სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უნდა მივიღოთ რუჯი დამწვრობის გარეშე და როგორ მოვუაროთ გარუჯულ კანს?
როგორ უნდა მივიღოთ რუჯი დამწვრობის გარეშე და როგორ მოვუაროთ გარუჯულ კანს?

მე­დი­კო­სებს სხვა­დას­ხვა მო­საზ­რე­ბა აქვთ იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, არის თუ არა გა­რუ­ჯვა უსაფრ­თხო და რა რა­ო­დე­ნო­ბით რუჯი მი­იჩ­ნე­ვა „სწორ ზო­მად“.რე­ა­ლუ­რად, რუ­ჯის უსაფრ­თხო რა­ო­დე­ნო­ბა არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა არ­სე­ბობს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რო­მელ­თა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, კა­ნის დამ­წვრო­ბას ავი­რი­დებთ თა­ვი­დან.

თავ­და­პირ­ვე­ლად, უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ რუჯი კა­ნის­თვის სა­სარ­გებ­ლო ნამ­დვი­ლად არ არის, რად­გან ის არ იწყებს ფე­რის შეც­ვლას იქამ­დე, სა­ნამ ულტრა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბი ჩვენს კან­ში ღრმად არ შე­მო­აღ­წე­ვენ და დნმ-ზე ზე­მოქ­მე­დე­ბას არ მო­ახ­დე­ნენ. სტენ­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­დი­ცი­ნის სკო­ლის რე­ზი­დენ­ტი, დერ­მა­ტო­ლო­გი რო­ქ­სა­ნა და­ნე­შუ გან­მარ­ტავს, რომ ამ პრო­ცესს კა­ნის კი­ბოს რის­კის ზრდა შე­უძ­ლია.

„უსაფრ­თხო გა­რუ­ჯვა ცნე­ბის სა­ხით არ არ­სე­ბობს, რაც კა­ნის ფე­რის შეც­ვლა რის­კებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. კა­ნის უჯრე­დე­ბი იქამ­დე ზი­ან­დე­ბი­ან მზის სხი­ვე­ბის­გან, სა­ნამ არ და­ი­ხო­ცე­ბი­ან“, - აღ­ნიშ­ნავს დერ­მა­ტო­ლო­გი.

თუ მა­ინც გა­და­წყვეტთ გა­რუ­ჯვას, მისი თან­მდე­ვი რის­კე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­სამ­ცი­რებ­ლად, რამ­დე­ნი­მე რე­კო­მენ­და­ცია უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ:

  • მო­ვე­რი­დოთ სო­ლა­რი­უმს და მი­ვი­ღოთ ბუ­ნებ­რი­ვი ულტრა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბი

ლონ­დონ­ში მდე­ბა­რე The Cranley Clinic-ის ექი­მი ნიკ ლოუი გვე­უბ­ნე­ბა, რომ სო­ლა­რი­უ­მის მოხ­მა­რე­ბი­სას დიდი ოდე­ნო­ბით UVA (ულტრა­ი­ის­ფე­რი A-სხი­ვე­ბი) გა­მო­ი­ყო­ფა და ამავდრო­უ­ლად, სა­ერ­თოდ ვერ ვი­ღებთ UVB-ს, რო­მე­ლიც D ვი­ტა­მი­ნის სტი­მუ­ლა­ცი­ას უზ­რუნ­ველ­ყოფს. მე­დი­კო­სის თქმით, ეს პრო­ცე­სი კა­ნის კი­ბოს რისკს 75%-ით ზრდის.

  • სწო­რად შე­ვარ­ჩი­ოთ მზის­გან დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა

მზის­გან დამ­ცა­ვის შე­ფუთ­ვა­ზე არა მხო­ლოდ SPF-ს (Sun protection factor - კა­ნის დამ­ცა­ვი ფაქ­ტო­რი), არა­მედ UVA-ს (ულტრა­ი­ის­ფე­რი A-სხი­ვე­ბი) შე­სა­ხებ გან­მარ­ტე­ბა­საც უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა, რომ­ლის აღ­წე­რა­შიც სა­სურ­ვე­ლია, ეწე­როს „მა­ღა­ლი“.

