კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო - 2020 წლის არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო - 2020 წლის არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება

პარ­ლა­მენ­ტმა მე­სა­მე მოს­მე­ნით და­ამ­ტკი­ცა კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტი, რომ­ლის თა­ნახ­მად 2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი 120/30-ზე პრო­პორ­ცი­ით ჩა­ტარ­დე­ბა. სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის ცვლი­ლე­ბა­ზე კონ­სტი­ტუ­ცი­ურ კა­ნო­ნის პრო­ექტს 117-მა დე­პუ­ტატ­მა და­უ­ჭი­რა მხა­რი, 3 კი წი­ნა­აღ­მდეგ წა­ვი­და.

პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, 2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი შე­რე­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მი­თა (120 პრო­პორ­ცი­უ­ლი, 30 მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი) და 1%-იანი ბა­რი­ე­რით ჩა­ტარ­დე­ბა. კა­ნონპ­რო­ექ­ტი გუ­ლის­ხმობს ე.წ. 40%-იან ჩამ­კეტ მე­ქა­ნიზმსაც. კერ­ძოდ, პარ­ტია, რო­მე­ლიც 2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მით 40.54%-ზე ნაკ­ლებ მხარ­და­ჭე­რას მი­ი­ღებს, მთავ­რო­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლად ფორ­მი­რე­ბას ვერ შეძ­ლებს. დგინ­დე­ბა პრო­პორ­ცი­უ­ლი და მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი სის­ტე­მით ჯა­მუ­რად მი­ღე­ბუ­ლი მან­და­ტე­ბის მარ­ჟა, რომ­ლის გა­და­ჭარ­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, პარ­ტი­ას ან სა­არ­ჩევ­ნო ბლოკს მო­აკ­ლდე­ბა მან­და­ტე­ბი პრო­პორ­ცი­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სი­ი­დან და თან­მიმ­დევ­რუ­ლად გა­და­ნა­წილ­დე­ბა უკე­თე­სი შე­დე­გის მქო­ნე იმ სხვა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი­სა და სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კე­ბის მიერ წარ­დგე­ნილ სა­არ­ჩევ­ნო სი­ებ­ზე, რომ­ლებ­მაც შე­სა­ბა­მი­სი სა­არ­ჩევ­ნო ბა­რი­ე­რი გა­და­ლა­ხეს.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კებს, მათ იმ­დენ პრო­ცენ­ტი­ა­ნი ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა მო­უ­წევთ, რამ­დე­ნი პარ­ტი­აც იქ­ნე­ბა ბლოკ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი. კერ­ძოდ, პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად, პარ­ლა­მენ­ტის წევრთა მან­და­ტე­ბი გა­ნა­წილ­დე­ბა იმ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კებ­ზე, რო­მელ­თა მიერ მი­ღე­ბუ­ლი ნამ­დვი­ლი ხმე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 1 პრო­ცენ­ტი­სა და სა­არ­ჩევ­ნო ბლოკ­ში შე­მა­ვა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ნამ­რავლს მა­ინც შე­ად­გენს.

კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი კა­ნონპ­რო­ექ­ტით გან­სა­ზღვრუ­ლია გა­უ­ნა­წი­ლე­ბე­ლი მან­და­ტე­ბის სა­კი­თხიც - ისი­ნი თან­მიმ­დევ­რუ­ლად გა­ნა­წილ­დე­ბა უდი­დე­სი ნაშ­თის მქო­ნე მქო­ნე პარ­ტი­ებ­სა და სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კებ­ზე.

2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 30 ერ­თმან­და­ტი­ა­ნი მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო ოლქი შე­იქ­მნე­ბა.

თბი­ლის­ში მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქე­ბი შემ­დეგ­ნა­ი­რად და­ი­ყო­ფა: მთაწ­მინ­დი­სა და კრწა­ნი­სის რა­ი­ო­ნე­ბი; ვა­კის რა­ი­ო­ნი; სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ო­ნი; ის­ნის რა­ი­ო­ნი; სამ­გო­რის რა­ი­ო­ნი; დი­დუ­ბი­სა და ჩუ­ღუ­რე­თის რა­ი­ო­ნე­ბი; გლ­და­ნის რა­ი­ო­ნი; ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ო­ნი.

