მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფერმერი მედდა აბაშიდან, რომელიც უზარმაზარ მეურნეობას უძღვება - "სოფელში ადამიანი მშიერი როგორ უნდა იყოს?!"
ფერმერი მედდა აბაშიდან, რომელიც უზარმაზარ მეურნეობას უძღვება - "სოფელში ადამიანი მშიერი როგორ უნდა იყოს?!"

სო­ფე­ლი ქო­ლო­ბა­ნი აბა­შის ცენ­ტრი­დან 7 კი­ლო­მეტრშია. ამ სო­ფელ­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და ჩვე­ნი ახა­ლი ამ­ბის გმი­რი მა­რი­ნა მი­ქა­ძე. პრო­ფე­სი­ით მედ­დაა, 40-წლი­ა­ნი სტა­ჟი აქვს. მუ­შა­ო­ბა 20 წლი­სას და­უ­წყია... გარ­და იმი­სა, რომ თა­ვის პრო­ფე­სია ძა­ლი­ან უყ­ვარს, ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე ფერ­მე­რო­ბაც შე­უყ­ვარ­და, რო­მე­ლიც ასე­ვე წლე­ბის წინ წა­მო­ი­წყო და ახლა ამ ორ საქ­მეს დროს და ენერ­გი­ას უნა­წი­ლებს. ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნა დი­ლი­დან გვი­ა­ნო­ბამ­დე შრო­მობს, რაც ცხა­დია, არ არის ად­ვი­ლი, მაგ­რამ ეს უკვე მისი ცხოვ­რე­ბის წე­სია. ამას­თან, სხვა­ნა­ი­რად არა­ფე­რი გა­მო­ვა და უსაქ­მოდ ყოფ­ნა არც შე­უძ­ლია.

„აბა­შის სა­ავდმყო­ფო­ში, ქი­რურ­გი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი, 14 წე­ლია, რაც ქო­ლობ­ნის სა­ე­ქი­მო ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ა­ში გად­მო­ვე­დი. 40 წლის სტა­ჟი მაქვს. სამი თვის იყო ჩემი მე­ო­თხე შვი­ლი, სამ­სა­ხუ­რი რომ და­ვი­წყე,“ - გვე­უბ­ნე­ბა ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი, რო­მე­ლიც ოთხი შვი­ლის დედა და 8 შვი­ლიშ­ვი­ლის ბე­ბი­აა. ოჯა­ხი, რომ­ლის დი­ა­სახ­ლი­სიც ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნაა, სა­ო­ჯა­ხო მე­ურ­ნე­ო­ბას ეწე­ვა. აქვთ სათ­ბუ­რი, უვ­ლი­ან ცხო­ვე­ლებს, ფრინ­ვე­ლებს, მცე­ნა­რე­ებს.

„გვაქვს 2 სათ­ბუ­რი და ახლა ორი­ვე გამ­ზა­დე­ბუ­ლია იმის­თვის, რომ პო­მიდვ­რის რე­ა­ლი­ზა­ცია და­ვი­წყოთ. სათ­ბურ­ში მოგ­ვყავს ასე­ვე კიტ­რი, ბულ­გა­რუ­ლი წი­წა­კა. ეს, რაც იქ ეტე­ვა და და­ნარ­ჩე­ნი, რაც ოჯა­ხის­თვის სა­ჭი­რო პრო­დუქ­ტია, უკვე სათ­ბუ­რის გა­რეთ გვაქვს და­თე­სი­ლი და დარ­გუ­ლი. ჰო, სათ­ბურ­ში კი­დევ მაქვს უეკ­ლო ჟოლო გა­შე­ნე­ბუ­ლი, ისე, რომ ბულ­გა­რუ­ლებ­ზე ზე­მო­დან გა­და­დის... სა­ყიდ­ლად გა­რეთ თით­ქმის არა­ფერ­ზე გავ­დი­ვართ, ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­ნი მოგ­ვყავს და ვი­წევთ... ვუვლთ 20 სულ ძრო­ხას, აქე­დან 8 მეწ­ვე­ლია, გვყავს 40 ღორი, კურ­დღლე­ბი, ცხვრე­ბი, 50 ფრთა ქა­თა­მი, ქათ­მებს გა­სა­ყი­დად ვერ ვი­მე­ტებთ, ბევ­რნი ვართ და ჩვენ­ვე გვჭირ­დე­ბა. გვყავს ასე­ვე იხ­ვე­ბი, ბა­ტე­ბი, ციც­რე­ბი“ - გვიყ­ვე­ბა მა­რი­ნა მი­ქა­ძე.