უმ­ჯო­ბე­სია, არ გა­მო­ვი­ყე­ნოთ SPF 30-ზე ან SPF 50-ზე და­ბა­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლის მქო­ნე მზის­გან დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა, რად­გან ისი­ნი მავ­ნე ულტრა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბის უმე­ტე­სო­ბას ფილტრა­ვენ, თუმ­ცა ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ რუ­ჯის მი­ღე­ბას ვერ შევ­ძლებთ. ასე თა­ვი­დან ავი­ცი­ლებთ დამ­წვრო­ბას. რაც უფრო ღია ფე­რი­საა კანი, უფრო მა­ღა­ლი SPF-ის მქო­ნე მზის­გან დამ­ცა­ვი ესა­ჭი­რო­ე­ბა მას. ამას­თან, სა­სურ­ვე­ლია, მზის­გან დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა კან­ზე ყო­ველ 2 სა­ათ­ში ერთხელ და­ვი­ტა­ნოთ.იმ შემ­თხვე­ვა­შიც, თუ რუჯს სა­ერ­თოდ არ ვი­ღებთ, დერ­მა­ტო­ლო­გე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ით, მზის­გან დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბის მოხ­მა­რე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად სა­სურ­ვე­ლია.

  • და­ვუ­ჯე­როთ ექი­მებს, როცა მზე­ზე გას­ვლის სწო­რი დრო­ის შე­სა­ხებ მიგ­ვი­თი­თე­ბენ

შუ­ა­დღის 14:00 სა­ათ­ზე მზის­გულ­ზე ყოფ­ნა არას­დროს არის უსაფრ­თხო, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი SPF-ის მქო­ნე მზის­გან დამ­ცა­ვიც რომ გვეს­ვას. ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბი გვირ­ჩე­ვენ, რომ პირ­ველ ჯერ­ზე მზე­ზე გას­ვლი­სას 20 წუ­თიც საკ­მა­რი­სია. ამას­თან, რუჯი დი­ლის 10:00 სა­ა­თამ­დე და სა­ღა­მოს 17:00 სა­ა­თი­დან უნდა მი­ვი­ღოთ.

  • მო­ვე­რი­დოთ სხვა­დას­ხვა კა­რაქს და მსგავს გა­სა­რუჯ სა­შუ­ა­ლე­ბას

წესი N1: არას­დროს უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ გა­სა­რუ­ჯი სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­მე­ლიც არ შე­ი­ცავს SPF-ს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ქო­ქო­სის, შიის, კა­კა­ოს და მსგავ­სი კა­რა­ქე­ბი, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბით რუ­ჯის მი­ღე­ბა დღეს ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია, რო­გორც წესი, არ შე­ი­ცავს SPF-ს და მათი კან­ზე და­ტა­ნა რუ­ჯის მი­ღე­ბი­სას საფრ­თხე­საც კი წარ­მო­ად­გენს. მა­გა­ლი­თად, ზო­გი­ერ­თი ქო­ქო­სის კა­რა­ქი მხო­ლოდ 20%-ით გვი­ცავს მზის მავ­ნე სხი­ვე­ბის­გან.

პირ­ველ რიგ­ში, რუჯი კა­ნის და­ბე­რე­ბის საფრ­თხეს შე­ი­ცავს და გან­სა­კუთ­რე­ბით, როცა მსგავ­სი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ვაჩ­ქა­რებთ ამ პრო­ცესს, მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით, კანი და­იწ­ვე­ბა, და­ზი­ან­დე­ბა და ამას შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს სხვა თან­მდე­ვი პრო­ცე­სე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხის ქვეშ ჩა­ვიგ­დებთ.

  • კა­ნის გა­მოშ­რო­ბის შემ­თხვე­ვა­ში მივ­მარ­თოთ სა­მე­დი­ცი­ნო სა­შუ­ა­ლე­ბებს და არა სა­ხალ­ხო მე­თო­დებს ან კოს­მე­ტი­კას

მი­უ­ხე­და­ვად რის­კე­ბი­სა, გვი­ჭირს ზღვა­ზე დას­ვე­ნე­ბა­სა და რუ­ჯზე უა­რის თქმა. თუ მზის­გან დამ­ცავ სა­შუ­ა­ლე­ბას ვი­ყე­ნებთ, ბევრ წყალს ვსვამთ და სწორ დროს ვირუ­ჯე­ბით, დამ­წვრო­ბის ნაც­ვლად, ოქ­როს­ფერ შე­ფე­რი­ლო­ბას მი­ვი­ღებთ, თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა კანი გა­მოშ­რეს და აი­ქერცლოს.სა­სურ­ვე­ლია, ეს პრო­ცე­სი უყუ­რა­დღე­ბოდ არ დავ­ტო­ვოთ. უნდა მო­ვე­რი­დოთ კა­ნის მე­ქა­ნი­კუ­რად აძ­რო­ბას. გა­მომშრა­ლი და ფერ­შეც­ვლი­ლი კა­ნის უჯრე­დე­ბი უკვე და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია და სა­სურ­ვე­ლია მას­ზე არა რა­ი­მე ტი­პის ზე­თის ან კა­რა­ქის, არა­მედ სა­მე­დი­ცი­ნო სა­შუ­ა­ლე­ბის და­ტა­ნა. შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვი­ყე­ნოთ დექ­სპან­თე­ნო­ლის შემ­ცვე­ლო­ბის მქო­ნე სა­შუ­ა­ლე­ბა (მა­გა­ლი­თად, სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი მა­ლა­მო „რეკ­რე­ო­ლი“).

