სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შარშან, ხელისუფლების მიერ დაშვებულ სამწუხარო შეცდომას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა" - "ქართული ოცნების" განცხადება 20 ივნისის მოვლენებზე
"შარშან, ხელისუფლების მიერ დაშვებულ სამწუხარო შეცდომას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა" - "ქართული ოცნების" განცხადება 20 ივნისის მოვლენებზე

პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ 20 ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"დღეს, ერთი წელი შეს­რულ­და 20 ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნე­ბი­დან და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ შე­და­რე­ბით მშვიდ ემო­ცი­ურ ფონ­ზე, კი­დევ ერთხელ შე­ფას­დეს/სა­ხე­ლი და­ერ­ქვას გა­სულ წელს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს.

სა­ქარ­თვე­ლომ ბევ­რი იბ­რძო­ლა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის და დღეს ყვე­ლამ ვი­ცით, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბა პირ­ველ რიგ­ში დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. ასეთ დროს, გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბას იძენს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კონ­ტრო­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე, თუნ­დაც ჯან­სა­ღი ფორ­მით გა­მო­ხა­ტუ­ლი მკაც­რი პრო­ტეს­ტი, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შეც­დო­მა­ზე მი­უ­თი­თებს, გა­მო­ა­ფხიზ­ლებს და არც მო­მა­ვალ­ში მის­ცემს მო­დუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში, ეს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პრობ­ლე­მა კი არა, ქვეყ­ნის სიმ­დიდ­რეა.

სამ­წუ­ხა­როდ, არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად, ჯან­სა­ღი, აქ­ტი­უ­რი პრო­ტეს­ტი ქა­ოს­სა და ძა­ლა­დო­ბა­ში იზ­რდე­ბა და ამის მა­გა­ლითს, ჩვენ, არამ­ხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვხე­დავთ. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ასეთ დროს, ნე­ბის­მი­ე­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პირ­და­პი­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, და­იც­ვას კა­ნო­ნი, სა­ხელ­მწი­ფო და სა­ზო­გა­დო­ე­ბა პრო­ცე­სე­ბის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წეს­რი­გი­დან გას­ვლის­გან, გა­ნუ­კი­თხა­ო­ბი­სა და ძა­ლა­დო­ბის­გან. ეს გახ­ლავთ სწო­რედ ზემ­ოთხსე­ნე­ბუ­ლი „თა­ვი­სუფ­ლე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით“ ნა­კარ­ნა­ხე­ვი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა.

დღეს, როცა 20 ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნებს ვა­ფა­სებთ, მომ­ხდა­რის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა სწო­რედ ამ რა­კურ­სი­დან უნდა ვცა­დოთ, რათა მო­მა­ვალ­ში მი­ნი­მუ­მა­დე და­ვიყ­ვა­ნოთ უკი­დუ­რე­სად და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი პრო­ცე­სე­ბის რე­ცი­დი­ვის შან­სი. შარ­შან, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ დაშ­ვე­ბულ სამ­წუ­ხა­რო შეც­დო­მას, სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა; ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ აღი­ა­რა დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მა და პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც აიღო. სამ­წუ­ხა­როდ, დესტრუქ­ცი­უ­ლი ოპო­ზი­ცია შე­ე­ცა­და, ეს პრო­ტეს­ტი სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა და საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღა ძა­ლა­დობ­რივ აქ­ცი­ა­ში გა­და­ზარ­და.

პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­სა და სა­პო­ლი­ციო ძა­ლებ­ზე მათ ინ­ტენ­სი­უ­რი შტურ­მი მი­ი­ტა­ნეს და ფაქ­ტი­უ­რად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ძა­ლა­დობ­რი­ვი გზით დამ­ხო­ბა სცა­დეს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში ძა­ლა­დობ­რი­ვი შეჭ­რის მცდე­ლო­ბა, პრაქ­ტი­კუ­ლად, ყვე­ლა ტე­ლე­ვი­ზი­ის პირ­და­პირ ეთერ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და და შტურ­მის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­თა თუ აქ­ტი­ურ მი­ნა­წი­ლე­თა მი­მართ უტყუ­ა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი დაგ­როვ­და, ოპო­ზი­ცია, კარ­გა ხანი, მის­თვის ჩვე­უ­ლი უტიფ­რო­ბით უარ­ყოფ­და ფაქ­ტებს, რომ­ლე­ბიც მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ სა­კუ­თა­რი თვა­ლით იხი­ლა.

