პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთს რკინის ხელკეტი ეჭირა, მეორემ დიდი ქვა აიღო და წამოვიდა, რომ დაერტყათ, ყველა ვეცემეთ..." - შაქარაშვილის საქმის მოწმის ექსკლუზიური ინტერვიუ
"ერთს რკინის ხელკეტი ეჭირა, მეორემ დიდი ქვა აიღო და წამოვიდა, რომ დაერტყათ, ყველა ვეცემეთ..." - შაქარაშვილის საქმის მოწმის ექსკლუზიური ინტერვიუ

ფო­ტოგ­რა­ფი, ია­კობ ბრეგ­ვა­ძე, რო­მე­ლიც ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე ერთ-ერთი მთა­ვა­რი მოწ­მეა, აცხა­დებს, რომ მცხე­თა­ში, და­ბა­დე­ბის დღე­ზე მომ­ხდარ ჩხუბ­ში გარ­დაც­ვლი­ლი არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ის „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ და "პა­ლიტ­რა­ნი­უსს“ ექ­სკლუ­ზი­უ­რად ესა­უბ­რა.

მი­სი­ვე თქმით, მას არა­ფე­რია გა­ა­და­ურ­ღია. "არ გა­და­მი­ღია, ნეტა გა­და­მე­ღო ყვე­ლა­ფე­რი და და­ი­ხუ­რე­ბო­და საქ­მე", - აცხა­დებს ფო­ტოგ­რა­ფი.

რო­გორც მოწ­მე აღ­ნიშ­ნავს, ჩხუ­ბი მისი მის­ვლი­დან 15 წუთ­ში და­ი­წყო. ის დე­ტა­ლუ­რად იხ­სე­ნებს 19 ივ­ნი­სის ღა­მეს მომ­ხდარ ფაქტს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" გთა­ვა­ზობთ მოწ­მის მიერ გა­კე­თე­ბულ კო­მენ­ტარს ყო­ველ­გვა­რი სტი­ლის­ტუ­რი ჩა­რე­ვის გა­რე­შე:

ასევე დაგაინტერესებთ
21:28 / 23-06-2020

"გიორგის თავის ქალა აქვს ჩამტვრეული..." - რა დეტალებზე საუბრობს ოჯახის ახლობელი და ვინ დარეკა შემთხვევის ადგილიდან 112-ში

12:46 / 24-06-2020

"როცა მანქანამ დაამუხრუჭა, მაგისტრალზე 4 პირი გაიქცა, მათ შორისაა ფოტოგრაფი" - რას ამბობს ადვოკატი საქმის კიდევ ერთ მთავარ მოწმეზე

14:16 / 24-06-2020

"თბილისიდან ჩამოსულები რკინებით იყვნენ შეიარაღებული..." - გიორგი შაქარაშვილის მეგობარი საბედისწერო წვეულების ახალ დეტალებს ყვება

21:52 / 24-06-2020

"სუფრაზე რამდენიმე კონფლიქტი მოხდა... დაპირისპირება ჯერ გოგოს გამო დაიწყო, ასევე მოხდა კონფლიქტი დიჯეისთან" - შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ადვოკატი

00:10 / 25-06-2020

ვინ არის გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი სპორტსმენი? - "კურიერი" ახალ დეტალებზე

14:55 / 26-06-2020

"დარწმუნებული ვართ მოკლულია... ან ცემაში შემოაკვდათ და ჩააგდეს წყალში, ან მანქანით გაიტანეს" - შაქარაშვილის მეგობარი შემთხვევის ღამის ვერსიებზე

