კონფლიქტები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მრავალფუნქციური კაშხლების მრავალფეროვანი სარგებელი
მრავალფუნქციური კაშხლების მრავალფეროვანი სარგებელი

დიდი კაშხლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მი­სი­ის (ICOLD) კვლე­ვის მი­ხედ­ვით, მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბუ­ლი კაშხლო­ვა­ნი ჰე­სე­ბის 40% (10 000–მდე კაშ­ხა­ლი) მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რია: მათი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა არა მხო­ლოდ ელექტრო­გე­ნე­რი­რე­ბა, არა­მედ ირი­გა­ცია (5977 კაშ­ხა­ლი), სას­მე­ლი წყლით მო­მა­რა­გე­ბა (4334 კაშ­ხა­ლი), წყალ­დი­დო­ბე­ბის მარ­თვა (4789 კაშ­ხა­ლი), რეკ­რე­ა­ცია (2879 კაშ­ხა­ლი), ნა­ოს­ნო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და თევ­ზის მო­შე­ნე­ბაა (1850 კაშ­ხა­ლი).

მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი კაშხლო­ვა­ნი ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რე­ბი მრავ­ლად გვხვდე­ბა აშშ–სა და ევ­რო­პა­ში. დიდ­წყალ­სა­ცა­ვი­ან ჰე­სებს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­აქვთ ად­გი­ლობ­რი­ვი ეკო­ნო­მი­კის არა­ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბის ზრდა­სა და შე­სა­ბა­მი­სად, მო­სახ­ლე­ო­ბის სო­ცი­ა­ლურ–ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

წყალ­სა­ცა­ვე­ბის მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რო­ბა გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 30–იანი წლე­ბი­დან გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი, რო­დე­საც მათ და­ნიშ­ნუ­ლე­ბად სწო­რედ კონ­კრე­ტუ­ლი რე­გი­ო­ნის მდგრა­დი ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა იქცა. შე­დე­გი თვალ­სა­ჩი­ნოა: იგი­ვე აშშ–ში, არი­ზო­ნა­ში მდე­ბა­რე წყალ­სა­ცავ­მა „დიდი დეპ­რე­სი­ის“ შემ­დეგ მთე­ლი რე­გი­ო­ნის ეკო­ნო­მი­კა სწრა­ფად გა­მო­ა­ცო­ცხლა. ანა­ლო­გი­უ­რი დატ­ვირ­თვის ჰე­სე­ბი უხ­ვად გვხვდე­ბა ალ­პებ­ში, ევ­რო­პის არა­ერთ სა­ხელ­მწი­ფო­ში, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­შიც ენ­გურ­ჰე­სი­სა და ჟინ­ვალ­ჰე­სის სა­ხით.

რა ვი­თა­რე­ბაა სა­ქარ­თვე­ლო­ში?

სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ­გვა­რი კაშხლე­ბი თით­ზე ჩა­მო­სათ­ვლე­ლია. ჟინ­ვა­ლის წყალ­სა­ცა­ვი, რო­მე­ლიც თბი­ლი­სი­დან სულ 1 სა­ა­თის სა­ვალ­ზე მდე­ბა­რე­ობს, მთე­ლი დე­და­ქა­ლა­ქის სას­მე­ლი წყლით მო­მა­რა­გე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. გარ­და ამი­სა, წყალ­სა­ცა­ვი დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს, რო­გორც სა­რეკ­რე­ა­ციო ზონა.

მე­ო­რე ასეთ ჰეს­ზე - ენ­გურ­ჰე­სის კაშ­ხალ­ზე ტუ­რის­ტუ­ლი ოა­ზი­სის შექ­მნა იგეგ­მე­ბა. ეს პირ­ვე­ლი ინ­დუსტრი­უ­ლი ძეგლია სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც სა­მუ­ზე­უ­მო-სა­ინ­ფორ­მა­ციო სივ­რცე და ტუ­რის­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა მო­ე­წყო­ბა, მათ შო­რის - გა­და­სა­ხე­დი მო­ედ­ნე­ბი, სა­ბა­გი­რო გზა, სა­მეც­ნი­ე­რო და აღ­მო­ჩე­ნა­თა ცენ­ტრი, ღია სა­კონ­ცერ­ტო სივ­რცე, სა­ნა­ოს­ნო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, ექ­სტრე­მა­ლუ­რი ატ­რაქ­ცი­ე­ბი, ასე­ვე სა­გა­მო­ფე­ნო და სა­ინ­სტა­ლა­ციო სივ­რცე­ე­ბი.

