კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სექტემბრიდან მოსწავლეები კვლავ ონლაინ-რეჟიმში ისწავლიან? - სამინისტრომ გამომცემლობებს ელექტრონული წიგნების მომზადება დაავალა
სექტემბრიდან მოსწავლეები კვლავ ონლაინ-რეჟიმში ისწავლიან? - სამინისტრომ გამომცემლობებს ელექტრონული წიგნების მომზადება დაავალა

გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრომ გა­მომ­ცემ­ლო­ბებს 2020-2021 სას­წავ­ლო წლის­თვის ელექტრო­ნუ­ლი წიგ­ნე­ბის მომ­ზა­დე­ბის და­ვა­ლე­ბა მის­ცა.

ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ თა­ვად გა­მომ­ცემ­ლო­ბებ­ში გა­ნუ­ცხა­დეს. მათი გან­მარ­ტე­ბით, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს­თან ონ­ლა­ინ შეხ­ვედ­რა გა­მარ­თეს, რო­მელ­ზეც სწო­რედ ონ­ლა­ინ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის შექ­მნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა გა­ნი­ხი­ლეს.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, რო­გორც "პა­ლიტ­რა L-ის" დი­რექ­ტორ­მა თიკო ასა­თი­ან­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე აღი­ნიშ­ნა, რომ სექ­ტემ­ბრი­დან მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის კვლავ ონ­ლა­ინ რე­სურ­სე­ბით სწავ­ლე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა გა­ნი­ხი­ლე­ბა.

"ჩვე­ნი აზ­რით, ბეჭ­დუ­რი წიგ­ნე­ბი უნდა შე­ნარ­ჩუნ­დეს. ერთი მხრივ, ცუ­დია ბავ­შვე­ბის­თვის კომ­პი­უ­ტერ­თან მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა და მე­ო­რე მხრივ, თუ თა­ვი­დან­ვე არ მი­ვაჩ­ვი­ეთ ბავ­შვი წიგნ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, მერე და მერე სულ „გა­ჯე­ტებ­ზე“ იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ასე­ვე, გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი და ავ­ტო­რე­ბი იყ­ვნენ უკ­მა­ყო­ფი­ლო, თუ რო­გორ უნდა მოხ­დეს ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ანა­ზღა­უ­რე­ბა.

იყო სა­უ­ბა­რი, რომ რამ­დენ გვერ­დსაც გახ­სნი­ან და ჩა­მოტვირ­თა­ვენ სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი, იმის მი­ხედ­ვით იქ­ნე­ბა ანა­ზღა­უ­რე­ბა. აქ საფრ­თხე ისაა, რომ ერთი pdf ფა­ი­ლი თუ გავ­რცელ­და, თა­ვი­დან არა­ვინ ჩა­მოტვირ­თავს და ამის კონ­ტრო­ლი რთუ­ლი იქ­ნე­ბა. ეს პრობ­ლე­მა ყო­ველ­თვის იყო, მაგ­რამ უმ­თავ­რე­სი პრობ­ლე­მა მა­ინც ის არის, რომ ბავ­შვე­ბი უნდა და­ვა­შო­როთ წიგ­ნებს.

იყოს დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა თუ სხვა გზა არ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ბავ­შვს უნდა ჰქონ­დეს წიგნ­ში თი­თის გა­ყო­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. ბავ­შვმა რვე­ულ­ში უნდა შე­ავ­სოს და­ვა­ლე­ბა და არა კომ­პი­უ­ტერ­ში, კლა­ვი­ა­ტუ­რა­ზე. წიგნ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ბავ­შვს უნდა ჰქონ­დეს. გაკ­ვე­თი­ლე­ბი კომ­პი­უ­ტერ­ში და და­ვა­ლე­ბე­ბიც კომ­პი­უ­ტერ­ში?! ამა­შია საქ­მე,"- აღ­ნიშ­ნა თიკო ასა­თი­ან­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა სხვა გა­მომ­ცემ­ლო­ბებს, "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" "დი­ო­გე­ნეს" ხელ­მძღვა­ნელ თა­მარ ლე­ბა­ნი­ძე­საც ესა­უბ­რა, რომ­ლის თქმი­თაც, გა­მომ­ცემ­ლო­ბა მზა­დაა სწავ­ლის და­წყე­ბამ­დე მოს­წავ­ლის­თვის ონ­ლა­ინ რე­სურ­სის შექ­მნა მო­ას­წროს.