თუმ­ცა, გა­სუ­ლი ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ოპო­ნენ­ტებ­მა არა­ერ­თხელ, პირ­და­პირ თუ ირი­ბად, და­ა­დას­ტუ­რეს, რომ 2019 წლის 20-21 ივ­ნისს, მშვი­დო­ბი­ა­ნი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ზე მი­ტა­ნილ შტურმ­ში გა­დაზ­რდა, მათ მიერ სპე­ცი­ა­ლუ­რად და­გეგ­მი­ლი ოპე­რა­ცია იყო, რომ­ლის მი­ზანს პო­ლი­ცი­ის მხრი­დან ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა წარ­მო­ად­გენ­და, რათა ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი­ყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბის სა­ბა­ბი. 2007 წლის 7 ნო­ემ­ბრის და 2011 წლის 26 მა­ი­სის სის­ხლი­ა­ნი დარ­ბე­ვე­ბის ავ­ტორ­თა გათ­ვლა ცი­ნი­კუ­რი და ამო­რა­ლუ­რი იყო - მათ კარ­გად უწყოდ­ნენ, რომ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა უკი­დუ­რე­სად მტკივ­ნე­უ­ლად რე­ა­გი­რებს პო­ლი­ცი­ის მიერ თუნ­დაც ლე­გი­ტი­მუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბულ ძა­ლა­ზე.

ეჭვგა­რე­შეა, რომ მთა­ვარ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუტ­ზე მი­ტა­ნი­ლი იე­რი­შის აღ­კვე­თის დროს, აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­გე­რი­ე­ბის სა­მარ­თლებ­რივ რე­ჟიმ­ში მყო­ფი სა­პო­ლი­ციო ძა­ლე­ბი მოქ­მე­დებ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ფარ­გლებ­ში. სამ­წუ­ხა­როდ, კა­ნო­ნის ფარ­გლე­ბი­დან გა­სუ­ლი აქ­ცი­ის შე­წყვე­ტის მიზ­ნით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ლე­გი­ტი­მუ­რი ოპე­რა­ცი­ის დროს მძი­მე ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღეს რო­გორც საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა, ასე­ვე პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა;

და­ზა­რალ­დნენ მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. მათი ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბა ამ მოვ­ლე­ნე­ბის ყვე­ლა­ზე მძი­მე შე­დე­გი იყო და სა­მარ­თლებ­რი­ვის გარ­და, პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც, ამ შე­დე­გებ­ზე, 20 ივ­ნი­სის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ავან­ტი­უ­რის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს ეკის­რე­ბათ. ამ მოვ­ლე­ნე­ბის შე­დე­გად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ დე­მოკ­რა­ტი­ის ტეს­ტი წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ბა­რა და სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე არ და­ტო­ვა პო­ლი­ცი­ელ­თა მხრი­დან ძა­ლის გა­და­მე­ტე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი და იმავდრო­უ­ლად, ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა და­ზა­რა­ლე­ბულ­თა ჯან­მრთე­ლო­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის. ამას­თან, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ შტურ­მის მო­ნა­წი­ლე­თა მხრი­დან და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა და­ა­დას­ტუ­რა სა­სა­მარ­თლომ და შტურმ­ში მო­ნა­წი­ლე აბ­სო­ლუ­ტურ­მა უმ­რავ­ლე­სო­ბამ თა­ვად­ვე აღი­ა­რა ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი.