- ამ საქ­მის სა­თა­ვე­ში თქვენ ხართ, მე­ურ­ნე­ო­ბას უძღვე­ბით, მაგ­რამ შრო­მას თქვენ­თან ერ­თად კონ­კრე­ტუ­ლად ვინ ინა­წი­ლებს?

- საქ­მე ბევ­რია და ჩემ­თან ერ­თად შრო­მო­ბენ ოჯა­ხის წევ­რე­ბი - მე­უღ­ლე, რძა­ლი, შვი­ლი, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი. დღე იწყე­ბა ადრე, დი­ლის 5 სა­ათ­ზე. ვწვე­ლით ძრო­ხებს და მერე ვაგ­ვა­რებთ ყვე­ლა იმ საქ­მეს, რაც ამ პრო­ცესს შემ­დეგ მოჰ­ყვე­ბა და სჭირ­დე­ბა, მერე სათ­ბურ­ში ვი­წყებ შრო­მას, - სარ­წყა­ვი სის­ტე­მა კი და­ვა­მონ­ტა­ჟე, მაგ­რამ დიდი ნა­ყო­ფი აქვს პო­მი­დორს, კიტრს, ბულ­გა­რულს და სის­ტე­მა ვე­ღარ ერე­ვა, ამი­ტომ, მე და ჩემს რძალს ხე­ლით გვი­წევს ხოლ­მე მორ­წყვა. სათ­ბურ­ში ყოფ­ნა დი­ლის 11-ის ნა­ხევ­რამ­დეა შე­საძ­ლე­ბე­ლი, მერე იქ გა­ჩე­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. სა­ღა­მოს, სამ­სა­ხუ­რი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი უკვე გვი­ა­ნო­ბამ­დე ვმუ­შა­ობ იქ... სულ შრო­მა­ში ვარ, ხომ გე­უბ­ნე­ბით, 20 წლის ვი­ყა­ვი სამ­სა­ხუ­რი რომ და­ვი­წყე და არ გავ­ჩე­რე­ბულ­ვარ...