"რა თქმა უნდა, ეს სა­კი­თხი დგას დღის წეს­რიგ­ში, რად­გან არ ვი­ცით, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი ვირუ­სის გამო. მუ­შა­ო­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით არ დაგ­ვი­წყია, სა­მი­ნის­ტროს­თან ერ­თად გან­ხილ­ვის რე­ჟიმ­ში ვართ. პე­რი­ო­დუ­ლად იქ­ნე­ბა ონ­ლა­ინ შეხ­ვედ­რე­ბი ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით. მე, რო­გორც რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე და სკო­ლის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი, იმედს ვი­ტო­ვებ, რომ სწავ­ლა სრულ­ფა­სოვ­ნად გა­ნახ­ლდე­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით დე­ტა­ლუ­რად არ გვი­სა­უბ­რია სა­მი­ნის­ტროს­თან, თუმ­ცა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ყვე­ლა კლა­სის­თვის იქ­ნე­ბა ონ­ლა­ინ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი.

ამა­ზე არა­ნა­ი­რი მკა­ფიო პო­ზი­ცია არაა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, ფა­სი­ა­ნი იქ­ნე­ბა თუ უფა­სო. სა­ვა­რა­უ­დოდ, ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა უფა­სოდ შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის­თვის, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფე­რია გა­და­წყვე­ტი­ლი, რამ­დე­ნა­დაც ვიცი. ერთი შეხ­ვედ­რა გვქონ­და ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, მე­ო­რე შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თე­ბა ამ კვი­რა­ში.

ერ­თა­დერ­თი რაც ვიცი, მომ­დევ­ნო შეხ­ვედ­რა­ზე გან­ვი­ხი­ლავთ ყვე­ლა შე­საძ­ლო ვა­რი­ანტს, ყვე­ლა იმ წი­ნა­და­დე­ბას, რაც სა­მი­ნის­ტრომ მო­ამ­ზა­და და რა შე­თა­ვა­ზე­ბაც გა­რე­დან ჰქონ­და, კომ­პა­ნი­ე­ბის მხრი­დან. სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, წმინ­და ინ­ტუ­ი­ცი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით და არა ფაქ­ტე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ად­ვი­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­რე­უ­ლი ვერ­სია იყოს. არ­სე­ბობ­დეს ბეჭ­დუ­რი სა­ხელ­ძღვა­ნე­ლო, რო­მელ­საც და­უ­რი­გე­ბენ სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს და კერ­ძო სკო­ლე­ბი შე­ის­ყი­დი­ან, რო­გორც ეს აქამ­დეც იყო და პა­რა­ლე­ლუ­რად გაგ­რძელ­დეს ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბაც, რო­მე­ლიც რა­საკ­ვირ­ვე­ლია, იქ­ნე­ბა უფრო დახ­ვე­წი­ლი," - გა­ნა­ცხა­და თა­მარ ლე­ბა­ნი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ პირ­ველკ­ლა­სე­ლებს, თა­მარ ლე­ბა­ნი­ძის თქმით, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ბევ­რი მო­დე­ლი გა­ნი­ხი­ლე­ბა, მათ შო­რის, ის, რომ სწავ­ლა ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში გა­ნახ­ლდეს ყვე­ლა კლა­სის მოს­წავ­ლის­თვის, გარ­და პირ­ველკ­ლა­სე­ლე­ბი­სა.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
1

დარჩა გაუნათლებელი თაობა და ეგაა....

ია
10

რით ვერ მოვიდა და დასრულდა ეს არჩევნები ისევ ადამიანებად რომ ვიგრძნოთ თავი???????????????????

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

სექტემბრიდან მოსწავლეები კვლავ ონლაინ-რეჟიმში ისწავლიან? - სამინისტრომ გამომცემლობებს ელექტრონული წიგნების მომზადება დაავალა

სექტემბრიდან მოსწავლეები კვლავ ონლაინ-რეჟიმში ისწავლიან? - სამინისტრომ გამომცემლობებს ელექტრონული წიგნების მომზადება დაავალა

განათლების სამინისტრომ გამომცემლობებს 2020-2021 სასწავლო წლისთვის ელექტრონული წიგნების მომზადების დავალება მისცა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავად გამომცემლობებში განუცხადეს. მათი განმარტებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან ონლაინ შეხვედრა გამართეს, რომელზეც სწორედ ონლაინ სახელმძღვანელოების შექმნის აუცილებლობა განიხილეს.

უფრო კონკრეტულად, როგორც "პალიტრა L-ის" დირექტორმა თიკო ასათიანმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, გამომცემლობების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სექტემბრიდან მოსწავლეებისთვის კვლავ ონლაინ რესურსებით სწავლების გაგრძელება განიხილება.