რაც შე­ე­ხე­ბა რე­გი­ო­ნებს, ოლ­ქე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა შემ­დე­გია:

  • კა­ხეთ­ში - 2 ოლქი ( ერ­თში გა­ერ­თი­ან­დე­ბა თე­ლა­ვის, ახ­მე­ტის, ყვარ­ლი­სა და ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი; ხოლო მე­ო­რე­ში - გურ­ჯა­ა­ნის, სა­გა­რე­ჯოს, დე­დოფ­ლის­წყა­რო­სა და სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი);
  • ქვე­მო ქარ­თლი - 3 ოლქი (ერ­თში გა­ერ­თი­ან­დე­ბა რუს­თა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი და გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ნო­რი­ოს, მარ­ტყო­ფის, ახალ­სოფ­ლის, სარ­თი­ჭა­ლის, გა­მარ­ჯვე­ბის, ახა­ლი სამ­გო­რის, ლემ­შვე­ნი­ე­რას, თე­ლე­თის, კუ­მი­სი­სა და კრწა­ნი­სის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბი, მე­ო­რე­ში - მარ­ნე­უ­ლი­სა და გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი, მე­სა­მე­ში - ბოლ­ნი­სის, დმა­ნი­სის, თეთ­რი­წყა­რო­სა და წალ­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი);
  • შიდა ქარ­თლი - 2 ოლქი ( ერ­თში გა­ერ­თი­ან­დე­ბა კას­პი­სა და გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი; მე­ო­რე­ში - ხა­შუ­რი­სა და ქა­რე­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი და გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ვა­რი­ა­ნის, ნი­ქო­ზის, ტი­რძნი­სის, სკრი­სა და შინ­დი­სის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბი);
  • მცხე­თა მთი­ა­ნე­თი - 1 ოლქი (მცხე­თის, დუ­შე­თის, თი­ა­ნე­თი­სა და ყაზ­ბე­გის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი);
  • სამ­ცხე ჯა­ვა­ხე­თი - 2 ოლქი (ერ­თში გა­ერ­თი­ან­დე­ბა ახალ­ცი­ხის, ბორ­ჯო­მის, ადი­გე­ნი­სა და ას­პინ­ძის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი; მე­ო­რე­ში - ახალ­ქა­ლა­ქი­სა და ნი­ნოწ­მინ­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი);
  • გუ­რია - 1 ოლქი (ოზურ­გე­თის, ლან­ჩხუ­თი­სა და ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი);
  • სა­მეგ­რე­ლო - 3 ოლქი (ერთი - ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი; მე­ო­რე - ფო­თის, ხო­ბი­სა და სე­ნა­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი; მე­სა­მე - წა­ლენ­ჯი­ხის, ჩხო­რო­წყუს, მარ­ტვი­ლი­სა და აბა­შის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი);
  • რაჭა-ლე­ჩხუმ-სვა­ნე­თი 1 ოლქი - (ამ­ბრო­ლა­უ­რის, ონის, ცა­გე­რის, ლენ­ტე­ხი­სა და მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი);
  • იმე­რე­თი - 4 ოლქი (ერთი - ქუ­თა­ი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი; მე­ო­რე - სა­ჩხე­რის, ჭი­ა­თუ­რი­სა და ხა­რა­გა­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი; მე­სა­მე - ტყი­ბუ­ლის, თერ­ჯო­ლის, ზეს­ტა­ფო­ნი­სა და ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი; მე­ო­თხე - სამ­ტრე­დი­ის, წყალ­ტუ­ბოს, ვა­ნი­სა და ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი);
  • აჭა­რა - 3 ოლქი (ერთი - ბა­თუ­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი; მე­ო­რე - ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი და ხელ­ვა­ჩა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მა­ხინ­ჯა­უ­რის, ორ­თა­ბა­თუ­მის, ახალ­შე­ნი­სა და ფე­რი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბი; მე­სა­მე - ხელ­ვა­ჩა­უ­რის, ქე­დის, შუ­ა­ხე­ვი­სა და ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი).
მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე
255
ნაციონალურ მოძრაობას და მათ სატელიტებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ.მათ საერთოდ არავითარი მორალური უფლება არა აქვთ, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. როგორ შეიძლება ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენო პირადი ინტერესები? მათი ასეთი ქმედებები სერიოზულ ზიანს მოუტანს ამ დესტრუქციულ ოპოზიციას და ისინი ვერ მოხვდებიან პარლამენტში.
ocneba
314

