მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთიდან გაქცეულმა პუტინის ძველმა მეგობარმა, პრეზიდენტის ქალიშვილების უცნობი ფოტოები გამოაქვეყნა
რუსეთიდან გაქცეულმა პუტინის ძველმა მეგობარმა, პრეზიდენტის ქალიშვილების უცნობი ფოტოები გამოაქვეყნა

ბან­კირ­მა სერ­გეი პუ­გა­ჩოვ­მა, რო­მე­ლიც შე­ვიწ­რო­ე­ბის გამო წლე­ბის წინ გა­იქ­ცა რუ­სე­თი­დან, სა­კუ­თარ სა­იტ­ზე რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ქა­ლიშ­ვი­ლე­ბის ბავ­შვო­ბის ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

ფო­ტო­ებ­ზე პუ­ტი­ნის გო­გო­ნე­ბი და პუ­გა­ჩო­ვის ვა­ჟე­ბი არი­ან ასა­ხულ­ნი, რომ­ლე­ბიც ერთ დროს მშობ­ლე­ბის მსგავ­სად მე­გობ­რობ­დნენ. ფო­ტო­ე­ბის ნა­წი­ლი პუ­გა­ჩო­ვე­ბის სახ­ლში, ნა­წი­ლი კი კრემლშია გა­და­ღე­ბუ­ლი.

წინა ხაზ­ში კა­ტე­რი­ნა და მა­რია პუ­ტი­ნე­ბი

"ბავ­შვუ­რი მე­გობ­რო­ბა - მა­რა­დი­უ­ლია! ალექ­სან­დრ და ვიქ­ტორ პუ­გა­ჩო­ვე­ბი, კა­ტე­რი­ნა და მა­რია პუ­ტი­ნე­ბი, 2000-იანი წლე­ბი" - წერს ფო­ტო­ებ­ზე ბიზ­ნეს­მე­ნი.

პუ­ტი­ნის შვი­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია რუ­სეთ­ში მკაც­რად გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლია, სხვა­დას­ხვა წყა­რო­ე­ბის თა­ნახ­მად, ისი­ნი შეც­ვლი­ლი გვა­რე­ბით ცხოვ­რო­ბენ - კა­ტე­რი­ნა ტი­ხო­ნო­ვა და მა­რია ვო­რონ­ცო­ვა.

მი­ნი­მუმ 15 წლის წი­ნან­დელ ფო­ტო­ებ­ზე ასა­ხუ­ლი თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი, ნამ­დვი­ლად გვა­ნან იმ ახალ­გაზ­რდა ქა­ლებს, რომ­ლებ­საც დღეს რუ­სუ­ლი მე­დია პუ­ტი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლე­ბად მო­იხ­სე­ნი­ებს. მე­დი­ის ცნო­ბით, ტი­ხო­ნო­ვა და ვო­რონ­ცო­ვა რუ­სე­თის პირ­ვე­ლი პი­რი­სა და მისი ყო­ფი­ლი ცო­ლის, ლუდ­მი­ლა პუ­ტი­ნას ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი არი­ან, თუმ­ცა, თა­ვად პრე­ზი­დენ­ტი ყვე­ლა კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ უარ­ყოფს მათ­თან ყვე­ლა­ნა­ირ კავ­შირს.

ვლა­დი­მერ პუ­ტინს შე­კი­თხვა ქა­ლიშ­ვი­ლე­ბის შე­სა­ხებ ცოტა ხნის წინ BBC-ის ჟურ­ნა­ლის­ტმა და­უს­ვა. ჟურ­ნა­ლის­ტის თქმით, კომ­პა­ნია "ინოპ­რაქ­ტი­კამ", რომ­ლის დი­რექ­ტო­რი კა­ტე­რი­ნა ტი­ხო­ნო­ვია, გა­სულ წელს ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი გა­მო­ი­მუ­შა­ვა, მა­რია ვო­რონ­ცო­ვას კომ­პა­ნია კი აშე­ნებს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე დიდ კლი­ნი­კას სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში, რა­შიც მათ რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნი­ე­ბი ეხ­მა­რე­ბი­ან.

