მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 დეპუტატი, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარი არ დაუჭირა
5 დეპუტატი, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარი არ დაუჭირა

5 დე­პუ­ტა­ტი, რო­მელ­მაც სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექტს მხა­რი არ და­უ­ჭი­რა, ბი­ძი­ნა გე­გი­ძე, ალექ­სან­დრე ერ­ქვა­ნია, ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნი, კა­ხა­ბერ ოქ­რი­აშ­ვი­ლი და და­ვით ჭი­ჭი­ნა­ძეა. კენ­ჭისყრა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვა ნატო ჩხე­ი­ძემ.

დე­პუ­ტა­ტებ­მა მი­ზე­ზი, თუ რა­ტომ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბას, პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე და­ა­ფიქ­სი­რეს.

„სამ­წუ­ხა­როა, რომ ქვეყ­ნის­თვის ისე­თი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სა­კი­თხი, რო­გო­რიც სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მაა, ელ­ჩე­ბის და დიპ­ლო­მა­ტე­ბის სა­დი­ლებ­სა და ვახ­შმებ­ზე წყდე­ბა. დღეს, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი არა­ვის აინ­ტე­რე­სებს. ყვე­ლა იბ­რძვის მხო­ლოდ ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის და პი­რა­დი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის. ამი­ტომ ამ პო­ლი­ტი­კუ­რი ვაჭ­რო­ბით მი­ღე­ბულ შე­თან­ხმე­ბას, ჩემი მხარ­და­ჭე­რა არ ექ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ერ­ქვა­ნი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბელ დე­პუ­ტატს, პო­ლი­ტი­კუ­რი მოძ­რა­ო­ბა „ტრი­ბუ­ნას“ ლი­დერს, და­ვით ჭი­ჭი­ნა­ძეს, მან გა­ნა­ცხა­და, რომ გა­უ­გე­ბა­რია, რო­გორ აჯო­ბებს 30 მა­ჟო­რი­ტა­რი 73-ს.

„ჩემი მხარ­და­ჭე­რა სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებს არ ექ­ნე­ბა. ჯერ ერთი, გა­უ­გე­ბა­რია, რო­გორ უნდა აჯო­ბოს 30-მა მა­ჟო­რი­ტარ­მა 73 მა­ჟო­რი­ტარს ხალ­ხის მსა­ხუ­რე­ბა­ში და მე­ო­რე, აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლია ის ვაჭ­რო­ბა, რა­საც ამ თე­მის გარ­შე­მო ბოლო თვე­ე­ბია ვაკ­ვირ­დე­ბით. მოკ­ლედ, ჩემი რწმე­ნით, ყვე­ლა ცვლი­ლე­ბა უკე­თე­სო­ბას, ხალ­ხის პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას უნდა ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს, პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ვაჭ­რო­ბის თემა კი არ უნდა გახ­დეს და მათ­თვის ად­გი­ლე­ბის მი­ღე­ბის გა­რან­ტი. ამი­ტომ არ ვუ­ჭერ ამ ცვლი­ლე­ბებს მხარს“,- გა­ნა­ცხა­და ჭი­ჭი­ნა­ძემ.

დე­პუ­ტატ ბი­ძი­ნა გე­გი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ის არ და­უ­ჭერს ცვლი­ლე­ბებს მხარს, რად­გან „დღე­ვან­დე­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი ვერ ახ­დენს კომ­პენ­სი­რე­ბას იმ გა­დაგ­დე­ბის, რაც მა­შინ მოხ­და“.

„ჩვენ დღეს უნდა მი­ვი­ღოთ კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი. მე არ ვა­პი­რებ მხა­რი და­ვუ­ჭი­რო ამ ცვლი­ლე­ბებს. მე მხა­რი და­ვუ­ჭი­რე სრუ­ლად პრო­პორ­ცი­ულ არ­ჩევ­ნებ­ზე გა­დას­ვლას, რად­გან ეს იყო ბრძო­ლის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი მო­ნა­პო­ვა­რი. დღე­ვან­დე­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი ვერ ახ­დენს კომ­პენ­სი­რე­ბას იმ გა­დაგ­დე­ბის, რაც მა­შინ მოხ­და“, - აღ­ნიშ­ნა მან.

დე­პუ­ტატ ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნის თქმით კი, სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებს მხარს იმ შემ­თხვე­ვა­ში და­უ­ჭერ­და, თუ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ყვე­ლას­თვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო იქ­ნე­ბო­და.

„მე დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით და­გი­ჭერ­დით მხარს, ერთი პა­ტა­რა ცვლი­ლე­ბა რომ შე­გე­ტა­ნათ. სი­ტყვა „ვა­ლია“ შე­გეც­ვა­ლათ სი­ტყვით - „ვალ­დე­ბუ­ლია“. ამ შემ­თხვე­ვა­ში, დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით და­გი­ჭერ­დით მხარს“, - აღ­ნიშ­ნა მან.

რაც შე­ე­ხე­ბა ნატო ჩხე­ი­ძის პო­ზი­ცი­ას, რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ცვლი­ლე­ბე­ბი მმარ­თვე­ლი გუნ­დის პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა.