დღეს, ამ მძი­მე მოვ­ლე­ნე­ბი­დან 1 წლის შემ­დეგ, რო­დე­საც ემო­ცი­ე­ბი და­ლე­ქი­ლია და ცივ გო­ნე­ბა­ზე შეგ­ვიძ­ლია ფაქ­ტე­ბის გან­სჯა, კი­დევ უფრო თვალ­სა­ჩი­ნოა გან­სხვა­ვე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ერ­თგულ, ეფექ­ტურ და სა­კუ­თარ ხალ­ხზე მზრუნ­ველ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და დესტრუქ­ცი­ა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ და ძა­ლა­უფ­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის­თვის ყვე­ლა­ფერ­ზე წამ­სვლელ ძა­ლებს შო­რის. პან­დე­მი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნი ხალ­ხის და სა­ხელ­მწი­ფოს წარ­მა­ტე­ბულ­მა ბრძო­ლამ ეს გან­სხვა­ვე­ბა კი­დევ უფრო მკა­ფიო გა­ხა­და: "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ერ­თი­ა­ნი სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო გუნ­დის ეფექ­ტი­ან­მა ნა­ბი­ჯებ­მა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის კონ­სო­ლი­და­ცი­ამ სა­ბო­ლო­ოდ და­უს­ვა წერ­ტი­ლი ოპო­ზი­ცი­ის დესტრუქ­ცი­ულ დღის წეს­რიგს, რო­მე­ლიც, ამ პი­რო­ბებ­შიც სა­კუ­თა­რი ხალ­ხის, სა­კუ­თა­რი სა­ხელ­მწი­ფო­სა და მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა­ზე იყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, რაც ცხა­დია, არ გა­მო­უ­ვი­დათ ისე­ვე, რო­გორც არ გა­მო­უ­ვი­დათ და არას­დროს გა­მო­უ­ვათ არე­უ­ლო­ბის ნე­ბის­მი­ე­რი მცდე­ლო­ბა. ნდო­ბა­და­კარ­გუ­ლი და სრუ­ლი­ად გა­კოტ­რე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი ვე­ღა­რას­დროს ჩა­იგ­დე­ბენ ხელ­ში ძა­ლა­უფ­ლე­ბას და ვე­ღარ იძა­ლა­დე­ბენ ხალ­ხზე.

ჩვენ ვგრძნობთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რას, ჩვენ ვგრძნობთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ი­სა და მო­მავ­ლის წი­ნა­შე, ამი­ტომ, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, ქარ­თველ ხალ­ხთან ერ­თად, ყო­ველ ჯერ­ზე წარ­მა­ტე­ბით დაძ­ლევს ყვე­ლა გა­მოწ­ვე­ვას, წინ აღუდ­გე­ბა ოპო­ზი­ცი­ის დესტრუქ­ცი­ულ დღის წეს­რიგს და ისე­ვე და­მა­ჯე­რებ­ლად გა­ი­მარ­ჯვებს მო­მა­ვალ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე, რო­გორ და­მა­ჯე­რებ­ლა­დაც ყვე­ლა ერ­თად და­ვუ­პი­რის­პირ­დით გლო­ბა­ლურ პან­დე­მი­ას. ჩვენ, ყვე­ლა ერ­თად, ქვე­ყა­ნას სა­ბო­ლო­ოდ გა­ვიყ­ვანთ გა­მარ­ჯვე­ბის გზა­ზე და ღირ­სე­ულ ად­გილს და­ვუმ­კვიდ­რებთ თა­ვი­სუ­ფალ, ევ­რო­პულ, დე­მოკ­რა­ტი­ულ ოჯახ­ში!”, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
natia
8

ქვეყანა გადაჭამეთ პირად საფულედ აქციეთ უნამუსოებო

Giorgi sixarulidze
376

საზოგადოებრივი პროტესტი მალევე ჩაცხრა როცა ჰალსტუხჭამია და მისი დაქირავებული პროვოკატორები ჩაერიენ ! 

ხალხმა დაინახა ჰალსტუხჭამიას ბოროტი ინტერესები და შესაბამისად ზურგი აქციეს ჰალსტუხჭამიას ! 

დარჩნენ მხოლოდ რამოდენიმე ასეული რადიკალი რომლებიც იმართებოდნენ ჰალსტუხჭამიას მიერ საქართველოში ნაქურდალი ფულით !

სახელმწიფომ რადიკალ პროვოკატორებს წინააღმდეგობა გაუწია საერთაშორისო სტანდარტებით და მოხდა სახელმწიფოში სტაბილურობის შენარჩუნება ! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"შარშან, ხელისუფლების მიერ დაშვებულ სამწუხარო შეცდომას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა" - "ქართული ოცნების" განცხადება 20 ივნისის მოვლენებზე

"შარშან, ხელისუფლების მიერ დაშვებულ სამწუხარო შეცდომას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა" - "ქართული ოცნების" განცხადება 20 ივნისის მოვლენებზე

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს, ერთი წელი შესრულდა 20 ივნისის მოვლენებიდან და მნიშვნელოვანია, რომ შედარებით მშვიდ ემოციურ ფონზე, კიდევ ერთხელ შეფასდეს/სახელი დაერქვას გასულ წელს განვითარებულ მოვლენებს.