ლუდ­მი­ლა პუ­ტი­ნა ქა­ლიშ­ვილ მა­რი­ას­თან და პუ­გა­ჩო­ვის ვაჟ­თან ერ­თად

"მათ ტე­ლე­ვი­ზი­ით სულ უფრო ხში­რად აჩ­ვე­ნე­ბენ, მათი სა­ხე­ლე­ბი, გა­რეგ­ნო­ბა ყვე­ლას­თვის ნაც­ნო­ბია. რო­დის აღი­ა­რებთ რომ ისი­ნი თქვე­ნი შვი­ლე­ბი არი­ან?“ - მი­მარ­თა პუ­ტინს ჟურ­ნა­ლის­ტმა.

წა­ი­კი­თხეთ: რა­ტომ მა­ლავს პუ­ტი­ნი შვი­ლებს - რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის სა­ვა­რა­უ­დო ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი მი­ლი­არ­დებს ფლო­ბენ

"თქვენ ახ­სე­ნეთ ერთი, მე­ო­რე ქალ­ბა­ტო­ნი. ახ­სე­ნეთ გარ­კვე­უ­ლი წი­ლე­ბი, ბიზ­ნე­სე­ბი. თქვენ უბ­რა­ლოდ ფაქ­ტი და­ა­ფიქ­სი­რეთ. ეს საკ­მა­რი­სი არ არის. როცა მსგავს რა­ღა­ცე­ებ­ში ერე­ვი, უნდა გა­არ­კვი­ოთ, რა ბიზ­ნე­სია თუ მარ­თლა არის, ვის ეკუთ­ვნის, ვინ ეხ­მა­რე­ბა" - ორაზ­როვ­ნად უპა­სუ­ხა პუ­ტინ­მა შე­კი­თხვას.

რაც შე­ე­ხე­ბა სერ­გეი პუ­გა­ჩოვს, ის წარ­სულ­ში პუ­ტი­ნის ახლო მე­გო­ბა­რი იყო. ბიზ­ნეს­მე­ნი ამ­ტკი­ცებს, რომ 90-იანი წლე­ბის და­სა­წყი­სი­დან მე­გობ­რობ­და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტთან და ერთ-ერთი იყო, ვინც და­ეხ­მა­რა კი­დეც პუ­ტინს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლა­ში.

2001-2011 წლებ­ში პუ­გა­ჩო­ვი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭოს წევ­რი იყო, ფლობ­და აქ­ცი­ებს "მეჟპ­რომ­ბან­კში", რო­მელ­საც 2010 წელს ლი­ცენ­ზია ჩა­მო­არ­თვეს.

ერთი წლის შემ­დეგ, პუ­გა­ჩო­ვი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და რუ­სე­თი­დან წა­სუ­ლი­ყო. ის ძებ­ნა­შია ბან­კის გა­კოტ­რე­ბის საქ­მის გამო. თა­ვის მხრივ, პუ­გა­ჩოვ­მა რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფოს უჩივ­ლა მისი აქ­ტი­ვე­ბის მით­ვი­სე­ბის გამო და კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით 14 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი მო­ი­თხო­ვა, თუმ­ცა ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლომ მისი სარ­ჩე­ლის გან­ხილ­ვა­ზე უარი თქვა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
sss
4

აუუუ რა სენსაციააა პუტინის შვილები ადამიანები ყოფილან... 

ქართველი
3

RA PONTSHI GAMOAQVEYNE, AR GESHINIA QARTVELEBMA AQCIA ROM MOGICYON? :DDDD

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რუსეთიდან გაქცეულმა პუტინის ძველმა მეგობარმა, პრეზიდენტის ქალიშვილების უცნობი ფოტოები გამოაქვეყნა

რუსეთიდან გაქცეულმა პუტინის ძველმა მეგობარმა, პრეზიდენტის ქალიშვილების უცნობი ფოტოები გამოაქვეყნა

ბანკირმა სერგეი პუგაჩოვმა, რომელიც შევიწროების გამო წლების წინ გაიქცა რუსეთიდან, საკუთარ საიტზე რუსეთის პრეზიდენტის ქალიშვილების ბავშვობის ფოტოები გამოაქვეყნა.

ფოტოებზე პუტინის გოგონები და პუგაჩოვის ვაჟები არიან ასახულნი, რომლებიც ერთ დროს მშობლების მსგავსად მეგობრობდნენ. ფოტოების ნაწილი პუგაჩოვების სახლში, ნაწილი კი კრემლშია გადაღებული.

წინა ხაზში კატერინა და მარია პუტინები

"ბავშვური მეგობრობა - მარადიულია! ალექსანდრ და ვიქტორ პუგაჩოვები, კატერინა და მარია პუტინები, 2000-იანი წლები" - წერს ფოტოებზე ბიზნესმენი.