დექ­სპან­თე­ნო­ლი ხელს უწყობს ქსო­ვი­ლე­ბის რე­გე­ნე­რა­ცი­ას. ის ქსო­ვი­ლებ­ში პან­თო­ტე­ნის მჟა­ვად გარ­და­იქ­მნე­ბა, რო­მე­ლიც კო­ფერ­მენტ A-ს შე­მად­გე­ნელ ნა­წილს წარ­მო­ად­გენს და მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს ეპი­თე­ლი­უ­მის ნორ­მა­ლუ­რად ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ში, ფიბ­რობ­ლას­ტე­ბის ზრდა­სა და კა­ნის აღ­დგე­ნის დაჩ­ქა­რე­ბა­ში. სხვა­დას­ხვა კა­რა­ქის და­ზი­ა­ნე­ბულ კან­ზე მოხ­მა­რე­ბას დერ­მა­ტო­ლო­გე­ბი რე­კო­მენ­და­ცი­ას ნაკ­ლე­ბად უწე­ვენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

როგორ უნდა მივიღოთ რუჯი დამწვრობის გარეშე და როგორ მოვუაროთ გარუჯულ კანს?

როგორ უნდა მივიღოთ რუჯი დამწვრობის გარეშე და როგორ მოვუაროთ გარუჯულ კანს?

მედიკოსებს სხვადასხვა მოსაზრება აქვთ იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა გარუჯვა უსაფრთხო და რა რაოდენობით რუჯი მიიჩნევა „სწორ ზომად“.რეალურად, რუჯის უსაფრთხო რაოდენობა არ არსებობს, თუმცა არსებობს რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში, კანის დამწვრობას ავირიდებთ თავიდან.

თავდაპირველად, უნდა აღვნიშნოთ, რომ რუჯი კანისთვის სასარგებლო ნამდვილად არ არის, რადგან ის არ იწყებს ფერის შეცვლას იქამდე, სანამ ულტრაიისფერი სხივები ჩვენს კანში ღრმად არ შემოაღწევენ და დნმ-ზე ზემოქმედებას არ მოახდენენ. სტენფორდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის რეზიდენტი, დერმატოლოგი როქსანა დანეშუ განმარტავს, რომ ამ პროცესს კანის კიბოს რისკის ზრდა შეუძლია.

„უსაფრთხო გარუჯვა ცნების სახით არ არსებობს, რაც კანის ფერის შეცვლა რისკებთან არის დაკავშირებული. კანის უჯრედები იქამდე ზიანდებიან მზის სხივებისგან, სანამ არ დაიხოცებიან“, - აღნიშნავს დერმატოლოგი.

თუ მაინც გადაწყვეტთ გარუჯვას, მისი თანმდევი რისკების მაქსიმალურად შესამცირებლად, რამდენიმე რეკომენდაცია უნდა გავითვალისწინოთ:

  • მოვერიდოთ სოლარიუმს და მივიღოთ ბუნებრივი ულტრაიისფერი სხივები

ლონდონში მდებარე The Cranley Clinic-ის ექიმი ნიკ ლოუი გვეუბნება, რომ სოლარიუმის მოხმარებისას დიდი ოდენობით UVA (ულტრაიისფერი A-სხივები) გამოიყოფა და ამავდროულად, საერთოდ ვერ ვიღებთ UVB-ს, რომელიც D ვიტამინის სტიმულაციას უზრუნველყოფს. მედიკოსის თქმით, ეს პროცესი კანის კიბოს რისკს 75%-ით ზრდის.

  • სწორად შევარჩიოთ მზისგან დამცავი საშუალება

მზისგან დამცავის შეფუთვაზე არა მხოლოდ SPF-ს (Sun protection factor - კანის დამცავი ფაქტორი), არამედ UVA-ს (ულტრაიისფერი A-სხივები) შესახებ განმარტებასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომლის აღწერაშიც სასურველია, ეწეროს „მაღალი“.