„ჩემი მხარ­და­ჭე­რა არ ექ­ნე­ბა ამ კა­ნონპ­რო­ექტს დღეს, რად­გან ცვლი­ლე­ბებ­ზე ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აღე­ბუ­ლი იყო „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ და ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე უნდა შე­ას­რუ­ლოს „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“, - გა­ნა­ცხა­და ჩხე­ი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბი პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით პარ­ლა­მენ­ტმა 136 ხმით 5-ის წი­ნა­აღ­მდეგ მი­ი­ღო.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხახახა
6

სად მაჟორიტარი და სად ხალხის მსახურება)

მოქალაქე
29

მოვა 2024 წელი და ვნახოთ როგორ წარიმართება საარჩევნო კამპანიები...., აქამდე მაჟორიტარები ასე თუ ისე მაინც ურთიერთობდნენ თავიანთ რაიონის ამომრჩევლებთან, თუნდაც მომადლიერების და ხმის მიცემის მიზნით, ბიუროები ჰქონდათ გახსნილი და შესაზლებელი იყო მოქალაქე მისულიყო ბიუროში და რაიმე ფორმით მიეწვდინა ხმა. აწი სრულად პროპორციულზე რომ გადავალთ მერე ვნახავთ სარეკლამო რგოლებიდან უფრო გავეცნობით კანდიდატებს ვიდრე პირადად...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

5 დეპუტატი, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარი არ დაუჭირა

5 დეპუტატი, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარი არ დაუჭირა

5 დეპუტატი, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარი არ დაუჭირა, ბიძინა გეგიძე, ალექსანდრე ერქვანია, ემზარ კვიციანი, კახაბერ ოქრიაშვილი და დავით ჭიჭინაძეა. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა ნატო ჩხეიძემ.

დეპუტატებმა მიზეზი, თუ რატომ ეწინააღმდეგებიან საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, პლენარულ სხდომაზე დააფიქსირეს.

„სამწუხაროა, რომ ქვეყნისთვის ისეთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, როგორიც საარჩევნო სისტემაა, ელჩების და დიპლომატების სადილებსა და ვახშმებზე წყდება. დღეს, ქვეყანაში არსებული პრობლემები არავის აინტერესებს. ყველა იბრძვის მხოლოდ ძალაუფლებისთვის და პირადი კეთილდღეობისთვის. ამიტომ ამ პოლიტიკური ვაჭრობით მიღებულ შეთანხმებას, ჩემი მხარდაჭერა არ ექნება“, - განაცხადა ერქვანიამ.

რაც შეეხება დამოუკიდებელ დეპუტატს, პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერს, დავით ჭიჭინაძეს, მან განაცხადა, რომ გაუგებარია, როგორ აჯობებს 30 მაჟორიტარი 73-ს.

„ჩემი მხარდაჭერა საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ექნება. ჯერ ერთი, გაუგებარია, როგორ უნდა აჯობოს 30-მა მაჟორიტარმა 73 მაჟორიტარს ხალხის მსახურებაში და მეორე, აბსოლუტურად მიუღებელია ის ვაჭრობა, რასაც ამ თემის გარშემო ბოლო თვეებია ვაკვირდებით. მოკლედ, ჩემი რწმენით, ყველა ცვლილება უკეთესობას, ხალხის პირობების გაუმჯობესებას უნდა ემსახურებოდეს, პოლიტიკოსების ვაჭრობის თემა კი არ უნდა გახდეს და მათთვის ადგილების მიღების გარანტი. ამიტომ არ ვუჭერ ამ ცვლილებებს მხარს“,- განაცხადა ჭიჭინაძემ.

დეპუტატ ბიძინა გეგიძის განცხადებით, ის არ დაუჭერს ცვლილებებს მხარს, რადგან „დღევანდელი ცვლილებები ვერ ახდენს კომპენსირებას იმ გადაგდების, რაც მაშინ მოხდა“.

„ჩვენ დღეს უნდა მივიღოთ კონსტიტუციური ცვლილებები. მე არ ვაპირებ მხარი დავუჭირო ამ ცვლილებებს. მე მხარი დავუჭირე სრულად პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას, რადგან ეს იყო ბრძოლის შედეგად მიღებული მონაპოვარი. დღევანდელი ცვლილებები ვერ ახდენს კომპენსირებას იმ გადაგდების, რაც მაშინ მოხდა“, - აღნიშნა მან.

დეპუტატ ემზარ კვიციანის თქმით კი, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს იმ შემთხვევაში დაუჭერდა, თუ არჩევნებში მონაწილეობა ყველასთვის სავალდებულო იქნებოდა.

„მე დიდი სიამოვნებით დაგიჭერდით მხარს, ერთი პატარა ცვლილება რომ შეგეტანათ. სიტყვა „ვალია“ შეგეცვალათ სიტყვით - „ვალდებულია“. ამ შემთხვევაში, დიდი სიამოვნებით დაგიჭერდით მხარს“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება ნატო ჩხეიძის პოზიციას, როგორც მან აღნიშნა, ცვლილებები მმართველი გუნდის პოლიტიკური პასუხისმგებლობაა.

„ჩემი მხარდაჭერა არ ექნება ამ კანონპროექტს დღეს, რადგან ცვლილებებზე ვალდებულება და პასუხისმგებლობა აღებული იყო „ქართული ოცნების“ მიერ და ეს ვალდებულება საზოგადოების წინაშე უნდა შეასრულოს „ქართულმა ოცნებამ“, - განაცხადა ჩხეიძემ.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით პარლამენტმა 136 ხმით 5-ის წინააღმდეგ მიიღო.

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - 43 დღე არჩევნებამდე; საარჩევნო მარათონი; ლარის ვარდნა

ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

არჩევნების დღეს ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, მაგრამ ვალდებულია, ეკეთოს პირბადე, რომლის მოხსნა უბანზე ორჯერ, მცირე დროით მოუწევს