საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კომენტარებში წავიკითხე, ამით ცოლის დაბრუნებას ცდილობსო... მსგავსი არაფერი იყო" - რა გეგმები აქვს "მასტერშეფში" მოსკოვიდან დაბრუნებულ თემო ქაქუჩაიას
"კომენტარებში წავიკითხე, ამით ცოლის დაბრუნებას ცდილობსო... მსგავსი არაფერი იყო" - რა გეგმები აქვს "მასტერშეფში" მოსკოვიდან დაბრუნებულ თემო ქაქუჩაიას

"მას­ტერ­შე­ფის" მე­სა­მე სე­ზონ­ში და­ძა­ბუ­ლო­ბა იმა­ტებს. რო­გორც ანონ­სი­დან შე­ვი­ტყვეთ, კვი­რას პრო­ექტს ერ­თის ნაც­ვლად ორი კონ­კურ­სან­ტი გა­მო­ე­თი­შე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, მა­ყუ­რე­ბელს ნამ­დვი­ლად და­ძა­ბუ­ლი და ემო­ცი­უ­რი გა­და­ცე­მა ელო­დე­ბა.

მა­ნამ­დე კი მე­სა­მე სე­ზო­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი მო­ნა­წი­ლე თემო ქა­ქუ­ჩა­ია გა­ვიც­ნოთ. თე­მოს მშობ­ლე­ბი აფხა­ზე­თი­დან არი­ან. რო­გორც დევ­ნი­ლე­ბი, 1993 წლის შემ­დეგ მოს­კოვ­ში მოხ­ვდნენ და მას შემ­დგე იქ ცხოვ­რო­ბენ. 28 წლის ბარ­მე­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში 3 წლის წინ დიდი გეგ­მე­ბით დაბ­რუნ­და და პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად კოქ­ტე­ილ-ბარი გახ­სნა.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ?

- ბა­რის სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბა მინ­დო­და, რად­გან კოქ­ტე­ი­ლე­ბის კულ­ტუ­რაც, ბარ­მე­ნე­ბის დო­ნეც საკ­მა­ოდ და­ბა­ლი იყო. თბი­ლის­ში ერთ-ერთი პირ­ვე­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი კოქ­ტე­ილ-ბარი მე გავ­ხსე­ნი.

პა­ტა­რა მიზ­ნებს ვი­სა­ხავ, რომ­ლებ­საც შემ­დეგ დიდ მიზ­ნამ­დე მივ­ყა­ვარ. ჩემს ბარ­ში მო­სუ­ლი უამ­რა­ვი სტუ­მა­რი დიდ მად­ლო­ბას მიხ­დის, მე­უბ­ნე­ბი­ან: შენ ბა­რის კულ­ტუ­რა ჩა­მო­ი­ტა­ნე სა­ქარ­თვე­ლო­შიო. ვფიქ­რობ, სა­ბო­ლოო მი­ზანს მა­შინ მი­ვაღ­წევ, როცა ეს კულ­ტუ­რა სა­მუ­და­მოდ დამ­კვიდ­რე­ბა.

- ბარ­მე­ნის პრო­ფე­სია რა­ტომ აირ­ჩი­ეთ?

- 17 წლის ვი­ყა­ვი, როცა შემ­თხვე­ვით ერთ-ერთ კა­ფე­ში მოვ­ხვდი. და­ვი­ნა­ხე, რო­გორ მე­გობ­რობ­დნენ ერ­თმა­ნეთ­თან ბარ­მე­ნე­ბი და მიმ­ტა­ნე­ბი, ოჯა­ხუ­რი ატ­მოს­ფე­რო იყო. ისე მო­მე­წო­ნა და მი­მი­ზი­და ამან, რომ იმ დღეს­ვე დავ­წე­რე გან­ცხა­დე­ბა სამ­სა­ხუ­რის და­წყე­ბის შე­სა­ხებ. ის ბარი იყო ჩემი პირ­ვე­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლიც და პირ­ვე­ლი „სას­წავ­ლე­ბე­ლიც“, რად­გან ყვე­ლა­ფე­რი, რაც ვიცი, იქა­უ­რი ბარ­მე­ნე­ჯე­რის­გან ვის­წავ­ლე. სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მეს ვა­კე­თებ­დი, არ მში­ო­და, არ მწყუ­რო­და და კმა­ყო­ფი­ლი ვი­ყა­ვი. შემ­დეგ პრო­ფე­სი­უ­ლად განვვი­თარ­დი და დავ­წი­ნა­ურ­დი კი­დეც.

- კუ­ლი­ნა­რი­ით რო­დის და­ინ­ტე­რეს­დით?