კა­რი­ე­რის და­სა­წყის­ში, ასე­თი ფაქ­ტი მო­მიხ­და, - ავად­მყო­ფის­თვის პე­ნი­ცი­ლი­ნი უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა და მხო­ლოდ გამ­ხსნე­ლი - ნო­ვო­კა­ი­ნი გა­ვუ­კე­თე. პა­ლა­ტი­დან რომ გა­მო­ვე­დი, მერე მივ­ხვდი, რომ შეც­დო­მა და­ვუშ­ვი და ავ­ტირ­დი. უფ­როს­მა მედ­დამ მკი­თხა - რა გა­ტი­რებ­სო? ჩემი შეც­დო­მის შე­სა­ხებ ვუ­თხა­რი და იქვე ვკი­თხე, - რამე ხომ არ და­ე­მარ­თე­ბა-მეთ­ქი? - არა­ფე­რი, მი­თხრა მან, მაგ­რამ შეგ­ყვე­ბი და შენი შეც­დო­მა შენ­ვე უნდა გა­მო­ას­წო­როო. პა­ლა­ტა­ში შე­სულ­მა პა­ცი­ენტს ვუ­თხა­რი, რაც და­მე­მარ­თა. მან კი თბი­ლად მო­მი­გო - მოდი, ბი­ძია, გა­მი­კე­თე ნემ­სი, მა­გა­ზე შენ არ ინერ­ვი­უ­ლოო. იმ დღი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, თუ ამ­პუ­ლა ჩემი თვა­ლით არ ვნა­ხე და ყვე­ლა­ფერს კარ­გად არ შევ­ხე­დე, არა­ვის ვენ­დო­ბი. სულ მინ­და, რომ შეც­დო­მა არც პრო­ფე­სი­ა­ში და არც სხვა საქ­მე­ში და­ვუშ­ვა. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი პრო­ფე­სია და ნე­ბის­მი­ე­რი საქ­მე, რა­საც გუ­ლით ვა­კე­თებ... ქო­ლო­ბან­ში, ჩემს ხალ­ხს ღმერ­თმა ნუ და­ა­ჭირ­ვოს, ყვე­ლა ჯან­მრთე­ლად იყოს, მაგ­რამ არა­ვის დავ­ზარ­დე­ბი და არც დავ­ზა­რე­ბი­ვარ, პა­ცი­ენ­ტთან ფე­ხი­თაც წავ­სულ­ვარ, ცხე­ნით, ვე­ლო­სი­პე­დით და „ტა­ჩკით“, რომ დავ­ხმა­რე­ბო­დი... ამ­დე­ნი საქ­მეა სახ­ლში და ავად­მყოფ­მა რომ და­მი­ძა­ხოს, ყვე­ლა­ფერს მი­ვა­ტო­ვებ, ჩემს საქ­მეს გა­ვა­ფუ­ჭებ და მა­ინც წა­ვალ, არ მი­ვა­ტო­ვებ... ჩემი მშობ­ლე­ბის­თვის დე­დი­სერ­თა შვი­ლი ვარ, დედ-მა­მის­გან გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლიც, მინ­დო­და, რომ ბევ­რი შვი­ლი მყო­ლო და 4 გა­ვა­ჩი­ნე, გავმრავ­ლდი, საქ­მეს და შრო­მას თა­ვი­დან­ვე შე­ვუ­დე­ქი, მად­ლო­ბა უფალს, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის! მარ­თლაც იმ­დე­ნი საქ­მის გა­კე­თე­ბა მი­წევს დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არ მახ­სოვს, დავ­მჯდა­რი­ყა­ვი და საჭ­მე­ლი ნორ­მა­ლუ­რად მე­ჭა­მა, სულ სირ­ბილ-სირ­ბილ­ში ვარ, მუდ­მი­ვად მეჩ­ქა­რე­ბა, ერთ ად­გილ­ზე უსაქ­მოდ გა­ჩე­რე­ბა არ შე­მიძ­ლია... ამ­ხე­ლა მე­ურ­ნე­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად მიყ­ვარს ქოთ­ნის ყვა­ვი­ლე­ბიც და მაქვს უკარ­გე­სი ყვა­ვი­ლე­ბის 200 ქო­თა­ნი.

- „მეგ­რუ­ლი ეზო­ე­ბი“ გა­მორ­ჩე­უ­ლი და ულა­მა­ზე­სია. თქვენ­თან ეზო­დან იწყე­ბა ოჯახ­ში საქ­მი­ა­ნო­ბა - ამის მა­ღა­ლი კულ­ტუ­რაა სა­მეგ­რე­ლო­ში და სა­ერ­თოდ, და­სავ­ლეთ­ში.

- ეზო­ში ულა­მა­ზე­სი შავი ვარ­დი მაქვს გა­შე­ნე­ბუ­ლი, რო­მელ­საც ასე­ვე ვუვ­ლი... 10-ზე სამ­სა­ხურ­ში უნდა ვიყო, მერე ოჯა­ხის წევ­რე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ შრო­მას, ზოგ­ჯერ კი მე­ცო­დე­ბი­ან, მაგ­რამ იმ­დე­ნი საქ­მეა, რა ვქნათ?!

- ყვე­ლიც ამოგ­ყავთ?

- კი, ყველს აბა­შის ბა­ზარს ვა­ბა­რებთ. მხო­ლოდ კვი­რა დღეს არის იქ ბაზ­რო­ბა. კა­რან­ტი­ნის პე­რი­ოდ­ში გა­დამ­ყიდ­ვე­ლე­ბი ჩვენ­თან მო­დი­ოდ­ნენ. ამ ბა­ზარ­ში ჩა­მო­დი­ან ფო­თი­დან, ბა­თუ­მი­დან, თბი­ლი­სი­დან და პრო­დუქ­ტებს ყი­დუ­ლო­ბენ.

- სულ­გუნს აკე­თებთ?

- სულ­გუნს დიდი დრო უნდა, თუმ­ცა ვა­კე­თებთ, მაგ­რამ გა­სა­ყი­დად არა. ოჯახს ელარ­ჯი და სულ­გუ­ნი რა­ტომ უნდა მო­აკ­ლდეს, როცა ამ­დე­ნი ძრო­ხა გვყავს?!

- რა­ი­მე სა­ხელ­მწი­ფო დახ­მა­რე­ბით ხომ არ გი­სარ­გებ­ლი­ათ?