ანა­ლო­გი­უ­რი მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი დატ­ვირ­თვის იქ­ნე­ბა ნენ­სკრა ჰე­სიც, რო­მე­ლიც ნენ­სკრა­სა და ნაკ­რას ხე­ო­ბებ­ში, ბოლო და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 8 კმ–ის მო­შო­რე­ბით, მთებ­ში შენ­დე­ბა. კაშხლის წყალ­სა­ცა­ვის საპ­რო­ექ­ტო ტე­რი­ტო­რია ის­ტო­რი­უ­ლად და­უ­სახ­ლე­ბე­ლია და იქ არც კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლე­ბი არ­სე­ბობს. მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი წყალ­სა­ცა­ვის აშე­ნე­ბის შე­დე­გად შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა წყალ­დი­დო­ბის მარ­თვა, ჭუ­ბე­რი­სა და ნაკ­რას ხე­ო­ბე­ბის მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბა ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი­თა და შემ­დგომ­ში ტუ­რის­ტუ­ლი ნა­კა­დე­ბის მო­ზიდ­ვით.

ნენ­სკრა ჰე­სის კაშ­ხალს ტექ­ნი­კურ ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას უმ­სხვი­ლე­სი შვე­ი­ცა­რი­უ­ლი კომ­პა­ნია „შტუ­კი“ (Stucky Ltd) უწევს. ეს მო­წი­ნა­ვე საპ­რო­ექ­ტო და სა­კონ­სტრუქ­ტო­რო კომ­პა­ნია და­არ­სე­ბის დღი­დან (1926 წ.) ჰიდ­რო­ტექ­ნი­კუ­რი ნა­გე­ბო­ბე­ბის მშე­ნებ­ლო­ბი­სა და ენერ­გე­ტი­კის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ობს. მას შვე­ი­ცა­რი­ა­სა და მის ფარ­გლებს გა­რეთ კაშხლე­ბი­სა და ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის, გა­ფარ­თო­ე­ბი­სა და აღ­დგე­ნის 100-ზე მეტი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი აქვს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი. „შტუ­კის“ პორ­ტფო­ლი­ო­ში 150 მეტრზე მეტი სი­მაღ­ლის 20-ზე მეტი კაშ­ხა­ლია. კომ­პა­ნი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში მუ­შა­ო­ბის 20-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. 1990–იან წლებ­ში მან ენ­გურ­ჰე­სის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და კაშხლის უსაფრ­თხო­ე­ბის ამაღ­ლე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

ნენ­სკრა ჰე­სის კაშხლის მა­რა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რო­ბა­ზე კომ­პა­ნია „შტუ­კის“ პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯერ პი­ტერ ჯუ­ვიტს ვე­სა­უბ­რეთ:

- რა და­მა­ტე­ბი­თი ფუნ­ქცი­ე­ბით იქ­ნე­ბა დატ­ვირ­თუ­ლი „ნენ­სკრა ჰე­სის“ კაშ­ხა­ლი, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის გარ­და?

- პირ­ველ რიგ­ში, მინ­და, ხაზი გა­ვუს­ვა წყლის მარ­თვი­სა და ტუ­რიზ­მის სა­კითხს. ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფუნ­ქცია, რო­მე­ლიც ნენ­სკრა ჰესს ექ­ნე­ბა, არის მისი სარ­გებ­ლი­ა­ნო­ბა ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც ჰე­სის მიერ გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ენერ­გია საკ­მა­ოდ ძვი­რა­დღი­რე­ბულ იმ­პორ­ტი­რე­ბულ ელექტრო­ე­ნერ­გი­ას ჩა­ა­ნაც­ვლებს. არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს ასე­ვე, რომ წყალ­დი­დო­ბის სე­ზონ­ზე - ივ­ნი­სის, ივ­ლი­სის და აგ­ვის­ტოს თვე­ებ­ში ჭუ­ბერს საკ­მა­ოდ დიდი ზი­ა­ნი ად­გე­ბა, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია კი მნიშ­ვნე­ლო­ვან დრო­სა და რე­სურსს მო­ი­თხოვს. რო­დე­საც ნენ­სკრა ჰესი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში შევა, ასე­თი წყალ­დი­დო­ბე­ბი წარ­სულს ჩა­ბარ­დე­ბა. სწო­რედ წყა­ლუხ­ვო­ბის პე­რი­ოდ­ში - ივ­ნის­ში, ივ­ლის­სა და აგ­ვის­ტო­ში მოხ­დე­ბა წყალ­სა­ცა­ვის შევ­სე­ბა წყლით, რო­მე­ლიც ზამ­თრის დე­ფი­ცი­ტურ პე­რი­ოდ­ში ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გე­ნე­რი­რე­ბას მოხ­მარ­დე­ბა. რე­ზერ­ვუ­არ­ში წყლის დონე და­იკ­ლებს, ხოლო შემ­დეგ ზა­ფხულს წყალ­სა­ცა­ვი ისევ წყლით შე­ივ­სე­ბა. სწო­რედ ამ­გვა­რად ხდე­ბა წყალ­დი­დო­ბის კონ­ტრო­ლი, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ჭი­როა ამ ად­გი­ლის­თვის.

