საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთ-ერთი მოწმის მამა - "ჩემი შვილი და გიგა ტატიაშვილი წვეულებაზე ერთად იყვნენ, ჩხუბს გამოერიდნენ, თუმცა მეგობრების დასახმარებლად უკან დაბრუნდნენ"
ერთ-ერთი მოწმის მამა - "ჩემი შვილი და გიგა ტატიაშვილი წვეულებაზე ერთად იყვნენ, ჩხუბს გამოერიდნენ, თუმცა მეგობრების დასახმარებლად უკან დაბრუნდნენ"

მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მოწ­მე იკი­თხე­ბა, რო­მე­ლიც იმ წვე­უ­ლე­ბა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც ახალ­გაზ­რდებს შო­რის ჩხუ­ბი მოხ­და.

რო­გორც მოწ­მედ გა­მო­სა­კი­თხი პი­რის, თენ­გო ბარ­ბა­ქა­ძის მამა, ხვი­ჩა ბარ­ბა­ქა­ძე აცხა­დებს, სუფ­რას­თან იმ­ყო­ფე­ბო­და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი გიგა ტა­ტი­აშ­ვი­ლიც.

მი­სი­ვე თქმით, ტა­ტი­აშ­ვი­ლი იუ­ბი­ლა­რის კლა­სე­ლია. ხვი­ჩა ბარ­ბა­ქა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ჩხუბს ტა­ტი­აშ­ვი­ლი და მისი შვი­ლი გა­მო­ე­რიდ­ნენ და თბი­ლის­ში სა­ვა­რა­უ­დოდ, ტა­ტი­აშ­ვი­ლის კუთ­ვნი­ლი "მერ­სე­დე­სის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლით დაბ­რუნ­დნენ, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ას­თან და­ლუ­ქულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ცოტა ხან­ში კი, კვლავ უკან დაბ­რუნ­დნენ მე­გობ­რე­ბის წა­მო­საყ­ვა­ნად.

"ჩემი შვი­ლი აგა­რაკ­ზე, და­ბა­დე­ბის დღე­ზე თა­ვი­დან­ვე იყო, ის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილს არ იც­ნობ­და, ვისი და­ბა­დე­ბის დღეც იყო, მისი მე­გო­ბა­რია. და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს, ჩხუბ­ში ვინ მი­ა­ყე­ნა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ ვიცი, სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ აქვს. თა­ვი­დან გა­იქ­ცნენ, ჩხუბს თავი გა­ა­რი­დეს, სახ­ლში წა­ვი­და.

შა­ქა­რაშ­ვილ­ზე ამ­ბობს, ერთ-ერთი კარ­გი ბიჭი იყოო და იმ ბიჭს კონ­ფლიქ­ტი არა­ვის­თან ჰქო­ნი­აო, და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­იც­ნო ისიც. არა­ვინ იცის რა მოხ­და, აი­ვან­ზე ვი­დე­ქი ცალ­კე, რომ გა­მო­ვე­დი ვი­ღა­ცამ ხელი მომ­კი­და და კე­დელ­ზე მი­მა­ხეთ­ქაო - ასე ამ­ბობს ჩემი შვი­ლი. ის "მერ­სე­დე­სის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბილ­ში იჯდა. თბი­ლი­სი­დან ბი­ჭე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად ისევ წა­მო­ვი­და, თა­ვის მე­გობ­რებს რომ ცემ­დნენ, ხომ არ მი­ა­ტო­ვებ­და? "ნა­ხა­ლოვ­კი­დან" ჩა­ვიდ­ნენ და თა­ვი­სი ძმა­კა­ცე­ბი წა­მო­იყ­ვა­ნეს. იმ მან­ქა­ნა­ში მყო­ფე­ბი და­ბა­დე­ბის დღე­ზე ერ­თად იყ­ვნენ.

რო­გორც ვიცი, ჩხუ­ბის დროს ესე­ნი გა­იქ­ცნენ და ეს იყო და­წყნა­რე­ბა, "ნა­ხა­ლოვ­კე­ლებს" სა­ბურ­თა­ლოს მხა­რე მოს­დევ­და.

ტა­ტი­აშ­ვი­ლი და­ბა­დე­ბის დღე­ზე იყო, ის ჩემ შვილ­თან ერ­თად თბი­ლის­ში ვერ­ცხლის­ფე­რი "მერ­სე­დე­სით" დაბ­რუნ­და, ჩხუბს გა­მო­ე­რიდ­ნენ, და­ზი­ა­ნე­ბა ვი­საც ჰქონ­და, ის წა­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, თუ სას­წრა­ფო გა­მო­ი­ძა­ხეს, არ ვიცი. მერე ისევ უკან დაბ­რუნ­დნენ, მე­გობ­რე­ბის წა­მო­საყ­ვა­ნად. იქი­დან 2 ადა­მი­ა­ნი წა­მო­იყ­ვა­ნეს", - აცხა­დებს ბარ­ბა­ქა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანა
3

კი არ გამოერიდა, ჩამოვიდა თბილისში ველურების ასაყვანად! ესაა სიმართლე! მასეთი მოძალადე ქართველი,ამერიკის ციხეშიც ზის,ყოფილი მოკრივე! 