- ბავ­შვო­ბა­ში ბე­ბი­ა­ჩემს ვეხ­მა­რე­ბო­დი სა­ა­ხალ­წლო კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში. მომ­წონ­და რა­ღა­ცის ჩემი ხე­ლით შექ­მნა; მსი­ა­მოვ­ნებ­და, როცა გემ­რი­ე­ლი გა­მო­დი­ო­და და სხვებ­საც მოს­წონ­დათ. მოყ­ვა­რუ­ლი მზა­რე­უ­ლი ვარ, ტექ­ნი­კე­ბის სწავ­ლას არ ვცდი­ლობ­დი, რე­ცეპტს ვნა­ხუ­ლობ­დი და შემ­დეგ ვა­კე­თებ­დი. რაც „მას­ტერ­შეფ­ში“ ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე და გან­ვა­ვი­თა­რე.

- ბე­ბი­ას ხომ არ ეწყი­ნა, თქვე­ნი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ბე­ბი­ის კერ­ძი რომ მო­ამ­ზა­დეთ ერთ-ერთ ტურ­ში?

- არა, პი­რი­ქით - რომ ვუ­თხა­რი, ორი­ვემ ბევ­რი ვი­ცი­ნეთ. კო­მენ­ტა­რებ­ში წა­ვი­კი­თხე, ამით ცო­ლის დაბ­რუ­ნე­ბას ცდი­ლობ­სო, მაგ­რამ არა­ნა­ი­რი მსგავ­სი აზრი ამა­ში არ იყო. რე­ა­ლუ­რად, ეს სტრა­ტე­გი­უ­ლი გათ­ვლა იყო. მინ­დო­და, ჩემი კერ­ძი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო და ინ­ტე­რე­სი და­ემ­სა­ხუ­რე­ბი­ნა. ის­ტო­რია, რაც მოვ­ყე­ვი, ნამ­დვი­ლია. ჩემი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის დიდი ბე­ბია ოდე­სე­ლი ებ­რა­ე­ლი იყო, ოდე­სა­ში კი ფორშმა­კი ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი კერ­ძია.

- „მას­ტერ­შეფ­ში“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა თქვე­ნი იდეა იყო, თუ ოჯახ­მა გირ­ჩი­ათ?

- ჩემი იდეა იყო. ჩემი მე­გო­ბა­რი დიმუ მე­ნაბ­დე იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას გა­სულ სე­ზონ­ში და გა­დავ­წყვი­ტე, მეც მე­ცა­და. რო­გორც გი­თხა­რით, მოკ­ლე­ვა­დი­ან მიზ­ნებს ვი­სა­ხავ ხოლ­მე. ერთი მი­ზა­ნი მას­ტერ­შეფ­ში მოხ­ვედ­რა იყო, რა­საც მი­ვაღ­წიე. შემ­დე­გი, უფრო დიდი მი­ზა­ნი ისაა, რომ ქარ­თველ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა მეტი გა­ი­გოს ბარ­მე­ნის პრო­ფე­სი­ა­ზე (რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე ასე­ულ წელს ით­ვლის) და დარ­წმუნ­დეს, რომ ისე­თი­ვე და­სა­ფა­სე­ბე­ლი პრო­ფე­სი­აა, რო­გორც კუ­ლი­ნა­რია....წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"კომენტარებში წავიკითხე, ამით ცოლის დაბრუნებას ცდილობსო... მსგავსი არაფერი იყო" - რა გეგმები აქვს "მასტერშეფში" მოსკოვიდან დაბრუნებულ თემო ქაქუჩაიას

"კომენტარებში წავიკითხე, ამით ცოლის დაბრუნებას ცდილობსო... მსგავსი არაფერი იყო" - რა გეგმები აქვს "მასტერშეფში" მოსკოვიდან დაბრუნებულ თემო ქაქუჩაიას

"მასტერშეფის" მესამე სეზონში დაძაბულობა იმატებს. როგორც ანონსიდან შევიტყვეთ, კვირას პროექტს ერთის ნაცვლად ორი კონკურსანტი გამოეთიშება, შესაბამისად, მაყურებელს ნამდვილად დაძაბული და ემოციური გადაცემა ელოდება.

მანამდე კი მესამე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მონაწილე თემო ქაქუჩაია გავიცნოთ. თემოს მშობლები აფხაზეთიდან არიან. როგორც დევნილები, 1993 წლის შემდეგ მოსკოვში მოხვდნენ და მას შემდგე იქ ცხოვრობენ. 28 წლის ბარმენი საქართველოში 3 წლის წინ დიდი გეგმებით დაბრუნდა და პარტნიორებთან ერთად კოქტეილ-ბარი გახსნა.