მე­ო­რე სა­კი­თხია რე­ზერ­ვუ­ა­რის გა­მო­ყე­ნე­ბა ტუ­რის­ტუ­ლი მიზ­ნე­ბის­თვის, რა­საც მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში - ევ­რო­პა­ში, აშშ-სა და ავ­სტრა­ლი­ა­ში ვხვდე­ბით. რე­ზერ­ვუ­ა­რე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ისე­თი რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის­თვის, რო­გო­რი­ცაა წყლის სპორ­ტი, ნა­ოს­ნო­ბა, თევ­ზა­ო­ბა და სხვა. ეს ნიშ­ნავს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი მე­ტად და­ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან ახ­ლომ­დე­ბა­რე მთე­ბით და ეს ად­გი­ლე­ბი უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­დე­ბა ექ­სტრე­მა­ლუ­რი სპორ­ტის, ლაშ­ქრო­ბის და სხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბის­თვის.

ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბა ხელს შე­უ­წყობს ასე­ვე ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბას, სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ე­ბი­სა და რეს­ტორ­ნე­ბის შექ­მნას. იდეა იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ რო­დე­საც ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბა დას­რულ­დე­ბა, ეს ინფრას­ტრუქ­ტუ­რა მო­ი­ზი­დავს მეტ დამ­სვე­ნე­ბელს, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ ხე­ო­ბე­ბის მდგრა­დი ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის.

– რო­გორც მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში ნა­მუ­შე­ვა­რი კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს, რა ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ზი­ა­რე­ბა შე­გიძ­ლი­ათ მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი კაშხლე­ბის შე­სა­ხებ?

– რაკი მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის პრო­ექ­ტებ­ზე ვსა­უბ­რობთ, უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ კაშხლე­ბი ასე­ვე გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სარ­წყა­ვი სის­ტე­მე­ბის წყლით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სა და სას­მე­ლი წყლით მო­მა­რა­გე­ბის­თვის. მსოფ­ლი­ო­ში საკ­მა­ოდ ბევ­რი კაშ­ხა­ლი არ­სე­ბობს, რო­მელ­თა პირ­ვე­ლა­დი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა სწო­რედ ირი­გა­ცია და წყალ­მო­მა­რა­გე­ბაა, ხოლო შემ­დეგ მო­დის ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გე­ნე­რა­ცია. ეს ფუნ­ქცი­ე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან მრა­ვალ­მხრი­ვი ეკო­ნო­მი­კუ­რი სარ­გე­ბე­ლი გა­აჩ­ნი­ათ. ამას­თან, კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბე­ბის პი­რო­ბებ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია, სა­მო­მავ­ლოდ წყლის მა­რა­გი გაგ­ვაჩ­ნდეს.

ხაზ­გას­მით მინ­და, აღ­ვნიშ­ნო ისიც, რომ მსოფ­ლი­ო­ში ჰიდ­რო­ე­ნერ­გე­ტუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის კაშხლე­ბის მრა­ვალ­ფუქ­ცი­უ­რად გარ­დაქ­მნის პრაქ­ტი­კა არ­სე­ბობს. მა­გა­ლი­თად, არ­სე­ბულ ინფრას­ტრუქ­ტუ­რას ამა­ტე­ბენ წყლის მი­ლებს, ან წყლის რე­სურსს იყე­ნე­ბენ სარ­წყა­ვად, რაც ჰე­სის თავ­და­პირ­ველ დი­ზა­ინ­ში არ იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. ასე, რომ ამ­გვა­რი პრო­ექ­ტე­ბი საკ­მა­ოდ მოქ­ნი­ლია და შე­სა­ბა­მი­სი დი­ზა­ი­ნი­სა და და­გეგ­მა­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, სა­ჭი­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით, სხვა­დას­ხვა მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

NS

ავტორი:

მრავალფუნქციური კაშხლების მრავალფეროვანი სარგებელი

მრავალფუნქციური კაშხლების მრავალფეროვანი სარგებელი

დიდი კაშხლების საერთაშორისო კომისიის (ICOLD) კვლევის მიხედვით, მსოფლიოში არსებული კაშხლოვანი ჰესების 40% (10 000–მდე კაშხალი) მრავალფუნქციურია: მათი დანიშნულება არა მხოლოდ ელექტროგენერირება, არამედ ირიგაცია (5977 კაშხალი), სასმელი წყლით მომარაგება (4334 კაშხალი), წყალდიდობების მართვა (4789 კაშხალი), რეკრეაცია (2879 კაშხალი), ნაოსნობის განვითარება და თევზის მოშენებაა (1850 კაშხალი).