„ავ­ტოს­ტო­პით წა­ვე­დი, მი­ვე­დი სა­დღაც 11:00 სა­ათ­ზე და 15 წუთ­ში მოხ­და ჩხუ­ბი, ოღონდ რა­ტომ და რა­ნა­ი­რად აზ­რზე არ ვარ, ვი­ნე­ბი ჩხუ­ბობ­დნენ. გი­ორ­გი არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და, გი­ორ­გიც შიგ­ნით იყო. ექ­ვსი ბიჭი ვინც ვი­ყა­ვით, იქი­დან 5 მგო­ნი სახ­ლში იყო, ზუს­ტად არ ვიცი. ეგე­ნიც მერე გა­ვი­ცა­ნი და მერე ყვე­ლა წა­ვე­დით იმი­ტომ, რომ იუ­ბი­ლა­რი შე­მო­ვი­და, ნერ­ვე­ბი მო­ე­შა­ლა ასე­თი რა­ღაც რომ მოხ­და, ტი­რო­და, ძლივს და­ვა­წყნა­რეთ და წა­დი­თო ყვე­ლაო და ყვე­ლა რომ წა­ვი­და, ჩვენ მოგ­ვი­წია ტაქ­სით წას­ვლა. ტაქ­სი ვერ გა­მო­ვი­ძა­ხეთ, არც ერთი ტაქ­სი არ მო­დი­ო­და და გა­ვა­ჩე­რეთ ტაქ­სი და ტაქსმა ორ კაც­ზე მეტს ვერ გა­გი­ყო­ლებ­თო. ნეტა ის ორი მა­ინც წა­სუ­ლი­ყო. გი­ორ­გი მა­ინც წა­სუ­ლი­ყო. არ გაყვნენ ტაქსს და ბო­ლოს ავტო სტოპ­ზე დავ­დე­ქით და მო­ვიდ­ნენ ეს ორი ტიპი ვის­თა­ნაც ჩვენ არა , მაგ­რამ ამათ ჩხუ­ბი მო­უ­ვი­დათ. ეს ორი ტიპი მო­ვი­და და ნომ­რე­ბი გაც­ვა­ლეს, რომ და­გი­რე­კავთ, ხვალ შევ­ხვდეთ და ვი­ლა­პა­რა­კო­თო. ეგო­ნა, რომ ჩვენ ვი­ჩხუ­ბეთ და მე­ო­რე დღეს რომ გა­ერ­კვი­ათ.. ყვე­ლა რო­გორ იტყუ­ე­ბა? მო­ვიდ­ნენ, დად­გნენ და ჩვენ წა­მო­ვე­დით თბი­ლი­სის­კენ, რომ უფრო ახ­ლო­დან გა­მოგ­ვე­ძა­ხე­ბი­ნა ტაქ­სი, მაგ­რამ ხიდ­ზე რომ გად­მო­ვე­დით, ეს ორი ბიჭი მორ­ბის და ამ დროს წინ გაგ­ვი­ჩე­რა მან­ქა­ნამ და ამ მან­ქა­ნი­დან გად­მო­ვი­და სა­ვა­რა­უ­დოდ ხუთი კაცი, შე­იძ­ლე­ბა ოთხიც. ზუს­ტად არ და­მი­ნა­ხავს. ერთს რკი­ნის ხელ­კე­ტი ეჭი­რა, მე­ო­რემ დიდი ქვა აიღო და წა­მო­ვი­და, რომ და­ერ­ტყათ, ყვე­ლა რომ ვე­ცე­მეთ. ამათ ეგო­ნათ, რომ ჩვენ ისი­ნი ვი­ყა­ვით, ვინც იქ იყ­ვნენ. არა­და სა­ერ­თოდ სხვა სას­ტა­ვი ვი­ყა­ვით, არა­ფერ შუ­ა­ში არ ვი­ყა­ვით. ის ერთი ბიჭი სა­ა­ვად­მყო­ფო­შია. მოკ­ლედ ყვე­ლა გა­ვი­ქე­ცით, სამი კაცი გა­იქ­ცა ხი­დის­კენ. ერთი ბიჭი იქვე ბუჩ­ქებ­ში და­ი­მა­ლა, რო­გორც მერე გა­ვი­გე. მე კა­მე­რა ხელ­ში მე­ჭი­რა, მა­ნამ­დე არა­ფერს არ ვი­ღებ­დი ისეთს, ბლო­გებს ვი­ღებ ზო­გა­დად მაგ­რამ მა­შინ ზო­გა­დად დრო­ის გა­საყ­ვა­ნად.. ღო­ბე­ზე გა­დავ­ხტი და იყო მი­ტო­ვე­ბუ­ლი მშე­ნე­ბა­რე შე­ნო­ბა მე­ო­რე სარ­თულ­ზე ავე­დი და რომ ავე­დი დავ­რე­კე პო­ლი­ცი­ა­ში.