"ჩვენი აზრით, ბეჭდური წიგნები უნდა შენარჩუნდეს. ერთი მხრივ, ცუდია ბავშვებისთვის კომპიუტერთან მიჯაჭვულობა და მეორე მხრივ, თუ თავიდანვე არ მივაჩვიეთ ბავშვი წიგნთან ურთიერთობას, მერე და მერე სულ „გაჯეტებზე“ იქნება დამოკიდებული. ასევე, გამომცემლობები და ავტორები იყვნენ უკმაყოფილო, თუ როგორ უნდა მოხდეს ასეთ შემთხვევაში ანაზღაურება.

იყო საუბარი, რომ რამდენ გვერდსაც გახსნიან და ჩამოტვირთავენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, იმის მიხედვით იქნება ანაზღაურება. აქ საფრთხე ისაა, რომ ერთი pdf ფაილი თუ გავრცელდა, თავიდან არავინ ჩამოტვირთავს და ამის კონტროლი რთული იქნება. ეს პრობლემა ყოველთვის იყო, მაგრამ უმთავრესი პრობლემა მაინც ის არის, რომ ბავშვები უნდა დავაშოროთ წიგნებს.

იყოს დისტანციური სწავლება თუ სხვა გზა არ იქნება, მაგრამ ბავშვს უნდა ჰქონდეს წიგნში თითის გაყოლების საშუალება. ბავშვმა რვეულში უნდა შეავსოს დავალება და არა კომპიუტერში, კლავიატურაზე. წიგნთან ურთიერთობა ბავშვს უნდა ჰქონდეს. გაკვეთილები კომპიუტერში და დავალებებიც კომპიუტერში?! ამაშია საქმე,"- აღნიშნა თიკო ასათიანმა.

რაც შეეხება სხვა გამომცემლობებს, "ინტერპრესნიუსი" "დიოგენეს" ხელმძღვანელ თამარ ლებანიძესაც ესაუბრა, რომლის თქმითაც, გამომცემლობა მზადაა სწავლის დაწყებამდე მოსწავლისთვის ონლაინ რესურსის შექმნა მოასწროს.

"რა თქმა უნდა, ეს საკითხი დგას დღის წესრიგში, რადგან არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები ვირუსის გამო. მუშაობა ჯერჯერობით არ დაგვიწყია, სამინისტროსთან ერთად განხილვის რეჟიმში ვართ. პერიოდულად იქნება ონლაინ შეხვედრები ამ საკითხთან დაკავშირებით. მე, როგორც რიგითი მოქალაქე და სკოლის გულშემატკივარი, იმედს ვიტოვებ, რომ სწავლა სრულფასოვნად განახლდება. ჯერჯერობით დეტალურად არ გვისაუბრია სამინისტროსთან, თუმცა, სავარაუდოდ, ყველა კლასისთვის იქნება ონლაინ სახელმძღვანელოები.

ამაზე არანაირი მკაფიო პოზიცია არაა ჩამოყალიბებული, ფასიანი იქნება თუ უფასო. სავარაუდოდ, ხელმისაწვდომობა უფასოდ შენარჩუნდება საჯარო სკოლებისთვის, მაგრამ ჯერჯერობით არაფერია გადაწყვეტილი, რამდენადაც ვიცი. ერთი შეხვედრა გვქონდა ონლაინ რეჟიმში, სავარაუდოდ, მეორე შეხვედრა გაიმართება ამ კვირაში.

ერთადერთი რაც ვიცი, მომდევნო შეხვედრაზე განვიხილავთ ყველა შესაძლო ვარიანტს, ყველა იმ წინადადებას, რაც სამინისტრომ მოამზადა და რა შეთავაზებაც გარედან ჰქონდა, კომპანიების მხრიდან. სიმართლე რომ გითხრათ, წმინდა ინტუიციური თვალსაზრისით და არა ფაქტებიდან გამომდინარე, ადვილი შესაძლებელია შერეული ვერსია იყოს. არსებობდეს ბეჭდური სახელძღვანელო, რომელსაც დაურიგებენ საჯარო სკოლის მოსწავლეებს და კერძო სკოლები შეისყიდიან, როგორც ეს აქამდეც იყო და პარალელურად გაგრძელდეს ონლაინ სწავლებაც, რომელიც რასაკვირველია, იქნება უფრო დახვეწილი," - განაცხადა თამარ ლებანიძემ.

რაც შეეხება უშუალოდ პირველკლასელებს, თამარ ლებანიძის თქმით, საზოგადოებაში ბევრი მოდელი განიხილება, მათ შორის, ის, რომ სწავლა ონლაინ რეჟიმში განახლდეს ყველა კლასის მოსწავლისთვის, გარდა პირველკლასელებისა.

ავარიის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელება კიბერშეტევას უკავშირდება - "თბილისის მიკროავტობუსი" განცხადებას ავრცელებს

LIVE "ნიუსრუმიდან" - თამარ ხულორდავა; არმაზ ახვლედიანი

ბათუმში გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი მყვინთავებმა იპოვეს