პუტინის შვილების შესახებ ინფორმაცია რუსეთში მკაცრად გასაიდუმლოებულია, სხვადასხვა წყაროების თანახმად, ისინი შეცვლილი გვარებით ცხოვრობენ - კატერინა ტიხონოვა და მარია ვორონცოვა.

მინიმუმ 15 წლის წინანდელ ფოტოებზე ასახული თინეიჯერები, ნამდვილად გვანან იმ ახალგაზრდა ქალებს, რომლებსაც დღეს რუსული მედია პუტინის ქალიშვილებად მოიხსენიებს. მედიის ცნობით, ტიხონოვა და ვორონცოვა რუსეთის პირველი პირისა და მისი ყოფილი ცოლის, ლუდმილა პუტინას ქალიშვილები არიან, თუმცა, თავად პრეზიდენტი ყველა კითხვის საპასუხოდ უარყოფს მათთან ყველანაირ კავშირს.

ვლადიმერ პუტინს შეკითხვა ქალიშვილების შესახებ ცოტა ხნის წინ BBC-ის ჟურნალისტმა დაუსვა. ჟურნალისტის თქმით, კომპანია "ინოპრაქტიკამ", რომლის დირექტორი კატერინა ტიხონოვია, გასულ წელს ნახევარი მილიარდი დოლარი გამოიმუშავა, მარია ვორონცოვას კომპანია კი აშენებს ერთ-ერთ ყველაზე დიდ კლინიკას სანკტ-პეტერბურგში, რაშიც მათ რუსეთის სახელმწიფო კომპანიები ეხმარებიან.

ლუდმილა პუტინა ქალიშვილ მარიასთან და პუგაჩოვის ვაჟთან ერთად

"მათ ტელევიზიით სულ უფრო ხშირად აჩვენებენ, მათი სახელები, გარეგნობა ყველასთვის ნაცნობია. როდის აღიარებთ რომ ისინი თქვენი შვილები არიან?“ - მიმართა პუტინს ჟურნალისტმა.

წაიკითხეთ: რატომ მალავს პუტინი შვილებს - რუსეთის პრეზიდენტის სავარაუდო ქალიშვილები მილიარდებს ფლობენ

"თქვენ ახსენეთ ერთი, მეორე ქალბატონი. ახსენეთ გარკვეული წილები, ბიზნესები. თქვენ უბრალოდ ფაქტი დააფიქსირეთ. ეს საკმარისი არ არის. როცა მსგავს რაღაცეებში ერევი, უნდა გაარკვიოთ, რა ბიზნესია თუ მართლა არის, ვის ეკუთვნის, ვინ ეხმარება" - ორაზროვნად უპასუხა პუტინმა შეკითხვას.

რაც შეეხება სერგეი პუგაჩოვს, ის წარსულში პუტინის ახლო მეგობარი იყო. ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ 90-იანი წლების დასაწყისიდან მეგობრობდა რუსეთის პრეზიდენტთან და ერთ-ერთი იყო, ვინც დაეხმარა კიდეც პუტინს ხელისუფლებაში მოსვლაში.

2001-2011 წლებში პუგაჩოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი იყო, ფლობდა აქციებს "მეჟპრომბანკში", რომელსაც 2010 წელს ლიცენზია ჩამოართვეს.

ერთი წლის შემდეგ, პუგაჩოვი იძულებული გახდა რუსეთიდან წასულიყო. ის ძებნაშია ბანკის გაკოტრების საქმის გამო. თავის მხრივ, პუგაჩოვმა რუსეთის სახელმწიფოს უჩივლა მისი აქტივების მითვისების გამო და კომპენსაციის სახით 14 მილიარდი დოლარი მოითხოვა, თუმცა ჰააგის სასამართლომ მისი სარჩელის განხილვაზე უარი თქვა.

ავიაკატასტროფა უკრაინაში - ბორტზე მყოფი 27 ადამიანიდან 25 დაიღუპა

"ეფექტური ვაქცინის გამოყენებამდე კორონავირუსმა, შესაძლოა, 2 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს" - ჯანმო-ს წარმომადგენელი

"რად გინდა კიდევ ერთი სასახლე, რეჯეფ?" - თურქეთის პრეზიდენტის გრანდიოზული სასახლეები, რომელზეც მილიონები იხარჯება