პო­ლი­ცი­ა­ში რომ დავ­რე­კე, ვუ­თხა­რი, რაც მოხ­და, რო­გორც მოხ­და და არაგ­ვის ხიდ­ზე მო­დით მეთ­ქი, ხიდ­ზე და სა­და­აო. კა­რო­ჩე, როცა მორ­ჩა ყვე­ლა­ფე­რი, მერე მო­ვიდ­ნენ და მაგ დროს, როცა ჯერ ერთხელ დავ­რე­კე 112-ში, მერე გად­მო­მი­რე­კეს, მერე ვუ­თხა­რი კიდე იგი­ვე და მოკ­ლედ, ანუ, ვერ გა­ი­გეს ვე­რა­ფე­რი და ჩა­მოვ­დი­ო­დი მაგ დროს, ანუ მან­ქა­ნა წა­ვი­და მაგ დროს და იყო ორი ბიჭი, ჩვე­ნე­ბი და ერთი ნა­ცე­მი იყო, ჩავ­დი­ო­დი რომ მე­ნა­ხა, დავ­ხმა­რე­ბო­დი და უცებ მე­ო­რე მან­ქა­ნა მო­ვი­და, მე­ო­რე მან­ქა­ნა რომ მო­ვი­და, იქი­და­ნაც გად­მო­ვიდ­ნენ ბი­ჭე­ბი, თქვე­ნი დე­დაო, კა­რო­ჩე ესე­ნი ცე­მეს, სხვა მან­ქა­ნა იყო სა­ვა­რა­უ­დოდ, არ ვიცი და ეს მან­ქა­ნა წა­ვი­და, 2 ან 3 წუთ­ში მო­ვი­და ეს მე­ო­რე მან­ქა­ნა და ესე­ნი ცე­მეს და რომ და­ვი­ნა­ხე, მან­ქა­ნა მო­ვი­და, ისევ უკან ავ­ბრუნ­დი, რომ არ და­ვე­ნა­ხე, იქაც გა­და­სახ­ტო­მი არ იყო, მე­ო­რე სარ­თულ­ზე ვი­ყა­ვი, ბა­ლა­ხე­ბი კი არა, ქვე­ბი იყო და მერე ვაფ­შე რომ აღა­რა­ფე­რი ხდე­ბო­და და არა­ვინ იყო გზა­ზე, მან­ქა­ნაც არ და­დი­ო­და, პირ­ვე­ლი სა­ა­თი და რა­ღაც წუ­თე­ბი იყო, ჩა­ვე­დი, გა­და­ვე­დი პა­რა­ლე­ლურ მხა­რეს, ბა­თუ­მის­კენ მი­მა­ვალ მხა­რეს და მერე ავე­დი ტყე­ში და იქაც და­ვუ­რე­კე რომ აღა­რა­ფე­რი ხდე­ბა და შე­გიძ­ლი­ათ გა­ა­უქ­მოთ მეთ­ქი, იქი­დან რომ ჩა­მო­ვე­დი, მერე მო­ვი­და პო­ლი­ცია, მო­ვუ­ყე­ვი ეს ყვე­ლა­ფე­რი და ეს იყო სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია და მეთ­ქი, ვსო, მორ­ჩა ყვე­ლა­ფე­რი და ერ­თა­დერ­თი შე­გიძ­ლი­ათ, რომ თბი­ლის­ში წა­მიყ­ვა­ნოთ თქო და წა­მიყ­ვა­ნეს თბი­ლის­ში“ , - აცხა­დებს ფო­ტოგ­რა­ფი.