რამდენ რამეს აკეთებს ბიძინა, დაინახეთ თქვე დაუნახავებო მინიმუმ 60% გამარჯვება გარანტირებულია. 2040 წლამდე უნდა იყოს ოცნება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო - 2020 წლის არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო - 2020 წლის არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება

პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება. საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს 117-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგ წავიდა.

პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს. დგინდება პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჯამურად მიღებული მანდატების მარჟა, რომლის გადაჭარბების შემთხვევაში, პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მოაკლდება მანდატები პროპორციული საარჩევნო სიიდან და თანმიმდევრულად გადანაწილდება უკეთესი შედეგის მქონე იმ სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ საარჩევნო სიებზე, რომლებმაც შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს.

რაც შეეხება საარჩევნო ბლოკებს, მათ იმდენ პროცენტიანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ, რამდენი პარტიაც იქნება ბლოკში გაერთიანებული. კერძოდ, პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად, პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს.

კონსტიტუციური კანონპროექტით განსაზღვრულია გაუნაწილებელი მანდატების საკითხიც - ისინი თანმიმდევრულად განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე მქონე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებზე.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი შეიქმნება.

თბილისში მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები შემდეგნაირად დაიყოფა: მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები; ვაკის რაიონი; საბურთალოს რაიონი; ისნის რაიონი; სამგორის რაიონი; დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონები; გლდანის რაიონი; ნაძალადევის რაიონი.

რაც შეეხება რეგიონებს, ოლქების განაწილება შემდეგია:

  • კახეთში - 2 ოლქი ( ერთში გაერთიანდება თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები; ხოლო მეორეში - გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები);
  • ქვემო ქართლი - 3 ოლქი (ერთში გაერთიანდება რუსთავის მუნიციპალიტეტი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერას, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულები, მეორეში - მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტები, მესამეში - ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტები);
  • შიდა ქართლი - 2 ოლქი ( ერთში გაერთიანდება კასპისა და გორის მუნიციპალიტეტები; მეორეში - ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტები და გორის მუნიციპალიტეტის ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულები);
  • მცხეთა მთიანეთი - 1 ოლქი (მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები);
  • სამცხე ჯავახეთი - 2 ოლქი (ერთში გაერთიანდება ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტები; მეორეში - ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები);
  • გურია - 1 ოლქი (ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები);
  • სამეგრელო - 3 ოლქი (ერთი - ზუგდიდის მუნიციპალიტეტი; მეორე - ფოთის, ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტები; მესამე - წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტები);
  • რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთი 1 ოლქი - (ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტები);
  • იმერეთი - 4 ოლქი (ერთი - ქუთაისის მუნიციპალიტეტი; მეორე - საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტები; მესამე - ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები; მეოთხე - სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტები);
  • აჭარა - 3 ოლქი (ერთი - ბათუმის მუნიციპალიტეტი; მეორე - ქობულეთის მუნიციპალიტეტი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მახინჯაურის, ორთაბათუმის, ახალშენისა და ფერიის ადმინისტრაციული ერთეულები; მესამე - ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები).

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - გიორგი შაქარაშვილის საქმე

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

დავით ზალკალიანის განცხადებით, დღეს ან ხვალ გახდება ცნობილი, გაუხსნის თუ არა ევროკავშირი საქართველოს საზღვრებს