- სათ­ბუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­ღა­ვა­თი­ა­ნი კრე­დი­ტი მქონ­და აღე­ბუ­ლი, რი­თაც კმა­ყო­ფი­ლი ვარ, მაგ­რამ შარ­შან­წინ დიდი ქარი რომ იყო, სათ­ბურს გა­და­ხა­და და მერე უკვე ჩემი სახ­სრე­ბით თვი­დან გა­დავ­ხუ­რე.

- ამ­ხე­ლა შრო­მას ეწე­ვით და ასე­თი გა­მოც­დი­ლე­ბა გაქვთ დაგ­რო­ვე­ბუ­ლი. რას ურ­ჩევ­დით და ეტყო­დით ჩვენს მკი­თხველს?

- დე­დი­სერ­თა ვი­ყა­ვი და საქ­მე მა­ნამ­დე არც მი­კე­თე­ბია, მაგ­რამ ოჯახ­მა, გა­რე­მომ, აუ­ცი­ლებ­ლო­ბამ და ცხოვ­რე­ბამ ეს მე­ურ­ნე­ო­ბა და­მა­წყე­ბი­ნა. აღ­მოჩ­ნდა, რომ ყვე­ლა­ფე­რი შევ­ძე­ლი და გა­მო­მი­ვი­და... თუ მო­ინ­დო­მე­ბენ, ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თე­ბენ, შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია. ზოგ­ჯერ ახალ­გაზ­რდას რომ და­ვი­ნა­ხავ, უსაქ­მოდ რომ დგას, ვფიქ­რობ, რა­ტო­მაა გა­ჩე­რე­ბუ­ლი, ამან რა­ღაც თა­ვის სახ­ლში რომ გა­ა­კე­თოს, სო­ფელ­ში ადა­მი­ა­ნი მში­ე­რი რო­გორ უნდა იყოს?! ასე რომ, ჩვენ ჩვე­ნი საკ­ვე­ბი და საკ­მა­რი ყვე­ლა­ფე­რი გვაქვს, რა­საც სა­კუ­თა­რი ხე­ლით და ოფ­ლით მო­ვი­პო­ვებთ. გა­ჩე­რე­ბას არ ვა­პი­რებთ და ახლა სა­ხელ­მწი­ფოს­გან დახ­მა­რე­ბის იმე­დიც მაქვს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ციცინო
0

გაიხარეთ ხვავი და ბარაქა არ მოგაკლოთ უფალმა. დაგელოცოთ მარჯვენა.

Dzan mesiamovna es statia
1

Braqa da xvavi ar mogklebiyot

Gaixaret da gamravldittqveni odjaxis da saqartvelos saketildgeod 

Umetesoba rom tqvennairi iyos sasixarulo iqneboda

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ფერმერი მედდა აბაშიდან, რომელიც უზარმაზარ მეურნეობას უძღვება - "სოფელში ადამიანი მშიერი როგორ უნდა იყოს?!"

ფერმერი მედდა აბაშიდან, რომელიც უზარმაზარ მეურნეობას უძღვება - "სოფელში ადამიანი მშიერი როგორ უნდა იყოს?!"

სოფელი ქოლობანი აბაშის ცენტრიდან 7 კილომეტრშია. ამ სოფელში დაიბადა და გაიზარდა ჩვენი ახალი ამბის გმირი მარინა მიქაძე. პროფესიით მედდაა, 40-წლიანი სტაჟი აქვს. მუშაობა 20 წლისას დაუწყია... გარდა იმისა, რომ თავის პროფესია ძალიან უყვარს, ცხოვრების მანძილზე ფერმერობაც შეუყვარდა, რომელიც ასევე წლების წინ წამოიწყო და ახლა ამ ორ საქმეს დროს და ენერგიას უნაწილებს. ქალბატონი მარინა დილიდან გვიანობამდე შრომობს, რაც ცხადია, არ არის ადვილი, მაგრამ ეს უკვე მისი ცხოვრების წესია. ამასთან, სხვანაირად არაფერი გამოვა და უსაქმოდ ყოფნა არც შეუძლია.