კი­თხვა­ზე, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­იქ­ცა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი, ფო­ტოგ­რა­ფი პა­სუ­ხობს, რომ არ და­უ­ნა­ხავს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მყვინ­თა­ვებ­მა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში 22 ივ­ნისს იპო­ვეს. 19 ივ­ნისს, და­ახ­ლო­ე­ბით 11:00 სა­ათ­ზე გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკო
1

ვაიმე ცუდად გავხდი რეებს ჰყვება და ნახალოვკელების ადვოკატი ამბობს, რომ ეს ორი მანქანა ბიჭები ისე ავიდნენ, ჩხუბი დამთავრებული იყოვო. მატყუარა ხალხს ვერ ვიტან. ტყუილზე რამე სასჯელი არ არსებობს?! ყოჩაღ იაკობ, შენ კარგი ადამიანი ხარ!!! ნეტავ შაქარა გადარჩენილიყო :(((

ლაშა
1

იმ ნაძირლებმა და ლაჩრებმა ქვებით და რკინებით რომ ცემდნენ ამათ ყველამ პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე სრული სიმკაცრით!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ერთს რკინის ხელკეტი ეჭირა, მეორემ დიდი ქვა აიღო და წამოვიდა, რომ დაერტყათ, ყველა ვეცემეთ..." - შაქარაშვილის საქმის მოწმის ექსკლუზიური ინტერვიუ

"ერთს რკინის ხელკეტი ეჭირა, მეორემ დიდი ქვა აიღო და წამოვიდა, რომ დაერტყათ, ყველა ვეცემეთ..." - შაქარაშვილის საქმის მოწმის ექსკლუზიური ინტერვიუ

ფოტოგრაფი, იაკობ ბრეგვაძე, რომელიც ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, აცხადებს, რომ მცხეთაში, დაბადების დღეზე მომხდარ ჩხუბში გარდაცვლილი არ მონაწილეობდა. აღნიშნულის შესახებ ის „ინტერპრესნიუსს“ და "პალიტრანიუსს“ ექსკლუზიურად ესაუბრა.

მისივე თქმით, მას არაფერია გაადაურღია. "არ გადამიღია, ნეტა გადამეღო ყველაფერი და დაიხურებოდა საქმე", - აცხადებს ფოტოგრაფი.

როგორც მოწმე აღნიშნავს, ჩხუბი მისი მისვლიდან 15 წუთში დაიწყო. ის დეტალურად იხსენებს 19 ივნისის ღამეს მომხდარ ფაქტს.

"ინტერპრესნიუსი" გთავაზობთ მოწმის მიერ გაკეთებულ კომენტარს ყოველგვარი სტილისტური ჩარევის გარეშე:

„ავტოსტოპით წავედი, მივედი სადღაც 11:00 საათზე და 15 წუთში მოხდა ჩხუბი, ოღონდ რატომ და რანაირად აზრზე არ ვარ, ვინები ჩხუბობდნენ. გიორგი არ მონაწილეობდა, გიორგიც შიგნით იყო. ექვსი ბიჭი ვინც ვიყავით, იქიდან 5 მგონი სახლში იყო, ზუსტად არ ვიცი. ეგენიც მერე გავიცანი და მერე ყველა წავედით იმიტომ, რომ იუბილარი შემოვიდა, ნერვები მოეშალა ასეთი რაღაც რომ მოხდა, ტიროდა, ძლივს დავაწყნარეთ და წადითო ყველაო და ყველა რომ წავიდა, ჩვენ მოგვიწია ტაქსით წასვლა. ტაქსი ვერ გამოვიძახეთ, არც ერთი ტაქსი არ მოდიოდა და გავაჩერეთ ტაქსი და ტაქსმა ორ კაცზე მეტს ვერ გაგიყოლებთო. ნეტა ის ორი მაინც წასულიყო. გიორგი მაინც წასულიყო. არ გაყვნენ ტაქსს და ბოლოს ავტო სტოპზე დავდექით და მოვიდნენ ეს ორი ტიპი ვისთანაც ჩვენ არა , მაგრამ ამათ ჩხუბი მოუვიდათ. ეს ორი ტიპი მოვიდა და ნომრები გაცვალეს, რომ დაგირეკავთ, ხვალ შევხვდეთ და ვილაპარაკოთო. ეგონა, რომ ჩვენ ვიჩხუბეთ და მეორე დღეს რომ გაერკვიათ.. ყველა როგორ იტყუება? მოვიდნენ, დადგნენ და ჩვენ წამოვედით თბილისისკენ, რომ უფრო ახლოდან გამოგვეძახებინა ტაქსი, მაგრამ ხიდზე რომ გადმოვედით, ეს ორი ბიჭი მორბის და ამ დროს წინ გაგვიჩერა მანქანამ და ამ მანქანიდან გადმოვიდა სავარაუდოდ ხუთი კაცი, შეიძლება ოთხიც. ზუსტად არ დამინახავს. ერთს რკინის ხელკეტი ეჭირა, მეორემ დიდი ქვა აიღო და წამოვიდა, რომ დაერტყათ, ყველა რომ ვეცემეთ. ამათ ეგონათ, რომ ჩვენ ისინი ვიყავით, ვინც იქ იყვნენ. არადა საერთოდ სხვა სასტავი ვიყავით, არაფერ შუაში არ ვიყავით. ის ერთი ბიჭი საავადმყოფოშია. მოკლედ ყველა გავიქეცით, სამი კაცი გაიქცა ხიდისკენ. ერთი ბიჭი იქვე ბუჩქებში დაიმალა, როგორც მერე გავიგე. მე კამერა ხელში მეჭირა, მანამდე არაფერს არ ვიღებდი ისეთს, ბლოგებს ვიღებ ზოგადად მაგრამ მაშინ ზოგადად დროის გასაყვანად.. ღობეზე გადავხტი და იყო მიტოვებული მშენებარე შენობა მეორე სართულზე ავედი და რომ ავედი დავრეკე პოლიციაში.

