საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგა ხაინდრავამ "ტვ პირველის" ჟურნალისტს მეძავი უწოდა
გოგა ხაინდრავამ "ტვ პირველის" ჟურნალისტს მეძავი უწოდა

კი­ნო­რე­ჟი­სორ­მა გოგა ხა­ინ­დრა­ვამ "ტვ პირ­ვე­ლის" ჟურ­ნა­ლისტს "ბორ­დე­ლის მე­ძა­ვი" უწო­და მას შემ­დეგ, რაც დას­მულ­მა შე­კი­თხვამ გა­ა­ღი­ზი­ა­ნა. ჟურ­ნა­ლის­ტმა მას ჰკი­თხა 4 მი­ლი­ო­ნი ლა­რის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც "ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, კი­ნო­რე­ჟი­სორს პრე­მი­ე­რის გან­კარ­გუ­ლე­ბით ჩა­მო­ე­წე­რა.

ინ­ცი­დენ­ტი მა­შინ მოხ­და, როცა ხა­ინ­დრა­ვა "კვი­რის" პრესკლუბ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას აკე­თებ­და. ინ­ცი­დენ­ტის ამ­სახ­ველ ვი­დე­ოს MULTIMEDIA.GE ავ­რცე­ლებს.

"შენ ხარ ბორ­დე­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მე­ძა­ვი - მე ეს უკვე გი­თხა­რი ჩემს სახ­ლთან და ახლა გი­მე­ო­რებ. შენ ხარ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი პრო­ვო­კა­ტო­რი, რო­გორც შენი პატ­რო­ნი მამა-შვი­ლი წე­რეთ­ლე­ბი და რო­გორც შენი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა. ამი­ტომ, შე­გიძ­ლია ადგე და გახ­ვი­დე აქე­დან, მე თქვენ­თან ლა­პა­რაკს არ ვა­პი­რებ.

გაბ­რძან­დით აქე­დან და თქვენ­ნა­ირ მე­ძა­ვებ­თან გა­აგ­რძე­ლეთ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გარ­კვე­ვა. პა­სუ­ხი გა­გე­ცი? და­ვამ­თავ­რეთ ლა­პა­რა­კი და თუ გინ­და იჯე­ქი ახლა მანდ" - მი­მარ­თა ხა­ინ­დრა­ვამ ჟურ­ნა­ლისტს.

"ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, პან­დე­მი­ის დროს, კი­ნო­რე­ჟი­სორ გოგა ხა­ინ­დრა­ვას კომ­პა­ნი­ას პრე­მი­ერ­მა გა­ხა­რი­ამ სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­კარ­გუ­ლე­ბით 4 მი­ლი­ო­ნი ლარი ჩა­მო­ა­წე­რა. სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი და­ვა­ლი­ა­ნე­ბა ხა­ინ­დრა­ვას 2020 წლის გა­ზა­ფხულ­ზე უნდა და­ე­ფა­რა, თუმ­ცა პრე­მი­ე­რის გან­კარ­გუ­ლე­ბით, მას ვალი ჩა­მო­ა­წე­რეს.

მკითხველის კომენტარები / 90 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგა
42

სიხა არ გამოჩენილა? :D

qeTo
66

ეგებ როგორმე ფსიქიატრთან მივიყვანოთ ეს უგვანო არსება! სანამ დროა, თორემ მერე ციხეში მოუწევს თავის დურთვა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

გოგა ხაინდრავამ "ტვ პირველის" ჟურნალისტს მეძავი უწოდა

გოგა ხაინდრავამ "ტვ პირველის" ჟურნალისტს მეძავი უწოდა

კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ "ტვ პირველის" ჟურნალისტს "ბორდელის მეძავი" უწოდა მას შემდეგ, რაც დასმულმა შეკითხვამ გააღიზიანა. ჟურნალისტმა მას ჰკითხა 4 მილიონი ლარის შესახებ, რომელიც "ტვ პირველის" ინფორმაციით, კინორეჟისორს პრემიერის განკარგულებით ჩამოეწერა.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ხაინდრავა "კვირის" პრესკლუბში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებდა. ინციდენტის ამსახველ ვიდეოს MULTIMEDIA.GE ავრცელებს.

"შენ ხარ ბორდელის წარმომადგენელი მეძავი - მე ეს უკვე გითხარი ჩემს სახლთან და ახლა გიმეორებ. შენ ხარ ჩამოყალიბებული პროვოკატორი, როგორც შენი პატრონი მამა-შვილი წერეთლები და როგორც შენი დაწესებულება. ამიტომ, შეგიძლია ადგე და გახვიდე აქედან, მე თქვენთან ლაპარაკს არ ვაპირებ.

გაბრძანდით აქედან და თქვენნაირ მეძავებთან გააგრძელეთ ურთიერთობების გარკვევა. პასუხი გაგეცი? დავამთავრეთ ლაპარაკი და თუ გინდა იჯექი ახლა მანდ" - მიმართა ხაინდრავამ ჟურნალისტს.

"ტვ პირველის" ინფორმაციით, პანდემიის დროს, კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას კომპანიას პრემიერმა გახარიამ სპეციალური განკარგულებით 4 მილიონი ლარი ჩამოაწერა. სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება ხაინდრავას 2020 წლის გაზაფხულზე უნდა დაეფარა, თუმცა პრემიერის განკარგულებით, მას ვალი ჩამოაწერეს.