საქართველომ ბევრი იბრძოლა თავისუფლებისთვის და დღეს ყველამ ვიცით, რომ თავისუფლება პირველ რიგში დიდი პასუხისმგებლობაა. ასეთ დროს, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საზოგადოებრივი კონტროლი ხელისუფლებაზე, თუნდაც ჯანსაღი ფორმით გამოხატული მკაცრი პროტესტი, რომელიც ხელისუფლებას შეცდომაზე მიუთითებს, გამოაფხიზლებს და არც მომავალში მისცემს მოდუნების საშუალებას. დემოკრატიული მმართველობის პირობებში, ეს, ხელისუფლების პრობლემა კი არა, ქვეყნის სიმდიდრეა.

სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად, ჯანსაღი, აქტიური პროტესტი ქაოსსა და ძალადობაში იზრდება და ამის მაგალითს, ჩვენ, არამხოლოდ საქართველოში ვხედავთ. რასაკვირველია, ასეთ დროს, ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა, დაიცვას კანონი, სახელმწიფო და საზოგადოება პროცესების კონსტიტუციური წესრიგიდან გასვლისგან, განუკითხაობისა და ძალადობისგან. ეს გახლავთ სწორედ ზემოთხსენებული „თავისუფლების პასუხისმგებლობით“ ნაკარნახევი ვალდებულება.

დღეს, როცა 20 ივნისის მოვლენებს ვაფასებთ, მომხდარის გაანალიზება სწორედ ამ რაკურსიდან უნდა ვცადოთ, რათა მომავალში მინიმუმადე დავიყვანოთ უკიდურესად დამაზიანებელი პროცესების რეციდივის შანსი. შარშან, ხელისუფლების მიერ დაშვებულ სამწუხარო შეცდომას, საზოგადოების პროტესტი მოჰყვა; ხელისუფლებამ აღიარა დაშვებული შეცდომა და პოლიტიკური პასუხისმგებლობაც აიღო. სამწუხაროდ, დესტრუქციული ოპოზიცია შეეცადა, ეს პროტესტი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინა და საპროტესტო ტალღა ძალადობრივ აქციაში გადაზარდა.

პარლამენტის შენობასა და საპოლიციო ძალებზე მათ ინტენსიური შტურმი მიიტანეს და ფაქტიურად, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა სცადეს. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის შენობაში ძალადობრივი შეჭრის მცდელობა, პრაქტიკულად, ყველა ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ხორციელდებოდა და შტურმის ორგანიზატორთა თუ აქტიურ მინაწილეთა მიმართ უტყუარი მტკიცებულებები დაგროვდა, ოპოზიცია, კარგა ხანი, მისთვის ჩვეული უტიფრობით უარყოფდა ფაქტებს, რომლებიც მთელმა საქართველომ საკუთარი თვალით იხილა.

თუმცა, გასული ერთი წლის განმავლობაში, ოპონენტებმა არაერთხელ, პირდაპირ თუ ირიბად, დაადასტურეს, რომ 2019 წლის 20-21 ივნისს, მშვიდობიანი საპროტესტო აქციის პარლამენტის შენობაზე მიტანილ შტურმში გადაზრდა, მათ მიერ სპეციალურად დაგეგმილი ოპერაცია იყო, რომლის მიზანს პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების პროვოცირება წარმოადგენდა, რათა ხელოვნურად შექმნილიყო ხელისუფლების დამხობის საბაბი. 2007 წლის 7 ნოემბრის და 2011 წლის 26 მაისის სისხლიანი დარბევების ავტორთა გათვლა ცინიკური და ამორალური იყო - მათ კარგად უწყოდნენ, რომ ქართული საზოგადოება უკიდურესად მტკივნეულად რეაგირებს პოლიციის მიერ თუნდაც ლეგიტიმურად გამოყენებულ ძალაზე.