პოლიციაში რომ დავრეკე, ვუთხარი, რაც მოხდა, როგორც მოხდა და არაგვის ხიდზე მოდით მეთქი, ხიდზე და სადააო. კაროჩე, როცა მორჩა ყველაფერი, მერე მოვიდნენ და მაგ დროს, როცა ჯერ ერთხელ დავრეკე 112-ში, მერე გადმომირეკეს, მერე ვუთხარი კიდე იგივე და მოკლედ, ანუ, ვერ გაიგეს ვერაფერი და ჩამოვდიოდი მაგ დროს, ანუ მანქანა წავიდა მაგ დროს და იყო ორი ბიჭი, ჩვენები და ერთი ნაცემი იყო, ჩავდიოდი რომ მენახა, დავხმარებოდი და უცებ მეორე მანქანა მოვიდა, მეორე მანქანა რომ მოვიდა, იქიდანაც გადმოვიდნენ ბიჭები, თქვენი დედაო, კაროჩე ესენი ცემეს, სხვა მანქანა იყო სავარაუდოდ, არ ვიცი და ეს მანქანა წავიდა, 2 ან 3 წუთში მოვიდა ეს მეორე მანქანა და ესენი ცემეს და რომ დავინახე, მანქანა მოვიდა, ისევ უკან ავბრუნდი, რომ არ დავენახე, იქაც გადასახტომი არ იყო, მეორე სართულზე ვიყავი, ბალახები კი არა, ქვები იყო და მერე ვაფშე რომ აღარაფერი ხდებოდა და არავინ იყო გზაზე, მანქანაც არ დადიოდა, პირველი საათი და რაღაც წუთები იყო, ჩავედი, გადავედი პარალელურ მხარეს, ბათუმისკენ მიმავალ მხარეს და მერე ავედი ტყეში და იქაც დავურეკე რომ აღარაფერი ხდება და შეგიძლიათ გააუქმოთ მეთქი, იქიდან რომ ჩამოვედი, მერე მოვიდა პოლიცია, მოვუყევი ეს ყველაფერი და ეს იყო საპატრულო პოლიცია და მეთქი, ვსო, მორჩა ყველაფერი და ერთადერთი შეგიძლიათ, რომ თბილისში წამიყვანოთ თქო და წამიყვანეს თბილისში“ , - აცხადებს ფოტოგრაფი.

კითხვაზე, რა მიმართულებით გაიქცა გიორგი შაქარაშვილი, ფოტოგრაფი პასუხობს, რომ არ დაუნახავს.

შეგახსენებთ, რომ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში 22 ივნისს იპოვეს. 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

"ვინც ჩაიდინა, ვაჟკაცობა უნდა ჰქონდეს და გამოვიდეს... ტრაგედიას პოლიტიკოსები ნუ შეეხებიან" - მეუფე იაკობი შაქარაშვილის საქმეზე

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 5-ვე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია - "ყველა წყარო დადგენილია"

ინფორმაცია მშობლებისთვის - ხვალიდან პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპი იწყება