ყურთსაღებია.
4

მაგრად გამორიდებია ჩხუბს. ასეთებისგან ინტერვიუ არ უნდა აიღოთ. შეამოწმე, შენი ვირი სად მიდიოდა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ერთ-ერთი მოწმის მამა - "ჩემი შვილი და გიგა ტატიაშვილი წვეულებაზე ერთად იყვნენ, ჩხუბს გამოერიდნენ, თუმცა მეგობრების დასახმარებლად უკან დაბრუნდნენ"

ერთ-ერთი მოწმის მამა - "ჩემი შვილი და გიგა ტატიაშვილი წვეულებაზე ერთად იყვნენ, ჩხუბს გამოერიდნენ, თუმცა მეგობრების დასახმარებლად უკან დაბრუნდნენ"

მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მოწმე იკითხება, რომელიც იმ წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის ჩხუბი მოხდა.

როგორც მოწმედ გამოსაკითხი პირის, თენგო ბარბაქაძის მამა, ხვიჩა ბარბაქაძე აცხადებს, სუფრასთან იმყოფებოდა ევროპის ჩემპიონი გიგა ტატიაშვილიც.

მისივე თქმით, ტატიაშვილი იუბილარის კლასელია. ხვიჩა ბარბაქაძის განცხადებით, ჩხუბს ტატიაშვილი და მისი შვილი გამოერიდნენ და თბილისში სავარაუდოდ, ტატიაშვილის კუთვნილი "მერსედესის" მარკის ავტომობილით დაბრუნდნენ, რომელიც პოლიციასთან დალუქულ მდგომარეობაშია. ცოტა ხანში კი, კვლავ უკან დაბრუნდნენ მეგობრების წამოსაყვანად.

"ჩემი შვილი აგარაკზე, დაბადების დღეზე თავიდანვე იყო, ის გიორგი შაქარაშვილს არ იცნობდა, ვისი დაბადების დღეც იყო, მისი მეგობარია. დაზიანებები აქვს, ჩხუბში ვინ მიაყენა დაზიანებები არ ვიცი, სერიოზული დაზიანებები არ აქვს. თავიდან გაიქცნენ, ჩხუბს თავი გაარიდეს, სახლში წავიდა.

შაქარაშვილზე ამბობს, ერთ-ერთი კარგი ბიჭი იყოო და იმ ბიჭს კონფლიქტი არავისთან ჰქონიაო, დაბადების დღეზე გაიცნო ისიც. არავინ იცის რა მოხდა, აივანზე ვიდექი ცალკე, რომ გამოვედი ვიღაცამ ხელი მომკიდა და კედელზე მიმახეთქაო - ასე ამბობს ჩემი შვილი. ის "მერსედესის" მარკის ავტომობილში იჯდა. თბილისიდან ბიჭების დასახმარებლად ისევ წამოვიდა, თავის მეგობრებს რომ ცემდნენ, ხომ არ მიატოვებდა? "ნახალოვკიდან" ჩავიდნენ და თავისი ძმაკაცები წამოიყვანეს. იმ მანქანაში მყოფები დაბადების დღეზე ერთად იყვნენ.

როგორც ვიცი, ჩხუბის დროს ესენი გაიქცნენ და ეს იყო დაწყნარება, "ნახალოვკელებს" საბურთალოს მხარე მოსდევდა.

ტატიაშვილი დაბადების დღეზე იყო, ის ჩემ შვილთან ერთად თბილისში ვერცხლისფერი "მერსედესით" დაბრუნდა, ჩხუბს გამოერიდნენ, დაზიანება ვისაც ჰქონდა, ის წაიყვანეს საავადმყოფოში, თუ სასწრაფო გამოიძახეს, არ ვიცი. მერე ისევ უკან დაბრუნდნენ, მეგობრების წამოსაყვანად. იქიდან 2 ადამიანი წამოიყვანეს", - აცხადებს ბარბაქაძე.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ მორაგბეს არჩილ გაგნიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

"პოლიციელი, რომელმაც სავარაუდოდ არასრულწლოვანზე იძალადა, შეიძლება ხელმძღვანელი პირი იყოს" - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი

"გაიგეს, რომ კონფლიქტი მოხდა... ჩავიდნენ, რათა თავიანთი უბნელი ამ კონფლიქტიდან განერიდებინათ" - დაკავებული მორაგბეების ადვოკატი