ეჭვგარეშეა, რომ მთავარ სახელმწიფო ინსტიტუტზე მიტანილი იერიშის აღკვეთის დროს, აუცილებელი მოგერიების სამართლებრივ რეჟიმში მყოფი საპოლიციო ძალები მოქმედებდნენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში. სამწუხაროდ, კანონის ფარგლებიდან გასული აქციის შეწყვეტის მიზნით ჩატარებული ლეგიტიმური ოპერაციის დროს მძიმე ფიზიკური დაზიანება მიიღეს როგორც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, ასევე პოლიციელებმა;

დაზარალდნენ მედიის წარმომადგენლები. მათი ჯანმრთელობის დაზიანება ამ მოვლენების ყველაზე მძიმე შედეგი იყო და სამართლებრივის გარდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობაც, ამ შედეგებზე, 20 ივნისის დანაშაულებრივი ავანტიურის ორგანიზატორებს ეკისრებათ. ამ მოვლენების შედეგად, ხელისუფლებამ დემოკრატიის ტესტი წარმატებით ჩააბარა და სამართლებრივი რეაგირების გარეშე არ დატოვა პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევები და იმავდროულად, ყველაფერი გააკეთა დაზარალებულთა ჯანმრთელობის რეაბილიტაციისთვის. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ შტურმის მონაწილეთა მხრიდან დანაშაულის ჩადენა დაადასტურა სასამართლომ და შტურმში მონაწილე აბსოლუტურმა უმრავლესობამ თავადვე აღიარა ჩადენილი დანაშაული.

დღეს, ამ მძიმე მოვლენებიდან 1 წლის შემდეგ, როდესაც ემოციები დალექილია და ცივ გონებაზე შეგვიძლია ფაქტების განსჯა, კიდევ უფრო თვალსაჩინოა განსხვავება დემოკრატიული ღირებულებების ერთგულ, ეფექტურ და საკუთარ ხალხზე მზრუნველ ხელისუფლებასა და დესტრუქციაზე ორიენტირებულ და ძალაუფლების დაბრუნებისთვის ყველაფერზე წამსვლელ ძალებს შორის. პანდემიის წინააღმდეგ ჩვენი ხალხის და სახელმწიფოს წარმატებულმა ბრძოლამ ეს განსხვავება კიდევ უფრო მკაფიო გახადა: "ქართული ოცნების" ერთიანი სახელისუფლებო გუნდის ეფექტიანმა ნაბიჯებმა და საზოგადოების კონსოლიდაციამ საბოლოოდ დაუსვა წერტილი ოპოზიციის დესტრუქციულ დღის წესრიგს, რომელიც, ამ პირობებშიც საკუთარი ხალხის, საკუთარი სახელმწიფოსა და მისი ხელისუფლების დაზიანებაზე იყო ორიენტირებული, რაც ცხადია, არ გამოუვიდათ ისევე, როგორც არ გამოუვიდათ და არასდროს გამოუვათ არეულობის ნებისმიერი მცდელობა. ნდობადაკარგული და სრულიად გაკოტრებული ძალები ვეღარასდროს ჩაიგდებენ ხელში ძალაუფლებას და ვეღარ იძალადებენ ხალხზე.

ჩვენ ვგრძნობთ საზოგადოების მხარდაჭერას, ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და მომავლის წინაშე, ამიტომ, „ქართული ოცნება“, ქართველ ხალხთან ერთად, ყოველ ჯერზე წარმატებით დაძლევს ყველა გამოწვევას, წინ აღუდგება ოპოზიციის დესტრუქციულ დღის წესრიგს და ისევე დამაჯერებლად გაიმარჯვებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, როგორ დამაჯერებლადაც ყველა ერთად დავუპირისპირდით გლობალურ პანდემიას. ჩვენ, ყველა ერთად, ქვეყანას საბოლოოდ გავიყვანთ გამარჯვების გზაზე და ღირსეულ ადგილს დავუმკვიდრებთ თავისუფალ, ევროპულ, დემოკრატიულ ოჯახში!”, - ნათქვამია განცხადებაში.

"გარკვეულ პატივისცემას იწვევს ბოკერიას გამბედაობა, როცა ასეთი მაღალი ანტირეიტინგით შედიხარ მაჟორიტარობის ბრძოლაში" - გია ხუხაშვილი

გიგი უგულავა ზუგდიდში, გიგა ბოკერია კი - ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქებში - ვინ იქნებიან "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატები რეგიონებში

"საპარლამენტო მდუმარებაში" - 21 დეპუტატი, ვისაც 2019 წელს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლებით ერთხელაც არ უსარგებლია