„აბაშის საავდმყოფოში, ქირურგიაში ვმუშაობდი, 14 წელია, რაც ქოლობნის საექიმო ამბულატორიაში გადმოვედი. 40 წლის სტაჟი მაქვს. სამი თვის იყო ჩემი მეოთხე შვილი, სამსახური რომ დავიწყე,“ - გვეუბნება ჩვენი რესპონდენტი, რომელიც ოთხი შვილის დედა და 8 შვილიშვილის ბებიაა. ოჯახი, რომლის დიასახლისიც ქალბატონი მარინაა, საოჯახო მეურნეობას ეწევა. აქვთ სათბური, უვლიან ცხოველებს, ფრინველებს, მცენარეებს.

„გვაქვს 2 სათბური და ახლა ორივე გამზადებულია იმისთვის, რომ პომიდვრის რეალიზაცია დავიწყოთ. სათბურში მოგვყავს ასევე კიტრი, ბულგარული წიწაკა. ეს, რაც იქ ეტევა და დანარჩენი, რაც ოჯახისთვის საჭირო პროდუქტია, უკვე სათბურის გარეთ გვაქვს დათესილი და დარგული. ჰო, სათბურში კიდევ მაქვს უეკლო ჟოლო გაშენებული, ისე, რომ ბულგარულებზე ზემოდან გადადის... საყიდლად გარეთ თითქმის არაფერზე გავდივართ, ყველაფერი ჩვენი მოგვყავს და ვიწევთ... ვუვლთ 20 სულ ძროხას, აქედან 8 მეწველია, გვყავს 40 ღორი, კურდღლები, ცხვრები, 50 ფრთა ქათამი, ქათმებს გასაყიდად ვერ ვიმეტებთ, ბევრნი ვართ და ჩვენვე გვჭირდება. გვყავს ასევე იხვები, ბატები, ციცრები“ - გვიყვება მარინა მიქაძე.

- ამ საქმის სათავეში თქვენ ხართ, მეურნეობას უძღვებით, მაგრამ შრომას თქვენთან ერთად კონკრეტულად ვინ ინაწილებს?

- საქმე ბევრია და ჩემთან ერთად შრომობენ ოჯახის წევრები - მეუღლე, რძალი, შვილი, შვილიშვილები. დღე იწყება ადრე, დილის 5 საათზე. ვწველით ძროხებს და მერე ვაგვარებთ ყველა იმ საქმეს, რაც ამ პროცესს შემდეგ მოჰყვება და სჭირდება, მერე სათბურში ვიწყებ შრომას, - სარწყავი სისტემა კი დავამონტაჟე, მაგრამ დიდი ნაყოფი აქვს პომიდორს, კიტრს, ბულგარულს და სისტემა ვეღარ ერევა, ამიტომ, მე და ჩემს რძალს ხელით გვიწევს ხოლმე მორწყვა. სათბურში ყოფნა დილის 11-ის ნახევრამდეა შესაძლებელი, მერე იქ გაჩერება არ შეიძლება. საღამოს, სამსახურიდან დაბრუნებული უკვე გვიანობამდე ვმუშაობ იქ... სულ შრომაში ვარ, ხომ გეუბნებით, 20 წლის ვიყავი სამსახური რომ დავიწყე და არ გავჩერებულვარ...