მრავალფუნქციური კაშხლოვანი ჰიდროელექტროსადგურები მრავლად გვხვდება აშშ–სა და ევროპაში. დიდწყალსაცავიან ჰესებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ადგილობრივი ეკონომიკის არაერთი მიმართულების ზრდასა და შესაბამისად, მოსახლეობის სოციალურ–ეკონომიკურ განვითარებაში.

წყალსაცავების მრავალფუნქციურობა გასული საუკუნის 30–იანი წლებიდან გახდა პოპულარული, როდესაც მათ დანიშნულებად სწორედ კონკრეტული რეგიონის მდგრადი ეკონომიკური განვითარება იქცა. შედეგი თვალსაჩინოა: იგივე აშშ–ში, არიზონაში მდებარე წყალსაცავმა „დიდი დეპრესიის“ შემდეგ მთელი რეგიონის ეკონომიკა სწრაფად გამოაცოცხლა. ანალოგიური დატვირთვის ჰესები უხვად გვხვდება ალპებში, ევროპის არაერთ სახელმწიფოში, მათ შორის საქართველოშიც ენგურჰესისა და ჟინვალჰესის სახით.

რა ვითარებაა საქართველოში?

საქართველოში ამგვარი კაშხლები თითზე ჩამოსათვლელია. ჟინვალის წყალსაცავი, რომელიც თბილისიდან სულ 1 საათის სავალზე მდებარეობს, მთელი დედაქალაქის სასმელი წყლით მომარაგებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, წყალსაცავი დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც სარეკრეაციო ზონა.

მეორე ასეთ ჰესზე - ენგურჰესის კაშხალზე ტურისტული ოაზისის შექმნა იგეგმება. ეს პირველი ინდუსტრიული ძეგლია საქართველოში, სადაც სამუზეუმო-საინფორმაციო სივრცე და ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა, მათ შორის - გადასახედი მოედნები, საბაგირო გზა, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრი, ღია საკონცერტო სივრცე, სანაოსნო ინფრასტრუქტურა, ექსტრემალური ატრაქციები, ასევე საგამოფენო და საინსტალაციო სივრცეები.

ანალოგიური მრავალფუნქციური დატვირთვის იქნება ნენსკრა ჰესიც, რომელიც ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში, ბოლო დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 8 კმ–ის მოშორებით, მთებში შენდება. კაშხლის წყალსაცავის საპროექტო ტერიტორია ისტორიულად დაუსახლებელია და იქ არც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები არსებობს. მრავალფუნქციური წყალსაცავის აშენების შედეგად შესაძლებელი იქნება წყალდიდობის მართვა, ჭუბერისა და ნაკრას ხეობების მდგრადი განვითარება ინფრასტრუქტურული პროექტებითა და შემდგომში ტურისტული ნაკადების მოზიდვით.

ნენსკრა ჰესის კაშხალს ტექნიკურ ზედამხედველობას უმსხვილესი შვეიცარიული კომპანია „შტუკი“ (Stucky Ltd) უწევს. ეს მოწინავე საპროექტო და საკონსტრუქტორო კომპანია დაარსების დღიდან (1926 წ.) ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობისა და ენერგეტიკის სფეროში მოღვაწეობს. მას შვეიცარიასა და მის ფარგლებს გარეთ კაშხლებისა და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის, გაფართოებისა და აღდგენის 100-ზე მეტი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული. „შტუკის“ პორტფოლიოში 150 მეტრზე მეტი სიმაღლის 20-ზე მეტი კაშხალია. კომპანიას საქართველოში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. 1990–იან წლებში მან ენგურჰესის რეაბილიტაცია და კაშხლის უსაფრთხოების ამაღლების სამუშაოები განახორციელა.

ნენსკრა ჰესის კაშხლის მარავალფუნქციურობაზე კომპანია „შტუკის“ პროექტის მენეჯერ პიტერ ჯუვიტს ვესაუბრეთ:

- რა დამატებითი ფუნქციებით იქნება დატვირთული „ნენსკრა ჰესის“ კაშხალი, ელექტროენერგიის გამომუშავების გარდა?