- საქართველოში დაბრუნება რატომ გადაწყვიტეთ?

- ბარის სფეროს განვითარება მინდოდა, რადგან კოქტეილების კულტურაც, ბარმენების დონეც საკმაოდ დაბალი იყო. თბილისში ერთ-ერთი პირველი პროფესიონალური კოქტეილ-ბარი მე გავხსენი.

პატარა მიზნებს ვისახავ, რომლებსაც შემდეგ დიდ მიზნამდე მივყავარ. ჩემს ბარში მოსული უამრავი სტუმარი დიდ მადლობას მიხდის, მეუბნებიან: შენ ბარის კულტურა ჩამოიტანე საქართველოშიო. ვფიქრობ, საბოლოო მიზანს მაშინ მივაღწევ, როცა ეს კულტურა სამუდამოდ დამკვიდრება.

- ბარმენის პროფესია რატომ აირჩიეთ?

- 17 წლის ვიყავი, როცა შემთხვევით ერთ-ერთ კაფეში მოვხვდი. დავინახე, როგორ მეგობრობდნენ ერთმანეთთან ბარმენები და მიმტანები, ოჯახური ატმოსფერო იყო. ისე მომეწონა და მიმიზიდა ამან, რომ იმ დღესვე დავწერე განცხადება სამსახურის დაწყების შესახებ. ის ბარი იყო ჩემი პირველი სამუშაო ადგილიც და პირველი „სასწავლებელიც“, რადგან ყველაფერი, რაც ვიცი, იქაური ბარმენეჯერისგან ვისწავლე. საინტერესო საქმეს ვაკეთებდი, არ მშიოდა, არ მწყუროდა და კმაყოფილი ვიყავი. შემდეგ პროფესიულად განვვითარდი და დავწინაურდი კიდეც.

- კულინარიით როდის დაინტერესდით?

- ბავშვობაში ბებიაჩემს ვეხმარებოდი საახალწლო კერძების მომზადებაში. მომწონდა რაღაცის ჩემი ხელით შექმნა; მსიამოვნებდა, როცა გემრიელი გამოდიოდა და სხვებსაც მოსწონდათ. მოყვარული მზარეული ვარ, ტექნიკების სწავლას არ ვცდილობდი, რეცეპტს ვნახულობდი და შემდეგ ვაკეთებდი. რაც „მასტერშეფში“ ვიღებ მონაწილეობას, ბევრი რამ ვისწავლე და განვავითარე.

- ბებიას ხომ არ ეწყინა, თქვენი ყოფილი მეუღლის ბებიის კერძი რომ მოამზადეთ ერთ-ერთ ტურში?

- არა, პირიქით - რომ ვუთხარი, ორივემ ბევრი ვიცინეთ. კომენტარებში წავიკითხე, ამით ცოლის დაბრუნებას ცდილობსო, მაგრამ არანაირი მსგავსი აზრი ამაში არ იყო. რეალურად, ეს სტრატეგიული გათვლა იყო. მინდოდა, ჩემი კერძი განსხვავებული ყოფილიყო და ინტერესი დაემსახურებინა. ისტორია, რაც მოვყევი, ნამდვილია. ჩემი ყოფილი მეუღლის დიდი ბებია ოდესელი ებრაელი იყო, ოდესაში კი ფორშმაკი ძალიან პოპულარული კერძია.

- „მასტერშეფში“ მონაწილეობის მიღება თქვენი იდეა იყო, თუ ოჯახმა გირჩიათ?

- ჩემი იდეა იყო. ჩემი მეგობარი დიმუ მენაბდე იღებდა მონაწილეობას გასულ სეზონში და გადავწყვიტე, მეც მეცადა. როგორც გითხარით, მოკლევადიან მიზნებს ვისახავ ხოლმე. ერთი მიზანი მასტერშეფში მოხვედრა იყო, რასაც მივაღწიე. შემდეგი, უფრო დიდი მიზანი ისაა, რომ ქართველმა მაყურებელმა მეტი გაიგოს ბარმენის პროფესიაზე (რომელიც რამდენიმე ასეულ წელს ითვლის) და დარწმუნდეს, რომ ისეთივე დასაფასებელი პროფესიაა, როგორც კულინარია....წაიკითხეთ სრულად

"დარწმუნებული ვართ მოკლულია... ან ცემაში შემოაკვდათ და ჩააგდეს წყალში, ან მანქანით გაიტანეს" - შაქარაშვილის მეგობარი შემთხვევის ღამის ვერსიებზე

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 1 ივლისამდე

მოიგე „ხელფასი“ და აკეთე ყველაფერი, რაც გაგიხარდება!