უმჯობესია, არ გამოვიყენოთ SPF 30-ზე ან SPF 50-ზე დაბალი მახასიათებლის მქონე მზისგან დამცავი საშუალება, რადგან ისინი მავნე ულტრაიისფერი სხივების უმეტესობას ფილტრავენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუჯის მიღებას ვერ შევძლებთ. ასე თავიდან ავიცილებთ დამწვრობას. რაც უფრო ღია ფერისაა კანი, უფრო მაღალი SPF-ის მქონე მზისგან დამცავი ესაჭიროება მას. ამასთან, სასურველია, მზისგან დამცავი საშუალება კანზე ყოველ 2 საათში ერთხელ დავიტანოთ.იმ შემთხვევაშიც, თუ რუჯს საერთოდ არ ვიღებთ, დერმატოლოგების რეკომენდაციით, მზისგან დამცავი საშუალების მოხმარება ყოველდღიურად სასურველია.

  • დავუჯეროთ ექიმებს, როცა მზეზე გასვლის სწორი დროის შესახებ მიგვითითებენ

შუადღის 14:00 საათზე მზისგულზე ყოფნა არასდროს არის უსაფრთხო, ყველაზე მაღალი SPF-ის მქონე მზისგან დამცავიც რომ გვესვას. ქართველი ექიმები გვირჩევენ, რომ პირველ ჯერზე მზეზე გასვლისას 20 წუთიც საკმარისია. ამასთან, რუჯი დილის 10:00 საათამდე და საღამოს 17:00 საათიდან უნდა მივიღოთ.

  • მოვერიდოთ სხვადასხვა კარაქს და მსგავს გასარუჯ საშუალებას

წესი N1: არასდროს უნდა გამოვიყენოთ გასარუჯი საშუალება, რომელიც არ შეიცავს SPF-ს. მოგეხსენებათ, ქოქოსის, შიის, კაკაოს და მსგავსი კარაქები, რომელთა მეშვეობით რუჯის მიღება დღეს ძალიან პოპულარულია, როგორც წესი, არ შეიცავს SPF-ს და მათი კანზე დატანა რუჯის მიღებისას საფრთხესაც კი წარმოადგენს. მაგალითად, ზოგიერთი ქოქოსის კარაქი მხოლოდ 20%-ით გვიცავს მზის მავნე სხივებისგან.

პირველ რიგში, რუჯი კანის დაბერების საფრთხეს შეიცავს და განსაკუთრებით, როცა მსგავსი საშუალებების გამოყენებით ვაჩქარებთ ამ პროცესს, მაღალი ალბათობით, კანი დაიწვება, დაზიანდება და ამას შეიძლება მოჰყვეს სხვა თანმდევი პროცესები. შესაბამისად, საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ ჩავიგდებთ.

  • კანის გამოშრობის შემთხვევაში მივმართოთ სამედიცინო საშუალებებს და არა სახალხო მეთოდებს ან კოსმეტიკას

მიუხედავად რისკებისა, გვიჭირს ზღვაზე დასვენებასა და რუჯზე უარის თქმა. თუ მზისგან დამცავ საშუალებას ვიყენებთ, ბევრ წყალს ვსვამთ და სწორ დროს ვირუჯებით, დამწვრობის ნაცვლად, ოქროსფერ შეფერილობას მივიღებთ, თუმცა შეიძლება კანი გამოშრეს და აიქერცლოს.სასურველია, ეს პროცესი უყურადღებოდ არ დავტოვოთ. უნდა მოვერიდოთ კანის მექანიკურად აძრობას. გამომშრალი და ფერშეცვლილი კანის უჯრედები უკვე დაზიანებულია და სასურველია მასზე არა რაიმე ტიპის ზეთის ან კარაქის, არამედ სამედიცინო საშუალების დატანა. შეგვიძლია გამოვიყენოთ დექსპანთენოლის შემცველობის მქონე საშუალება (მაგალითად, საერთაშორისოდ აღიარებული მალამო „რეკრეოლი“).

დექსპანთენოლი ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციას. ის ქსოვილებში პანთოტენის მჟავად გარდაიქმნება, რომელიც კოფერმენტ A-ს შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეპითელიუმის ნორმალურად ფუნქციონირებაში, ფიბრობლასტების ზრდასა და კანის აღდგენის დაჩქარებაში. სხვადასხვა კარაქის დაზიანებულ კანზე მოხმარებას დერმატოლოგები რეკომენდაციას ნაკლებად უწევენ.

რას ნიშნავს დაბალანსებული კვება ძაღლისთვის და როგორ უნდა შევადგინოთ სწორი რაციონი მისთვის

სად შევიძინოთ სმარტფონი საუკეთესო ფასად - რჩევები, რომელიც ტელეფონის შერჩევაში დაგეხმარებათ

კრიზისი და თქვენი ტვინი