- პირველ რიგში, მინდა, ხაზი გავუსვა წყლის მართვისა და ტურიზმის საკითხს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელიც ნენსკრა ჰესს ექნება, არის მისი სარგებლიანობა ზამთრის პერიოდში, როდესაც ჰესის მიერ გამომუშავებული ენერგია საკმაოდ ძვირადღირებულ იმპორტირებულ ელექტროენერგიას ჩაანაცვლებს. არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე, რომ წყალდიდობის სეზონზე - ივნისის, ივლისის და აგვისტოს თვეებში ჭუბერს საკმაოდ დიდი ზიანი ადგება, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია კი მნიშვნელოვან დროსა და რესურსს მოითხოვს. როდესაც ნენსკრა ჰესი ექსპლუატაციაში შევა, ასეთი წყალდიდობები წარსულს ჩაბარდება. სწორედ წყალუხვობის პერიოდში - ივნისში, ივლისსა და აგვისტოში მოხდება წყალსაცავის შევსება წყლით, რომელიც ზამთრის დეფიციტურ პერიოდში ელექტროენერგიის გენერირებას მოხმარდება. რეზერვუარში წყლის დონე დაიკლებს, ხოლო შემდეგ ზაფხულს წყალსაცავი ისევ წყლით შეივსება. სწორედ ამგვარად ხდება წყალდიდობის კონტროლი, რომელიც განსაკუთრებით საჭიროა ამ ადგილისთვის.

მეორე საკითხია რეზერვუარის გამოყენება ტურისტული მიზნებისთვის, რასაც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში - ევროპაში, აშშ-სა და ავსტრალიაში ვხვდებით. რეზერვუარები გამოიყენება ისეთი რეკრეაციული აქტივობებისთვის, როგორიცაა წყლის სპორტი, ნაოსნობა, თევზაობა და სხვა. ეს ნიშნავს, რომ ადამიანები მეტად დაინტერესდებიან ახლომდებარე მთებით და ეს ადგილები უფრო პოპულარული გახდება ექსტრემალური სპორტის, ლაშქრობის და სხვა აქტივობებისთვის.

ჰესის მშენებლობა ხელს შეუწყობს ასევე ინფრასტრუქტურის განვითარებას, საოჯახო სასტუმროებისა და რესტორნების შექმნას. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც ჰესის მშენებლობა დასრულდება, ეს ინფრასტრუქტურა მოიზიდავს მეტ დამსვენებელს, რაც მნიშვნელოვანია ამ ხეობების მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის.

– როგორც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ნამუშევარი კომპანიის წარმომადგენელს, რა ინფორმაციის გაზიარება შეგიძლიათ მრავალფუნქციური კაშხლების შესახებ?

– რაკი მრავალფუნქციური დანიშნულების პროექტებზე ვსაუბრობთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ კაშხლები ასევე გამოიყენება სარწყავი სისტემების წყლით უზრუნველყოფისა და სასმელი წყლით მომარაგებისთვის. მსოფლიოში საკმაოდ ბევრი კაშხალი არსებობს, რომელთა პირველადი დანიშნულება სწორედ ირიგაცია და წყალმომარაგებაა, ხოლო შემდეგ მოდის ელექტროენერგიის გენერაცია. ეს ფუნქციები მნიშვნელოვანია, რადგან მრავალმხრივი ეკონომიკური სარგებელი გააჩნიათ. ამასთან, კლიმატის ცვლილებების პირობებში აუცილებელია, სამომავლოდ წყლის მარაგი გაგვაჩნდეს.

ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო ისიც, რომ მსოფლიოში ჰიდროენერგეტული დანიშნულების კაშხლების მრავალფუქციურად გარდაქმნის პრაქტიკა არსებობს. მაგალითად, არსებულ ინფრასტრუქტურას ამატებენ წყლის მილებს, ან წყლის რესურსს იყენებენ სარწყავად, რაც ჰესის თავდაპირველ დიზაინში არ იყო გათვალისწინებული. ასე, რომ ამგვარი პროექტები საკმაოდ მოქნილია და შესაბამისი დიზაინისა და დაგეგმარების მეშვეობით, საჭიროების მიხედვით, სხვადასხვა მიზნებისთვის გამოიყენება.

NS

მოიგე „ხელფასი“ და აკეთე ყველაფერი, რაც გაგიხარდება!

"შაქარას" შავი მაისური და ფოტო სტადიონზე - კლუბ "საბურთალოს" პირველი მატჩი 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების შემდეგ

საქართველოში ამჟამად 125 კოვიდინფიცირებული მკურნალობს - რა ამბობს მარინა ეზუგბაია 2 ახალ შემთხვევაზე