მონაცემებით, მათი ღირებულება ასეთია:

  • რეგულარი - „ლუკოილი“ –1.77 ლარი; „სოკარი“ და „რომპეტროლი“ – 1.83; „ვისოლი“ -1.86; გალფი“ – 1.92 ლარი.
  • პრემიუმი - „ლუკოილი“ - 1.88 ლარი; „სოკარი“ – 1.95 ლარი; „რომპეტროლი“ – 1.98; „ვისოლი“ და „გალფი“ – 1.99 ლარი.
  • სუპერი - „ლუკოილი“ – 2.10; „სოკარი“ და „გალფი“ – 2.14; „ვისოლი“ და „რომპეტროლი“ – 2.17 ლარი.
  • დიზელი - „სოკარი“ – 1.87; „ვისოლი“ – 1.97.
  • ევრო დიზელი - „ლუკოილი“ – 1.89 ლარი; „გალფი“ და „რომპეტროლი“ – 1.94 ლარი; „სოკარი“ – 1.95; „ვისოლი“ – 2.02.
  • ბუნებრივი აირი (CNG) –„სოკარი“ – 1.30; „ვისოლი“ – 1.34 ლარი და „გალფი“ – 1.39 ლარი.

ბრენდული ბენზინგასამართი სადგურები მომხმარებლებს ფასდაკლებებს სთავაზობენ, რაც ხშირად, ზოგად ფასთან მნიშვნელოვან სხვაობას იძლევა-ხოლმე.6 ივლისის მონაცემებით, აღნიშნული ფასები ასე გამოიყურება:

  • რეგულარი-„ლუკოილი“ – 1.69 ლარი; „რომპეტროლი“ – 1.71; „სოკარი“ – 1.74; „ვისოლი“ – 1.76; „გალფი“ – 1.82 ლარი.
  • პრემიუმი - „ლუკოილი“ – 1.78; „სოკარი“ და „რომპეტროლი“ – 1.86; „ვისოლი“ და „გალფი“ – 1.89 ლარი.
  • სუპერი-„ლუკოილი“ – 2.00 ლარი; „გალფი“ – 2.04; „სოკარი“ და „რომპეტროლი“ – 2.05; „ვისოლი“ – 2.07.
  • დიზელი- „სოკარი“ 1.78; „ვისოლი“ – 1.87.
  • ევრო დიზელი - „ლუკოილი“ – 1.79 ლარი; „რომპეტროლი“ – 1.82;„გალფი“ – 1.84; „სოკარი“ – 1.86 ლარი; „ვისოლი“ – 1.92 ლარი.
  • ბუნებრივი აირი (CNG)– „სოკარი“ – 1.25; „ვისოლი“ და “გალფი“ – 1.29 ლარი.

„თბილღვინო“ განაგრძობს საკუთარი ვენახების  განვითარებას

კლინიკური კვლევები ადასტურებს, რომ "ენერჯი დიეტა” ხელს უწყობს წონაში კლებას

QEEBOO - სტეფანო ჯოვანიონის მიერ შექმნილი ახალი თაობის ბრენდი CASTELLO-ს ასორტიმენტში