კარიერის დასაწყისში, ასეთი ფაქტი მომიხდა, - ავადმყოფისთვის პენიცილინი უნდა გამეკეთებინა და მხოლოდ გამხსნელი - ნოვოკაინი გავუკეთე. პალატიდან რომ გამოვედი, მერე მივხვდი, რომ შეცდომა დავუშვი და ავტირდი. უფროსმა მედდამ მკითხა - რა გატირებსო? ჩემი შეცდომის შესახებ ვუთხარი და იქვე ვკითხე, - რამე ხომ არ დაემართება-მეთქი? - არაფერი, მითხრა მან, მაგრამ შეგყვები და შენი შეცდომა შენვე უნდა გამოასწოროო. პალატაში შესულმა პაციენტს ვუთხარი, რაც დამემართა. მან კი თბილად მომიგო - მოდი, ბიძია, გამიკეთე ნემსი, მაგაზე შენ არ ინერვიულოო. იმ დღიდან მოყოლებული, თუ ამპულა ჩემი თვალით არ ვნახე და ყველაფერს კარგად არ შევხედე, არავის ვენდობი. სულ მინდა, რომ შეცდომა არც პროფესიაში და არც სხვა საქმეში დავუშვა. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და ნებისმიერი საქმე, რასაც გულით ვაკეთებ... ქოლობანში, ჩემს ხალხს ღმერთმა ნუ დააჭირვოს, ყველა ჯანმრთელად იყოს, მაგრამ არავის დავზარდები და არც დავზარებივარ, პაციენტთან ფეხითაც წავსულვარ, ცხენით, ველოსიპედით და „ტაჩკით“, რომ დავხმარებოდი... ამდენი საქმეა სახლში და ავადმყოფმა რომ დამიძახოს, ყველაფერს მივატოვებ, ჩემს საქმეს გავაფუჭებ და მაინც წავალ, არ მივატოვებ... ჩემი მშობლებისთვის დედისერთა შვილი ვარ, დედ-მამისგან განებივრებულიც, მინდოდა, რომ ბევრი შვილი მყოლო და 4 გავაჩინე, გავმრავლდი, საქმეს და შრომას თავიდანვე შევუდექი, მადლობა უფალს, რომ ყველაფერი კარგად არის! მართლაც იმდენი საქმის გაკეთება მიწევს დღის განმავლობაში არ მახსოვს, დავმჯდარიყავი და საჭმელი ნორმალურად მეჭამა, სულ სირბილ-სირბილში ვარ, მუდმივად მეჩქარება, ერთ ადგილზე უსაქმოდ გაჩერება არ შემიძლია... ამხელა მეურნეობის მიუხედავად მიყვარს ქოთნის ყვავილებიც და მაქვს უკარგესი ყვავილების 200 ქოთანი.

- „მეგრული ეზოები“ გამორჩეული და ულამაზესია. თქვენთან ეზოდან იწყება ოჯახში საქმიანობა - ამის მაღალი კულტურაა სამეგრელოში და საერთოდ, დასავლეთში.

- ეზოში ულამაზესი შავი ვარდი მაქვს გაშენებული, რომელსაც ასევე ვუვლი... 10-ზე სამსახურში უნდა ვიყო, მერე ოჯახის წევრები აგრძელებენ შრომას, ზოგჯერ კი მეცოდებიან, მაგრამ იმდენი საქმეა, რა ვქნათ?!

- ყველიც ამოგყავთ?

- კი, ყველს აბაშის ბაზარს ვაბარებთ. მხოლოდ კვირა დღეს არის იქ ბაზრობა. კარანტინის პერიოდში გადამყიდველები ჩვენთან მოდიოდნენ. ამ ბაზარში ჩამოდიან ფოთიდან, ბათუმიდან, თბილისიდან და პროდუქტებს ყიდულობენ.

- სულგუნს აკეთებთ?

- სულგუნს დიდი დრო უნდა, თუმცა ვაკეთებთ, მაგრამ გასაყიდად არა. ოჯახს ელარჯი და სულგუნი რატომ უნდა მოაკლდეს, როცა ამდენი ძროხა გვყავს?!

- რაიმე სახელმწიფო დახმარებით ხომ არ გისარგებლიათ?

- სათბურების შემთხვევაში შეღავათიანი კრედიტი მქონდა აღებული, რითაც კმაყოფილი ვარ, მაგრამ შარშანწინ დიდი ქარი რომ იყო, სათბურს გადახადა და მერე უკვე ჩემი სახსრებით თვიდან გადავხურე.

- ამხელა შრომას ეწევით და ასეთი გამოცდილება გაქვთ დაგროვებული. რას ურჩევდით და ეტყოდით ჩვენს მკითხველს?

- დედისერთა ვიყავი და საქმე მანამდე არც მიკეთებია, მაგრამ ოჯახმა, გარემომ, აუცილებლობამ და ცხოვრებამ ეს მეურნეობა დამაწყებინა. აღმოჩნდა, რომ ყველაფერი შევძელი და გამომივიდა... თუ მოინდომებენ, ყველაფერს გააკეთებენ, შეუძლებელი არაფერია. ზოგჯერ ახალგაზრდას რომ დავინახავ, უსაქმოდ რომ დგას, ვფიქრობ, რატომაა გაჩერებული, ამან რაღაც თავის სახლში რომ გააკეთოს, სოფელში ადამიანი მშიერი როგორ უნდა იყოს?! ასე რომ, ჩვენ ჩვენი საკვები და საკმარი ყველაფერი გვაქვს, რასაც საკუთარი ხელით და ოფლით მოვიპოვებთ. გაჩერებას არ ვაპირებთ და ახლა სახელმწიფოსგან დახმარების იმედიც მაქვს.